12:45 18.05.2012
რამდენიმე წუთის წინ "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერი სოსო მანჯავიძე დააკავეს.
კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მანჯავიძე სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის მოძრაობის ოფისში შედიოდა.
არსებული ინფორმაციით სოსო მანჯავიძე თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი.
მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია "წინააღმდეგობის მოძრაობას". მანჯავიძის დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულმა გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მოწყობის საშვალება არ მისცა და თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" წევრებს მეცნიერთა აკადემიის შენობასთან გზა გადაუკეტა.