ავტრორი ტრიბუბა.ge
23:14 10.09.2011
Reuters შვეიცარიის გენეტიკური კვლევების ცენტრის ბიოლოგების სენსაციური აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ცენტრის ბიოლოგების კვლევის შედეგედ დადგინდა, რომ ეგვიპტელი ფარაონები ნახევარზე მეტი ევროპელის წინაპარები არიან, ხოლო თავად ფარაონები კი კავკასიური წარმოშობის იყვნენ. ევროპელმა მეცნიერებმა ეგვიპტელ კოლეგებთან ერთად, ფარაონების ოჯახებს შორის ურთიერთობის, რომელიც კვლავ ბურუსით არის მოცული, დასადგენად დნმ-ის ანალიზი ჩაატარეს.
ფარაონ ტუტანჰამონის ნათესავებს საერთო სისხლის ჯგუფი აღმოაჩნდათ, რომელსაც მეცნიერებმა R1b1a2 უწოდეს. აღსანიშნავია, რომ ევროპაში უფრო მეტი მსგავსი სისხლის ჯგუფის მქონე მამაკაცი არსებობს, ვიდრე ეგვიპტეში, რითაც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ევროპელთა ნახევარზე მეტი სწორედ ტუტანჰამონის შთამომავალია.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მეცნიერების აზრით, ეგვიპტელი ფარაონებისა და ევროპელების საერთო წინაპრები კავკასიაში ცხოვრობდნენ.
როგორც აღმოჩნდა, ტუტანჰამონის წინაპრები კავკასიური წარმოშობის იყვნენ. „შესაძლოა ქართველები, ოსები, დაღესტნელები ან ჩეჩნები“, - ამბობს ბიოლოგი შულცი.
მეცნიერთა განცხადებით, ევროპელთა კავკასიური და, შესაძლოა, ქართული წარმოშობა, დასტურდება საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ფაქტებითაც, კონკრეტულად კი, დმანისის აღმოჩენით.
