გამოტეხილად რომ ითქვას, შაშკინი აქ არაფერ შუაშია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წონა საქართველოს სახელისუფლებო ელიტაში ღიმილის მომგვრელია. მის სიტყვასა და გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის სუნი ასდის. ეს ის შემთხვევაა, როცა თანამდებობაზე პირადობის მოწმობას ათავსებენ სტრუქტურული ერთეულის შევსების მიზნით. მომავალი თაობის შეგნებული განადგურების სათავეები კი სხვაგან უნდა დაიძებნოს. თუნდაც, ავლაბრის რეზიდენციაში, თუმცა არც ეს უნდა იყოს ბოლო ინსტანცია.
გაზიარება
[სოსო ბაღაშვილი. 14:04 05-11-2010]
უფრო საფიქრებელია, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის გარეთაა მიღებული და მასზე დიდხანს და საფუძვლიანად იფიქრეს ინკოგნიტო პირებმა. ამას ადასტურებს დროში დაგრაფიკებული რეფორმების ნუსხა, რომელიც ქრონოლოგიურად, დაახლოებით, ასე გამოიყურება:
-სკოლებში ჩანერგეს მანდატურები. მათი ქაღალდზე დაწერილი მოვალეობა ბავშვების უსაფრთხოებაა. სინამდვილეში, მანდატურები სკოლის პედაგოგებს დაუპირისპირდნენ, შექმნეს დაბეზღებისა და ხმების გავრცელება-შეგროვების აპრობირებული სისტემა; შეზღუდეს მასწავლებლის ავტორიტეტი, მოზარდებში დათესეს ფორმიან პირთან საიდუმლო ურთიერთობის მეთოდი;
-წიგნი გამოცხადდა ანაქრონიზმად, წერა-კითხვა განხორციელდება ელექტრონული ტექნიკით. მოსწავლე პირველი კლასიდანვე ჩართულია მსოფლიო ინტერნეტ-აბლაბუდაში, მისი ზომბირების პროცესი გაიოლებულია და კონტროლს ექვემდებარება;
-სკოლებში პედაგოგის სტატუსით შეყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ადამიანები, რომელთა განათლება და პედაგოგიური გამოცდილება გასაიდუმლოებულია. არც ისაა ცნობილი, რა მეთოდოლოგიით უნდა იმუშაონ მათ ქართველ ბავშვებთან. დაზუსტებული ინფორმაციით, ბევრ მათგანს ანკეტაში გამოცდილების გრაფა საერთოდ შეუვსებელი აქვს, განათლება კი - კოლეჯის კურსდამთავრებული უწერიათ.
- ქართველი მასწავლებლები გამოცდებზე შერეკეს და მათი უმრავლესობა უვიცად გამოაცხადეს. სკოლებიდან პანტა-პუნტით ათავისუფლებენ გამოცდილ პედაგოგებს, მათს ადგილებს ან უცხოელი დესანტი იკავებს, ან ხელისუფლების მიერ მართული სუბიექტები.
სასკოლო რეფორმების მთელი ეს თაიგული მიმართულია კონტროლირებადი მოზარდი თაობის ახალი ჯიშის გამოსაყვანად, რომელიც პირველივე კლასიდან ინგლისურ ენაზე იმეტყველებს და იაზროვნებს, გადაწყვეტილებებს მიიღებს დასავლური ღირებულებების გათვალისწინებით და პრიორიტეტებს სწორედ ამ ღირებულებების სასარგებლოდ გააკეთებს. ეროვნულად მოაზროვნე გამონაკლისებს მანდატურები საწყის ეტაპზევე ამოძირკვავენ, ხოლო უცხოეთიდან იმპორტირებული ინსტრუქტორები მოზარდთა გონებრივ-მენტალური ყალიბების ჩამოსხმაზე იმუშავებენ.
ამ ლოგიკიდან გამომდინარე გამოდის, რომ 15 სექტემბრიდან 12 წლის შემდეგ, ანუ , როცა წლევანდელი პირველკლასელი სკოლას დაამთავრებს, საქართველო მიიღებს სრულიად ახალი ტიპის, სხვა ფასეულობებითა და ტრადიციებით მოაზროვნე პირადობის მოწმობას, რომლის ეროვნული პოტენციალი პირობითობის ფარგლებში იმერყევებს.
ვის ინტერესებში შედის ასეთი მანქურთული ყაიდის თაობის გამოზრდა, ძნელი სავარაუდოა, რადგან აქ ერთდროულად ორი წრფე კვეთს ერთმანეთს: ერთის მხრივ, დასავლეთსაც აწყობს გადაგვარებული და ადვილად კონტროლირებადი, სინგაპურელი აბორიგენის მსგავსი ადამიანთა დაჯგუფების საქართველოს ტერიტორიაზე არსებობა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც აძლევს ხელს, რადგან დასავლურ კრედიტებს ამგვარი თამასუქებით გადაიხდის.
შაშკინი განათლების მინისტრია. ადრე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. პრემიერ-მინისტრობასაც უწინასწარმეტყველებენ ხოლმე პერიოდულად. თუ განათლების შესახებ დავალებას პირნათლად შეასრულებს, გახდება კიდეც. თუ არადა, საზღვარგარეთ გააგზავნიან სასწავლებლად.
mms-infoagency.ge