ჟურნალ "ღია ბოქლომის" რედაქტორმა ილია ჩაჩიბაიამ, სომხეთში (წახკაძორი) 1–4 დეკემბერს ქართულ–რუსულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, ორივე ქვეყნის მასმედიაში და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულმა ადამიანებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობებზე.
გაზიარება
[19:32 05-12-2010]
ილია ჩაჩიბაიამ რუს ჟურნალისტებს, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სთხოვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მომზადებულ მასალებში, სამაჩაბლო და აფხაზეთი მოიხსენიონ როგორც ოკუპირებული ტერიტორიები...
მედიაფორუმი "ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფონდის" დაფინანსებით და ორგანიზებით ჩატარდა.