ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:55 30.01.2012
გია დგებუაძე, მეტსახელად “მასტერა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავდაცვის სამინისტროშია გადაყვანილი. ჩემს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე მახარაძემ 26 იანვარს, არასამუშაო საათებში სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.
შევთანხმდით იმაზე, რომ მეორე დღეს, სამუშაო საათებში დაზუსტებით მეტყოდა დგებუაძის თანამდებობას, მაგრამ 27 იანვარს მახარაძემ სამუშაო საათებში ტელეფონი გამითიშა, ხოლო მოგვიანებით ჩემს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამიტომ ამ მასალაშივერ ვაკონკრეტებ რა თანამდებობა უკავია გია დგებუაძეს თავდაცვის სამინისტროში.
იმის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რომ გამინისტრების შემდეგ ბაჩო ახალაიამ თავისთან გადაიყვანა პატიმრების ცემა-წამებით სახელგანთქმული მეგის ქარდავა და მოგვიანებით, მისი კიდევ ერთი “თანამებრძოლი“, გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“.
ამ ორი საკადრო გადაადგილების შესახებ მასალები გასული წლის 14 სექტემბერსა და 28 დეკემბერს გამოვაქვეყნე, სათაურებით: “სისასტიკით და არაადამიანურობით ცნობილი მეგის ქარდავა თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს“, “გლდანის ციხიდან “ქილერა“ სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს“.
“მასტერას“, იგივე გია დგებუაძის “საგმირო“ საქმეების შესახებ მკითხველს ინტერნეტით მოძიებული მასალებით შევახსენებ.
2007 წლის 5 მარტს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა ვრცელი ინფორმაცია სათაურით - “სკანდალური აუდიოჩანაწერის გახმაურებული დეტალები“:
“გადაცემა“დროებაში" გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ციხის ბუნტს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას და ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას ეხებოდა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია პირველ კომენტარს აკეთებს.
როგორც“ინტერპრესნიუსს" ახალაიამ განუცხადა, სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მისთვის ახალი არაფერი ყოფილა.
“სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მამარდაშვილი ჩემს მიმართ იმ ბრალდებებს გამოთქვამდა, რომლის შესახებაც, რამდენიმე თვის წინ, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბრობდა. მსგავს გეგმაზე საუბარი აბსურდულია", -განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.
რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გია დგებუაძის, მეტსახელად“მასტერას" ნათქვამს, რომ ახალაიასა და მამარდაშვილს შორის პროვოკაციის მოწყობის გეგმაზე შეთანხმება არ უნდა“გაბაზრდეს", ახალაია აცხადებს, რომ ჯერ დასადგენია, აღნიშნული პირი არის, თუ არა“კუდ"-ის მაღალჩინოსანი.
ახალაია სხვა დეტალებზე საუბარს არ აპირებს. მისი განმარტებით, სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს და არ სურს, თავისი განცხადებებით, სასამართლო პროცესს ხელი შეუშალოს.
სკანდალური აუდიოჩანაწერის გმირი, ყოფილი კანონიერი ქურდი პაატა მამარდაშვილი, თერაპიის ეროვნული ცენტრიდან მეშვიდე საპყრობილეში გუშინ გამთენიისას გადაიყვანეს.
თერაპიის ეროვნულ ცენტრში მას ოპერაცია გაუკეთდა. ტელეკამერასთან საუბარი არ ისურვა თერაპიის ეროვნული ცენტრის არცერთმა თანამშრომელმა.
სატელეფონო საუბარში კი, დირექტორი მერაბ კვიტაშვილი ადასტურებს, რომ პაატა მამარდაშვილი მკურნალობას თერაპიის ეროვნულ ცენტრში გადიოდა და მისი მკურნალობის ხარჯები სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა უნდა დაფაროს.
დღესვე, ციხის ბუნტის ორგანიზებაში ბრალდებულის, პაატა მამარდაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხვდება.
ლალი აფციაურის განცხადებით, ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ გადაცემა “დროებაში" მამარდაშვილსა და“კუდ"-ის მაღალჩინოსანს შორის შემდგარი საუბარი უნდა გამოქვეყნებულიყო, ჯერ კიდევ გუშინ გაჟონა.
აფციაური ეჭვობს, რომ სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა მამარდაშვილი საავადმყოფოდან მეშვიდე საპყრობილეში გადმოყავდათ, მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.
როგორც ლალი აფციაური აცხადებს, მას აინტერესებს, თუ რა მდგომარეობაშია, “დროებაში" გასული სიუჟეტის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
სატალეფონო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ბუნტის ორგანიზებაში მონაწილეობას, ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ახალაია და რამდენიმე ძალოვანი მაღალჩონოსანი იღებდა.
ჩანაწერის მიხედვით, მამარდაშვილი “მასტერასგან" გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ, დაპირებულ თავისუფლებას ითხოვს. დგებუაძე დანაპირების შესრულებას ჰპირდება, მხოლოდ პატიმრისგან მოვლენების განვითარების მიუხედავად, დუმილის პირობას იღებს.
აუდიომასალიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ დაგეგმილი ბუნტი ახალაიას შელახული იმიჯის აღსადგენად უნდა მოხდეს.27 მარტის ხმაურიანი მოვლენების მონაწილეთა ჩანაწერში წლის სკანდალური მკვლელობის თემაზეც საუბრობენ.
“კუდ"-ის თანამშრომელი გია დგებუაძე გირგვლიანის თემას ეხება და სინანულს გამოთქვამს, რომ მისი კოლეგები ამ შემთხვევის გამო, სასჯელს იხდიან.
აუდიოჩანაწერში კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება კეთდება, რომელიც შარდენის სუფრის წევრებს დათა ახალაიასა და ვასილ სანოძეს ეხება.
ერთ-ერთი ვერსიით, სატელეფონო ჩანაწერი ქსნის კოლონიაშია გაკეთებული, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში.
მამარდაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შესაძლოა შეიცვალოს და შეპირებული თავისუფლება ვეღარ მიიღოს.
“კუდ"-ის თანამშრომელი, მეტსახელად“მასტერა", მამარდაშვილს არწმუნებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთავრობაში ძალოვან უწყებას არაფერი ემუქრება.
კიდევ ერთი სკანდალური განცხადება, რომელიც აუდიოჩანაწერშია გაკეთებული, ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტს ბადრი პატარკაციშვილს ეხება. “კუდ"-ის მაღალჩინოსანი გია დგებუაძე მამარდაშვილისგან პატარკაციშვილის მაკომპრომეტირებელ მასალებს ითხოვს.დგებუაძის განცხადებით, ბიზნესმენი მათ საქმეს ხელს უშლის და მის ჩამოსაშორებლად გარკვეულმა უწყებებმა ღონისძიებები დროზე უნდა გაატარონ.
„მასტერა" იმასაც ირწმუნება, რომ გირგვლიანის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილის, ალანიას გათავისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ პატარკაციშვილის ფაქტორი აყოვნებს“.
2007 წლის 6 მარტს გაზეთ “24 საათში“ ამგვარი შნაარსის ინფორმაცია გამოქვეყნდა:
“გუშინ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი – საუბარი შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელს, გია დგებუაძეს, მეტსახელად“მასტერასა“ და ქსნის კოლონიაში მყოფ კანონიერ ქურდს, პლატონ მამარდაშვილს შორის კვლავ 27 მარტის ციხის ბუნტს ეხება. ჩანაწერში ბუნტის ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბაჩო ახალაიას მონაწილეობაზეა საუბარი.50-წუთიან აუდიოჩანაწერში გია დგებუაძე მამარდაშვილს არწმუნებს, რომ დადებული გარიგების შესახებ არაფერი უნდა თქვას.
გავრცელებული ინფორმაციით, მამარდაშვილისთვის დუმილის სანაცვლოდ მიცემული ერთი პირობა შესრულდა – იგი 8 თვე თერაპიის ინსტიტუტში იწვა, სადაც 8 ათას დოლარად ღირებული ოპერაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხარჯებით ჩაუტარეს.სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ბაჩო ახალაია საბადრაგო სამსახურის იმ თანამშრომლებს ეძებს, რომელთა მორიგეობის დროსაც მოხვდა ძვირადღირებული ჩამწერი აპარატურა ახალაიას მიერ მკაცრად კონტროლირებად საპატიმროში - ქსნის კოლონიაში“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
02:06 10.12.2011 ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედში”...
-
ევროპა და ამერიკა რას მიქვია? ბოლო დროს ქართველებს დედამიწის მივიწყებულ კუნჭულებშიც კი ნახავთ. ქართველების დიდი ნაწილი უცხოეთში სამწუხაროდ მ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
14:39 24.02.2014 საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ოთარ ჩრდილელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც კომენტარს უ...
-
ავტორი თეონა მანაგაძე 15:23 22.02.2019 ვერ ვიქცევი პულტზე ხელის დამჭერად, ვერ შემჭამს კონიუქტურა, რაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის იმ მხარეს...
-
ავტორი მარინა კვიკვინია წინაპრებს ჩვენთვის ერთი ასეთი ანდაზა შემოუნახავთ: "ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო" ანუ ღმერთს ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
“მასტერა“ თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს
რუბრიკიდან: პოლიტიკა
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
ავტორი მანანა ნოზაძე 20:00 30.04.2012 გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა დ...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 19:34 06.09.2013 პროკურატურის გამოძიების მასალებით, ჯარისკაც როინ (რომა) შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ: შ...
-
ილია ჩაჩიბაია (დ. 2 ივნისი, 1988, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე პ...
-
ხალხის აზრი გაზიარება [15:26 01-12-2010] მომხრე დავით დარჩიაშვილი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პოლიტიკურ მეცნი...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...