05:27 05.12.2011
მოძრაობა "არა"-ს წევრი ოთარ ბექაური ამბობს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. როგორც ბექაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით ხელისუფლების მომხრეები მას ემუქრებიან.
"დღეს, facebook-ზე გამოქვეყნებული "პოსტების" გამო ჩემი მეგობარი ვახო მიტაიშვილი ცემეს. ის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ყოველივე ამის შემდეგ ვახოს გვერდი გატეხეს და ახლა მე მომდის მუქარის წერილები:
"რაც შენ ძმაკაცს დაემართა შენც იგივე და უარესი გელის"-ო. ძნელია ციტირება მოვახდინო იმ შეურაცხმყოფველი ფრაზების რითიც ისინი მომიხსენიებენ.
პირად პროფილზე ქვეყნდება შეურაცხმყოფველი ტექსტები, აგრეთვე ასეთი შინაარსის მოწოდებები:
"მიშა მაგარია ის შენია ის მუდამ შენშია".
ჩემი უსაფრთხოების ხელყოფის შემთხვევაში პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკისრებ" - ამბობს ბექაური და ძალოვანებს ტერორის შეწყვეტისკენ, ხოლო გენერალურ პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
