15:00 27.03.2012
ზუგდიდში, რაიონული სასამართლოს შენობასთან პოლიციამ ოპოზიციური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენელი კახა მიქაია დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მიქაიას დაკავების მიზეზი კახა მიქაიას, ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების, თეა წულუკიანის და ირაკლი ჩიქოვანის მიერ ზუგდიდის სასამართლოსთან გამართული საპროტესტო აქცია გახდა.
მიქაიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. საპროტესტო აქცია ამჟამად ზუგდიდის პოლიციის შენობასთან მიმდინარეობს.
ამ წუთებში სხვა სახის ინფორმაცია არ ვრცელდება.
