იმიტირებული ქრონიკის შემდეგ გარდაიცვალა ქალბატონი, რომლის შვილიც ქართულ ჯარში მსახურობდა.
ამის შესახებ "იმედთან" დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ხუთი დეკემბრის ქუჩაზე მოხდა.
ლორთქიფანიძე "იმედის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს. მისი თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა განმარტებები უნდა გააკეთონ. ლორთქიფანიძე ადგილზე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის მისვლასაც ითხოვს.
[interpressnews.ge]