ირმა ინაშვილმა ციხის ჯალათების სია აქციაზე წაიკითხა

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 16.10.2011
რუსთაველის ძეგლთან, “საერთო–სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ინიციატივით გამართულ საინფორმაციო აქციაზე, რომელზეც სამი მოთხოვნა იყო წარმოდგენილი (შეწყდეს პატიმრების წამება! მოვითხოვთ საყოველთაო ამნისტიას! შეწყდეს უკანონო დაპატიმრებები!), ამავე ორგანიზაციის მედია–ომბუდსმენმა, ირმა ინაშვილმა, რომელიც ამავდროულად მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელია, ციხის ჯალათების 29–კაციანი სია წაიკითხა და აქციაზე მყოფ ადამიანებს სთხოვა: “მოგვაწოდეთ ციხის ჯალათების გვარები, თქვენი ანონიმურობა დაცული იქნება“.

უცვლელად გთავაზობთ, ციხის ჯალათების პირველ სიას. მათი გვარები სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან მიმართებაში ჩვენს ვებგვერდზე (და არა მარტო ჩვენს ვებგვერდზე) არაერთხელ გამოქვეყნებულა, მაგრამ ასეთი ფორმით, ერთიანად, არც არასდროს გამოქვეყნებულა და აქამდე, არც არავის წაუკითხავს, მით უმეტეს საჯაროდ.

მაშ ასე, ციხის ჯალათების პირველი, 29–კაციანი სია ასე გამოიყურება:


1. ხათუნა კალმახელიძე, “სიკვდილის ექსპორტის“ მინისტრი – ნომერ პირველი ჯალათი! მისი მინისტრობის პერიოდში პატიმრებს მასობრივად აწამებენ. დღემდე არც ერთი ჯალათი დასჯილი არ არის;

2. ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა“ – გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი. მის სახელს უკავშირდება ასობით პატიმრის წამება. პროფესიით ექიმი “ქილერა“ სასჯელაღსულების სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად 2006 წელს მივიდა და აქტიურად ამკვიდრებდა პატიმრების წამების იმ მეთოდებს, რომლებსაც დღესაც იყენებენ;

3. მეგის ქარდავა – ახალაიას თანაგუნდელი, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, რომელიც ახალაიების მარჯვენა ხელად ითვლება. პენიტენციურ სისტემაში ბაჩო ახალაიასთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც ახალაია თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, ქარდავა სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი “ძლიერი“ ხელი პატიმრებს მაინც სწვდებოდა. მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას საქმე ამ სადიზმის მკაფიო გამოხატულებაა. არქანია სცემეს, საკუთარი ჩვენება აჭამეს, ჯერ გაუპატიურებით დაემუქრნენ და შემდეგ მისი გაუპატიურება სცადეს. პარალელურად, ფოტოებს უღებდნენ და ამ ფოტოების ინტერნეტში გავრცელებით ემუქრებოდნენ. მალხაზ არქანიას წამების უშუალო მონაწილე სწორედ მეგის ქარდავა გახლდათ, რომელიც არქანიას საწამებლად N8 საპყრობილეში სპეციალურად შევიდა. სასჯელაღსრულების სისტემაში მომუშავე კადრების ინფორმაციით, მეგის ქარდავა არქანიას საქმის გახმაურებას გადაჰყვა; ცნობილი ჯალათი მეგის ქარდავა (არქანიას წამების საქმის გახმაურების შემდეგ) ახალაიას მამამ თბილისში, შვილთან, თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანა;

4. გოგა ბუთლიაშვილი – გლდანის N8 საპატიმრო დაწესებულების სოციალური სამსახურის უფროსი, სასჯელაღსრულების სისტემაში “ქილერას“ თანმხლები პირია და მის მარჯვენა ხელად ითვლება; ბუთლიაშვილი უშუალოდ სცემს და აწამებს პატიმრებს; ციხის სამკურნალო დაწესებულების დირექტორობიდან “სიპიტის“ (ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანო) მიერ, 2009 წლის სექტემბერს გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ გადააყენეს, მაგრამ დასჯით არ დაუსჯით. ის დღეს მუხაძის ერთ–ერთ ხელქვეითად მუშაობს, გლდანის N8 საპყრობილეში;

5. თამაზ მელაძე – გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი. ეს თანამდებობა მასაც ”სიპიტის” მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ მელაძე პატიმრების წამებისთვის არავის დაუსჯია;

6. რობერტ არაქელოვი – განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯალათი, ქსნის საპატიმრო დაწესებულების ყოფილი დირექტორი. თანამდებობა მასაც “სიპიტის“ დასკვნის შემდეგ დაატოვებინეს, მაგრამ არც ის დაუსჯია ვინმეს;

7–8. ავთო პოპიაშვილი, გიორგი ბიწაძე – ციხის სამკურნალო დაწესებულების თანამშრომლები; ისინი 2010 წელს სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდნენ, როგორც პატიმრების მწამებლები; ნაწამები ჰყავთ ათობით პატიმარი;

9–10. დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გიორგი კოხრეიძე და რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა – 2010 წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ღამის ათ საათზე სპეცრაზმმა პატიმრები დაბა ქსნის №15 დაწესებულებაში სასტიკად სცემა; ისინი გააშიშვლეს და სპეცრაზმის ე.წ. ცოცხალ კორიდორებში გავლისას რეზინის ხელკეტებს ურტყამდნენ. ამ საქმეში სპეცრაზმელებს გიორგი კოხრეიძე და ლევან ლეჟავაც ეხმარებოდნენ;

11–12. ქიტესა გულისაშვილი, გელა ოსიავა – დაბა ქსნის N15 საპატიმრო დაწესებულების გამორჩეული ჯალათები. ნაწამები ჰყავთ არა ერთი პატიმარი;

13–14. ლაშა ბრეგვაძე, დავით ბუხრაშვილი – ლაშა ბრეგვაძე რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულებას ხელმძღვანელობს. ითვლება ახალაიას კლანის წევრად – პენიტენციურ სისტემაში ახალაიას მისვლის შემდეგ გამოჩნდა. ახლო წარსულში რუსთავის N6 საპყრობილეს ხელმძღვანელობდა. ბრეგვაძის სახელი სულ ცოტა ხნის წინ წამოტივტივდა, მსჯავრდებულ ილგარ მამედ–ზადესთან მიმართებაში. პატიმრის მიერ დაწერილ განცხადება–საჩივარში აღნიშნულია, რომ ბრეგვაძე მის მოადგილესთან, დავით ბუხრაშვილთან ერთად მამედ–ზადეს სასტიკად აწამებდა;

15. დავით მარგებაძე, რუსთავის N6 საპყრობილის დირექტორი – პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის წამებაში მონაწილეობდა; კახაბერ თედლიაშვილი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამკვიდრებდნენ თვითმკვლელობის ვერსიას, მაგრამ ადვოკატთა და ექსპერტთა განმარტებით, თედლიაშვილი მოკლეს;

16. ჯონი ივანიშვილი, რუსთავის N6 საპყრობილის თანამშრომელი – ასევე, მონაწილეობდა კახაბერ თედლიაშვილის წამებაში;

17. ვინმე ანგო, გლდანის N8 საპყრობილე – სასტიკად აწამებს პატიმრებს;

18. დათო ხონსკი, გლდანის N8 საპყრობილე – სასტიკად აწამებს პატიმრებს;

19. გოდერძი გუნიავა, N7 საპყრობილის დირექტორი – აწამა გაიოზ ზვიადაძე;

20.ექიმი გია კირკიტაძე, რუსთავის N6 საპყრობილეში მუშაობს – მხილებულია პატიმართა წამებაში;

21. ექიმი აფციაური, რუსთავის N17 დაწესებულება; მხილებულია პატიმართა წამებაში;

20. შოთა თოლორდავა, ქსნის მე-15 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი – მხილებულია პატიმართა წამებაში;

22. კესო დანელია, ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და საპყრობილის რეჟიმის N5 დაწესებულების ექიმი – მხილებულია პატიმართა წამებაში;

23. დიმიტრი ჩხეიძე, ქსნის ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი – სასტიკაც სცემა პატიმარი ილია ჭიჭიბოშვილი;

24–28. გლდანის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები: ბექა მჟავანაძე, ბაკურ ქავთარაძე, რომან მიქავა და ექიმები: ნუნუ მჭედლიშვილი და მაყვალა მღებრიშვილი, პოლიტპატიმარ ცოტნე გამსახურდიას ინფორმაციით, პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ;

29. ზაზა ზარნაძე- რუსთავის მე-6 დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომელი, პატიმრებზე მიზანმიმართულ ფისიქოლოგიურ ზეწოლას და დაშინებას ახორციელებს.

პატიმრების გარდაცვალების ფაქტები საპატიმრო დაწესებულებებში, რომ არ დაფიქსირდეს, ფაქტობრივად გარდაცვლილი პატიმრები სამოქალაქო ტიპის კლინიკებში გადაჰყავთ, რაც სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა “სიკვდილის ექსპორტად“ შეაფასა, რის საფუძველზეც ჩვენ, ჟურნალისტებმა (და არა მარტო ჩვენ) სასჯელაღსრულების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს სიკვდილის ექსპორტის მინისტრი ვუწოდეთ.

“სიკვდილის ექსპორტის“ ფაქტები არა მარტო საქართველოს სახალხო დამცველმა და ქართველმა უფლებადამცველებმა, არამედ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დააფიქსირეს.

ჩვენ ხელთ გვაქვს ”სიპიტის” – ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციით შექმნილი ორგანოს დასკვნა, რომლის მიხედვით საპატიმროებიდან “სიკვდილის ექსპორტის“ კუთხით სამოქალაქო ტიპის კლინიკებს შორის წამყვან ადგილზეა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, სადაც ქალაქის საავადმყოფოში გარდაცვლილ პატიმართა 43%-იანი წილი მოდიოდა; მეორე ადგილზეა ღუდუშაურის კლინიკა, სადაც ანალოგიური მაჩვენებელი 33,8%-ს შეადგენს; ხოლო 2010 წლის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა მესამე (ახალი) დაწესებულება - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი, სადაც გარდაცვალების 12,35% მოდიოდა.

"ობიექტივი"


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...