ჟურნალისტთა კავშირი ”ობიექტივი” აპროტესტებს კოლეგების – ნანა ფაჟავასა და ილია ჩაჩიბაიასადმი განხორცილებეულ ძალადობას და მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს ადეკვატური შეფასება მისცენ ზუგდიდის გამგებლისა და პოლიციის ორგანოების თვითნებობას ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ.
– „სამწუხაროდ, გრძელდება 2009 წლის 15 ივნისი (როცა ხელისუფლების ”ზონდერ-ბრიგადებმა” უმოწყალოდ დაარბიეს მედიის წარმომადგენლები) და ამ ვითარებაში ჟურნალისტური სოლიდარობის დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ”ობიექტივმა” დღესვე მიმართა საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციებს და სთხოვა ილია ჩაჩიბაიასა და ნანა ფაჟავას მხარდაჭერა, რათა ჩვენს კოლეგებს მიეცეთ საკუთარი პროფესიული მოვალეობის განხორცილების საშუალება“, – აღნიშნულია „ობიექტივის“ სპეციალურ განცხადებაში.
ჟურნალისტთა კავშირ „ობიექტივის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნანა ფაჟავას და ილია ჩაჩიბაიას წლების მანძილზე ურთულეს რეგიონში და ურთულეს პირობებში უწვეთ სიმართლის სამსახური. ჟურნალისტთა კავშირი ”ობიექტივი” მზადაა ზუგდიდში მიავლინოს მონიტორინგის ჯგუფი და ადგილობრივ კოლეგებთან ერთად, დაიცვას ჟურნალისტის ღირსება და თავისუფლება.
2009 წ