15:26 01.08.2011
ესპანელმა მომღერალმა ენრიკე იგლესისმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა სასქესო ორგანო აქვს და ამის გამო ვაჟიშვილობას მხოლოდ 25 წლის ასაკში გამოემშვიდობა, იუწყება საიტი contactmusic. com. ენრიკემ სასქესო ორგანოს ზომის შესახებ განცხადება ავსტრალიაში, მელბურნში, ათიათასობით ფანის წინაშე გამოსვლისას გააკეთა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა უთხრა, რომ ვარსკვლავი კარგად გამოიყურებოდა.
"შესაძლოა, მე კარგად გამოვიყურები, საერთოდ, ესპანელები ასეთები ვართ, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე პატარა პენისი მაქვს", - განაცხადა ვარსკვლავმა და იქვე დასძინა, რომ არ ხუმრობს.
მას ყოფითი ხასიათის პრობლემებიც აქვს - პატარა ზომის პრეზერვატივებს ვერასოდეს შოულობს.
პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც პატარა ზომის პრეზერვატივების ხაზს უშვებს, ენრიკე იგლესიასს 1 მლნ ევროს სანაცვლოდ შესთავაზა, კომპანიის სახე გამხდარიყო.
ambebi.ge
