საქართველოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის ხელმოწერის მეორე დღეს, “ჯეოტოპნიუსმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტ ირმა ინაშვილის საავტორო სტატია სახელწოდებით, ჟურნალიტური ეთიკის ქარტია - ქარია,თუ მანტია?.. სადაც მედიაექსპერტი, ია ანთაძეა გაკრიტიკებული.
ირმა ინაშვილის სტატიასთან დაკავშირებით, “ჯეოტოპნიუსი” ია ანთაძეს დაუკავშირდა და სტატიაში დასმულ კითხვებზე, კომენტარი სთხოვა.
ქალბატონო ია, ჩვენ გამოვაქვეყნეთ, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის საავტორო სტატია ქარტიასთან დაკავშირებით, სადაც ავტორს თქვენს მიმართ გარკვეული შეკითხვები აქვს.
ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში იმისთვის, რომ საშუალება მომეცით გავცე პასუხი ამ კითხვას, იმიტომ რომ ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, საზოგადოებას გავცე პასუხი ამ შეკითხვასთან დაკავშირებით. პირველი და მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენი პროცესი, ყველა სხვა პროცესისგან, რომელიც ეხებოდა ეთიკური ნორმების დანერგვას და თვითრეგულაციას, განსხვავება სწორედ იმით, რომ ის ადამიანები ვინც საბოოლოვოდ შევთანხმდით და ეს იყო 137 ადამიანი ვინც ხელი მოაწერა ქარტის, რომ ვიცავთ ამ პრინციპიებს. ამ პრინციპების შექმნაზე, წელიწადნახევრის განმავლობაში ვმუშაობდით. მართალია ეს არის 11 ზოგადი პრინციპი, მაგრამ ყველა სიტყვა, ყველა მძიმე და წერტილი შეთანხმებულია იმ ადამიანებთან, ვინც ხელიმოაწერეს და ზოგჯერ იმათთანაც, ვინც ხელი არ მოაწერეს ჯერჯერობით.
რათქმაუნდა, არიან ჟურნალისტები, რომლებიც არ უერთდებიან ქარტიას, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც პირიქით,მზად არიან შეუერთდნენ, ოღონდ ისინიც ჩემდა სასიხარულოდ, ამბობენ რომ მოდით, შევხვდეთ, აგვიხსენით რა იგულისხმება თითოეული პუნქტის მიღმა რა არის ის, რაზეც თქვენ უკვე შეთანხმდით, გვიათხარით, გვიამბეთ თქვენი მექანიზმები, ანუ ქარტიას მექანიკურად არც უპირისპირდება და არც უერთდება არავინ.
იმ შემთხვევაში, როდესაც მე ვიყავი მიწვეული, იმ დიდი თავყრილობაზე ტექსტი ვნახე პირველად. მანამდე ნამდვილად არ ვიცოდი რისთვის მიმიწვიეს. ფაქტი იყო, რომ მე უნდა მომეწერა ხელი იმისთვის, რასაც არ ვიცნობდი და ხელი უნდა მომეწრა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებთანაც არ ვიყავი შეთანხმებული. ჩემთვის მთავარი არის ის რომ შევთანხმდეთ ადამიანები, რომლებიც ხელს ვაწერთ, რაზე ვაწერთ ხელს და როგორ იმუშავებს ის მექანიზმი, რაზე ვიყავით შეთანხმებულები. მაშინ ჩემიპირობა იყო ასეთი, რომ რაკიღა არიან ჩვენს შორის ადამიანები, რომლებიც გუშინდელ დღემდე არ ვმუშაობდით ამ პრინციპებზე დაყრდნობით, არამედ ვმუშაობდით ისე, ვისაც როგორ გაგვიხარდებოდა, მოდით, ჩვენს საზოგადოებას ვუამბოთ ჩვენი პროფესიული ცხოვრების შესახებ, ვთქვათ რა შეცდომები დავუშვით, გუშინ ამ ტექსტთან მიმართებაში და დღეს დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან ახალი ცხოვრება. პრაკტიკულად ეს იქნებოდა პირობა, როდესაც ჩვენ არ ვთანხმდებით ტექსტზე, მაგრამ იმაზე მაინც ვთანხმდებით, რომ ის რასაც გუშინ ვაკეთებდით და დღეს მიგვაჩნია, ამ ტექსტიდან გამომდინარე შეცდომად და ამას აღარ გავიმეორებთ.
მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც ვთქვი, რომ მზად ვარ, პირველმა დავიწყო ჩემს შეცდომებზე საუბარი, გნაბავთ ეხლავე, ამ წუთას და ვიტყვი, რა იყო არა ეთიკური ჩემს საქმიანობაში და შემდეგ, ვინც ხელისმოწერას აპირებს, უთხრას ყველამ საზოგადოებას, რაზე ამბობს უარს.
ქალბატონო ია, აბა რას ნიშნავდა თქვენი განცხადება მაშინ, რომ მხოლოდ ხუთ ადამიანთან ერთად მოაწერდით ხელს?
მაშინ მე ვთქვი, რომ თუ არ შევთანხმდებით არაფერზე, თუ ჩვენს პროფესიულ საქმიანობაზე, რაც იყო წინა წლებში, თუ ამაზე არ ვილაპარაკებთ, მაშინ არსებობს ხუთიოდე ადამიანი, რომელთანაც მე ამ წუთას შემიძლია ნებისმიერ ტექსტზე ხელისმოწერა, ხოლო დანარჩენებთან, მე მჭირდება პირობები. რათქმაუნდა დღესაც იმავე აზრზე ვარ, რასაც მაშინ ვამბობდი, მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენ წელიწადნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ რაც მე მაშინ ვთქვი, ის გაგვეკეთებინა. ჩვენ წელიწადნახევარი ვათანხმებდით ამ ტექსტს და ისე მოვაწერეთ ხელი. ეს პროცესი მაშინ იყო იგნორირებული, ამიტომ, არაფერი არ მიმაჩნია ჩემს პირად ტრაგედიად ამ კითხვაში. არის კითხვა და ვცემ პასუხს. მე ყოველთვის მომხრე ვარ, როცა ჩნდება კითხვა, დასვას ადამიანმა საჯაროდ, ვიდრე ზურგს უკან ილაპარაკოს და მერე მე სხვისგან გავიგო, რომ ესეთი შეკითხვები არსებობს. საჯარო სივრცეში დასმული კითხვებს, მე ყოველთვის გავცემ პასუხს ამავე სივრცეში“, –განუცხადა “ჯეოტოპნიუსს” მედიაექსპერტმა, ია ანთაძემ.