რუსთავის ციხის დირექტორმა პატიმარი აწამა და ადვოკატი დააკავა

ავტორი ნინო მიქიაშვილი
21:49 17.09.2011
პატიმრების ცემა–წამებით განთქმულ რუსთავის N17 დაწესებულებაში მყოფი 31 წლის ილგარ მემედ–ზადეს სიცოცხლე საფრთხეშია – 15 სექტემბერს მის ცემაში, ციხის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას უშუალოდ ციხის დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე იღებდა. 16 აგვისტოს, პატიმარს მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, თედო კობახიძე შეხვდა. პატიმარმა სახალხო დამცველის სახელზე ოთხგვერდიანი განცხადება დაწერა, რომელშიც დეტალურად ჰყვება, თუ როგორ სცემეს და აწამეს.

რომ არა ადვოკატ თედო კობახიძის ვაჟკაცობა, პატიმრის ხელით დაწერილი განცხადება დღის სინათლეს ვერ იხილავდა – სამი საათის განმავლობაში ადვოკატს უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა, ციხის დირექტორის კაბინეტსა და კანცელარიას შორის დაატარებდნენ და აიძულებდნენ უარი ეთქვა განცხადების გამოტანაზე. ამ განცხადების შინაარსი მასალის ბოლოს შეგიძლიათ წაიკითხოთ.


მსჯავრდებულ ილგარ მემედ–ზადეზე ზეწოლა მას შემდეგ განახლდა, რაც “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, მისი უფლებების დამცველმა ადვოკატმა, თედო კობახიძემ და ილგარ მემედ–ზადეს დედამ, ია ქაჯაიამ ისაუბრეს. ეს ამბავი 16 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხვდა.

პატიმრის დედა ამბობს, რომ მისი ოჯახის უბედურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მის შვილს თეთრი სახლიდან ფოტოები გამოუგზავნეს. ეს ამბავი 2005 წლის მაისში, აშშ–ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის საქართველოში სტუმრობის შემდეგ მოხდა – ამერიკის პრეზიდენტმა ილგარ მემედ–ზადესთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თბილისში ყოფნისას ფოტოები გადაიღო, რომელიც მოგვიანებით ილგარ მემედ–ზადეს თეთრი სახლიდან გამოუგზავნეს.

“ობიექტივის“ კითხვას – თქვენი შვილი დაიჭირეს იმიტომ, რომ საპროცესო გარიგების სანაცვლოდ სოლიდური თანხა მოეთხოვათ, თუ ამის უკან სულ სხვა რამ დგას? ია ქაჯაია ასეთ პასუხს სცემს – “ალბათ, ორივე ერთად. გეკითხებით, რას უშავებს საზოგადოებას ჩემი შვილი?! სახელმწიფო ქონება ამ ბავშვს არ შეუჭამია, ჯვარი სწერია და კაცი არ მოუკლავს, სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს; სახლი გავყიდე, ჯარიმები გადავიხადე, არჩევნების პერიოდში 14 000 სასწრაფოდ შემატანინეს და მეტი რა უნდა გამეკეთებინა მე, მარტოხელა ქვრივს?!“

ილგარ მემედ–ზადე სასჯელს იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვის მუხლებით იხდის, რაც პატიმრის დედის, ია ქაჯაიას განმერტებით არის შეთითხნილი ბრალდება.

ილგარ მემედ–ზადე მოკრივეა, მიღებული აქვს უმაღლესი დიპლომატიური განათლება, ფლობს 7 ენას და ამასთან, არის მამის, კავკასიური ხალიჩების ნომერ პირველი ექსპერტის, ელდარ მამედ–ზადეს საქმის გამგრძელებელი. სწორედ, ამ საქმიანობის გამო მოუხდა მას პრეზიდენტ ბუშთან ფოტოების გადაღება. ამერიკის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილმა ხალიჩების კოლექცია დაათვალიერებინა – ილგარ მემედ–ზადემ გამოფენა სპეციალურად ჯორჯ ბუშის სტუმრობისთვის მოაწყო.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ახლო წარსულიდანაა – პატიმრის დედის განმარტებით, მაშინ, როცა ბაჩო ახალაია იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, მისი შვილი, ილგარ მემედ–ზადე ახალაიას მაშინ დაუპირისპირდა, როცა ის ერთ–ერთ პატიმარზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდა – ერთმა პატიმარმა (ილგარ მემედ–ზადემ) მეორეს სიცოცხლე გადაარჩინა. რუსთავის N17 საპატიმრო დაწესებულების დირექტორი, ლაშა ბრეგაძე ახალაიას კადრად ითვლება.

16 სექტემბერს, “ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში გასულ გადაცემას ასეთი გაგრძელება მოჰყვა:
მაშინ, როდესაც ეთერში პატიმრის დედა, ია ქაჯაია და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, თედო კობახიძე 15 სექტემბერს ილგარ მემედ–ზადეს ცემა–წამების ფაქტზე საუბრობდნენ, თავად პატიმარმა დედას დაურეკა და უთხრა, რომ მათ მთელი ციხე უსმენდა, ხოლო გადაცემის დასრულებისთანავე პატიმარმა ხელმეორედ დარეკა და დედას სთხოვა ხმამაღლა ეთქვა, რომ ილგარ მემედ–ზადე ციხეში არავის უცემია.

რამდენიმე წუთის შემდეგ რუსთავის 17 დაწესებულებიდან ია ქაჯაიას პატიმრებმა დაურეკეს და უთხრეს – “ამ წუთებში თქვენი შვილის საკანთან ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან მისულები, რომელთაც მთელი ციხე ეწინააღმდეგება, პატიმრები ილგარის გაყვანის უფლებას არ ვაძლევთო“.

მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა ადვოკატ თედო კობახიძის სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ადვოკატმა მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ 15 სექტემბერს, პატიმრის ცემაში უშუალოდ ციხის დირექტორი მონაწილეობდა და რომ მას ამ წუთებშიც ემუქრებოდნენ. ადვოკატმა სახალხო დამცველს პატიმრის მოსანახულებლად მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლების შესვლა სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “თედო, ორშაბათს მოინახულებენ ილგარ მამედ–ზადეს“.
ამის შემდეგ, მედია–კავშირ “ობიექტივის“ სტუდიიდან სახალხო დამცველის ოფისთან მივიდნენ პატიმრის დედა, ნათესავები, ადვოკატი, “წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმოამდგენლები: სოსო მანჯავიძე და არჩილ ლეკიშვილი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, “მაესტროს“, “კავკასიას“, “ინტერპრესნიუსის“ და “ობიექტივის“ ჟურნალისტები. სახალხო დამცველის ოფისში მათ არავინ დახვედრიათ. დაცვის პოლიციის თანამშრომლები სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინო ერემაშვილს დაუკავშირდნენ, რომელმაც 10 წუთის შემდეგ თავად დაგვირეკა და გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ოფისი პატიმარს მიხედავდა. მან ვერ დააკონრეტა როდის შევიდოდნენ ისინი ილგარ მემედ–ზადეს სანახავად – “ეს დღეს მოხდება, ხვალ, თუ ორშაბათს დილით, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ ამ პატიმარს მივხედავთ“.

ამასობაში, პატიმრის დედას ციხიდან მისი შვილი 5 წუთში ერთხელ ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ როგორმე დაკავშირებოდა პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს და მისთვის განეცხადებინა, რომ ილგარ მემედ–ზადეს სახეზე სილურჯეები არ ეტყობოდა და რომ ის არავის უცემია.

საქმე იმაშია, რომ პატიმრის უფლებების დაცვის საქმეში ჩართვა და მის ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენება დიმიტრი ლორთქიფანიძეს სთხოვა “წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა, სოსო მანჯავიძემ.

აი, რა მისწერა მსჯავრდებულმა ილგარ მემედ–ზადემ სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს, 2011 წლის 16 სექტემბერს:

“2008 წლის აგვისტოს თვიდან სასჯელს ვიხდი რუსთავის N17 დაწესებულებაში. მოგახსენებთ, რომ სასჯელის მოხდის დაწყების დღიდან დღემდე რაიმე დარღვევა არ ჩამიდენია და ვემორჩილები ციხის შინაგანაწესს, რაც კანონით არის განსაზღვრული.

ამა წლის 15 სექტემბერს შემხვდა ციხის უფროსი, ლაშა ბრეგვაძე და მითხრა – “რატომ ეკითხები სახელს ჩემს ახალ თანამშრომელსო“, რაზედაც მე მას ვუპასუხე, რომ შემხვდა ახალი თანამშრომელი და მინდოდა სახელი მცდონოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზრდილობის ამბავია, ადამიანს მიმართო მისი სახელით, რაზედაც ბატონმა ლაშამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა.

მე ციხის უფროსს ვუთხარი რომ ტყუილად შეურაცმხყფოდა და ვთხოვე, რომ არ მოეყენებინა შეურაცხყოფა. ლაშა ბრეგვაძემ ჩემი თხოვნის და სამართლიანი მიმართვის (არ გამოეყენებინა შეურაცხყოფა) შემდეგ კვლავ გააგრძელა ჩემი დამცირება და ამიყვანა თავის ოთახში, სადაც შესვლისთანავე მოიხსნა საათი, სათვალე და უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 6–7 თანამშრომელთან ერთად დამიწყო უმოწყალოდ ცემა. მე ვთხოვდი შეეწყვიტათ ჩემი ცემა. თუმცა, ციხის ადმინისტრაციის 7–8 თანამშრომლებიდან ნაწილი მიჭერდა, რომ არ გავნძრეულიყავი, ხოლო დანარჩენები, ციხის უფროსის ჩათვლით, აგრძელებდნენ ჩემს ფიზიკურ შეურაცხყოფას.

აქვე გეტყვით რომ ცემის დროს ციხის უფროსი მეუბნებოდა, რომ პატიმრებს არ თვლის ადამიანებად და განაგრძობდა ჩემს ცემას. აქვე აღვნიშნავ, რომ ციხის უფროსს ვეუბნებოდი, რომ ვარ პროგნოზულად მძიმე აავადმყოფი და სრულიად ადვილი შესაძლებელი იყო ლეტალური შედეგით დამთავრებულიყო ჩემი ცემა, რისი გაგონაბაც მას არ სურდა.

ბოლოს, როგორც იქნა ოთახში შემოვიდა სხვა თანამშრომელი, რომელიც არ იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას. შემთხვევით შეესწრო აღნიშნულ ფაქტს და მისი დახმარებით გამოსვლა შევძელი ციხის უფროსის ოთახიდან. თუმცა, დერეფანში გამოჰყვა ლაშა ბრეგვაძე, ჩემს გინებას განაგრძობდა და მეუბნებოდა – “ახლა სადაც გინდა იქ მიჩივლე, არ მაინტერესებს“ და ისევ იგინებოდა, ამბობდა, რომ “ვერაფერს დავაკლებდი“.

ამის შემდეგ ჩამიყვანეს “კარცერში“, სადაც გავხდი ცუდად. დაახლოებით ნახევარ სათიანი მოთხოვნის შემდეგ მომიყვანეს ექიმი, რომელმაც გამსინჯა და ვინაიადან მქონდა მაღალი წნევა, 180–100–ზე, სახეზე ცემისაგან ვიყავი გასიებული, ტუჩები მქონდა დახეთქილი, თავბრუ მეხვეოდა და მქონდა გულისრევის შეგრძნება, გამიკეთე ნემსები. მე ვთხოვე მას დაეფიქისრებინა დაზიანებები ჩემს სხეულზე, რაც ვიზუალურად კარგად ჩანდა.
აქვე აღნიშნავ, რომ ექიმთან ერთად შემოსული იყო “დეპეენკას“ ოფიცერი, “სმენის“ უფროსი სოსო, რომელიც ასევე იღებდა ჩემს ცემაში მონაწილეობას და ეუბნებოდა ექიმს, რომ დაეფიქსირებინა არა ცემა, არამედ ის, რომ თითქოს თავი მივარტყი საწოლს.

ამის შემდეგ მოვითხოვე სოციალური მუშაკის მოსვლა, რომელსაც ვუთხარი, რომ ვაცხადებდი შიმშილობას, რადგან ვიყავი ნაცემი და ვითხოვდი სახალხო დამცველთან და ადვოკატთან შეხვედრას. ეს ყოველივე, სოციალურ მუშაკთან საუბარი ხდება 15 სექტემბერს, შუადღეზე, დაახლოებით 15 საათზე. ამის შემდგე ჩემთან “კარცერში“ ჩამოდის დავით ბუხრაშვილი, ციხის უფროსის მოადგილე და მეუბნება, ტყუილა ნუ ჩივიხარ, მაინც არაფერი არ გამოგივა და ამასთანავე დაგიმატებთ სასჯელს, ან წინააღმდეგობის გაწევაზე, ან უკანონო ნივთის შენახვაზე, რასაც ძალიან ადვილად ჩაგიდებთ და მოწმეებსაც ასევე ადვილად მოვნახავთო.

მე არ გავეცი დავით ბუხრაშვილს პასუხი, ველოდებოდი ადვოკატის და სახალხო დამცველის აპარატიდან ვინმეს შემოსვლას, რათა დამხმარებოდნენ, არ მიეცათ საშუალება დავეჩაგრე ციხის ადმინისტრაციის ხალხს, რადგან მართლა არაფერი დამიშავებია.

დღეის მდგომარეობით, მინიმუმ ჩემს ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულ განცხადებას ვატან ჩემს ადვოკატს, თედო კობახიძეს და ასევე, მას ვთხოვ, რომ გაახმაუროს აღნიშნული ფაქტი, მისცეს შესაბამისი მსვლელობა და აღნიშნული განცხადება, საჩივრის ასლები მიაწოდოს მისი შეხედულისამებრ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მასმედიას.

ბატონო გიორგი, ვინაიდან შეიძლება ჩემს ფიზიკურ, არა მხოლოდ დაზიანებას, არამედ ლიკვიდაციასაც ჰქონდეს ადგილი, გთხოვთ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღეთ ყველა ზომა, რათა დაცულ იქნეს ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების და კანონის უზენაესობის.

გთხოვთ, აცნობოთ პარლამენტს აღნიშნული ფაქტის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულების თანამშრომელთა მხირდან უფლებამოსილების გადამეტების (მინიმუმ) ფაქტებზე.

პატივისცემით ილგარ მამედ–ზადე, 16 სექტემბერი, 2011 წელი“.
ილგარ მემედ–ზადეზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია პირველად სააგენტო “იბნტერპრესნიუსმა“ გაავრცელა – 16 სექტემბერს, 21 საათსა და 10 წუთზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით – “პატიმარი სასჯელაღსრულების N17 დაწესებულების დირექტორს ცემაში ადანაშაულებს“, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგენტო კომენტარისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა, მაგრამ ამ უწყებამ პატიმარზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი კატეგორიულად უარყო.



"ობიექტივი"


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...