ავტორი ტრიბუნა.ge
15:26 11.09.2011
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ლექსი მიუძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „ობიექტივი“ ავრცელებს.
ლექსი მეუფის მიერ გამოცემულ კრებულშია შესული.
ტრიბუნა.ge გთავაზობთ პრეზიდენტისადმი მიძღვნილ ლექსს.
„საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს
იანვრის მზიანი დღეები
სხივებით გვაწვდიან ნიშანს,
ალბათ, საქართველო განახლდება
თქვენი გამარჯვებით, მიშა.
ალბათ... თქვენ გელოდათ ბაგრატი...
ნაშალი კედლები... მისი,
თქვენი გამარჯვებით, ტაძარიც აღდგება...
ქვეყანაც... აღდგება ვიცით.
დიდი დავითის... აღმაშენებლის...
საფლავზე... დადეთ ფიცი...
რწმენით ააშენე... რასაც ააშენებ...
შენ საქართველო გიცდის.
იღვინე...ერისთვის... ქვეყნისთვის აენთე...
დაგჭირდეს?.. დაღვარე სისხლიც!
გახსოვდეს!.. ვისი გორისა ხარ...
და ვისთან დადე ფიცი...“
იანვრის მზიანი დღეები
სხივებით გვაწვდიან ნიშანს,
ალბათ, საქართველო განახლდება
თქვენი გამარჯვებით, მიშა.
ალბათ... თქვენ გელოდათ ბაგრატი...
ნაშალი კედლები... მისი,
თქვენი გამარჯვებით, ტაძარიც აღდგება...
ქვეყანაც... აღდგება ვიცით.
დიდი დავითის... აღმაშენებლის...
საფლავზე... დადეთ ფიცი...
რწმენით ააშენე... რასაც ააშენებ...
შენ საქართველო გიცდის.
იღვინე...ერისთვის... ქვეყნისთვის აენთე...
დაგჭირდეს?.. დაღვარე სისხლიც!
გახსოვდეს!.. ვისი გორისა ხარ...
და ვისთან დადე ფიცი...“