16:06 09.11.2011
მედია–კავშირი “ობიექტივი“ სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია “თრიალეთის“ ჟურნალისტებს.
როგორც ტელეკომპანია “თრიალეთის“ მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, შ.პ.ს "ალფა–კომი" (ყოფილი ტელეცენტრი) "თრიალეთს" სასამართლოში უჩივის. სარჩელი დავალიანებას ეხება, რომელზეც ტელეკომპანიასა და ტელეცენტრს შორის შეთანხმება მოხდა. შეთანხმების თანახმად, უნდა განხორციელებულიყო რესტრუქტურიზაცია და ოქტომბრის თვიდან დავალიანების ეტაპობრივიდაფარვა. თუმცა, შ.პ.ს. „ალფა-კომმა“ შეთანხმება დაარღვია და „თრილეთს“ სასამართლოში უჩივლა.
“მიგვაჩნია, რომ ეს არისზეწოლის ფაქტი დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე, რომელიც თავისუფალი სიტყვის პრინციპებს ურთულეს პირობებში იცავს. მედია–კავშირი “ობიექტივი“ სასამართლო პროცესს დაესწრება, გააშუქებს და ამასთან, “თრილეთთან“ დაკავშირებულ პროცესებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ევროსტრუქტებს“, – აცხადებს მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელი, ირმა ინაშვილი;