ავტორი ნინო მიქიაშვილი
21:55 22.02.2014
თავისუფლების მოედანზე გასული წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენების გამო ბრალდებულების - მამა იოთამ ბასილაიასა და სამი საერო პირის: ტიტალ დავრიშიანის, ბექა სალუქვაძის და გიორგი ბასიაშვილის საქმის სასამართლო განხილვა 25 აპრილს განახლდება. საქმის განხილვაში ორი პროკურორი მონაწილეობდა. ერთ-ერთ პროკურორს “ობიექტივის“ ეთერში გასული გადაცემის გამო საქმის განხილვაში მონაწილეობა აუკრძალეს.
ბოლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს ჩატარდა. პროცესში მონაწილეობა ორი პროკურორიდან ერთმა, გოჩა ქორაიამ მიიღო. რადგან პროკურორი სალომე ადეიშვილი 3 თებერვლის სხდომაზეც არ ყოფილა, მიზეზით დავინტერესდი და სხდომის დასრულების შემდეგ ვითარებაში გასარკვევად პროკურორ გოჩა ქორაიას კითხვით მივმართე - რატომ აღარ მონაწილეობს საქმის განხილვაში პროკურორი ადეიშვილი? ჩემს კითხვაზე ასეთი პასუხი მივიღე:
“ობიექტივში“ ისეთი გადაცემა გავიდა, ორივე გაგვასწორეს მიწასთან, განსაკუთრებით სალომე ადეიშვილი. თქვენც ხომ “ობიექტივში“ ხართ?! მე ეს გადაცემა არ მინახავს, მისი შინაარსი გადმოცემით ვიცი. ამ გადაცემის შემდეგ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ საქმის განხილვაში სალომე ადეიშვილმა მონაწილეობა აღარ მიიღოსო.
ბატონ პროკურორს ვუთხარი, რომ გადაცემა, რომელსაც ის გულისხმობდა, “ობიექტივის“ ვებგვერდზე იდო და შეეძლო ენახა.
შეგახსენებთ, რომ 9 იანვარს, სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზიდან გამოსასვლელად ვემზადებოდით, როცა ჩემთან და ჩემს მეგობართან, ანა მიქაუტაძესთან მოვიდა პროკურორი სალომე ადეიშვილი და აგრესიული ტონით მოითხოვა ფოტოაპარატში წაგვეშალა დერეფანში გადაღებული მისი ფოტო. პროკურორ ადეიშვილს მისი კოლეგა, გოჩა ქორაიაც მოეშველა. პროკურორების პოზიცია ასეთი იყო - სანამ არ წაშლით, აქედან ვერ გახვალთ, დაკავებულები ხართო. გია ტაბლიაშვილმა დასახმარებლად მანდატურები მოიყვანა, პროკურორებს კი მიმართა – როგორ ბედავთ, თქვენ ისევ ძველი დრო ხომ არ გგონიათ, გენინსპექციას შევატყობინებო. ამის პასუხად პროკურორმა ადეიშვილმა ადვოკატს მიუგო, “ფეხებს ვერ მომჭამ“-ო.
გადაცემა, რომელზეც პროკურორმა გოჩა ქორაიამ ბრძანა, მედია-კავშირ “ობიექტივის“ ეთერში 24 იანვარს გავიდა. გადაცემის სტუმარი ადვოკატი გია ტაბლიაშვილი იყო.
მამა იოთამის და სამი საერო პირის საქმის სასამართლო განხილვის დროს სულ ათი მოწმე დაკითხეს. ბრალდებას კიდევ 93 მოწმე ჰყავს დასაკითხი!
ბოლო სხდომას, რომელიც 17 თებერვალს გაიმართა, შვეიცარიის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თარჯიმანთან ერთად. დავინტერესდი მათი მოსვლის მიზეზით. მითხრეს, რომ აინტერესებდათ რამდენად ობიექტურად მიმდინარეობდა საქმის განხილვა. კითხვა შევუბრუნე - 9 წელი უამრავი უსამართლო და არაობიექტური პროცესი გაიმართა, არც ერთზე არ ყოფილხართ და ახლა მაინდამაცინ ამ პროცესით რატომ დაინტერესდით-მეთქი. პასუხი არ გაუციათ, გაიღიმეს.
საქმის განხილვას აკვირდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელი. მისთვის იგივე კითხვა არ დამისვამს, რადგან აშშ-ს საელჩო წინა ხელისუფლების დროს გამართულ არაერთ პროცესს აკვირდებოდა.
17 თებერვლის სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატებმა არ გაიზიარეს პროკურორის შუამდგომლობა, ვინმე ნათია გვიანიშვილის დაკითხვის თაობაზე. ეს შუამდგომლობა პროკურორმა 3 თებერვლის სხდომაზე დააყენა. მოსამართლემ ადგილზე თათბირით შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - სასამართლო განხილვისას მხოლოდ ის პირები დაიკითხებიან, რომლებმაც ჩვენება ძიების დროს მისცესო.
მოწმეების დაკითხვამდე დარბაზში მყოფები მოსამართლემ გაგვაფრთხილა - ხმამაღალი შეძახილების შემთხვევაში სხდომას დავხურავო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, 17 თებერვალს ორი მოწმე დაიკითხა - 1992 წელს დაბადებული ლილი მამულაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის მესამე კურსის სტუდენტი და 1984 წელს დაბადებული ტატიანა ლოპოიანი, პროფესიით ეკონომისტი.
ამ ორმა მოწმემ ოთხი ბრალდებულიდან მხოლოდ ერთისკენ, მამა იოთამისკენ მიათითეს, ოღონდ ვიდეოკადრებშიო ნანახისა და მონაყოლის საფუძველზე. მოწმე მამულაშვილს მამა იოთამი ტელევიზიით გასული კადრებიდან და მისი მეგობრის მონაყოლიდან ეცნო - 17 მაისს ქუჩაში “კონტრდემონსტრანტების ბრბო“ იყო გამოსული, ეს სასულიერო პირი ლესელიძეზე “ტაბურეტკით“ დარბოდაო. მოწმე ირწმუნებოდა, კონტრდემონტსრანტები წიხლებს გვირტყამდნენო. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოწმეს ჰკითხა, პოლიციაში, რომ დაგკითხეს, იქ გიწერიათ, რომ თქვენთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ, მაშინ არც მამა იოთამი გიხსენებიათ, ახლა თქვენ სულ სხვა ჩვენებას იძლევითო. მოწმემ მიუგო, ამაზე გამომძიებელს კითხვები არ დაუსვამსო. ადვოკატი ლელა შავიძე ჩაეკითხა, თქვენ თვითონ რატომ არ თქვითო და დრო რომ გავიდა, ყველაფერი მერე უფრო კარგად აღვიდგინეო.
მოსამართლემ ბრალდებულებს მიმართა, მოწმესთან კითხვები ხომ არ გაქვთო და მამა იოთამი თქვა, ესენი დაშტამპულები არიან, ერთნაირ ჩვენებებს იძლევიან, დრო და ენერგია დავზოგოთ, ათ-ათი ერთად დავკითხოთო.
მეორე მოწმეს ტატიანა ლოპოიანს თარჯიმანი ახლდა. 17 მაისს მას პოლიციისთვის უთხოვია, აქედან გამიყვანეთო, მაგრამ არ გაუყვანიათ. შემდეგ მეგობრისთვის დაურეკია, ტანსაცმელი მომიტანე, გადავიცვამ და აქედან ისე გავალ, რომ ვერავინ მიცნოსო. ლოპოიანისთვის მეგობარს შალი მიუტანია, რომელიც მხრებზე მოუსხია და იქიდან უპრობლემოდ გასულა - “მე ადრე წავედი და მხოლოდ ვერბალური მოწმე შეიძლება ვიყოო“.
პროკურორმა ქორაიამ მოწმე ლოპოიანს ჰკითხა - ბრალდებულებიდან რომელიმე ხომ არ გეცნობაო. მოწმე მოტრიალდა და თქვა - კი, შუაში, რომ ზის, იმას ვიცნობ, მიკროავტობუსის საქარე მინას ამტვრევდა, რის შესახებაც ფოტოებიდან და ვიდეოკადრებიდან ვიციო.
მოწმე ტატიანა ლოპოიანი დაზარალებულია, რადგან მას შეკრების თავისუფლებაში ხელი შეშლია, მაგრამ ბრალდებულებიდან ხელი, არც ერთს არ შეუშლია, ეს მოწმემ დაკითხვის დროს დაადასტურა.
პროცესის დასრულებისას ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოსამართლე დავით მგელიაშვილს შუამდგომლობით მიმართა - 3 მარტიდან დიდი მარხვა იწყება, მონასტერში მკაცრი პირობებია და თუ შესაძლებელია მამა იოთამი საქმის განხილვას არ დაესწრება, თუ შესაძლებელია, ნუ ჩათვლით, რომ საქმის განხილვას თავს არიდებსო. მოსამართლემ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილება შეუძლებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ მას შეეძლოა სხდომა 25 აპრილისთვის გადაედო. წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს. ასე რომ, მამა იოთამისა და მასთან ერთად ბრალდებული სამი საერო პირის საქმის განხილვა 25 აპრილს 14 საათზე გაგრძელდება.