მოამზადა ნინო მიქიაშვილი
21:00 19.03.2014
დღეს 19 მარტს, დაახლოებით 13:30 წუთზე კულტურის სამინისტროში მივიტანე განცხადება, რომლითაც საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე (განცხადების ტექსტს ამ მასალის ბოლოს შეგიძიათ გაეცნოთ).
სამინისტროს ე.წ. ფოიეში საყდრისის ოქროს მაღაროს ათამდე გულშემატკივარი იყო, ორს ხელში პლაკატები ეჭირა, ქართულ და უცხოურ ენებზე. მათგან შევიტყვე, რომ სამინისტროს შენობაში შესულები იყვნენ ჟურნალისტები, რადგან საყდრისთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებოდა სამინისტროს ხელმძღვანელობა.
განცხადება ჩავაბარე და შემდეგ ვცადე ზემოხსენებულ ღონისძიებაზე შესვლა, დასწრება და შემდეგ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, რაც არის ჩემი მოვალება!
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ დავლოდებოდი და ჩამოვიდოდნენ. დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ვაჩვენე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ე.წ. პრესკარტა. მათ განმიმარტეს, რომ თუ სამინისტროდან საშვს დაუშვებდნენ, დაცვის პოლიცია უპრობლემოდ გამატარებდა (არადა, არც ერთ ჟურნალისტს საშვს არ სთხოვენ, აქამდე საშვი, არც ჩემთვის მოუთხოვიათ!). კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს ხელმოერედ დავუკავშირდი. მითხრეს დამელოდეთო.
მე კულტურის სამინისტროს შენობაში არ შემიშვეს. სამაგიეროდ, იქ უპრობლემოდ შევიდნენ: “არემჯი გოლდის“ წარმომადგენელი ეკა ჯოჯუა, კომპოზიტორი და მომღერალი რომა რცხილაძე, ორგანიზაცია “ვათანის“ ხელმძღვანელი სულეიმან ბარბაქაძე, კონსერვატორიის რექტორი და ასე შემდეგ.
მე სახალხო დამცველს დავურეკე, არ მიპასუხა; მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე, ჟურნალისტური სასქმიანობის განხორციელებაში ხელს მიშლიან, გთხოვთ რეაგირებას–თქო და არც ამაზე მიპასუხა (შესაძლებელია, დაკავებული იყო და არ ეცალა.
შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების საკონტაქტო ტელეფონები შევიტყვე და დავუკავშირდი. დაახლოებით 15 წუთში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მაია ლიპარტელიანი მოვიდა. საშვი დაუშვეს, სამინისტროს შენობაში შევიდა, ახსნა–განმარტების ჩამორთმევის მიზნით. დაახლოებით 40 წუთის, ერთი საათის შემდეგ ჩამოვიდა, ახსნა–განმარტება ჩემგანაც ჩაიწერა. რა ზომებს მიითებთ, ეს როგორ გავიგო–მეთქი და მითხრა, რომ პასუხს გამომიგზავნიან მედია–კავშირ “ობიექტივის“ ოფისში.
განცხადების ტექსტი, რომელიც დღეს კულტურის სამინისტროში ჩავაბარე, ასეთი შინაარსისაა:
“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37, 38 და 41 მუხლების თანახმად, გთხოვთ, მომცეთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია:
1.გთხოვთ გადმომცეთ იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც 2014 წლის 14 მარტს გაუგზავნეთ კომპანია “არემჯი გოლდს“ და რომლითაც საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოების დაწყების უფლება მიეცით;
2. გთხოვთ, გადმომცეთ იმ დასკვნის ასლი, რომლის საფუძველზე კულტურის სამინისტრომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით (ამგვარი დასკვნის არსებობის შესახებ 2014 წლის 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ);
3.გთხოვთ, მაცნობოთ, 2014 წლის 13 იანვრიდან მოყოლებული 2014 წლის 14 მარტამდე რა ტიპის კვლევები ჩატარდა და ვინ ჩაატარა ეს კვლევები, საყდრისის უძველეს მაღაროსთან დაკავშირებით. გთხოვთ, გადმომცეთ თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4.გთხოვთ, მაცნობოთ რით დასრულდა კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ, “არემჯი გოლდის“ მიერ, 2014 წლის იანვარში საქართველოს მთავრობაში შეტანილი საჩივრის განხილვა. ასევე გთხოვთ, წარმომიდგინოთ, თქვენი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.გთხოვთ, მაცნობოთ ამჟამად რა მდგომარეობაშია საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო, დაათვალიერეს თუ არა სამინისტროს სპეციალისტებმა და მოახდინეს თუ არა მისი ფოტოფიქსაცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და ჩემს კითხვებზე პასუხი და ჩემს მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია გადმომცეთ მაქსიმალურად დაჩქარებული წესით“.