„აფტონბლადეტმა“ „Kreab“-ისთვის საიდუმლო გადარიცხვები გამოამზეურა

ავტორი ლიზა როსტლუნდი „აფტონბლადეტ“
17:18 14.09.2014
კარლ ბილდტმა საქართველოს მთავრობა PR-სააგენტოს „Kreab“ კლიენტი გახადა, რის შემდეგაც იგი პოლიტიკურად მხარს უჭერდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

გაზეთმა „აფტონბლადეტ“-მა დაადგინა, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რეჟიმმა კომპანია Kreab-ს ჯამში 20 მილიონი კრონი გადაურიცხა.

ბილდტი კორუმპირებულია - აცხადებს სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრი გიორგი ხაინდრავა.

როგორც „აფტონბლადეტი“ ადრე იუწყებოდა, „მოდერატების“ პარტიასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ”Kreab” სააკაშვილის მთავრობასთან კონტრაქტი გააფორმა 2006 წელს. კლიენტის მოძებნაზე მაშინ პასუხისმგებელი იყო ”Kreab”-ის მაშინდელი თავმჯდომარე კარლ ბილდტი.

„როდესაც იგი Kreab-ის თავმჯდომარე იყო, მას იქ კარგი კონტაქტები ჰქონდა” - აღნიშნა ”Kreab”-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ისაკსონმა 2012 წელს გაზეთთან „აფტონბლადეტ“ საუბრის დროს.

ისაკსონის თანახმად, Kreab-ი უნდა დახმარებოდა საქართველოს მთავრობას მედიასთან და პოლიტიკოსებთან კავშირების დამყარებაში, „მთავრობა დადებითი სახით უნდა წარმოჩენილიყო მედიაში“.

ადრე ეს ძალზე საიდუმლო იყო

ამ კონტაქტების დამყარების შემდეგ, ბილდტი მოკლე ხანში სამთავრობო ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა და ”Kreab”-ის მმართველი საბჭო დატოვა. ნოემბერში კონტრაქტი გაფორმდა. გაზეთ „აფტონბლადეტს“ ახლა შეუძლია გამოამჟღავნოს ის დოკუმენტი, რომლსაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის დროზე ძალზედ საიდუმლო გრიფი დაადო. ეს მოიცავს 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე საქართველოს მთავრობიდან ”Kreab”-ისთვის 14 საბანკო გადარიცხვას, ჯამში, 4,5 მილიონი ქართული ლარის ოდენობით, რაც 18 მილიონ კრონზე მეტია. ამ ტრანზაქციებს, რომლებიც ბელგიური ING ბანკის მეშვეობით ბრიუსელში ”Kreab”-ის ხელმძღვანელთან გეორგ დანელთან ირიცხება, ხელს აწერს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი.

2008 წელს დანელის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი გვიჩვენებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ”Kreab”-ისთვის ყოველთვიურად უნდა გადაერიცხათ ფიქსირებული 1 მილიონი კრონი და ამის გარდა, დამატებითი თანხები „განსაკუთრებული პროექტებისათვის“. ეს ხდებოდა 2008 წლის იანვრიდან თებერვლამდე, იმ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელზეც ეჭვი არსებობს, რომ გაყალბდა. წერილის თანახმად, თვიური გადასახადიც უნდა გაზრდილიყო.

მჭიდრო ურთიერთობები

2006 წლის შემდეგ შვედეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახდა. გარდა კერძო, არაოფიციალური ვიზიტებისა, ბილდტმა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 ოფიციალური ვიზიტი გამართა ამ პატარა სახელმწიფოში. ბილდტი გულმოდგინედ უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს. მას შემდეგ, რაც შვედეთის იმდროინდელმა ელჩმა ჰანს გუნარ ადენმა ანგარიში გაგზავნა სამინისტროში 2008 წლის არჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვების არსებობის შესახებ, იგი უკან შვედეთში გამოიწვიეს. მაშინ ბილდტმა საკუთარ ბლოგზე დაწერა: „არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება“. ადენის თანახმად, მოგვიანებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშები აღნიშნული იყო, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა ხარვეზებს.

გიორგი ხაინდრავა პარლამენტის წევრი იყო და ორჯერ ეკავა მინისტრის პოსტი საქართველოს მთავრობაში. ბოლოს, 2008 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს იგი იყო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. იმავე წელს მან თანამდებობა დატოვა და სააკაშვილის რეჟიმს დაუპირისპირდა.

ხაინდრავა „აფტონბლადეტ“-თან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მას გაგონილი ჰქონდა „Kreab”-ის კონტრაქტის შესახებ, ხოლო, იმ დროს სახელმწიფო ადმნინისტრაციაში ქრთამი ყოველდღიურობას წარმოადგენდა.

„ეს ძალზე დიდი თანხაა საქართველოსნაირი პატარა და ღარიბი სახელმწიფოსთვის. ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ამერიკულმა ლობისტურმა ორგანიზაციებმა მიიღეს ხუთი წლის განმავლობაში. ამ თანხის გათვალისწინებით, უნდა დაისვას კითხვა, სინამდვილეში რისთვის გადაიხადა სააკაშვილის მთავრობამ ეს ფული. რა სამუშაო შეასრულა „Kreab”-მა?“

ხაინდრავა იქვე აღნიშნავს, რომ ბილდტი საერთაშორისო ასპარეზზე „სააკაშვილს ზურგს უმაგრებდა“ და უარყოფდა 2008 წლის არჩევნების გაყალბებას, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ამაზე განგაში ჰქონდათ ატეხილი.

„მე მჯერა და ფაქტიურად ვამტკიცებ, რომ კარლ ბილდტი ჩართული იყო პოლიტიკურ კორუფციაში, როცა იგი მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში იმყოფებოდა და ნაწილობრივ, ეს მოხდა საქართველოს მთავრობასა და ”Kreab“-ს შორის სარფიანი, საიდუმლო ხელშეკრულების მეშვეობით.“

ბილდტი უარყოფს დაქირავებას

ბილდტმა „აფტონბლადის“ კითხვებს ელ-ფოსტით უპასუხა:

- რამ განაპირობა, რომ 2006 წელს საქართველო „Kreab”-ის კლიენტად აიყვანეთ?

- ეს მე არ გამიკეთებია. ამის თაობაზე არანაირი საუბარი არ მქონია არც საქართველოსთან და არც „Kreab”-თან.

- ახლად გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, „Kreab”-ს 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე სულ მცირე 18 მილიონი კრონა გადაუხადეს. ეს თანხა აჭარბებს იმას, რაც საქართველოს მთავრობამ ამერიკულ PR-სააგენტოებს გადაუხადა ხუთი წლის განმავლობაში. რატომ მიაჩნდა საქართველოს „Kreab”-ის მომსახურება ასე ძვირფასად?

-ეს კითხვა შეგიძლიათ მათ დაუსვათ. მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, რადგანაც მე იმ პერიოდში არავითარი შეხება აღარ მქონდა „Kreab”-თან. ამის შესახებ პასუხის მიღება „Kreab”-თან შეგიძლიათ.

- თქვენს ბლოგზე მხარს უჭერდით სააკაშვილს, მაგალითად, როდესაც დაწერეთ, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები „არ იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ“. ადენმა სახელმწიფო მდივნისგან გაიგო, რომ თქვენ უკმაყოფილო იყავით მისი ანგარიშით, რამეთუ მასში ეჭვი იყო შეტანილი არჩევნების გაყალბებაში. მოგვიანებით საერთაშორისო დამკვირვებლები ანგარიშებში საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე. რატომ გსურდათ ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ იდგა?

- მე იგივე ვთქვი, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაასკვნეს. რა თქმა უნდა, არჩევნები არ ყოფილა უნაკლო, მაგრამ ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება ადენს, ეს სულ სხვა ისტორია იყო.

- ყოფილი მინისტრი გიორგი ხაინდრავა ამტკიცებს, რომ თქვენ პოლიტიკურად კორუმპირებული ხართ, რომ „ყოველთვის სააკაშვილის ჯიბეში იყავით“ და რომ კორუფცია ნაწილობრივ იმის საშუალებით მოხდა, რომ იცავდით „სარფიან კონტრაქტს „Kreab”-სა და საქართველოს მთავრობას შორის“. რას იტყვით ამის შესახებ?

- ამის თაობაზე კომენტარი უკვე გავაკეთე. იგი (ხაინდრავა) ეკუთვნოდა უკომპრომისო ოპოზიციას სააკაშვილის წინააღმდეგ, შესაძლოა ამის გამოც საუბრობს იგი ამაზე. მისი გაბრაზება გამოწვეულია იმით, რომ მე, ისევე როგორც სხვები ევროკავშირსა ად აშშ-ში, ვაკრიტიკებთ მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სასამართლო სისტემის გამოყენების გამო. ამან გამოიწვია თავდასხმები, მათ შორის, ჩემს მიმართაც. აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პირად საუბარში გამოხატეს წუხილი ამ განცხადებების გარკვეული ნაწილის გამო.

„Kreab”: ყველაფერი ჩვენთან არ მოდიოდა

Kreab Gavin Andersson”-ის უფროსი პარტნიორი გეორგ დანელი 2006 წელს „Kreab”-ის ხელმძღვანელი იყო ბრიუსელში. დანელი, ისევე როგორც ისაკსონი, არ ეთანხმება კარლ ბილდტის განმარტებას, რომ იგი არ ყოფილა ჩართული საქართველოს კლიენტად აყვანაში:

„ჩვენ საერთაშორისო მასშტაბით ვმუშაობთ. რასაკვირველია, ბილდტი ჩართული იყო ამ სამუშაოში იმ ფუნქციებით, რაც მაშინ გააჩნდა. იგი სახელიანი ადამიანია. იგი ჩვენი საბჭოს თავმჯდომარე იყო, თუმცა დაგვტოვა, როდესაც მთავრობაში შევიდა.“

დანელმა თავდაპირველად განაცხადა, რომ 2 მილიონის ოდენობის ტრანზაქციები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ციფრები მცდარია.“

თუმცა, როდესაც მას დოკუმენტები წარუდგინეს, განაცხადა, რომ მთელი ფული „Kreab”-ში არ მიდიოდა.

„ჩვენ გვევალებოდა თანხა სხვა კომპანიებისა და კონსულტანტებისთვისაც მიგვეცა. თქვენ მკითხეთ, რამდენი მივიღეთ ჩვენ. ეს თანხა გაცილებით ნაკლებია დასახელებულ თანხასთან შედარებით.“

- ტრანზაქციები ხომ თქვენს სახელზე ხორციელდებოდა?

- „Kreab”-ის სახელზე, შემდგომ ჩვენ ვანაწილებდით საქართველოსთვის სასურველ კონსულტანტებზე, რომლებიც ჯგუფში შედიოდნენ და დახმარებას გვიწევდნენ.

დანელმა არ მოისურვა ამ კონსულტანტების დასახელება:

-არ არის იმის თქმის საჭიროება.

- რატომ არ რიცხავდნენ ფულს პირდაპირ იმ დანარჩენ ორგანიზაციებზე?

- მათთვის უფრო მარტივი იყო, რომ ერთი კომპანია ყოფილიყო.

- გესმით, თუ რატომ ისმება კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით?

-არა, ეს აბსურდია. ეს იყო დიდი პროექტი დროის პატარა მონაკვეთში, აქ ბევრი მხარე იყო ჩართული, ხოლო კლიენტი იყო სახელმწიფო. ამის საფუძველი საერთოდ არ არსებობს, ხოლო კარლ ბილდტი არ იღებდა მონაწილეობას მოლაპარაკებებში. იგი უკვე აღარ იყო ჩვენს კომპანიაში.

- ნაწილობრივ, თქვენი მისია იყო პოლიტიკური კონტაქტების ხელშეწყობა, ბილდტი კი პარალელურად პოლიტიკურ დონეზე მუშაობდა.

- იგი არ მუშაობდა პარალელურად. როდესაც იგი მთავრობის წევრი გახდა, მან ჩვენ დაგვტოვა. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა კლიენტთან მოლაპარაკებებში. იგი არასდროს შედიოდა რომელიმე ორგანიზაციაში, სადაც მმართველ საბჭოს სრული კონტროლი აქვს, არასდროს ჰქონია პასუხისმგებლობა რომელიმე პროექტზე.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „უფლებამოსილების გადაჭარბების“ ბრალდებით, რაც გულისხმობს 2007 წელს, რეჟიმის შიგნით კორუფციის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციების ძალადობით ჩახშობას, პოლიციის შესვლას და იმ ტელევიზიის დახურვას, რომელიც ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს ავრცელებდა. იგი ასევე ეჭვმიტანილია 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...