ავტორი თაკო მულაძე
18:41 16.12.2013
პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო იქმნება. საქართველოში მსგავსი უწყება დღემდე არ არცერთ მთავრობას არ შეუქმნია. ცენტრმა სტიქიური უბედურებების დროს, კოორდინაცია უნდა გაუწიოს ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომელიც კონკრეტულ ვითარებაში კრიზისული ვითარების აღმოსაფხვრელად იქნება საჭირო.
ოპერატიული თათბირი სახელმწიფო კანცელარიაში 15 დეკემბერს გაიმართა.
„შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ცენტრი. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები. იმედი მაქვს, თვის ბოლოს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნება ერთიანი მაკოორდინირებელი კრიზისების მართვის ცენტრი, იქამდე მსურდა ოპერატიული თათბირი ჩამეტარებინა, შევქმენით დროებით შტაბი, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ოპერატიულად და სტიქიით გამოწვეული ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს საქართველოში დროულად და მყისიერად მოვაგვაროთ.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.