წყარო gurianews.com
14:13 09.04.2014
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ერთ-ორ თვეში სამართლიანობის აღდგენის პროცესი გარდამტეხ ეტაპში შევა. ჩვენს შეკითხვაზე, როდის შეასრულებს კოალიცია წინასაარჩევნოდ გაცემულ უხვ დაპირებებს, ივანიშვილი გვპასუხობს, რომ ყველა დაპირება აუცილებლად შესრულდება.
- თუ იცით ისეთი რამ, რაც მე დავპირდი და არ გამიკეთებია?! მილიარდიან ფონდს ვაფუძნებდით სოფლის მეურნეობაში. ლამის 700 მილიონი მარტო გაზაფხულის სამუშაოებში დავხარჯეთ. შემოდგომასაც თუ დავამატებთ, შეიძლება, მილიარდი ერთ წელიწადში გამოგვივიდეს. მაგრამ ამით ის სამი წელიწადი კი არ შეჩერდება და იმ მილიარდზე კი არ დავხურდავდებით _ ჩვენი ნებისმიერი დაპირება შესრულდება. მგონი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, და ვაკეთებთ უფრო სწრაფად და უფრო მეტს. უახლოეს მომავალში დალაგდება და დაწყნარდება საზოგადოება. კიდევ ერთი თვე, ორი თვე და სამართლიანობის აღდგენის პროცესი გარდამტეხ ეტაპში შევა, საზოგადოებაში აგრესიის მუხტი ჩაქრება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც უკვე გააცნობიერეს და დაიღალნენ იმ იდეოლოგიით, რასაც საზოგადოებას თავს ახვევდნენ. ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად, მოვახერხეთ, მგონი და ნელ-ნელა, მაგრამ ვალაგებთ პროცესებს. მგონი, ეს აგრესიული მუხტი ჩაცხრება და ჩვენ, მთელ საზოგადოებას, გვაქვს ძალიან დიდი ამოცანა "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ისინიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან - უნდა დავძლიოთ ჩვენი სიდუხჭირე. აი, ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც დარჩება ამის შემდგომ. ესაა ეკონომიკა, ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი და ყველაზე დიდი სანერვიულოც. ყველაფერს ვაკეთებთ და დიდი რწმუნებულებაა, რომ კარგად იქნება. ეკონომიკა ინერტულია და რამდენიმე თვეში არ შეიძლება, განვითარდეს. მეორე წელიწადს უნდა იყოს შესამჩნევი, მესამე წელიწადს კარგად დასანახი, მეოთხე წელიწადს ძალიან კარგად დასანახი და ეს არის ჩემთვის ძირითადი პროცესი. სხვა ყველაფერი კარგად იქნება. უახლოესი კი ის იქნება, რომ მგონი ეს აგრესიული მუხტი ჩაცხრება. სამართლიანობის აღდგენის პროცესში დარწმუნდება ორივე მხარე. დარწმუნდებიან, რომ ამას ხელს ვერ შეუშლიან. ის მხარე, ვინც ითხოვს და ის მხარე, ვინც ელოდება გაიგებენ, რომ სამართლიანობის აღდგენას ხელს ვერ შეუშლიან. დემოგრაფიული პროცესები, რასაც მე ვამბობდი ადრე, აუცილებლად განვითარდება და ძალიან კარგად ვხედავ, როგორ განვითარდება.
ეკონომიკაა ჩემი ძირითადი საზრუნავი, ქვეყანასაც გავაერთიანებთ, ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ. რამდენიმე წელიწადში მოხდება ეს. რამდენიმე თვე არ ეყოფა, მაგრამ, ნახავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოვა. ხომ ხედავთ, როგორი მოთმინება ისწავლა ქართულმა საზოგადოებამ და მეც, მასთან ერთად. ერთ თვეში უნდოდა ყველას შურისძიება, ერთ თვეში უნდოდათ ყველას დასჯა, მიწოლა, მინგრევა. ნახეთ როგორ დაელოდა ხალხი, თუმცა, განიცდის, მაგრამ მოითმინეს. ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის, ეს გაკვეთილიც კარგია - ფარესაშვილის. ყველა დღე გაკვეთილებს გვიტარებენ და ეს ყველაფერი გვჭირდება ჩვენ, რომ მომავალი კარგად გავაანალიზოთ და კარგად დავინახოთ, თეთრის და შავის გარჩევა ვისწავლოთ, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.