19:19 13.12.2013
ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორს თანამდებობაზე დანიშვნა პირველმა მიულოცა.
ილია ჩაჩიბაიამ დღესვე სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ლევან შონიას მიღწევებს შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ რწმუნებული, ისეთივე წარმატებით შეძლებს სახელმწიფო მოხელეების მოსახლეობასთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას, როგორც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, სამართალდამცავების, მოქალაქეებიადმი მიდგომის ევროპულ მოდელზე გადაყვანას.
ილია ჩაჩიბაია: "ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ლევანს, ვიმედოვნებ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი იქნება. ლევან შონიას სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობის პერიოდი უდაოა, რომ დადებითად ფასდება. ღირსეული წარსულის მქონე ღირსეული რწმუნებული ეყოლება სამეგრელო-ზემო სვანეთს, რაც მახარებს. ლევან შონიამ რადიკალურად შეცვალა პოლიციის დამოკიდებულება ხალხის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა რეგიონის მთავრობის წარმომადგენლების დამოკიდებულებას გააუმჯობესებს მოსახლეობის მიმართ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ახალი გუბერნატორები წარადგინა. კახეთის გუბერნატორი იქნება ირაკლი შიოლაშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი; შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი; ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია; მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი; სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე; გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი პარმენ მარგველიძე.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ჩემი მინისტრობის დროს იყო ძალიან გამორჩეული სამხარეო პოლიციის უფროსი. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა, კვალიფიკაცია გავლილი აქვს აშშ-ში. ის მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, იგი გახლავთ ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი და ღირსების ორდენის კავალერი. კარგი ავტორიტეტით სარგებლობს სამეგრელოში და კარგად იცის ამ კუთხის პრობლემები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ძველმა გუბერნატორებმა თანამდებობები ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დატოვეს.