ავტორი ნინო მიქიაშვილი | "ობიექტივი"
17:00 30.01.2012
ბათუმში ე.წ. აზიზიეს მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დავით რობაქიძესა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარეს, მურმან დუმბაძეს.
შეგახსენებთ, რომ თურქულენოვან პრესსა და შემდეგ ცენტრალურ ქართულ ტელეარხებზე გასული სიუჟეტებით გახდა ცნობილი, რომ თურქეთისა და საქართველოს კულტურის მინისტრები 26 იანვარს ანკარაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ ბათუმში “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების საკითხზე.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის განმარტებით, “აზიზიეს მეჩეთის“ აშენებასთან ერთად ახალციხეში რაბათის უბანში მდებარე “აჰმედიეს მეჩეთის“ აღდგენაც დაიწყება და ამასთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე არსებობს. მეჩეთების აღდგენა კი თურქეთთან არსებული იმ ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება, რომლითაც საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ქართული არქიტექტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაცია უნდა მოხდეს.
დავით რობაქიძის აზრით მეჩეთის აშენება ბათუმში, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრში გამორიცხულია:
“ბათუმი ისედაც თურქეთის მზარდი ინტერესების სფეროში მოქცეული ქალაქია. ეკონომიკურ–კულტურული ექსპანსია იმპერიების მიერ დიდი ხნის წინ გამოყენებული, ნაცადი ხერხია და შენიღბულია ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ერთობ უწყინარი ტერმინით, ხოლო რელიგიას პირველი ადგილი უჭირავს, სხვა ქვეყნების დაპყრობისათვის გამოყენებულ ზემოქმედებათა შორის, კონცეპტუალურ მეთოდოლოგიურ პრიორიტეტად იწოდება და წინ უსწრებს იდეოლოგიურ, ისტორიულ პრიორიტეტებს, გენეტიკურ იარაღსა და მსოფლიო ფულს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაპყრობის ყველაზე უხეშ ფორმაზე, რომელიც ამ საკითხში ბოლო ადგილზეა და მოქმედებაში მოდის ყველა დანარჩენის ამოწურვის შემდეგ.
ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთი მეთოდურად იყენებს ყველა ზემოხსენებულ პრიორიტეტს, საქართველოს წინააღმდეგ - უხარისხო პროდუქციას, როგორც გენეტიკურ იარაღს, ინვესტიციებს, როგორც ეკონომიკური კაბალის ფორმას და აგრესიულ მუსულმანურ პროზელიტიზმს, როგორც უმთავრეს კონცეპტუალურ მეთოდოლოგიურ პრიორიტეტს.
ამოქმედებულია ისტორიულ-ქრონოლოგიური პრიორიტეტიც და მდგომარეობს თურქულ-ქართული ისტორიულ ურთიერთობათა შელამაზების მცდელობაში (ისტორიის ფალსიფიცირების მეშვეობით).
ეს ხელშეკრულება მორალურად გაუმართლებელია, რადგან “აზიზიეს მეჩეთის“ სახით, დღევანდელი თურქეთი ქალაქ ბათუმში ოსმალეთის იმპერიის დიდების მონუმენტს დგამს და ამ საქმეში თურქეთს ხელს უმართავს სააკაშვილი და მისი ქართველთმოძულე ხელისუფლება. ისე, იცოდეთ - როგორც ცხონებული ბებიაჩემი აღსდგება, ისევე აღდგება “აზიზიეს მეჩეთი“!
აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეჩეთი ღორჯომში დანგრევის პირასაა. ეს ძეგლი, როგორც ხელოვნების ნიმუში, გადასარჩენია. თუ ნამდვილად მეჩეთებისა და ჯამეების რესტავრაციით არიან დაინტერესებულები, აღადგინონ და გაამაგრონ ეს ძეგლი.
ოსმალეთის პარლამენტმა (მეჯლისმა) 1920 წლის იანვარში მიიღო ე.წ. ეროვნული აღთქმა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლითაც თურქეთის მომავალი საზღვრები და სახელმწიფო მოწყობა განისაზღვრა. ამ დადგენილებაში ბათუმის ოლქი თურქეთის ტერიტორიად არის წარმოდგენილი, რომელიც დედასამშობლოს ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაუბრუნდა. “ეროვნული აღთქმა" თურქეთისთვის დღესაც მოქმედი იურიდიული დოკუმენტია, რადგან სწორედ მასშია დაფიქსირებული თანამედროვე თურქეთის ტერიტორია“.
თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულება ჯერ თვალით არავის უნახავს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს (ნიკა რურუას, ნიკა ვაჩეიშვილს, ნინო კალანდაძეს) ამ საკითხზე მხოლოდ საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე, მურმან დუმბაძე თურქეთის კულტურის მინისტრის განცხადებას პროვოკაციულად აფასებს:
“უპირველესად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შინაარსის წაკითხვა. მიუხედავად ამისა, თურქეთის კულტურის მინისტრის განცხადებას ვაფასებ, როგორც პროვოკაციულს, რადგან: 1.თურქულმა მხარემ იცის ბათუმელთა უმრავლესობის განწყობა (ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2011 წლის 23 მარტს ჩავატარეთ მიტინგი და წერილობით მივმართეთ თურქეთის სახელმწიფოს მთავრობას, ხელი აიღონ ამ განზრახულობაზე); 2. ამ განცხადებით თურქეთი (ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლება) პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის თანახმად საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული საკითხები (რესტავრაცია/აღდგენა) წყდება საპატრიარქოსთან შეთანხმებით; 3. არავითარი “აზიზიეს მეჩეთის“ ნანგრევი ბათუმის ტერიტორიაზე არ არის; ანუ მისი აღდგენა უბრალოდ სიცრუეა; 4.ხელშეკრულება არ არის ნაცვალგების პრინციპზე აგებული - თურქეთში ძეგლები დგას და მისი რესტავრაციაა საჭირო, ხოლო აქ (ბათუმში) არარსებულს მიშენებს, ისტორიიის გასახსენებლად“.
მურმან დუმბაძე ამბობს, რომ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ხვალვე შეიკრიბებიან და ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებენ:
“სხვა ქვეყნის მიერ საქართველოს სახელმწიფოში საკულტო ნაგებობა ვერ აშენდება; მით უმეტეს, ისტორიის იმ მონაკვეთს არ დავუდგამთ ძეგლს, როცა ბათუმში დამპყრობი სულთანის, აზიზიეს სახელობის მეჩეთი აშენდა. რუსეთმა რომ გვითხრას, ლენინის ძეგლი აღადგინეთო აღვადგინოთ? ტელეფონის ზარები არ წყდება ჩემთან - მთელი ქალაქის ინტელიგენცია (განსაკუთრებით უნივერსიტეტიდან) გადამჭრელი ზომების მიღებას მთხოვენ. გარწმუნებთ, მოღალატე სააკაშვილს ამის უფლებას არ მივცემთ!
აზიზიეს სახელობის ოკუპაციის მეჩეთ-მუზეუმის ხელახალი აშენებით თურქეთის სახელმწიფოს ოსმალური იმპერიის ამბიციებს გავუღვივებთ. ამის დაშვება კი ქართული სახელმწიფოს ნგრევის დაწყებას ნიშნავს“.
მურმან დუმბაძე პროვოკაციაში თურქეთის კულტურის მინისტრთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც სდებს ბრალს:
“ამ კაცს არ სურს ხელისუფლებიდან წასვლა საარჩევნო ბიულეტენების მეშვეობით; მისი მიზანი პანღურით გაგდებაა - მას გაგდებული პრეზიდენტის სახელით სურს ისტორიაში შესვლა, მაგრამ ამას ვერ ეღირსება - რამდენიმე თვეში სააკაშვილი თავის “აზიზიეს მეჩეთიანად“ უნდა დასრულდეს საარჩევნო ყუთებთან“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
20:10 31.03.2015 ახალი სკანდალი ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ, სადაც ამჯერად ბიძინა ივანიშვილის სახელიც ფიგურირებს. ამერიკ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 20:00 24.10.2011 ოზია - ქრისტეს შობამდე მეშვიდე საუკუნის იუდეველთა მეფე იყო. ისტორიულ წყაროებში ოზია მიწა-წყლის მი...
-
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თანხის გამოძალვის ბრალდებით სვანეთში დაკავებულ სახელმწიფო მოხელეთა საქმის განხილვა დაასრულა. განსასჯელთა უმრა...
-
საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთად მოთხოვნა მედიკამენტებსა და პირბადეებზე დღითიდღე იზრდება. დაავადებათა კო...
-
უთავბოლო, დაძაბული ბედი, საეჭვო რეპუტაცია და სისტემატური ხმა გაკოტრებაზე. მარტო ეს არ იყო ერთადერთი ტვირთი, რითაც მაიკლ ჯექსონი ემზადებოდა, ...
-
16:57 25.03.2014 დავით თარხან-მოურავი - დავაფასოთ პატრიარქი! იხილეთ ვიდეო:
-
ავტორი შოთა ხინჩაგაშვილი 15:26 26.07.2011 ნიუ იორკში მწყერი ხეზე შეჯდა – პირველმა გეი წყვილმა დაამტკიცა, რომ შეუძლიათ სთრეითებივით მოიქცნენ...
-
ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი ჩინოვნიკები ყოველ საღამოს ქალაქის ცნობილ რესტორანში იკრიბებიან, 10 ნოემბერს მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა. რაიონ...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
მურმან დუმბაძე: “მოღალატე სააკაშვილს “აზიზიეს მეჩეთის“ აშენების უფლებას არ მივცემთ!“
რუბრიკიდან: რელიგია
რედაქტორის რჩევით
-
20:49 25.06.2011 გვიყვარს და ვზასაობთ? ყველანი ვიკრიბებით და ვაპროტესტებთ პარკებში კოცნის თვითნებურად აკრძალვას...
-
ავტორი მირიან ბოქოლიშვილი 11:51 08-10-2010 „გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა, ვიყავი ისეთი სასურველი, გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან, შე...
-
თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლი...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
23:55 21.02.2019 მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ. პარკირებაზე გადასახადის ...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:28 23.09.2011 ევროპის საბჭოს ოფისში “თავისუფალმა დემოკრატებმა“ 1 000–ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა წარადგინეს – ხელ...
-
19:43 20.09.2011 2011 წლის 19–25 სექტემბრის ნომერში პოეტ ვახტანგ ხარჩილავას სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი&quo...
-
ავტორი b2p.ge 02:06 03.12.2011 "გაბრიელ გარსია მარკესი - 14 ფრაზა ცხოვრების შესახებ" 1. მე შენ მიყვარხარ არა იმის გამო, თუ ვინ ხა...