ავტორი ნინო მიქიაშვილი
22:04 15.02.2014
მამა იოთამ ბასილაიას და სამი საერო პირის: ბექა სალუქვაძის, გიორგი ბასიაშვილის და ტიტალ დავრიშიანის საქმის განხილვა გრძელდება. მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს, 16 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2013 წლის 17 მაისს თავისუფლების მოედანზე განვითარებულ მოვლენებს.
საქმის განხილვას უძღვება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილი. ბრალდების მხარეს წარმოადგენენ პროკურორები: გოჩა ქორაია და სალომე ადეიშვილი. აქამდე გამართულ სხდომებს თუ მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი აკვირდებოდა, ახლა უკვე ლამის მთელი დიპლომატიური კორპუსი ზის და საქმის განხილვას თარჯიმნების მეშვეობით თვალყურს ადევნებს. ამ დროისთვის ბრალდების რვა მოწმეა დაკითხული. განაჩენის გამოტანამდე 100 მოწმე უნდა დაკითხონ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა 3 თებერვალს გაიმართა. ამ დღეს ბრალდების სამი მოწმე დაკითხეს. ბრალდებულების ინტერესებს იცავდნენ ადვოკატები: გიორგი ჭალიძე, ლიანა ედიშერაშვილი, გია ტაბლიაშვილი, ლელა შავიძე, გელა ნიკოლაიშვილი, ლელა შავიძე და ლევან გორხელაშვილი. ორი პროკურორიდან ერთი, სალომე ადეიშვილი სამი თებერვლის სხდომას არ დასწრებია.
14 საათზე ჩანიშნული სხდომა 15 საათზე დაიწყო. მანამდე გვატარეს ერთი დარბაზიდან მეორეში, მეორედან მესამეში. ბოლოს, როგორც იქნა გადაწყვიტეს, რომ სხდომა N3 დარბაზში გაიმართებოდა. სხდომას თვალ-ურს ადევნებდა 50 ადამიანი. მათ შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები. აქვე შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს გამართულ სხდომაზე იყვნენ: შვედეთის საელჩოს თანამშრომლები და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ბრალდების მოწმეები დაკითხვისას დროდადრო ერთიდაიგივე ფრაზებს იმეორებდნენ: “ტაბურეტკიანი“, “17 მაისს ქუჩაში გამოსული იყო ბრბო“, “იქ იდგნენ ზომბები“... დარბაზიდან ხმამაღალი პროტესტის შემდეგ მოსამართლე შენიშვნას აძლევდა - “კორექტულად ისაუბრეთ, მხოლოდ ფაქტები აღწერეთ“.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე დაკითხული სამივე მოწმემ ხელი დაადო მამა იონათამ ბასილაიას და ბექა სალუქვაძეს, ოღონდ, ვიდეო-კადრებში ნანახის და სხვისი მონათხრობის საფუძველზე!
საგულისხმოა ისიც, რომ ძიების დროს სამივე მოწმე პოლიციაში დაკითხეს, მაგრამ მაშინ მათ ბექა სალუქვაძესა და მამა იოთამზე არაფერი უთქვამთ.
ბრალდების მოწმე - 1979 წელს დაბადებული თინათინ ჯაფარიძე ყოველი მეორე წინადადების ბოლოს ერთიდაგიგვე ფრაზას იმეორებდა - “ჩვენი მისამართით ყვიროდნენ, მოვკლათ, ჩავხოცოთო“. ეს მოწმე ძალიან უცნაური დასახელების ფონდში მუშაობს, დასახელება ვერაფრით გავიგე. ამიტომ მის სამუშო ადგილს ვერ ვუთითებ.
მოწმე ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ხელში ეჭირა დიდი კამერა და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს იღებდა. სწორედ ამიტომ, მას არავინ ერჩოდა - “ხალხი მოდიოდა და მილოცავდა, მოკლეს, მოკლესო“; მეფე თამარის პანსიონიდან ჩოხებში ბავშვები მოიყვანეს. მათ მითხრეს ჰომოსექსუალებს უნდა ვებრძოლოთო“.
პროკურორმა ქორაიამ მოწმე ჯაფარიძეს ჰკითხა - განსაკუთრებულად აგრესიულების სახეები თუ დაგამახსოვრდათო. მოწმემ დარბაზს გადმოხედა - სახეები ბევრი მახსოვს, მაგრამ ისე არავინო. პროკურორმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა - ვიდეოკადრებიდან რა გახსოვთო და მოწმე ჯაფარიძე პირდაპირ მიტრიალდა იქით, საითაც მამა იოთამი იჯდა და თქვა - “თქვენ მახსოვხართ! თქვენ ხომ ძალადობის სიმბოლოდ იქეცითო?!“ ამ ფრაზას დარბაზიდან ხმაური მოჰყვა. ვითარება მოსამართლემ განმუხტა. მოწმემ გააგრძელა - “მარშუტკაში“ ჩემი მეგობარი იჯდა და მან მითხრა, რომ ეს სასულიერო პირი “მარშუტკას“ ურტყამდა სკამსო“.
ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა მოწმეს ჰკითხა - 2013 წლის 2 ივნისს პოლიციას რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მიეცით და რომელია სწორი, ეს თუ ისო?! ამაზე რა უპასუხა, ანდა საერთოდ გასცა თუ არა პასუხი, არ ვიცი, ვერ გავიგე. მოწმე გიორგი ბასიაშვილისკენ მიტრიალდა - ეს ვიდეოკადრებიდან მეცნობაო.
მოწმემ ბრძანა, ზიანი მომადგაო. ადვოკატი გია ტაბლიაშვილი დაინტერესდა - რა ტიპის ზიანი მიიღეთო და მოწმე ჯაფარიძემ მიუგო, “მორალური ზიანი მივიღე, მომავლის დაგეგმვა მიჭირს ისეთ ქვეყანაში, სადაც განსხვავებულებს მოსაკლავად იმეტებენო“. ამის შემდეგ მოწმე ჯაფარიძეს კითხვები მამა იოთამმა დაუსვა, დაინტერესდა საიდან მოდიოდა სიძულვილი სასულიერო პირებთან მიმართებაში:
კითხვა: რამ გამოიწვია ასეთი აგრესია და სიძულვილი სასულიერო პირების მიმართ?
პასუხი: რაც დავინახე იმან.
კითხვა: რა დაინახეთ?
მამა იოთამის კითხვა პროკურორმა გააპროტესტა, მაგრამ მოსამართლისგან დასტური ვერ მიიღო და მამა იოთამმა გააგრძელა:
კითხვა: ის ვიდეო არ გინახავთ, თქვენს მეგობრებს რომ ვიცავდი?
პასუხი: არა.
კითხვა: რომ ნახოთ სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულებას შეიცვლით?
პასუხი: დიახ.
ამ ბოლო კითხვის დასმისას პროკურორმა ქორაიამ მოწმეს შესძახა, მაგ კითხვას არ უპასუხოო, მაგრამ დააგვიანა - მოწმეს ნაპასუხები ჰქონდა. აი, ხომ ხედავთ?! ეს იმას ნიშნავს, რომ სასულიერო პირების მიმართ აგრესია ჰქონიაო, - თქვა მამაომ.
ბრალდების მოწმე, 1990 წელს დაბადებული თამარ გობრონიძე თსუ-ში სწავლობს, გასული წლის 17 მაისს მუშაობდა ა/ო. “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში“, ბიბლიოთეკარად. 17 მაისის აქცია მან შემდეგნაირად აღწერა:
არსებობდა გეგმა “ა“, რომელიც ითვალისწინებდა აქციის პარლამენტთან ჩატარებას და არსებობდა გეგმა “ბ“, რომლის მიხედვით აქცია პუშკინის სკვერში უნდა ჩაგვეტარებინა, რადგან ჩვენთვის ცნობილი იყო ამ აქციისადმი საზოგადოების დამოკიდებულება. ასფალტის ნაჭრებს, ქვებს და ძეხვებს გვესროდნენ; გვეუბნებოდნენ, აქედან ცოცხლები ვერ გააღწევთო. მაშინ გრძელი თმა მქონდა, მექაჩებოდნენ და მიკროავტობუსში ასვლის საშუალებას არ მაძლევდნენ. დაზიანება არ მიმიღია, თუმცა, ბევრი ქვა მომხვდა და რაღაც სილურჯეები მქონდა. ეს სასულიერო პირი ვიდეოკადრებიდან მეცნობა. მეგობრისგან ვიცი, რომ ავტობუსს ტაბურეტს ურტყამდა და მძღოლის გადმოთრევას ცდილობდა. მე ვინც მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა, იმათი სახეები მახსოვს, მაგრამ აქ არ სხედანო.
მოწმე გობრონიძის ჩვენების მოსმენის შემდეგ მამა იოთამმა მას ჰკითხა - კი მაგრამ, თქვენ ტრენინგებს ხომ არ გიტარებენ, ასე ერთნაირ ჩვენებებს რომ იძლევითო?!
3 თებერვალს გამართულ სხდომაზე დაკითხეს ბრალდების კიდევ ერთი მოწმე, 1970 წელს დაბადებული ირმა ინარიძე. რა თქმა უნდა, მამა იოთამისკენ მიათითა - მეცნობა, ვიდეოკადრებიდან, მიკროავტობუსს ტაბურეტს ურტყამდა, იქ ბრბო იყოო. ამას დარბაზიდან ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა. მოსამართლემ მოწმეს შენიშვნა მისცა. მოწმემ გაგარძელა - 17 მაისს კონტრდემონსტრანტები ხელკეტებით შეიარაღებულები იყვნენ, რამდენჯერმე კიდეც გადამიჭირეს, ტანზე დაზიანებები, თავზე კოპები მქონდა. ერთმა პოლიციელმა გვითხრა, კანონი მავალებს თქვენს დაცვას, თორემ თქვენ რა დასაცავები ხართო. გვლანძღავდნენ და გასაგლეჯად მოგვდევდნენო.
ადვოკატმა კითხვა შეუტრიალა - ვინმე გაგლიჯესო და მოწმე ინარიძემ მიუგო, არაო. ადვოკატმა ლევან გორხელაშვილმა ჰკითხა - თქვენი აზრით, შეუზღუდავია თუ არა გამოხატვის უფლებაო. მოწმემ უპასუხა, არ ვთვლიო. თქვენთვის ცნობილი იყო თუ არა საზოგადოების განწყობაო, - იკითხა ადვოკატმა და მოწმემ მიუგო, დიახ, ჩვენ ვიცოდით საზოგადოების განწყობა როგორი იყოო. თვლით თუ არა, რომ იმ მომენტში ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერა შეურაცხყოფდა მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებსო და ამაზე მოწმემ თქვა, ვინც ასე თვლის, იმას პროტესტის უფლება აქვსო. ამის შემდეგ მამა იოთამმა მოწმეს ჰკითხა - ხართ თუ არა მონათლულიო. მოწმე ინარიძემ უპასუხა, ტრადიციულად მონათლული ვარო. მამა იოთამმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა - კიდევ გამართავთ აქციას 17 მაისსო და ამაზე მოწმემ თქვა, ჩემი აზრით, ასეთი აქცია ყოველ წელს უნდა იმართებოდესო.
პროცესის დასრულებისას პროკურორმა გოჩა ქორაიამ მოსამართლე დავით მგელიაშვილს ნათია გვიანიშვილის მოწმედ გამოძახების შუამდგომლობით მიმართა - აქ დაკითხულმა მოწმეებმა მისი გვარი არაერთხელ ახსენეს და თქვეს, რომ გვიანიშვილმა თავის თვალით ნახა მიკროავტობუსს სკამს როგორ ურტყამდა ერთ-ერთი ბრალდებული და ეგებ გამოვიძახოთ და დავკითხოთო.
მოსამართლე ადვოკატებს მოუტრიალდა - თანახმა ხართო? რადგან გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი სხდომიდან გასულები იყვნენ, დარბაზში დარჩენილმა ადვოკატებმა თქვეს, ჩვენს კოლეგებთან შევთანხმდებით და პასუხს შემდეგ სხდომაზე მოგახსენებთო.
17 მაისის აქციის გამო ბრალდებულების სასამართლო საქმის განხილვა ორშაბათს, 17 მაისს, 16 საათზე განახლდება.