ზუგდიდში მანიაკს ეძებენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
21:35 30.03.2012
ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, 23 მარტს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. პოლიცია 37 წლის პაპუნა ჩიკვატიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ თამაზ კვიციანს ეძებს. ჩიკვატიას ცხედარი ნათესავებმა და მეზობლებმა მისი გაუჩინარების ღამეს სოფლის ტყეში იპოვეს.

თვითმხილველების განცხადებით მოკლულს სხეულზე დანით მიყენებული 37 ჭრილობა აღენიშნებოდა. პაპუნა ჩიკვატიას ოჯახის წევრები და მეზობლები დარწმუნებული არიან, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის თამაზ კვიციანი მანიაკია.

გარდაცვლილის დედის, როზა ჯიჯელავას მონათხრობით, გაუჩინარების დღეს მისი ვაჟი მეზობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. შინ მომავალს კი გზად მკვლელობაში ეჭვმიტანილი, თამაზ კვიციანი შეხვედრია, რომელთანაც სიტყვიერი შელაპარაკება მოსვლია. შემდეგ, კვიციანი საკუთარ სახლში შევარდნილა, დანა აუღია და ჩიკვატიას გადევნებია. ამის შესახებ ჩიკვატიას ნათესავებისთვის თავად კვიციანის მამას უცნობებია, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი ყოფილა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაკარგულის ოჯახს პოლიციისთვის მიუმართავს. პარალელურად, პაპუნა ჩიკვატიას ნათესავები და მეზობლები სოფლის მთელ ტერიტორიაზე ეძებდნენ. ღამის 12 საათისათვის კი მისი ცხედარი ახლომდებარე ტყეში აღმოუჩენიათ.

იზო ჯიჯელავა presage.tv-სთან საუბარში იმ სისასტიკეზე საუბრობს, რომელიც მკვლელმა მისი დისშვილის მიმართ გამოიჩინა. მისი განმარტებით, მოკლულს სხეულზე მიყენებული 37 ჭრილობის გარდა, ორივე თვალი დანით ჰქონდა ამოთხრილი. მიუხედავად ამისა, ნაპოვნი ცხედრის ადგილზე ოჯახის წევრებმა სისხლის უმნიშვნელო კვალი აღმოაჩინეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მკვლელმა ჩიკვატიას სხეულიდან სისხლი გამოწოვა.

მოკლულის კიდევ ერთი დეიდა, ზაირა ჯიჯელავა ამბობს, რომ თამაზ კვიციანი მანიაკალურ ქმედებებში სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ შეამჩნია. იგი მეათეკლასელი გოგონას ისტორიას იხსენებს, რომელის გაუპატიურება და მოკვლა კვიციანმა ინგირის მშენებარე აეროპორტთან ცოტა ხნის წინ სცადა. გოგონა გადარჩა, რადგან მისი შველა ბიძამ შემთხვევით მოახერხა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი სოფლიდან კვიციანის ბიძაშვილი, გოჩა კვიციანი და მისი მეუღლე გაუჩინარებულან. სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ თამაზ კვიციანის მხრიდან გოგონაზე განხორციელებული ძალადობის თვითმხილველი სწორედ ცოლ-ქმარი იყო. ამიტომაც გაჩნდა ვარაუდი, რომ თამაზ კვიციანმა ისინი, როგორც დანაშაულის მოწმეები, თავიდან მოიშორა.

ინგირის მოსახლეობა პანიკაშია. ისინი იმ შიშზე საუბრობენ, რომელმაც სოფელში მკვლელობის შემდეგ დაისადგურა. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვების სკოლაში სიარულს ერიდებიან და სახლებში დაღამებამდე იკეტებიან. სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა კიდევ სამი ადამიანის მკვლელობა აქვს განზრახული. მათ შორის ერთი, მისივე კარის მეზობელი, უკვე მოკლული პაპუნა ჩიკვატიას ბიძაშვილია.

„პოლიციამ მკვლელობის შესახებ იმ ღამესვე შეიტყო.მათთვის მკვლელის ვინაობაც მალევე გახდა ცნობილი. შორს ვერ გაიქცეოდა მკვლელი, თვითმფრინავი ხომ არ ჰყავდა? ახლა ავდგებით მთელი სოფელი და მივადგებით ძალოვანებს. ამდენი ხანი რატომ ვერ დაიჭირეს, რას ელოდებიან, სანამ კიდევ დახოცავს ხალხს? რატომ არ აქტიურობენ? უნდათ ვინმეს მოაჩვენონ, რომ ზუგდიდში სტაბილური მდგომარეობაა და დანაშაული არ ხდება?-აცხადებს ზაირა ჯიჯელავა.

ჩიკვატიას ოჯახი სოფლის მოსახლეობასთან ერთად სამართალდამცავებისგან მკვლელის დაუყონებლივ დაკავებას მოითხოვენ. თუ უახლოეს დღეებში კვიციანის დაკავება არ მოხდება, ისინი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში პაპუნა ჩიკვატიას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, თუმცა მომხდარის შესახებ ჟურნალისტებისთვის კომენტარი ამ დრომდე არ კეთდება.



presage.tv



READ MORE - ზუგდიდში მანიაკს ეძებენ [video]

ჟურნალისტი ნანა ფაჟავა მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს

17:06 28.03.2012
ტელეკომპანია “მაესტროს” და ინტერნეტგამოცემა “პრესაგე.ტვ”–ს ჟურნალისტი ნანა ფაჟავა მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს.

როგორც ფაჟავამ ზუგდიდის სასამართლოსთან კახა მიქაიას დაკავების შემდეგ განაცხადა, მას არ აპატიებენ იმას, რომ ირაკლი ალასანიასთან ერთად უკანონო ბანდფორმირებების შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა.

“მე აქამდე თავს ვიკავებდი მაგრამ, დღეს ვამბობ: ვინც რა უნდა დამაბრალოს ის ადამიანები რომლებიც მე გადავიღე და განლაგებული არიან სხვადასხვა ქუჩაზე თუ სახლებში, ისინი ხალხის დასაშინებლად და არჩევნების ჩასაშლელად არიან მობილიზირებული”–აცხადებს ფაჟავა.

ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ რაც მან, დაჯგუფების წევრების გადაღება მოახერხა, აღნიშნული ტერიტორიები უკვე ცარიელია.

epn.ge



READ MORE - ჟურნალისტი ნანა ფაჟავა მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს

სამეგრელოში პოლიტიკური დაპატიმრებები განახლდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
13:24 28.03.2012
„დაიცავი საქართველოსა“ და „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი, კახა მიქაია ქართულმა მართლმსაჯულებამ დღეს ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლა და 10 დღით საპატიმროში გამოკეტა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან მიქაია ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე დარჩება.

კახა მიქაიას „ხულიგნობის“, მითუმეტეს „წვრილმანად“ კვალიფიცირებული დანაშაულის დღეს არავის სჯერა, მითუმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც მის ქმედებას როგორც საამართლო დარბაზში, ისე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე თვალს ადევნებდნენ. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას მიმართ სასამართლოს მიერ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა და ნათესავებმა პროტესტის გამოხატვა დარბაზშივე დაიწყეს. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა, თეა წულუკინმა და ირაკლი ჩიქოვანმა მოსამართლე ირაკლი აბშილავა ტენდენციურობასა და უსამართლობაში დაადანაშაულეს. სხდომათა დარბაზი დამსწრეებმა პროტესტის ნიშნად ტაშით დატოვეს.

სასამართლოს შენობიდან გამოსული ადამიანები მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მხარდამჭერებს შეუერთდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ 150-მდე აქციის მონაწილეს პირველმა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ჩიქოვანმა ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით აუწყა. „სერგო ჩაჩიბაიას დაკავება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მხოლოდ ერთი დამსახურებული და კარგი ზუგდიდელი დაიჭირეს, არამედ იმას, რომ ეს არის თითოეული თქვენთაგანის შეშინება... მაგრამ ვერავინ შეგვაშინებს, ამას გპირდებით. სერგო გამოვა და თავისუფლებას იპოვის, ის ადამიანები კი, ვინც ამ უსამართლობას სჩადის, იპოვიან იმ ადგილს სადაც დღეს სერგოა. ეს იმიტომ, რომ ასეთი ვაკხანალია არ შეიძლება ვინმეს ეპატიოს. ეს არ არის არც დემოკრატია, არც ქვეყანა და არც პროგრესი, ეს არის საჯალათე, რომელსაც მეთაურობს ერთი კაცი, თავიდან ბოლომდე, სრულ მონობაში ჰყავს ყველა...“ - აცხადებდა ჩიქოვანი.

ირაკლი ჩიქოვანის მიმართვას თეა წულუკიანის შეფასებები მოჰყვა, რომელმაც მოსამართლე აბშილავა საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას უკანონო მითითების შესრულებასა და უცოდინრობაში დაადანაშაულა. სწორედ ამ დროს, კახა მიქაიას, რომელიც თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლის გამოყენებაში ეხმარებოდა, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ლევან ქირია 20-მდე პოლიციელთან ერთად მიუახლოვდა და ოპერატიული მანქანისკენ ხელკავით გაიყვანა.

„რა უნდა გითხრათ ადამიანებს, გვამონებენ ხალხნო! რა სამართალი, რის სასამართლო. ეს არის დამონების ინსტიტუტი დღეს, რაც ჩვენ დღეს დავინახეთ, სხვა არაფერია. ადამიანი დაიჭირეს იმიტომ, რომ სამაგალითოდ შეგაშინონ თითოეული თქვენთაგანი. კახა მიქაია მოვიდა იმიტომ რომ გულშემატკივრობს ზუგდიდელს, მართალ კაცს. დავუთმოთ მაშინ ეს ქვეყანა ამათ... ხელისუფლება არის პანიკაში და ეს მექანიზმი ირღვევა, ამას უკავშირდება, სხვას არაფერს. ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე. არ უნდა დავატოვებინოთ ის ადამიანი, რომელიც უდანაშაულოა... არ უნდა გვეშინოდეს... “-ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა კახა მიქაიას დაკავების შემდეგ გააკეთა.

საპროტესტო აქციამ რამდენიმე წუთში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლა, თუმცა კახა მიქაიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია იქ შეკრებილ მხარდამჭერებსა და ჟურნალისტებს ერთი საათის განმავლობაში არ ჰქონდათ. წინასწარი დაკავების საკანში მიქაიას მოთავსების შესახებ ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც იგი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა პირადად მოინახულა. დაკავებიდან 10 წუთში პოლიციის შენობასტან იმყოფებოდა კახა მიქაიას ადვოკატი გიორგი სამუშიაც, თუმცა დაცვის განხორციელების უფლება პოლიციელების მხრიდან მას არ მიეცა.

დღის 4 საათისათვის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ლაურა მიქავა კახა მიქაიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის განხილვას შეუდგა. მიქავამ დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის იმ მოწმეების დაკითხვაც, რომელიც კახა მიქაიას უდანაშაულობას დაამტკიცებდა. უფრო მეტიც, სამართალდარღვის ოქმის შემდგენელად სასამართლო სხდომაზე პოლიციის ინსპექტორი გოგიტა ქობალია გამოცხადდა, რომელიც მიქაიას დაკავებაში არ მონაწილეობდა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ იგი სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავა, როცა უმისამართოდ იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. ქობალიას განმარტებით, პოლიციის მოწოდებას, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მიქაია არ დაემორჩილა და დაკავებაც ამის შემდეგ მოხდა. ამ სიცრუესთან ერთად ქობალიამ მოსამართლე იმაშიც „დაარწმუნა“, რომ მიქაიას უფლებების დასაცავად პოლიციაში ადვოკატი არ გამოცხადებულა. ვიდეოკადრებში კი პოლიციის შესასვლელთან ადვოკატ გიორგი სამუშიას ლოდინის რეჟიმი ისევე გარკვევით ჩანს, როგორც მიქაიას „ხულიგნობა“ დაპატიმრებისას.

სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენელმა დღეს სასამართლოში შუამდგომლობაც დააყენა და მიქაიას მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, 90-დღიანი პატიმრობა მოითხოვა. თუმცა მოსამართლე საბოლოოდ 10-დღიან საპატიმრო ვადას „დასჯერდა.“

„ლაურა მიქავამ დღეს დამარწმუნა იმაში, რომ მან ზეპირად იცის კოდექსების სახელწოდებები, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს როგორ გამოიყენოს იგი. მან არ იცის რა არის დაცვის კონსტიტუციური უფლება. მან ტყუილზე დაუჯერა გოგიტა ქობალიას, რომელიც არის პოლიციელი... კახას დაკავებაში მონაწილეობას იღებდა მისი აღმატებულება ზუგდიდის პოლიციის უფროსი ლევან ქირია, რომელიც შემდეგ შევიდა კახასთან საკანში და უთხრა ორი რამ, „ქვეყნის გადატრიალება გინდა ბიჭო?“ და „არ გრცხვენია, რომ რუსეთის გეგმას უდგახარ მხარში“. მინდა ვუთხრა ახალაიას, სააკაშვილს, რომ მე არ ვარ რუსეთის პროექტი, ჩვენ არ ვართ რუსეთის პროექტი, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის პროექტი, რომელსაც სურს სამართლიანობა, რომელსაც არ სურს ლაურა მიქავები მოსამართლედ.

კახას მიმართ განხორციელდა შერჩევითი მართლმსაჯულება. მე არ ვთვლი, რომ მან რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა... თუ ის იმისთვის იყო დასასჯელი რისთვისაც დაისაჯა, მაშინ დასასჯელები ვიყავით ყველანი და მათ შორის მეც. როგორც ჩანს ადგილობრივი ხელისუფლება საშინლად შეშფოთდა, კიდევ უფრო მოიცვა ის პანიკამ, როდესაც დაინახა, რომ ჩემს მერე სიტყვით კახა მიქაია უნდა გამოსულიყო...“-განაცხადა წულუკიანმა.

თანაგუნდელის დაკავებას „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი დავით სორდია მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავებისა და ხელისუფლების შეშფოთების უმთავარესი მიზეზი კახა მიქაიას მიერ სამეგრელოში შექმნილი უკანონო ბანდფორმირებების შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომელიც შემდეგ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამაც დაადასტურა. დავით სორდია სამეგრელოში არსებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, სერგო ჩაჩიბაიასა და კახა მიქაიას დაპატიმრებების შემდეგ სხვა ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერებისა და წევრების დაკავებას არ გამორიცხავს.



presage.tv




READ MORE - სამეგრელოში პოლიტიკური დაპატიმრებები განახლდა [video]

კახა მიქაიას სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

16:06 27.03.2012
კახა მიქაიას სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მიქაიას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაკავებულს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.

ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას ინფორმაციით, ბრალდების მხარე მიქაიასთვის 3-თვიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენელი კახა მიქაია, პოლიციამ ზუგდიდში, რაიონული სასამართლოს შენობასთან მაშინ დააკავა, როდესაც მიქაიამ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და გარეთ მდგომ აქტივისტებს სიტყვით მიმართა.

obieqtivi.net




READ MORE - კახა მიქაიას სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

პოლიციამ ზუგდიდში კახა მიქაია დააკავა [video]

15:00 27.03.2012
ზუგდიდში, რაიონული სასამართლოს შენობასთან პოლიციამ ოპოზიციური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენელი კახა მიქაია დააკავა.

წინასწარი ინფორმაციით, მიქაიას დაკავების მიზეზი კახა მიქაიას, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების, თეა წულუკიანის და ირაკლი ჩიქოვანის მიერ ზუგდიდის სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქცია გახდა.

მიქაიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საპროტესტო აქცია ამჟამად ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მიმდინარეობს.

ამ წუთებში სხვა სახის ინფორმაცია არ ვრცელდება.






READ MORE - პოლიციამ ზუგდიდში კახა მიქაია დააკავა [video]

სერგო ჩაჩიბაიას ვიდეომიმართვა

ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 08.02.2012
„მე გახლავართ სერგო ჩაჩიბაია, ყოფილი პოლიციისა და უშიშროების პოლკოვნიკი. ვარ ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი. მაქვს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებენ ჩემს დაკავებას. მინდა მოგახსენოთ, რომ სახლში გამაჩნია ოთხი ერთეული დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. „ჩზ-ს (cz)“ სისტემის პისტოლეტი, „ხოლერის“ სისტემის რევოლვერი, კარაბინი და „სკს“ სისტემის კარაბინი. ამ სისტემის არც საბრზოლო და არც სანადირო ვაზნები ოჯახში არ გამაჩნია. ასევე არ გამაჩნია რაიმე სახის ფეთქებადი ნივთიერება. არ ვარ ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, გადამზიდველი ან შემნახველი.“-ეს სერგო ჩაჩიბაიას იმ ვიდეომიმართვის შინაარსია, რომელიც 25 მარტამდე, მის დაკავებამდე 7 თვით ადრე მისსავე ბინაში ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ სამოყვარულო ვიდეოკამერით ჩაწერა.

ილია ჩაჩიბაია: „სერგო ჩაჩიბაიამ მთხოვა მასთან სახლში მივსულიყავი. აღელვებული იყო, ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებში“ გავწევრიანდი და ჩემზე ზეწოლები დაიწყესო. როგორც გაირკვა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები და მაღალჩინოსნები მას აფრთხილებდნენ, თუ ოპოზიციურ საქმიანობას არ შეეშვები დაგიჭერთო, ისიც უთქვამთ იარაღს ან ნარკოტიკს ჩაგიგდებთ ან მიზეზის მოფიქრება არ გაგვიჭირდებაო. სერგო შიშობდა, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია საკმაოდ რეალური იყო. მთხოვა, მე ახლო ხანებში აუცილებლად დამაკავებენ და ეს ჩანაწერი შენ სათანადოდ უნდა შეინახო და მაშინ გამოაჩინო, როდესაც საჭირო იქნებაო. აღარავის აღარ ვენდობი და შენი იმედი მაქვსო.

დავიღალე ამდენი ზეწოლით, შენც ფრთხილად იყავი, არ არის გამორიცხული შენც შეგამთხვიონ რამეო. მე მრავალი წელი ვიმუშავე ძალოვან უწყებაში და ამათ ტაქტიკას კარგად ვიცნობო. რასაც მე ვებრძოდი სწორედ იმას აკეთებენ სააკაშვილის პოლიციაშიო. ეს მიმართვა სერგოს სახლში ჩავწერეთ, საღამო იყო. ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. იმ დღეს რამდენჯერმე დამირეკა, ჩემთან გამოდი, სასწრაფო საქმე მაქვსო. გვიანობამდე ვერ მოვახერხე მასთან მისვლა. მისი ოჯახის წევრებიც არ იყვნენ სახლში. პოლიტიკაზე საუბრობდა და გულისტკივილს გამოთქვამდა იმის გამო, რაც საქართველოში ხდება.“

ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს სერგო ჩაჩიბაიას მეუღლე მაია ქანთარიაც. ის ამბობს, რომ მეუღლე ხშირად არ ამხელდა ისეთი მუქარის ფაქტებს, რომელიც მოხუცი მამის, მეუღლისა და ვაჟიშვილის შეშფოთებას გამოიწვევდა. „ყოველდღიურად ვგრძნობდით ტერორს და ეს დიდი ხანია გრძელდება. სერგო ცდილობდა ზედმეტად არ გვენერვიულა და თავი უსაფრთხოდ გვეგრძნო, მაგრამ არ გამოსდიოდა. ჩვენ ყველანი ვგრძნობდით დიდ საფრთხეს, რაც შეიძლებოდა ისევ დაპატიმრებით დასრულებულიყო და ჩვენ ამისათვის ფაქტობრივად ვემზადებოდით. ბოლო პერიოდში პოლიციის თვალთვალი ჩვენს მიმართ გახშირდა. სერგოს დაკავების დღეს კი ჩვენს სახლთან პოლიცია განსაკუთრებით პატრულირებდა. რამდენდენჯერმე სახლთან გაჩერებული საპატრულო ეკიპაჟიც შევნიშნე. ვგრძნობდი, რომ სერგოს მიმართ სერიოზული პროვოკაცია მზადდებოდა და ასეც მოხდა.“-აცხადებს მაია ქანთარია.

სერგო ჩაჩიბაია ამ დროისათვის კვლავ ზუგდიდის პოლიციის წინასწარი პატიმრობის საკანში რჩება. მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შერჩევის საკითხზე რაიონულ სასამართლოში ხვალ იმსჯელებენ. იმ შემთხვევაში, თუ სერგო ჩაჩიბაიას მიმართ წაყენებული ბრალდება, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა დამტკიცდა, მას 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება.







READ MORE - სერგო ჩაჩიბაიას ვიდეომიმართვა

ე.წ. ბათუმელი ლიბერალები „ობიექტივის“ გადაცემების წინააღმდეგ

ავტორი დაჩი კვიკვინია
17:06 26.03.2012
რამდენიმე დღის წინ ბათუმის 25-ე არხის ახალმა დირექტორმა გია სურმანიძემ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ცალკეული, ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციები მას „ობიექტივის“ გადაცემების შეჩერების რჩევით მიმართვენ.

ციტატა: presage.tv :" ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანები და არასამთავრობო ორგანიზაციები გია სურმანიძისგან, როგორც „ტვ25“-ის გენერალური დირექტორისგან მოითხოვენ, რომ მათ არხზე შეწყდეს „ობიექტივის“ გადაცემების ტრანსლირება. presage.tv-სთან საუბრისას გია სურმანიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა - „ამგვარ მოთხოვნაზე მხოლოდ პირად საუბრებში აღნიშნავენ, მაგრამ ასევე, არიან ადამიანები, რომლებსაც „ობიექტივის“ გადაცემები ძალიან მოსწონთ და კმაყოფილებას გამოხატავენ“.

ჩვენი წყაროების ცნობით, ამ ე.წ. ლიბერალურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაა ცალკეული ამერიკული ფონდების მხრიდან დაფინანსებული მედია–საშუალებები. მაგალითისთვის, გაზეთი „ბათუმელები“ და “ნეტგაზეთი“, ასევე, დონორების მიერ დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც აჭარის რეგიონში თითქოსდა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის თემატიკით არიან დაკავებულნი. ცნობილი ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციებს აჭარის რეგიონში სოლიდური დაფინანსების წყარო აქვთ და ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ „ობიექტივის“ გადაცემების საწინააღმდეგო კამპანია ფონდების სამეთვალყურეო საბჭოებში მოკალათებული ე.წ. ექსპერტების მიერ იმართება. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ცოტა ხნის წინ „მოდერატორმა“ ზვიად ქორიძემ მედია–კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელს ირმა ინაშვილს ბათუმის 25–ე არხის თვითრეგულაციის ორგანოში ( ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევის მოტივით) უჩივლა. სხდომა, რომელსაც სამი მხარე ( „ობიექტივი“, ბათუმის 25–ე არხი და მოქალაქე ზვიად ქორიძე) უნდა დაესწროს, 2012 წლის 1 აპრილსაა დანიშნული. მანამდე მოქალაქე ზვიად ქორიძემ ( ამ სტატუსით აქვს ქორიძეს საჩივარი შეტანილი) უარი განაცხადა ბათუმის 25–ე არხის შემოთავაზებაზე ,– მიეღო მონაწილეობა დებატებში ირმა ინაშვილთან ერთად. ჩვენი ინფორმაციით, 25–ე არხი ამ წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართავს ზვიად ქორიძესა და ირმა ინაშვილს. 1 აპრილს განვითარებული პროცესების შესახებ დეტალურად გაცნობებთ, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმის 25–ე არხის დირექტორი მერაბ მერკვილაძე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოტივით, თანამდებობიდან გადადგა. მერკვილაძემ სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“, ერთ–ერთ კომენტარში აღნიშნა, რომ მას ხშირად ექმნებოდა პრობლემები „ობიექტივის“ გადაცემების გამო. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ მერკვილაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისგან ექმნებოდა ეს პრობლემები, ცნობილია, რომ „ობიექტივის“ საწინააღმდეგო პოლიტიკას ე.წ. ბათუმელი ლიბერალები ახორციელებდნენ და დღესაც ახორცელებენ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა,– რატომ? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არსებობს: აჭარის რეგიონში მედია–კავშირ „ობიექტივის“ გადაცემები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ობიექტივმა“, რომლის ფორმატიც ითვალისწინებს ყველა სატელეფონო და სკაიპ–ზარის ეთერში შეყვანას, აჭარის რეგიონის მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობა შესამჩნევად გაზარდა. ეს „პატარა დეტალი“ ყურადღების ცენრტიდან არ გამოჰპარვიათ იმ ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აჭარაში სიტუაციის გასაკონტროლებლად დონორებისაგან კოლოსალური მოცულობის საგრანტო დაფინანსებას იღებენ. უნდა ითქვას, რომ ამ ორგანიზაციების დიდი ნაწილი სინამდვილეში ბათუმში აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის მომხრეა და ეწინააღმდეგება ყველა იმ მშვიდობიან, სამოქალაქო აქტივობას, რაც აზიზის სახელობის მეჩეთის თემაზე იგეგმება, ან მომავალში დაიგეგმება. „ობიექტივმა“ აქაც „არასასურველი როლი“ შეასრულა ე.წ. ლიბერალური მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. „ობიექტივის“ გადაცემებში სისტემატურად მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებლური, ისე მუსულმანური მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აზიზის სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან. „ობიექტივის“ გადაცემებმა აჩვენა, რომ აჭარაში არ არსებობს რელიგიური დაპირისპირების არც ერთი ნიშანი. არც ნიშანი და არც სულისკვეთება, ანუ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და სწორედ ამ მიზნით აფინანსებენ ცალკეულ „ენ–ჯე–ო“–ებს მსხვილი დონორები. მოკლედ, პრინციპი მარტივია: „ როცა არაა გაზაფხული, შენ უნდა შექმნა“, „როცა არ არსებობს პრობლემა, შენ უნდა შექმნა“.

ერთი სიტყვით, უახლოეს ხანში „ობიექტივის“ ირგვლივ მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. გამორიცხული არაა, ეს პროცესი იმ ე.წ. ექსპერტების მხილების ღერძად იქცეს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველა ცნობილი ფონდის სამეთვალყურეო საბჭოებში სხედან და ქვეყანას ზიანს აყენებენ.




READ MORE - ე.წ. ბათუმელი ლიბერალები „ობიექტივის“ გადაცემების წინააღმდეგ

გამოკითხულთა უმრავლესობა აზიზის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია

ავტორი დაჩი კვიკვინია
17:06 26.03.2012
2012 წლის 31 მარტს, დღის 2 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მიზანია თურქეთ–საქართველოს შორის დადებული, თუ დასადებად გამზადებული, გასაიდუმლოებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლება ბათუმში, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი მამულიშვილების საფლავზე სულთან აზიზის სახელობის მეჩეთის ასაგებად მზადყოფნას გამოხატავს.

საზოგადოება მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადოს დამყრობელი სულთანის სახელობის მეჩეთის მშენებლობაზე. გავრცელდება სპეციალური მიმართვა ხელისუფლებისადმი, რომლის წარმომდგენლებსაც გადაწყვეტილების შესაცვლელად დროის კონკრეტული მონაკვეთი მიეცემა. ბათუმში 31 მარტია აქციის გამართვის ინიციატორი წინააღმდეგობის მოძრაობაა. უკანასკნელი თვეების მანძილზე აზიზის სახელობის მეჩეთის თემას სისტემატურად აშუქებს მედია–კავშირი „ობიექტივი“. „ობიექტივის“ გადაცემებში დიდია აჭარის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობა, რომლებიც ღია ეთერში აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებენ. სწორედ ბათუმისა და აჭარის რეგიონის სხვა ქალაქების მოსახლეობის მოთხოვნით, გადაწყდა 2012 წლის 31 მარტს, ბათუმში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ორგანიზება, რომელშიც წინასწარი ინფორმაცით ათასობით მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. საგულისხმოა ფაქტი, რომ მედია–კავშირ „ობიექტივის“ გადაცემებში, რომელიც ბათუმის 25–ე არხზე მაუწყებლობს, მონაწილეობენ როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსულმანური მრველის წარმომადგენლები.

გასულ კვირას პირდაპირი ეთერით საზოგადოებას საქართველოს მუსლიმთა მუფთიმ ჯემალ პაქსაძემაც მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველების დიდი ერთობისა და თანამოაზრეობის მნიშვნელობას. ჩვენი ინფორმაციით, 31 მარტის აქციის დაწყებამდე გმირულად დაღუპული მამულიშვილების საფლავთან მიტროპოლიტ დიმიტრის კურთხევით, პანაშვიდს გადაიხდიან აჭარის ეპარქიის მღვდელმსახურები, ხოლო პანაშვიდის დასრულებისთანავე საპროტესტო აქცია დაიწყება.

ერთ კვირაზე მეტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მიმდინარეობს გამოკითხვა აზიზის სახელობის მეჩეთის მშენებლობის თემაზე, გამოკითხულთა უმრავლესობა ამ მშენებლობის წინააღმდეგია.




READ MORE - გამოკითხულთა უმრავლესობა აზიზის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგია

ზუგდიდში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს [video]

ავტორი ნინო ჩიჩუა
14:06 26.03.2012
გუშინ, ზუგდიდში "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს.


"სერგო ჩაჩიბაია ჩვენი პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის წევრია. ის რამდენიმე საათის წინ დააკავეს. იგი პირადი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, როდესაც მას უცნობი ადამიანი მივარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იქვე, "შემთხვევით" საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი აღმოჩნდა, რომელთაც სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. ჩვენ ამ დრომდე არ ვიცით, რა ბრალს უწყენებენ ან სად იმყოფება დაკავებული, ვინაიდან ის ზუდგიდის პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ არის. მას კონსტიტუციურად მინიჭებული დაცვის უფლება არ აძლევა. ეს არის პროვოკაცია. როგორც ჩანს, ხელისუფლებას უკვე სტკივა ის ქმედებები, რასაც ჩვენი კოალიცია ახორციელებს და ასეთი მეთოდებით ცდილობენ, გვებძოლონ", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

"თავისუფალი დემოკრატები" სერგო ჩაჩიბაიას ადგილსამყოფელის გახმაურებასა და მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტას მოითხოვენ.






READ MORE - ზუგდიდში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს [video]

ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012
„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.

როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ჩაჩიბაიამ აღნიშნა, მოსწავლეები სკოლებიდან ყვითელი ავტობუსებით გამოჰყავდათ, იარაღს ურიგებდნენ და სამხედრო წვრთნებს უტარებდნენ.

„სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ სამი თვის წინ გავავრცელე. ამ თემაზე ბევრს ვწერდი, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. განგაში მხოლოდ მას შემდეგ ატეხეს, როცა ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ განაცხადა. სამწუხაროდ, დღეს განგაშის ატეხვა დაგვიანებულია, რადგან სამხედრო ფორმირებები უკვე შექმნილია. საზოგადოებამ და ოპოზიციამ რეგიონებში მცხოვრები ხალხის მოსმენა უნდა ისწავლოს“, – აღნიშნა ილია ჩაჩიბაიამ და დასძინა, რომ გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავსებული.

„ზუგდიდში თითქმის ყველა ქუჩაზე მსგავსი შტაბია გახსნილი. სააკაშვილი ხედავს, რომ პროცესები მის საწინააღმდეგოდ ვითარდება. მისი გეგმა ასეთია: როცა ხალხის პროტესტი პიკს მიაღწევს და მის ჩამოშორებას შეეცდებიან, თავს სამეგრელოს შეაფარებს. პრეზიდენტის სავარძლის დასაბრუნებლად სამოქალაქო ომს წამოიწყებს. უკანონო ბანდფორმირებებს სწორედ ამ მიზნით ქმნის. ის ყველაფერზეა წამსვლელი“, – განაცხადა ილია ჩაჩიბაიამ.

"ობიექტივი"



READ MORE - ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

ალასანიას „ბოდვა“ დიდი ხანია ახალაიამ რეალობად აქცია [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 21.03.2012
დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბების შესახებ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადებით გამოწვეული ვნებათაღელვა დღეს ახალ ფაზაში შევიდა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მიერ დღეს იმ ადამიანთა კონკრეტული გვარებიც დასახელდა, რომლებიც შეარაღებული ფორმირებების შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.

„არავისთვის არაა დასამალი, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში, სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. როლანდ ახალაია არის რეგიონის პროკურორი, მისი ერთ-ერთი ვაჟი აკონტროლებს თავდაცვის სამინიტროს შეიარაღებულ ძალებს, მეორე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს. სწორედ მათ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება. თავად ახალაიებმა კონკრეტული დავალებები მისცეს რომან შამათავას, ნუგზარ ფანგანს, სერგო უბილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას და დავით დარსმელიძეს. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს და ისინი აკონტროლებენ, აიარაღებენ და აფინანსებენ ამ შეიარაღებულ ფორმირებებს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიას შეფასებებს დღეს ხელისუფლებისა და დიპლომატიური საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა.

„ნებისმიერი ბრალდება, რომელიც კეთდება წინასაარჩევნოდ და უკავშირდება ძალადობის გამოყენების შესაძლებლობას ან მის წინასწარმეტყველებას, საჭიროებს ყურადღების მიქცევას. ჩვენ ყველა მხარესთან ნათლად, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ არ არის ძალადობის ადგილი კონკურენტულ საარჩევნო ციკლში, დემოკრატიულ საზოგადოებაში და ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი პროცესები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობრივი გარემოს შექმნა.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, რაც გულისხმობს, რომ არ ისაუბრონ ისეთ ბრალდებებზე, რომელებიც არ იქნება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფაქტებით გამყარებული“ - ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ კი ირაკლი ალასანიას რჩევები მისცა, „ბოდვას შეეშვიო.“

საკუთარი არგუმენტების გამყარებას კი ახალაია ამ ფორმით შეუდგა: „რამდენიმე თვეა, იქმნება სარეზერვო სისტემა, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. სარეზერვო სამსახურში გაწევრიანება ნებაყოფლობითია და ამისთვის ანაზღაურებას არავინ იღებს.

სამუშაოები რამდენიმე რეგიონში ჩატარდა და სარეზერვო სამსახურები შექმნილია.
ნებაყოფლობით სარეზერვო სამსახურების ჩამოყალიბება კი იმ რეგიონიდან დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ საზღვართან არის ახლოს და არ შეიძლება ამ ყველაფრის უკან, „სისულელეები“ დაინახონ.“

Presage.tv შეეცადა საზოგადოებისათვის საკუთარ არგუმენტებთან ერთად უტყუარი ფაქტები წარმოედგინა და შეარაღებული ფორმირებების დისლოკაციის ადგილებს თავად სწვეოდა. ექსპერიმენტმა თუ თამამმა ნაბიჯმა, ვფიქრობთ, გაამართლა და „სამიზნედ“, რამდენიმე ათეული პუნქტიდან, მხოლოდ სამი შეირჩა. ყველა მათგანი ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში, მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მდებარეობს და ჩვეულებრივი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებიდან არაფრით გამოირჩევა. უბრალოდ, ზუგდიდელებმა იციან, რომ მათ მეზობლად გაურკვეველი შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ცხოვრობენ, ხშირად მოძრაობენ სამხედრო ფორმით, იარაღით ან უიარაღოდ. ვიდეო კადრებში თქვენ ნახავთ შოთა რუსთაველის, ეგნატე ნინოშვილისა და გელა ღურწკაიას ქუჩებზე მდებარე სამხედრო შტაბებს, იქ ბინადარ „მოქალაქეებს“ და „ცრუპენტელა“ ჯარისკაცებს, რომლებიც ვინაობის დამალვას შეცვლილი გვარ-სახელებით ცდილობენ. ასევე იმ სამხედრო პირსაც, რომელიც Presage.tv -ს ჟურნალისტთან ოჯახური „იდილიის“ წარმოჩენას ცდილობს და ამის დასტურად კამერასთან „კუდრაჭა“ გოგონა გამოჰყავს...

კომენტირების გარეშე ვიდეოკადრები მაყურებელს საშუალებას მისცემს, თავად გაარკვიოს, თუ რა ტიპის სამხედრო დაჯგუფებები ყალიბდება ზუგდიდში, რატომ არ არის „ნებაყოფლობითი რეზერვის“ დროებითი დისლოკაციის ადგილად მიჩნეული სამხედრო ბაზები და რისთვის, ვის მიერ, ან რა თანხის საფასურად არის დაქირავებული საცხოვრებელი ფართები სამეგრელოს შუაგულში...







READ MORE - ალასანიას „ბოდვა“ დიდი ხანია ახალაიამ რეალობად აქცია [video]

ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა
17:06 21.03.2012
Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ ვცდილობდით გაგვერკვია რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ზუგდიდელების ნაამბობი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით დასახელებულ მისამართებს.

მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი, გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები ნამდვილად ბინადრობდნენ აღნიშნულ მისამართზე, მათი კამერაზე დაფიქსირება გადავწყვითეთ.

Presage.tv გთავაზობთ კადრებს და მაყურებელს თავად შეუძლია ფაქტებს შეფასება მისცეს.






READ MORE - ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

სვანეთის საგანძურზე არშემდგარი მორიგების დეტალები

ავტორი ნინო მიქიაშვილი
15:06 20.03.2012
ეროვნული მუზეუმი მიიჩნევს, რომ სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხი გაცემულია. სამართლებრივი უსაფუძვლობისა და ბუნდოვანების გამო ჩემს მიერ შეტანილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ამასთან, მე შემიძლია შევიარო მუზეუმში და ხელახლა გავიაროთ ის საკითხები, რომელიც მაინტერესებს.

ანუ, 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩემს მიერ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვაზე ეროვნულმა მუზეუმმა, რომელსაც ადვოკატი ირაკლი შარაბიძე წარმოადგენდა, ჩემი აზრით, თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო - ერთი მხრივ მიდიოდა იმის მტკიცება, რომ ჩემს კითხვებზე პასუხი უკვე გაიცა და მეორე მხრივ იხვეწებოდნენ, რომ მუზეუმში გამევლო, მათთან ერთად დავმჯდარიყავი და ხელახლა გაგვევლო ის საკითხები, რაც მაინტერესებდა. ეს შეთავაზება სასამართლო სხდომაზე, რომელსაც მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი უძღვებოდა, მუზეუმის წარმომადგენელმა რამდენჯერმე გაიმეორა.

„რა საჭიროა სასამართლო?! მე ვიღებ ჩემს თავზე, შეგახვედრებთ შესაბამის პირებს. შეიძლება ბატონი დავით ლორთქიფანიძე აქ არ იყოს, ის დღესაც არ არის თბილისში, მაგრამ სხვა უფლებამოსილ პირებს შეგახვედრებთ. დავსხდეთ, გავიაროთ რა ინფორმაციაც არ მოგეწონათ, რისი დაზუსტებაც გინდათ, ის საკითხები დავაზუსტოთ. სვანეთის საგანძურთან დაკავშირებულ საკითხზე მყარად ვართ, რადგან ღრმად დარწმუნებულები გახლავართ, რომ საგანძური საუკეთესო პირობებში იყო, არის და იქნება“, - ასეთი გახლდათ ადვოკატ ირაკლი შარაბიძის პოზიცია, რომელმაც ეროვნული მუზეუმის სახელით მორიგება შემომთავაზა, რაზეც ჩემი და ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატის, მამუკა ნოზაძისგან უარი მიიღო, რადგან ერთხელ უკვე გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე არასრულყოფილი პასუხი გამცეს და ამავდროულად მიმითითეს, რომ ამიერიდან მუზეუმი სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხს მხოლოდ გამოძიებას გასცემს.

მუზეუმის პოზიციის ალოგიკურობა იქიდანაც ჩანს, რომ სასამართლო სხდომაზე შესაგაბელთან ერთად მტკიცებულების სახით წარმოადგინეს 2011 წლის 5 დეკემბერს presage.tv-ზე გამოქვეყნებული ჩემს მიერ მომზადებული სტატია, სათაურით - სვანეთის საგანძურზე შეტანილ საჩივარზე პროკურატურამ რეაგირება მოახდინა. მუზეუმის პოზიცია ასეთია - რადგან მე (გარკვეულ პირებთან ერთად) ხელი მოვაწერე ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს, იმავე საკითხთან დაკავშირებით, რაც საჯარო ინფორმაციის სახით მაქვს გამოთხოვილი, მე ვარ მხარე და გამომდინარე აქედან, მუზეუმი, „როგორც ამავე საქმის მეორე მხარე უფლებამოსილია დააფიქსიროს პოზიცია და განაცხადოს, რომ იგი, როგორც უკვე მხარე, პასუხს გასცემს გამოძიების პროცესში დასმულ კითხვებს“.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებს ან შავით თეთრზე დაწერილის გარკვევით წაკითხვა არ შეუძლიათ, ან თავს წინასწარ აცხადებენ დამნაშავეებად და ამას წერილობითაც ადასტურებენ.

საქმე ისაა, რომ 2011 წლის 18 ნოემბერს მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სახელზე საჩივარი (რომელსაც შოთა გლურჯიძესთან, სოსო მანჯავიძესთან, თეა წულუკიანთან, დავით ლილუაშვილთან, მანანა კვაჭაძესთან, მაია ბარნაველთან, მირონ ფირცხელანთან, თამარ იმნაძესთან, ლია სიხარულიძესთან, არჩილ ლეკიშვილთან, ადა მარშანიასთან და ირმა ინაშვილთან ერთად ხელს მეც ვაწერ) ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ არ შესულა. საჩივარში აღნიშნულია, რომ „ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით დაცული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანების, ან განადგურებისკენ მიმართულ მოქმედებებს“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერებმა საქართველოს მთავარ პროკურორს ვთხოვეთ გამოეყენებინა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, შეესრულებინა თავისი ვალდებულება და დაეწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, იმის გამოსაკვლევად, თუ ხელისუფლების კონკრეტულად რომელი უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან იქნა ჩადენილი დანაშაული (საჩივრის სრული ტექტის მოძიება ინტერნეტში ამ სათაურითაა შესაძლებელი - „სვანეთში დაცულ საგანძურზე პროკურატურაში საჩივარი შევიდა“).

პლუს ამას, საჩივარს არაფერი აქვს საერთო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან, რაშიც მე და მამუკა ნოზაძეს ირაკლი შარაბიძეც დაგვეთანხმა.

სასამართლოში სარჩელის შეტანამდე აუცილებელი პროცედურების გავლა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუნდაც დროის და ენერგიის დაკარგვის თვალსაზრისით, მაგრამ ამის გაკეთება სწორედ ეროვნულმა მუზეუმმა მაიძულა, რადგან ინტერვიუს ჩაწერაზე უარი მითხრეს, არ გენდობით, წერილობით მოგვმართეთო. ასეც მოვიქეცი და ამავდროულად, მათი პასუხების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოვითხოვე, მაგრამ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემისა და დოკუმენტების ასლების მიღების ნაცვლად, ადგნენ და ეროვნული მუზეუმის ვებ-გვერდზე 2011 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადება გადმოწერეს, რამდენიმე წინადადება მიამატეს და გამომიგზავნეს. ეს იყო მათი პასუხი. ადმინისტრაციული საჩივარი შევიტანე და არ განიხილეს. აი, ამის შემდეგ მივმართე საქალაქო სასამართლოს და ახლა მეუბნებიან რა საჭიროა სასამართლოო.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილს კითხვები მხოლოდ ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელთან ჰქონდა. მოსამართლე დაინტერესდა იყო თუ არა მუზეუმში იმ დოკუმენტების ასლები, რომლებიც გამოთხოვილი მქონდა - მოსარჩელე განცხადებებში გარკვეული დოკუმენტების ასლების წარდგენას ითხოვდა, რაც არ მიგიწვდიათ და როგორ გავიგოთ, ეს დოკუმენტები მუზეუმში არის თუ არაო.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის პასუხი ჩემი აზრით შთამბეჭდავი იყო - „რაღაცეები ალბათ არის, რაღაცეები არ არის“. მოსამართლემ კითხვა შეუბრუნა - რაც იყო, ის რატომ არ მიეცითო.

ამ კითხვაზე პასუხი ჩემი აზრით, შეუდარებელი გახლდათ - „რა ვიცი. რატომ უნდა ვიცოდე?! მე ვარ ადვოკატი, ჩემი საქმე მაქვს, ჩემს საქმეს ვაკეთებო“.

კითხვებზე პასუხის გაცემა 25 წუთი გაგრძელდა. რადგან ეროვნული მუზეუმი თვლის, რომ კითხვებზე უკვე მიპასუხა და ამავდროულად, ჩემი სასარჩელო მოთხოვნა სამართლებრივად გაუმართავი იყო, მე ხელმეორედ მომიწია იმ კითხვების დასმა, რომლითაც მათ 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს მივმართე. მე მუზეუმის წარმომადგენელს ვთხოვდი ჩემთვის მიეთითებინა კონკრეტულად სად, რომელ აბზაცში იყო დასმულ კითხვაზე პასუხი გაცემული. ეს რამდენად მოახერხა მუზეუმის წარმომადგენელმა, ამაზე პასუხის გაცემა რთული არ არის, თუ ადამიანი წინ დაიდებს ჩემს კითხვებს და მუზეუმიდან გამოგზავნილ პასუხს, რაც საბოლოოდ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველი გახდა.

როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, ჩემს მიერ ე.წ. სპეციალურ კონტეინერებთან დაკავშირებით დასმული კითხვები მუზეუმში განხილვისას მიიჩნიეს სამუზეუმო ექსპონატების ჩასალაგებელ ყუთებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებად და შესაბამისად, პასუხიც ასეთი გამცეს - „მუზეუმის მხრიდან თქვენი კითხვა შეიძლება აღიქვეს ისე, რომ თქვენ კონტეინერებში გულისხმობდით ყუთებს, რომელშიც ექსპონატებია ჩალაგებული და არა დროებით ნაგებობას. ასე რომ ამაზე პასუხი გაცემულიაო“.

კიდევ ერთი შთამბეჭდავი პასუხი მივიღეთ, კითხვაზე - სად და როდის შეიძინეს ე.წ. კონტეინერები, რომლებშიც საგანძური 2011 წლის 28 ივნისიდან 2 დეკემბრამდე იყო დაბინავებული? - „რა მნიშვნელობა აქვს სად და როდის შეიძინეს? თქვენ ის უფრო გაინტერესებთ ექსპონატები როგორ არის დაცული, თუ კონტეინერები საიდან შემოიტანეს და ჩიკოპიტატას ფირმის იყო თუ სიმენსის?!“, - ასეთი იყო ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის პასუხი, როცა ვთხოვდი მიეთითებინა მათ მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში იყო თუ არა გაცემული პასუხი ამ კონკრეტულ კითხვაზე. ირაკლი შარაბიძე მიიჩნევს, რომ „ამაშია მთელი უბედურება“, რომ მე ასეთი საკითხებით ვარ დაინტერესებული. ამასთან, არაერთ ჩემს კითხვაზე ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის პასუხი იყო ასეთი - „არ გაგცემთ პასუხს. არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი. არა ვარ ვალდებული გიპასუხოთ“.

და კიდევ, ეროვნული მუზეუმი ჩემი სარჩელის სამართლებრივ გაუმართაობას იმით ხსნის, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომუნიკაციის სამსახურის 2011 წლის 9 დეკემბერს გამოგზავნილი დოკუმენტი (ანუ პასუხი ჩემს კითხვებზე) არ შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და გამომდინარე აქედან, არ უნდა დაკმაყოფილდეს ჩემი მოთხოვნა მისი ბათილად ცნობის შესახებ.

პლუს ამას, მუზეუმი მიიჩნევს, რომ მე ადმინისტრაციული საჩივრით კულტურის მინისტრისთვის არ უნდა მიმემართა.

„თქვენი უფლებები თუ ასე კარგად იცოდით, ადმინისტრაციული საჩივრით კულტურის მინისტრს რატომ მიმართეთო?“ - გვკითხა მუზეუმის წარმომადგენელმა და სანამ ჩვენგან პასუხს მიიღებდა, მოსამართლე დაინტერესდა განიხილა თუ არა მუზეუმმა 23 დეკემბერს სამინისტროდან მუზეუმში გადაგზავნილი ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი.

საჩივარი არ განგვიხილავს, რადგან კულტურის სამინისტროდან გადმოგზვანილი საჩივარი ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო, რადგან ამას თავისი პროცედურები გააჩნია - საჩივრით მათ დავით ლორთქიფანიძისთვის უნდა მიემართათ, რომელმაც ეგება-და, არც იცოდა მისივე დაქვემდებარებაში მყოფი კომნუნიკაციების სამსახურის მიერ 9 დეკემბერს გაგზავნილი წერილის შინაარსიო.

სასამართლო სხდომაზე, რომელიც საათი და ათი წუთი გაგრძელდა, ვესწრებოდით და მასში მონაწილოებას ვღებულობდით: მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, სხდომის მდივანი, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელი, მე და ჩემი უფლებების დამცველი ადვოკატი მამუკა ნოზაძე. როგორც მოსამართლემ განმარტა, საკითხის სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას ადგილზე თათბირით ვერ გამოაცხადებდა.

იქნება თუ არა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ობიექტური, ამას 29 მარტს, 10.30 წუთზე შევიტყობთ. სწორედ ამ დროსაა გადაწყვეტილების გამოცხადება დანიშნული.

presage.tv




READ MORE - სვანეთის საგანძურზე არშემდგარი მორიგების დეტალები

ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილი ისევ მამუკა ნოზაძემ შეიძლება დაიცვას

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 16.03.2012
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 16 მარტს ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის ინტერესები შესაძლოა, კვლავ მამუკა ნოზაძემ დაიცვას. ამის შესახებ presage.tv-ს თავად ადვოკატმა განუცხადა, რომელიც ნიკოლაშვილის საქმეს ორი კვირის წინ ჩამოცილდა.

„სოფო ნიკოლაშვილს დანაშაული არ უღიარებია, რის შესახებაც განცხადება არაერთხელ გავაკეთე. ჩემთვის ცნობილი არ არის რა მიზეზით ვიქენი საქმეს ჩამოშორებული. თუმცა, ოჯახმა მომსახურებისთვის მადლობა გადამიხადა. შესაძლებელია საქმიდან ჩემი ჩამოშორების მიზანი იყო პროკურატურის მხრიდან რაიმე გარიგების შეთავაზება.

გამორიცხული არ არის ნიკოლაშვილის საქმეში კვლავ ჩავერთო (რის შესაძლებლობასაც კანონი მაძლევს) და ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილის ინტერესების დაცვა გავაგრძელო“, - გვითხრა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა დაპატიმრებული. ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, რადგან სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი - ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რომელმაც ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო.

სოფო ნიკოლაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა, მაგრამ იგი დამარცხდა, რაშიც მამუკა ნოზაძის თქმით უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას - “შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ“.

დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით ნდობაში შევიდა 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა:

“მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია და სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება - გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი ტაბელური იარაღი.

იმის შიშით რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა“.

presage.tv




READ MORE - ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილი ისევ მამუკა ნოზაძემ შეიძლება დაიცვას

რა მოხდა ჩხოროწყუში დავით ბაქრაძის ვიზიტის შემდეგ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა | ჩხოროწყუდან
17:06 08.02.2012
მოკლული შვილის სურათით ხელში თამუშა ახალაია დავით ბაქრაძეს მაშინ შეხვდა, როცა 6 მარტს იგი ჩხოროწყუს ცენტრში მოსახლეობას ხვდებოდა. შვილმოკლულმა მამამ პარლამენტის თავმჯდომარისთვის თავის შეხსენება სცადა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ წერილები, რომელსაც წლების განმავლობაში მისი მისამართით აგზავნიდა, წაკითხული ჰქონდა. მოხუცის დანახვაზე ბაქრაძე ტრიბუნიდან ჩამოსულა და მისთვის სამძიმარი გამოუცხადებია.

თამუშა ახალაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა და საქმის გაჭიანურების მიზეზად მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის არსებობა დაუსახელა. მთავრობის მეორე პირი შვილმკვდარ მამას საქმის ობიექტურ გამოძიებას დაპირდა, თუმცა იმავე საღამოს თამუშა ახალაია პოლიციელების თავდასხმის ობიექტი თავად გახდა. ჩხოროწუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში მდებარე საცხოვრებელ სახლში ახალაიებთან უბნის რწმუნებული მივიდა და პოლიციის უფროსის მოთხოვნით სამმართველოში წასვლა სთხოვა.
ცოტა ხანში თამუშა ახალაია პოლიციის უფროსის, ნუკრი მიქაიას კაბინეტში აღმოჩნდა.

„მიქაია მემუქრებოდა, შენ დღეს რა გაბედე და ბაქრაძეს რა უთხარი, პოლიციელებს რატომ აგინებდიო. მე ვუპასუხე, შენც ყაჩაღი და კრიმინალი ყოფილხარ-თქო და წამოვედი. მგონია, რომ დავით ბაქრაძემ პოლიციელებს წასვლისას დაუბარა, გააჩუმეთ ეს კაცი, ბოლო მოუღეთო, სხვას ვერაფერს ვფიქრობ,“ - აცხადებს ახალაია.

2009 წლის 8 მარტს სოფელ კირცხში მომხდარი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. ოჯახის წევრების განმარტებით, 29 წლის მამაკაცის ცხედარზე გარეგანი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ შეინიშნებოდა, მაგრამ ყურიდან სისხლდენა აშკარა იყო.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გარდაცვლილის ცხედარზე არ ჩატარებულა, თუმცა ახალაიების ოჯახი სიკვდილის მიზეზების გარკვევას პირველი წუთებიდან ცდილობდა. მკვლელობაზე ეჭვები კი მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ზურაბ კვირკვაიამ მომხდარის შესახებ გარდაცვლილის მეუღლესთან, ნატო კემულარიასთან ექვსთვიანი დუმილის შემდეგ ისაუბრა.

ნატო კემულარია დარწმუნებულია, რომ ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მისვლის შემდეგ, კვირკვაიაზე ზეწოლა განხორციელდა, რადგან მან მისი მეუღლის მკვლელად ადრე დასახელებული პოლიციის თანამშრომლის, დავით სიჭინავას შესახებ ჩვენებაში არ მიუთითა და მკვლელობის განხორციელებაში ლევან კვეკვესკირი დაადანაშაულა.

მოწმის აღიარების მიუხედავად, სამართალდამცავებს ლევან კვეკვესკირი არ დაუკავებიათ. უფრო მეტიც - დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე დღემდე არ აღძრულა. მომხდარის გამო ძალოვანებს არც ის პირები დაუკითხავთ, რომლებიც მდინარე ხობისწყლის ნაპირებთან ახალაიასთან ერთად იმყოფებოდნენ.

დემურ ახალაია შვილის მკვლელობის მიზეზად თხილის ბიზნესთან დაკავშირებულ შესაძლო შელაპარაკებას ასახელებს.

დემურ ახალაია: „ერთ-ერთი ვერსიით, ხობისწყალთან საქმის გასარჩევად იყვნენ ჩასულები. მითხრეს, რომ იმ 8 კაცში, ვინც იქ შეიკრიბა, ჩემი შვილიც იყო. როგორც გავარკვიე, ლევან კვეკვესკირს კვირკვაიებისგან თხილის სანაცვლოდ ფული აუღია. ეს თხილი კი დათქმულ დროზე მას ვერ დაუბრუნებია. გოჩა და ზურიკო კვირკვაიებს კი გადავადების ნაცვლად თანხის გაზრდა მოუთხოვიათ. ჩემს შვილს უთქვამს, ახალგაზრდა ბიჭია ლევანი და ამდენ ფულს საიდან მოიტანს, ნუ მოსთხოვთო. თქვენც ახალგაზრდა ბიჭები ხართ და სირცხვილიაო. როგორც ჩანს, ჩემი შვილის დარიგება იქ შეკრებილებმა არ მიიღეს და მისი მოშორება გადაწყვიტეს. არ ვიცი, რა ჩაარტყეს თავში, იარაღის კონდახი, ქვა თუ უბრალოდ ხელი, მაგრამ გათიშეს, მოკლეს და შემდეგ წყალში ჩააგდეს. ამ საქმის გამრჩევებში პოლიციელები - გოჩა კვირკვაია, თემურ ხორავა და დავით სიჭინავა მონაწილეობდნენ, ამიტომაც უნდათ ამ საქმის ჩაფარცხვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილის მკვლელი დავით სიჭინავაა...“

შვილის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ახალაიების ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა პირველი საპროტესტო აქცია 14 ივნისს ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან გამართეს. იმავე დღეს პოლიციის მთავარ სამმართველოში ლევან კვეკვესკირის მამამ საკუთარი შვილი დაკითხვის მოთხოვნით მიიყვანა, მაგრამ არავინ მიიღო.

მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ახალაიებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მხარდაჭერით საპროტესტო აქციები ჩხოროწყუს პოლიციისა და ზუგდიდში მდებარე საოლქო პროკურატურის შენობებთან გამართეს. მოძრაობის ლიდერი კახა მიქაია მკვლელობის საქმის გახსნას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ საოლქო პროკურორი დამნაშავის მფარველობას ბოლომდე შეეცდება, რადგან ჩხოროწყუს პოლიციის მაშინდელი უფროსი როლანდ ახალაიას ახლო ნათესავი იყო.

„პოლიციის უფროსი, გია ლემონჯავა ელგუჯა ახალაიას მკვლელობის შემდეგ დააწინაურეს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს. ის როლანდ ახალაიას ცოლის დისშვილია. ამდენად, იგი მკვლელის დასჯას არ შეუდგება და საქმის მიჩქმალვას შეეცდება. გარდა ამისა, ახალაია დღემდე ცდილობს მოკლულის ოჯახის მოქმედებას პოლიტიკური ელფერი მისცეს, რადგან მან ერთხელ უკვე უთხრა თამუშა ახალაიას, შენ ოპოზიციასთან სირბილი დაიწყე და მათ დაკვეთას ასრულებო. იგივე გაუმეორა პოლიციის უფროსმა ნუკრი მიქაიამაც. ვერც ბაქრაძე გახდება ვერაფერს როლანდ ახალაიასთან. 6 მარტს მომხდარი ინციდენტიც ამაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, ბაქრაძე და ახალაია შეთანხმდნენ იმაში, რომ ეს საქმე როგორმე დაიხუროს,“-განმარტავს კახა მიქაია.



presage.tv




READ MORE - რა მოხდა ჩხოროწყუში დავით ბაქრაძის ვიზიტის შემდეგ [video]

ერეკლე კოდუას ცოლიძმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 14.03.2012
საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, ნატო ხუჯაძემ ერეკლე კოდუას ცოლიძმა მიხეილ ჟორჟოლიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გასულ სამშაბათს, 6 მარტს გაათავისუფლა. დაუზუსტებელი მონაცემებით ჟორჟოლიანმა 10 000-ლარიანი გირაო გადაიხადა.

ჟორჟოლიანი მეორედ გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ, მაშინ, როცა პირველი პროცესი ჯერ არ გამართულა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის აპრილში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების თანამშრომლებმა მიხეილ ჟორჟოლიანი პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით (353-ე მუხლის მეორე ნაწილი) დააკავეს, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და შემდეგ, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ასევე, დაზუსტებით ვიცით ისიც, რომ სანამ მეორედ დააკავებდნენ, მიხეილ ჟორჟოლიანმა საქართველოს საზღვარი სასამართლოს ნებართვის გარეშე ორჯერ გადაკვეთა, რასაც სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

ახლა იმ მოსამართლის ბიოგრაფიულ დეტალებს შემოგთავაზებთ, ვინც ზემოხსენებულ კანონდარღვევებზე თვალი დახუჭა და კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძის მოკლე ბიოგრაფია იუსტიციის საბჭოს ვებგვერდიდან გადმოვწერეთ:

“ნატო ხუჯაძე დაიბადა 1971 წელს, თერჯოლის რაიონში.1988 წელს დაამთავრა თერჯოლის N2 საშუალო სკოლა. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 1995-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა ქალაქ თბილისის მთაწმინდის რაიონის ადვოკატურაში, ადვოკატად. 2006 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე“.

ერეკლე კოდუას ცოლიძმის ნომერ პირველი დაკავების დეტალები:

2010 წლის აპრილში მიხეილ ჟორჟოლიანთან ერთად პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს:

დავით ბენიძე (შევარდნაძის დროს გენპროკურორის მოადგილის, ვენედი ბენიძის შვილი და ამავდროულად თავდაცვის ყოფილი მინისტის, დავით კეზერაშვილის მეგობარი), ირაკლი ღლონტი (შევარდნაძის დროს საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსნის, ავთანდილ ღლონტის შვილი), კონსტანტინე ჩაჩავა (შევარდნაძის დროს თბილისის ვიცე-მერის, მალხაზ ჩაჩავას შვილი) და ვლადიმერ დოლიძე.

ჩამოთვლილ პირთაგან ვლადიმერ დოლიძე დღედმე პატიმრობაშია. ეს მისთვის მეორე პატიმრობაა. პირველად მამასთან ერთად ბახმაროში გამართული დოღის დროს, ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს. მამამ საპატიმრო ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ევროსასამართლოს ჩარევის შედეგად დატოვა. მამა-შვილი დოლიძეები დღე-დღეზე ელოდებიან მათ საქმეზე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

ერეკლე კოდუას ცოლიძმის რიგით მეორე დაკავების დეტალები:

მიხეილ ჟორჟოლიანი მეორედ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში დაიჭირეს. ჟორჟოლიანთან ერთად „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორის, დავით ზუბიტაშვილის შვილი, ნიკა ზუბიტაშვილიც დააპატიმრეს. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟორჟოლიანის მსგავსად ზუბიტაშვილმაც გიროს სანაცვლოდ დატოვა საპატიმრო.

presage.tv





READ MORE - ერეკლე კოდუას ცოლიძმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მეუფე დიმიტრი “აზიზიეს მეჩეთზე“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 12.03.2012
ბათუმში 4 მარტს გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავზე აღვლენილი საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ იქ შეკრებილ საზოგადოებას, რომელთა შორის ბათუმლებთან ერთად იდგნენ ქედიდან, შუახევიდან, ხულოდან, თბილისიდან, ქობულეთიდან და რუსთავიდან ჩამოსული მართლმადიდებლები და მუსულმანები, ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ქადაგებით მიმართა, რომლის სრულ ტექსტსა და ვიდეო ვერსიას presage.tv გთავაზობთ.

მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად საღვთო ლიტურღია აღავლინეს: შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა, ბოლნისის ეპისკოპოსმა ეფრემმა და ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა საფლავზე აღმართული ჯვარი აკურთხა და იქ მყოფ საზოგადოებას ასეთი შინაარსის ქადაგებით მიმართა:

“მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ მართლმადიდებლობის ზეიმი აღსრულდა აი, ამ წმინდა ადგილზე, სადაც განისვენებენ სამშობლოსათვის თავდადებული, ერთგული მამულიშვილები.

1921 წელს აქ, ბათუმისათვის, აჭარის გათვაისუფლებისათვის, დედასამშობლოს, საქართველოს წიაღში დაბრუნებისათვის მათ ყველაზე ძვირფასი გაიღეს, რასაც სიცოცხლე ჰქვია და აქ გმირულად დაეცნენ. მეტად სამწუხარო, მეტად სავალალოა ის, რომ 1921 წლიდან მოყოლებული დღემდე მათ არ ეღირსათ საფლავის ქვაც კი.

მოგვიანებით მათი საფლავი იქნა ბოლშევიკების მიერ შეურაცხყოფილი და აღმართული იქნა ვარსკვლავი. ამით ფაქტიურად აჩვენებდნენ, რომ ისინი ვითომ ბოლშევიკები იყვნენ. უფრო მოგვიანებით მათი საფლავი იქნა მთლიანად იავარყოფილი. ოთხმოცდაათიან წლებში გახსნილ იქნა მათი საფლავი. მართლაც საშვილიშვილო, მართლაც საგმირო საქმე იქნა აღსრულებული და ისინი პატივით იქნენ დაკრძალული.

რთულია ის მდგომარეობა, ის გარემოება, რომ განზარახულია ბათუმში აშენდეს აბდულ აზიზის მეჩეთი და აზრთა თანხვედრა, თანადგომაა, როგორც მუსლიმანი ქართველების, ისე ქრისტიანების, რამეთუ არაერთხელ თქმულა და კვლავ გავიმეორებ, რომ ის იყო ერთ-ერთი სისხლიანი დამპყრობელი, რომელმაც სისხლის წვიმა აწვიმა აჭარას, რომელმაც სისხლის მდინარეები ადინა და მეტად მძიმეა ის რომ, არის სურვილი ამ მეჩეთის აღმართვისა. ეს იგივეა, რაც შეიძლება აღმოსვალეთ საქართველოში კახელებისათვის შაჰაბასის, იგივეა, რაც მურვან ყრუს, თემურ ლენგის და ასე შემდეგ.

ღვთის მადლით ღვთის წყალობა იყოს თანამავალი, თანამგზავრი ჩვენი ცხოვრებისა. ღვთის მადლით, ღვთის წყალობით გაძლიერდება, განმტკიცდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია. ჩვენთან არს ღმერთი“.



presage.tv



READ MORE - მეუფე დიმიტრი “აზიზიეს მეჩეთზე“ [video]

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე
15:21 12.03.2012
როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა და დემოკრატიის მისაღებად, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხია მოსაგვარებელი. რა არის თვითმმართველობა, რეალურად მართვის რა სისტემა გვაქვს და სად არის გამოსავალი ამ თემებზე ესპერტი დავით ზარდიაშვილი გვესაუბრება.

- თვითმმართველობის იდეა ის არის, რომ ადამიანები რომლებიც გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ეს იქნება, სოფელი თუ ქალაქი, ან დასახლებების გაერთიანება, რასაც მუნიციპალიტეტებს ვეძახით ჩვენ, ქმნიან საკუთარ ორგანოებს და ამ ორგანოების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს.

რაც მთავარია, ეს ორგანოები არავის წინაშე არ არიან ვალდებულები, ისინი ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების წინაშე. ჩვენთან ეს არ არსებობს, ყველაფერი ცენტრალიზებულია. ადგილობრივი ორანოები ცენტრალური ხელისუფლების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. თუმცა კანონის, მიხედვით, ფორმალურად, ასე არ არის. მაგალითად, კანონში არსად არ წერია, რომ თბილისის მერი არის ანგარიშვალდებული პრეზიდენტის წინაშე.

ფორმალურად, გიგი უგულავა არჩეული მერია და რა კანონმდებლობაც გვაქვს ამის მიხედვითაც მოქალაქეების წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული, როგორ ფიქრობთ, რატომ მივიღეთ რეალურად სხვა სურათი?

- გვაქვს ერთპარტიული საკრებულოები, ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობა გვაქვს, მხოლოდ პარტიული იერარქია არსებობს და მთლიანად ქვეყანაში ავტოკრატიული ოლიგარქიაა ჩამოყალიბებული.

არსებობს გარკვეული ოლიგარქების ჯგუფი, ისიც არ ვიცით რამდენი ადამიანია, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს. არ ვიცი ხუთია თუ ათია, ვერ გეტყვით, საზოგადოებისთვის ეს ღია არ არის. ფაქტია, რომ ყველა გადაწყვეტილებას იღებს რაღაც ვიწრო ჯგუფი და რაიმე დონეზე გაყოფილიც არ არის. მნიშვნელობა არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების მისაღები გადაწყვეტილებაა, ადგილობრივი ხელისუფლების, თუ რეგიონულის, ყველაფერს ერთი ჯგუფი ადგენს.

თუ გაიხსენებთ, სააკაშვილი ატარებდა ისეთ თათბირრებსაც კი, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებში ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს ადგენდნენ. ანუ, ერთი სოფლიდან მეორე სოფელში ან, ცენტრში რა ავტობუსი ივლიდა, ამას სააკაშვილი წყვეტდა. საკითხავია, მაშინ რისთვის არის თვითმმართველობა საჭირო, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი იღებს?

სინამდვილეში გვაქვს მართვის ოლიგარქიული სისტემა, ადამიანთა მცირე ჯგუფი წყვეტს ყველა საკითხს, რასაც კი ჩართვლის საჭიროდ, გარდა ამისა, მთელი რესურსებიც ამ მცირე ჯგუფის ხელშია თავმოყრილი.

ტრტანსპორტის გრაფიკს რა უჭირს, ხმები დადის, რომელი კორპუსი რა ფერად შეღებილიყო იმასაც სააკაშვილი წყვეტდა, მაგრამ ეგებ შევეცადოთ ავხსნათ ეს ასე რატომ ხდება?

- სააკაშვილმა ვერ მოახერხა მმართველობის სისტემის დეცენტრალიზება, საბჭოურ ტრადიციას აგრძელებს. კი იძახის, რომ ლიბერალურ ქვეყანას აშენებს და სამართლებრივ სახელმწიფოს, მაგრამ რეალობასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. რეალურად ჩვენ გვაქვს დარგობრივი და ცენტრალიზებული მართვა, თუ შეიძლება ამას მართვა დაერქვას და ვიწრო ოლიგარქია, რომელიც ყველა საკითხზე დარგობრივი ნიშნით და ცენტრალიზებული წესით იღებს გადაწყვეტილებებს, აი ასეთი სისტემა გვაქვს.

ეს უცოდინრობის ბრალია თუ ასე უფრო ადვილია მართვა, როცა იცი რომელ სოფელში რა ფერის ავტობუსი დადის...

- როგორც ჩანს, ვარდების რევოლუციის ჩანაფიქრი იყო, სხვათა შორის, ზურაბ ჭიაბარაშვილმაც დაწერა 2000 წელს წერილი, სადაც ამბობს, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ერის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ვერ ვაშენებთ ინსტიტუტებს (ამის მაშინდელი გამოხატულება იყო შევარდნაძის სუსტი და კორუმპირებული რეჟიმი) და მოდი, იქნებ მოვახერხოთ და ჩამოვყალიბდეთ კორპორაციად. გავფორმდეთ როგორც ერი-კორპორაცია. ანუ გარკვეულმა ჯგუფმა, შექმნას კორპორაცია, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ეს კორპორაცია თავიდან ორიენტირერებული იქნება მოგებაზე. მერე უკვე ნელ-ნელა შეუძლია შექმნას ადგილი მოქალაქეებისთვისაც და მერე იქნებ, როგორმე მივიდეთ ერი სახელმწიფოს იდეამდე.

ეს რეალურად მოხდა! რაღაც ჯგუფმა კორპორაცია შექმნა. სანამ ჟვანია ცოცხალი იყო, ეს კიდევ საჯარო კორპორაცია იყო, მაგრამ როგორც კი ჟვანია ჩამოსცილდა საქმეს, ჩამოაცილეს, მოსპეს თუ გარდაიცვალა, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, იმის მერე არის, რომ ეს კერძო კორპორაციად გადაიქცა. რამდენიმე ადამიანია, ალბათ, ერთი ათეული, რომელიც მოქმედებს წმინდა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე. მართალია ფუთავენ, როგორც საჯარო ინტერესებს, მაგრამ ეს არის კერძო ინტერესი რაც გამოიხატება ძალაუფლების შენარჩუნებასა და უდიდესი მატერიალური სარგებლის მიღებაში.თან, ამას ფუთავენ ისე, რომ ადამიანებისთვის, ანუ კორპორაციის კლიენტებისთვის სრულიად გაუგებარი იყოს რა ხდება.

პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს და ჩვენი ყოფა პოსტრმოდერნისტულ ეპოქას ჰგავს. რეალურად რა დგას ამის უკან ძალიან მარტივია - არაფერი, კლასიკური ოლიგარქიული ავტოკრატია. დღევანდელ ეპოქაში ეს იფუთება კარგად იმისათვის, რომ თავგზა აგვიბნიონ.

რაც შეეხება მართვის სტილს, გამსახურდიას ან შევარდნაძის პერიოდში თუ იყო მცდელობა, რომ დეცენტალიზაციის პროცესი დაწყებულიყო?

- რა თქმა უნდა, ცენტრალიზებული დარგობრივი მართვა ეს არის კომუნისტური მართვის სტილი, ტოტალიტარიზმი. რა თქმა უნდა, კომუნისტების დროს ადგილობრივი მართვის ორგანოები არსებობდა, მაგრამ მოქმედებდა ძალიან მარტივი პრინციპი, დემოკრატიული ცენტრალიზმი, როცა ყველა ქვემდგომი ორგანო ექვემდებარება ზემდგომს.

გამსახურდიას პერიოდში იყო მცდელობა, რომ ადგილობრივი მმართველობის სისტემა შეექმნა. გამსახურდიას ჰქონდა გარდამავალი პერიოდის კონცეფცია. პირდაპირ კი არ აპირებდა დეცენტრალიზებას, არამედ ეტაპობრივად. ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, ერთი მხრივ, არსებობდა წარმომადგენლობითი ორგანოები, საკრებულოებიც საფეხურებრივად ირჩეოდა, რაც არასწორი იყო, თუმცა ცენტრალიზებულ მართვას გამსახურდია ინარჩუნებდა პრეფექტებით, რომლებსაც თვითონ ნიშნავდა. ცხადია, მაშინ განსაკუთრებით სუსტი იყო საკრებულოები და გარკვეულწილად პოლიტიზირებული. როგორც კი „პუტჩი“ მოხდა, საკრებულოებმა მაშინვე არსებობა შეწყვიტეს და შევარდნაძე რომ ჩამოვიდა, იყო ვითარება, როდესაც ადგილობრივ დონეზე ხელისუფლების ვაკუუმი გვქონდა.

შევარდნაძის დროს რა ხდებოდა ამ მიმართულებით?

- შევარდნაძის პერიოდში 1997 წელს მივიღეთ პირველი კანონი, „ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ“. ეს იყო დამოუკიდებლობის მიღების პერიოდში, მოგეხსენებათ, რომ საქართველომ საერთაშორისო აღიარება შევარდნაძის პერიოდში მოიპოვა. ჩვენ გვქონდა მაშინ შერეული სისტემა, იყო თვითმმართველობაც, მაგრამ ისევ დანიშნული გამგებლები გვყავდა და აღმასრულებელი ვერტიკალი ცენტრალიზებული იყო.

ვარდების რევოლუციის შემდეგ იყო უკვე სერიოზული მცდელობა, რომ მომხდარიყო დეცენტრალიზაცია, როდესაც საქართველო შეუერთდა ევროპის ქარტიას. ეს იყო 2004 წელს, 2005 წელს კი ახალი კანონი მივიღეთ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. ფორმალურად გამგებლებს და ქალაქის მერებს პრეზიდენტი აღარ ნიშნავს.

გამოდის, რომ კანონების მიხედვით დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რეალურად ავტოკრატიულში...

- საკანონმდებლო თვალსაზრისითაც არის პრობლემები, განსაკუთრებით რესურსების განაწილების თვალსაზრისით, თვითმმართველობა არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი ქონებით და ფინანსური რესურსებით. თბილისს თუ არ ჩავთვლით, საკუთარი შემოსავლების ძალზე მცირე ნაწილი - 3-5%-მდე არის ადგილობრივი. ადგილზე რჩება მხოლოდ ქონების გადასახადი, დანარჩენი ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერებით ფინანსდება.

ფინანსების გადანაწილებითაც კარგად ჩანს რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ როცა ერთი მხრივ, თითქოს, დემოკრატიული კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ მისი აღსრულების იმდენი ინტერპრეტაციაა არსებობს, რამდენიც მოესურვებათ, გამოდის, კანონებით საერთაშორისო საზოგადოებას ვუხვევთ თვალს?

-ამათთვის ხომ კანონები არ არის მნიშვნელოვანი. რეალური გადაწყვეტილებები საკანონმდებლო სივრცეში კი არ მიიღება და დადგენილი წესების შესაბამისად, არამედ სრულიად სხვაგან. ეს კანონის ინერპრეტირება კიდევ სხვა პრობლემაა, მაგრამ ყველაფერს ისე აკეთებენ, კანონის დარღვევა და გვერდის ავლა არც სჭირდებათ.

კონკრეტულად რა შეგვიძლია გავიხსენოთ, როდესაც კანონი არ ირღვევა, მაგრამ რეალურად სრული განუკითხაობაა, ვგულისხმობ თვითმმართველობის კუთხით...

- ფორმალურად კანონი შეიძლება დაცული იყოს. გახსოვთ ალბათ ოქრუაშვილის ამბები როდესაც იყო, მაშინ შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანოები, სინამდვილეში ოქრუაშვილის ხალხით იყო დაკომპლექტებული. პარტიულ საქმიანობას მის რეგიონში, მას შემდეგაც, რაც თავდაცვის მინისტრი გახდა, განაგებდა ოქრუაშვილი და ქარელი, გუბერნატორად რომ ჰყავდა. მთელი საკრებულოები, აღმასრულებელი ორგანოები დაკომპლექტებული იყო მათი ხალხით. როგორც კი დაპირისპირება მოხდა, ქარელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მისდგნენ ამ ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს. კანონით ამ ორგანოებს ქარელთან, ანუ გუბერნატორთან არანაირი ბმა არ აქვს, რადგან გამგებლები ხალხის არჩეული საკრებულოს მიერ, კონკურსის წესით არის შერჩეული და დანიშნული. ერთ დღეში ჩაატარეს გორშიც, კასპშიც, ქარელშიც საკრებულოს სხდომები, გადაირჩიეს ყველანი და მთელი საკრებულო წამოიყვანეს თავისკენ. ეს მოხდა უხეში ძალით, დიქტატით. კი არსებობს ფორმალურად ეს, თითქოს, ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობის ორგანოები, მაგრამ პლურალიზმის ნაცვლად ყველაფერზე ხორციელდება აბსოლუტური დიქტატი.

იმ საკრებულოს თავმჯდომარესაც, სანამ საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ, მისი კანდიდატურა პარტიულად უკვე შეთანხმებულია. რეალურად ყველაზე მეტი უფლებები აქვს არა საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც არის ფორმალურად, ხალხის არჩეული, არამედ ვინმე სხვას, მაგალითად პროკურატურის წარმომადგენელს, ან გუბერნატორს. არის სხვა შემთხვევები, როდესაც რეალურად, საკრებულოს რიგითი წევრია ყველაფრის გადამწყვეტი და არა საკრებულოს თავმჯდომარე. რეალურად მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სისტემა გვაქვს და მეტი არაფერი.

კიდევ ერთი პრობლემაა გუბერნატორის ინსტიტუტისა და თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობა. კანონით გუბერნატორის წინაშე არანაირი ვალდებულება არ გააჩნიათ, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

რეალურად ცოტა სხვა სურათია - მთელი საქართველო რამდენიმე კაცს აქვს გადანაწილებული. უკვა ხმამაღლა საუბრობენ, რომ მაგალითად, ადეიშვილის მამა მართავს კახეთის ერთ ნაწილს, მეორე ნაწილს კეზერაშვილის მამა და პეტრე ცისკარიშვილის ნათესავები. აქეთ, მერაბიშვილის დედა თუ ნათესავები აკონტროლებენ ახალციხეს და აჭარას და აღარ გავაგრძელებ, ისედაც ყველამ იცის ვინ სად და რა სფეროშია. თუ გვინდა საზოგადოებას რეალური სურათი დავანახოთ, ალბათ, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ჩვენი მმართველობაც და თვითმმართველობაც.

- ეს არის მექანიზმები, რომელიც ჩვენთვის დახურულია. ამას ხომ ვერსად ვერ ხედავთ გაფორმებულს, ეს არის ალბათ მათი არაფორმალური შეთანხმება. ფაქტია, რომ არსებობს ოლიგარქიული ჯგუფი, რომელიც მართავს ყველაფერს. ეს ოლიგარქიული ავტოკრატია ოთხ საფუძველს ემყარება ისე, როგორც ძველი დედამიწა იდგა ოთხ სპილოზე. ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების დისბალანსი, რაც გამოწვეულია კონსტიტუციის სერიოზული დეფორმაციით. მეორეა, რომ ტერიტოტიული მოწყობაც კი არ გვაქვს. მმართველობის სისტემაში რამდენი დონე გვაქვს, მაგრამ კონსტიტუციურად მყარი არ არის. მესამეა დარგობრივი და ცენტრალიზებული მართვა, როდესაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება დარგობრივი ოლიგარქების მიერ. მაგალითად, რა უნდა მოხდეს ეკონომიკაში, განათლებაში და ა.შ. მათი ამოცანები არის დარგობრივი და არა ტერიტორიული, როგორც საბჭოთა სისტემის დროს. საბჭოთა სისტემა თითქოს მოკვდა, მაგრამ რეალურად ისევ ის გვაქვს - დარგობრივი მართვა.

ცივილიზებული მართვის დროს კომპლექსურად იმართება ტერიტორიები. არის ცენტრალური დონე, ანუ სახელმწიფო, რომელიც შედგება ტერიტორიული ერთეულებისაგან და მათი კომპლექსური მართვა ხდება. ეს არის სწორი მიდგომა და სწორედ ამას ეძახიან მდგრად განვითარებას.

აქ ცენტრში ზის ვიღაცა, ჩინოვნიკებიც არა, მინისტრებიც ზოგ შემთხვევაში არიან მოთამაშეები, ზოგ შემთხვევაში - არა. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრი რომ ავიღოთ, ვერა ქობალია, იმას ვინ რას ეკითხება?

როგორ ფიქრობთ, იმისთვის შეიქმნა მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომ ქობალია ყოფილიყო მინისტრი თუ, ზემოთ რომ ახსენეთ მდგრადი განვითარება, ტერიტორიული მოწყობის ელემენტებიც იყო ჩადებული?

- რა ვიცი რისთვის შეიქმნა, ფავორიტიზმთან გვაქვს საქმე, მოეწონა ვერა ქობალია, რის გამო არ ვიცი, ქალი შესახედი კი არის, ელემენტარულად, დასვა იმ ადგილზე და გადაწყვეტილებებს იღებს ეს ჯგუფი. სინამდვილეში რა ხდება, ქობალიას ნაკლებად აინტერესებს.

მეოთხე არის საჯარო სამსახური, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების და გატარების მთავარი მექანიზმია, აქაც რაციონალური სისტემა კი არ გვაქვს, არამედ მხოლოდ პირადი ერთგულების პრინციპით მართვა. ანუ სამსახურში იღებენ იმას, ვინც მუდმივად ლოიალობას გამოხატავს პოლიტიკური სისტემის მიმართ და უშუალო ხელმძღვანელის პირადი ნების აღმსრულებელია. პლუს არის ვითარება, როდესაც ჩვენ, ადამიანები ვართ ამ კორპორაციის, ამ ოლიგარქიის კლიენტები. აბსოლუტურად ყველაფერი მათგან უნდა მივიღოთ და თანაც სახვეწარი გვაქვს.

იგივე ხელფასი, თუ ღმერთმა ქნა და სადღაც მუშაობ. იგივე სოციალური დახმარება, თვითონვე, რომ საარსებო დახმარება დაარქვეს. რომ არ მოკვდე, უნდა მიხვიდე და იხვეწო, ლუკმა-პური მომეციო. იცით, ალბათ რა მდგომარეობაც არის, მილიონ ექვსასი ათასი ადამიანი ითხოვს საარსებო შემეწობას, ანუ მათ ფიზიკურ არსებობას საფრთხე ემუქრება. ნებისმიერი მომსახურება რომ მიიღო გიყურებენ არა როგორც მოქალაქეს, არამედ ან ხარ სრულიად ზედმეტი ადამიანი, რიგში დგეხარ და ელოდები მოწყალებას და რაც მთავარია, ხარ ამათი კლიენტი.

იმისათვის რომ იარსებო, ამათ უნდა შეეკრა, ანუ გარკვეული ლოიალობის საფასურად მიიღო მომსახურება. თუ შენ არა ხარ ლოიალური, ეგრევე შეგიწყვეტენ ამ მომსახურებას. ასე ჰყავთ ის ხალხი, ვინც საჯარო სამსახურშია, ის ხალხიც, ვინც მუშაობენ და საჯარო სამსახურში არ არიან. მაგალითად, მასწავლებლები საჯარო მოხელეები არ არიან, მაგრამ მთავარი ნიშანი არის პოლიტიკური ლოიალობა და არა მარტო ეს, არამედ მომსახურებაც. მოგეხსენებათ არჩევნების დროს ეს მასწავლებლები საკმაოდ ინტენსიურად ჰყავთ-ხოლმე დატვირთულები.

იგივეა კერძო კომპანიებში, აქაც მონოპოლიებია გაბატონებული და მათაც პოლიტიკური სარჩული აქვთ. თუ ვითარება სასწრაფოდ არ შეიცვალა, აქ არც არჩევნები ჩატარდება და არც არაფერი. ეს არჩევნებიც ისეთივე იქნება, როგორც სხვა დანარჩენი, და ისეთივე ფარსი იქნება, როგორიც ამათი დემოკრატიაა.

რა უნდა შეიცვალოს არჩევნებამდე და როგორ?

- ლაპარაკია პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კანონის გაუქმებაზე, რომლის მიხედვითან ნებისმიერ ადამიანს როცა უნდათ მაშინ დაიჭერენ, ან ეკონომიკურად მოსპობენ იმ მოტივით, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან აქვს კავშირი.

ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ და ვთანხმდებით, რომ ეს კანონი გასაუქმებელია, ამ კანონის მიღების დღიდან მის გაუქმებაზე ლაპარაკობს ყველა გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. მიშას ხალხის ხმა არ ესმის და არც უნდა რომ გაიგონოს და, თუ არ გააუქმებს კანონს მაშინ რა ხდება?

- ხალხმა უნდა მოახერხოს ეს. მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ, როგორც კი სააკაშვილი შეეჯახა სიმართლეს, პარლამენტში გამოსვლის დროს, რა მოხდა მაშინ? რა უთხრა ჯონდიმ, სიმართლე, მეტი არაფერი, რომ თანამდებობა გამოიყენა პირადი მდგომარეობისთვის, სრულიად უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ დედამისი და მამამისი, უცებ აღმოაჩნდათ ბიზნესის ნიჭი და ყველაზე წამატებული ადამიანები არიან თავ-თავიანთ სფეროში.. არ საჭიროებს დიდ კამათს, რომ ეს არის სინამდვილე. როგორც კი ადამიანი ამ სინამდვილეს შეეჯახა, ტლინკები აყარა დარბაზიდან გავარდა და დაიმუქრა, დაგზილავთ ტალახშიო. ის რომ დაინახავს, ხალხი საკუთარ უფლებებს ითხოვს, ასე კი ვერ აყრის ტლინკებს და ტალახში დაზელვით კი ვერ დაგვემუქრება, შეძრწუნდება. მას ამისი ეშინია. საჭიროა ხალხის კონსოლიდირება, ხალხს ივანიშვილის იმედი აქვს და როგორ მოახერხებს ამას, არ ვიცი.

ჯგუფთან ერთად თქვენ მუშაობთ ივანიშვილის გუნდში მმართველობის სისტემაზე, რას გვთავაზობთ, მოკლედ რომ გვითხრათ, თუმცა სხვა დროს ამ თემაზე ალბათ დეტალურად საუბარიც მოგვიწევს...

- როგორც კი იქნება პოლიტიკური ნება, პირველი იქნება ტერიტორიული მოწყობის განსაზღვრა, ანუ რა ტერიტორიული ერთეულებისგან შედგება სახელმწიფო. ეს იქნება ცენტრალური დონე, ამაზე, ალბათ, დიდი კამათი არ იქნება. იქნება რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეები. ანუ საქართველოში სამდონიანი მმართველობის სისტემა გვექნება.

მერე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თითოეულ მათგანს რა უფლებამოსილებები უნდა გააჩნდეს და რა რესურსები. ანუ გასაგებად რომ ავხსნათ, სახელმწიფოს მართვა ცენტრიდან კი არ უნდა ხორციელდებოდეს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუციების მეშვეობით.

როდესაც ტერიტორიულ მოწყობაზეა ლაპარაკი, შეიძლება თუ არა ამ ეტაპზე ფედერალურ მოწყობაზე ვიფიქროთ?

- რამდენიმე კონცეფცია არსებობს და რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, მაგალითად „საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი“. მათი კონცეფციით შესაძლებელია გვქონდეს რეგიონული თვითმარრთველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს ნიშნავს, რომ რეგიონის დონეზე არჩევითი ხელისუფლება ჩამოყალიბდება. ჩვენ ცოტა ფრთხილები ვართ ამ თვალსაზრისით და ვფიქრობთ, რომ რეგიონულ დონეზე დეცენტრალიზაცია არ იქნება ადვილი და ბევრ პოლიტიკურ რისკს შეიცავს.

რა რისკებზეა საუბარი?

- მარტივად რომ გითხრათ, ერთი ასლან აბაშიძის ნაცვლად შესაძლოა 12 ასლან აბაშიძე მივიღოთ.

თუმცა მაინც მგონია, რომ აჭარის შემთხვევაში სპეციალურად იყო შეცდომები დაშვებული, ასლან აბაშიძის აჭარა ისეთ საფრთხობელად იქცა, რომ მას შემდეგ ფედერალურ მოწყობაზე თუ ავტონომიებზე ლაპარაკიც კი საშიში გახდა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ, აჭარა საქართველომ შემოიერთა, აფხაზეთს კიდევ უფრო დაშორდა...

- შეიძლება მართლა საფრთხობელად აქციეს, მაგრამ აჭარის ავტონომიზაციის პრობლემა მაინც იყო. მმართველობის კუთხით ფორმალურადაც კი გაურკვეველი ვითარება იყო და მაშინ ასლან აბაშიძემ მიიტაცა ძალაუფლება.

რაც შეეხება აფხაზეთს, ეს პრობლემა ალბათ მხოლოდ ამ ტიპის ავტონომიის გაუქმებით არ გაღრმავებულა და ალბათ, იქ სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციაზე, ბუნებრივია, რაღაც უნდა შევთავაზოთ. დღეს აჭარა თავისი უფლებამოსილებებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დონეზეა. შესათავაზებლად არც აჭარის ადრინდელი სტატუსი გამოდგება.

როდესაც ლაპარაკობენ საქართველოს ფედერალიზაციასა და რეგიონალიზაციაზე, ამას პოლიტიკური სარჩული ედება ხოლმე, რომ თუ ჩვენ მოვახდენთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ინტეგრაციას საქართველოში, ხომ არ მივიღებთ ვითარებას, რომ გვექნება საქართველოსა და აფხაზეთის კავშირი. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი იმაზეც, რომ ხომ არ გვეფიქრა დანარჩენი რეგიონების ავტონომიზაციაზეც, რომ მხოლოდ აფხაზეთისა და საქართველოს კავშირი არ გამოვიდეს. თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ეს არ არის ელევანტური და მართვის ეფექტიან სისტემაზე უნდა ვიფიქროთ.

ტერიტორიულ დონეზე ავტონომიზაცია ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დაგვაყენებს, მაშინ, როდესაც პირველ რიგში, ჯერ გადასაჭრელი გვაქვს ადგილობრივი მმართველობის დეცენტრალიზაციის პრობლემა. ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ გვაქვს და მომზადება გვჭირდება. ელემენტარულად, რეგიონულ თუ ადგილობრივ დონეზე დაგეგმვაც კი არ ვიცით.

ამასწინათ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა და საკმაოდ მძიმე სურათის მოწმენი გავხდით, საქართველოში ადამიანებმა არ იციან, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა და რისთვისაა საჭირო...

- მართლაც, ხალხმა ნაკლებად იცის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის პირობებში საზოგადოებას საკუთარი თავის მართვა შეუძლია თვითონ, სხვისი ჩარევის გარეშე, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობაზეა ლაპარაკი, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულს შეუძლია საკუთარი საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტა და მას საამისო რესურსებიც გააჩნია.

კონკრეტულად რა საკითხების გადაწყვეტაზეა ლაპარაკი?

- არსებობს ევროპის ქარტია, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, ეს ევროპული სტანდარტია, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეუძლიათ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვლელოვანი ნაწილის მოგვარება. პირველ რიგში, ეს არის კომუნალური მომსახურებები. თვითონ ტერმინიც „კომუნალ“ ლათინური სიტყვაა და ადგილობრივი საზოგადოების სინონიმია. ამაში შედის გაზი, წყალი, ელექტროენერგია, და ა.შ. ჩვენთან არც ერთი მომსახურება არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში. გაზი და ელექტროენეტგია პრაქტიკულად ეროვნული მარეგულირებლის ხელშია და თვითმმართველობა პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს. თბილისში კიდევ რაღაც უფლებამოსილებები აქვს და ისიც ნახევრად ლეგალურად. წყალმომარაგებაც შეზღუდეს და ა.შ.

ამის გარდა კიდევ რა გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია ხალხს?

- ეს არის ადგილობრივი ქუჩები, სკვერები ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ნარჩენების გატანა, უამრავი საკითხი, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. თვითმმართველობა იმისთვის არის, რომ ეს საკითხები გადაწყვიტოს, ისე, რომ ამაში მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები. ანუ საზოგადოებაა ბატონ-პატრონი.

ეს ის ქვეყანაა, სადაც ხალხმა არ იცის, რისი უფლება აქვს, ან რისი უფლება შეუძლია მოიპოვოს. ამიტომ გკითხავთ, რეალუად რომ არსებობდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგალითად, შეუძლია თუ არა ხალხს, ჩაერიოს დენის ან გაზის ტარიფის გადაწყვეტაში, საკუთარ თავს არ დაუწესოს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი და ა.შ. ეს ის თემებია, რაც საზოგადოებას ყველაზე მეტად აწუხებს

- სწორედ ასე უნდა იყოს, გარწმუნებთ, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში კომუნალური მომსახურება არის თვითმმართველობის კომპეტენცია. საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობით ხალხს ამ საკითხებში ჩარევა არ შეუძლია. ტარიფებს და საერთოდ, ბაზარზე თამაშის წესებს ადგენს ეროვნული მარეგულირებელი კომისია(სემეკი). სემეკის მოდელი კარგია ისეთი დიდი ქვეყნებისთვის როგორიცაა აშშ. სადაც დიდი ბაზარი და უამრავი მოთამაშეა, რასაც რეგულირება და გარკვეული წესების დადგენა სჭირდება. ევროპული ქვეყნების უმეტესობაში ბაზარზე წესების დამდგენი არის ადგილობრივი თვითმმართველობა, მათ გააჩნიათ საკუთარი პოლიტიკა და მისი შემადგენელი ნაწილია სატარიფო პოლიტიკაც. თუ ხედავენ, რომ მომსახურება ძვირია და მოსახლეობის სოციალური ტვირთი მაღალია, შეიძლება ამ საკითხის თანადაფინანსებით მოგვარება. ევროპაში თვითმმართველობაა წესების დამდგენი, მაგალითად ენერგოკომპანიებთან ქალაქი აფორმებს ხელშეკრულებას და გადასახადის ამომღები თვითონ ენერგოკომპანიები კი არ არიან, როგორც ჩვენთან არის, არამედ ქალაქის თვითმმართველობა. ჩვენთან არის ერთი სემეკი, მეორე მხრივ მონოპოლისტები და არის მოქალაქე, რომელთანაც სამართლებრივი ურთიერთობა არავის არ აქვს გარკვეული.

presage.tv




READ MORE - სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...