ავტორი თამუნა მაისაშვილი
21:06 05.11.2011
შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ღარიბ ოჯახებს კვლავ უსამართლო შერჩევითობის პრინციპით ეხმარება.დღეს, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა ნელი სიფრაშვილმა რადიო „ობიექტივში“ დახმარების იმედით დარეკა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 88 წლის მოხუცი საკუთარი თავის და ავადმყოფი შვილის შენახვას მწირი პინსიით ვეღარ ახერხებს.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ქალბატონი ამბობს, რომ იანვარში ყაზტრანსგაზ თბილისის თანამშრომლებმა მისი სახლიდან მრიცხველები გაიტანეს, გაზმომარაგების გარეშე სიფრაშვილს არ აქვს გათბობის არანაირი საშუალება, ის დახმარებას ხელისუფლებას და კეთილ ადამიანებს თხოვს (2610594).
მაშინ როდესაც მოსახლეობას საარსებო მინიმუმი არ გააჩნია და ქვეყანაში უამრავი გადაუჭრელი პრობლემა რჩება, საქართველოს „ყოვლისმცოდნე“ პრეზიდენტი ახალი ქალაქის აშენებას იწყებს. სამუშაოებზე, წინასწარი გათვლებით, მილიარდი დოლარი დაიხარჯება. იმ ფონზე როდესაც მრავალი ოჯახი შიმშილობს, სააკაშვილმა ფულის გაფლანგვა გადაწყვიტა...
