ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 16.03.2012
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 16 მარტს ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილის ინტერესები შესაძლოა, კვლავ მამუკა ნოზაძემ დაიცვას. ამის შესახებ presage.tv-ს თავად ადვოკატმა განუცხადა, რომელიც ნიკოლაშვილის საქმეს ორი კვირის წინ ჩამოცილდა.
„სოფო ნიკოლაშვილს დანაშაული არ უღიარებია, რის შესახებაც განცხადება არაერთხელ გავაკეთე. ჩემთვის ცნობილი არ არის რა მიზეზით ვიქენი საქმეს ჩამოშორებული. თუმცა, ოჯახმა მომსახურებისთვის მადლობა გადამიხადა. შესაძლებელია საქმიდან ჩემი ჩამოშორების მიზანი იყო პროკურატურის მხრიდან რაიმე გარიგების შეთავაზება.
გამორიცხული არ არის ნიკოლაშვილის საქმეში კვლავ ჩავერთო (რის შესაძლებლობასაც კანონი მაძლევს) და ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილის ინტერესების დაცვა გავაგრძელო“, - გვითხრა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლითაა დაპატიმრებული. ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად ადასტურებს იმას, რომ ესაა მიზანმიმართული პროვოკაცია, ჩადენილი სოფო ნიკოლაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, რადგან სოფო ნიკოლაშვილის მამა არის გურჯაანის რაიონში პოლიტიკურად აქტიური ადამიანი - ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რომელმაც ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით რამდენიმე ათასი ხელმოწერა შეაგროვა, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო.
სოფო ნიკოლაშვილის საქმეში დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილის ბიძა არჩევნებში მაჟორიტარული წესით “ნაცმოძრაობიდან“ გურჯაანში კენჭს იყრიდა, მაგრამ იგი დამარცხდა, რაშიც მამუკა ნოზაძის თქმით უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფო ნიკოლაშვილის მამის აქტიურ ოპოზიციონერობას - “შესაბამისად, ამ ოჯახზე სიბაშვილები თავიდანვე გადამტერებულები იყვნენ“.
დაზარალებულად ცნობილი გიორგი სიბაშვილი, რომელიც მუშაობს კახეთის სამხარეო პოლიციაში, ადვოკატ მამუკა ნოზაძის განმარტებით ნდობაში შევიდა 20 წლის ჟურნალისტ გოგონასთან და 2011 წლის 2 ნოემბერს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით გააუპატიურა, რის შემდეგაც ფოტოები გადაუღო. როდესაც სოფო ნიკოლაშვილი გონზე მოვიდა, სიბაშვილმა გადაღებული კადრები აჩვენა და თანამშრომლობა, კერძოდ, ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფოტოების ინტერნეტში განთავსებით დაემუქრა:
“მას სიბაშვილისთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია და სწორედ ამაში ვლინდება დანაშაულის პროვოცირება - გიორგი სიბაშვილისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სოფო ნიკოლაშვილის მამას, დავით ნიკოლაშვილის ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი გაფორმებული. მოგეხსენებათ, ამ კუთხით მონაცემთა ბაზა პოლიციელისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილს სთხოვა ენახვებინა მამამისის კუთვნილი ტაბელური იარაღი.
იმის შიშით რომ გადაღებული ფოტოები არ გავრცელებულიყო, სოფო ნიკოლაშვილი ამაზე დათანხმდა. 31 იანვარს სიბაშვილმა სოფო ნიკოლაშვილი მანქანაში ჩაისვა, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაიყვანა, სადაც ხალხი არ იყო, სიბაშვილმა ამ იარაღიდან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა, შემდეგ ნიკოლაშვილი პოლიციაში მიიყვანა და განაცხადა, რომ ვითომდა ნიკოლაშვილმა მისი მოკვლა სცადა“.
presage.tv
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
ფიბას გადაწყვეტილებით, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის დაშვების შესახებ, ცხადია, უპირველესად თვით ნაკრების...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
00:06 05.12.2011 ასე გამოიყურება 27 გზა ქალის გასაღიმებლად, თუმცა ალბათ უფრო მეტი საშუალებაც არსებობს: 1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ფოთში გამომავალი გაზეთის რედაქტორი ელისო ჯანაშია „ღია ბოქლომის“ და მისი რედაქტორის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს. უკომენტაროდ გთავა...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 17:06 04.11.2011 კვირტიების ოჯახი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ, შეზღუდული შესაძლებლობ...
-
თბილისში, 15 თვის წინ მოკლული ლევან ოდიკაძის მამა, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მკვლელის მფარველობაში ბრალს სდებს და აცხადებს,...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ხვალინდელ პროცესზე სოფო ნიკოლაშვილი ისევ მამუკა ნოზაძემ შეიძლება დაიცვას
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
გაზიარება [ილია ჩაჩიბაია] 2009 წლის 22 სექტემბერს რეგიონალური ტელეკომპანია "თრიალეთის" საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია უშანგი იგ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
22:36 24.08.2011 22 აგვისტოს ჩეხეთში რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე ნატაშა კობახიძე გულის შეტევით გარდაიცვალა. იგი 24 აგვისტოს რამაზ ჩხიკვაძესთან ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...