17:06 28.03.2012
ტელეკომპანია “მაესტროს” და ინტერნეტგამოცემა “პრესაგე.ტვ”–ს ჟურნალისტი ნანა ფაჟავა მისი შესაძლო დაკავების შესახებ საუბრობს.როგორც ფაჟავამ ზუგდიდის სასამართლოსთან კახა მიქაიას დაკავების შემდეგ განაცხადა, მას არ აპატიებენ იმას, რომ ირაკლი ალასანიასთან ერთად უკანონო ბანდფორმირებების შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა.
“მე აქამდე თავს ვიკავებდი მაგრამ, დღეს ვამბობ: ვინც რა უნდა დამაბრალოს ის ადამიანები რომლებიც მე გადავიღე და განლაგებული არიან სხვადასხვა ქუჩაზე თუ სახლებში, ისინი ხალხის დასაშინებლად და არჩევნების ჩასაშლელად არიან მობილიზირებული”–აცხადებს ფაჟავა.
ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ რაც მან, დაჯგუფების წევრების გადაღება მოახერხა, აღნიშნული ტერიტორიები უკვე ცარიელია.
epn.ge
