აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც თავის დაწვა სცადა, წუხელ დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრში განუცხადეს .
გაზიარება
[13:06 19-11-2010]
"ნანა ფიფია წუხელ გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების უკმარისობა გახდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, ბოლო ორ დღეს კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული", - განაცხადეს დანმწვრობის ცენტრში.
აფხაზეთიდან დევნილმა, ნანა ფიფიამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ თავის დაწვა 27 ოქტომბერს სცადა. მას სხეულის 30%-იანი დამწვრობა ჰქონდა. ნანა ფიფია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.
შენიშვნა: ვიდეომასალა გადაღებულია მობილიური ტელეფონით 27 ოქტომბერს, როდესაც ნანა ფიფიამ სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა. ვიდეომასალა ”ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა მოაწოდა.
interpressnews.ge