05:11 14.12.2013
ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისათვის" თავმჯდომარე ლალი ანთია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ეხმაურება.
არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ლევან შონიას დანიშვნას დადებითად აფასებს და ხელისუფლებას მოუწოდებს თანამდებობაზე დატოვოს რაიონული პოლიციის უფროსი კობა ხარებავა, რომელიც მუდამ პატიოსნებით გამოირჩეოდა.
"გუბერნიის თანამშრომლები, რომლებიც წლების განმავლობაში გოროზიასთან ერთად ანადგურებდნენ სამეგრელოს ქონებას და ჩადიოდნენ დანაშაულს - უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ბრძოლა და ენთუზიაზმი კი უნდა დაუფასდეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავს წირავდნენ სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლების დასამხობად" - ნათქვამია მიმართვაში.
მიუხერდავად ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ცვლილებებისა, ლალი ანთიას თქმით ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენა და სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეთა ნარჩენების დასჯაა.
ზუგდიდის რაიონის პროკურორად ლევან სალიას დანიშვნას "ქალები მშვიდობისათვის" კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს, რადგან უფლებადამცველთა ცნობით სალია სააკაშვილის ხელისუფლების მოტრფიალე, დამნაშავე კადრია.