ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს ოსი სეპარატისტების ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას, თითქოს ქართველმა სამართალდამცველებმა ერედვის მოსაზღვრე სოფელ დიციდან ოსურ საგუშაგოს დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, კონფლიქტის ზონაში არა თუ ქართული მხრიდან, არამედ საერთოდ სროლას ადგილი არ ჰქონია.
‘’29 ივნისს სოფელ ნიქოზის მიმართულებით ცხინვალიდან განხორციელებული სროლების გარდა, ცეცხლის გახსნა არც ერთ სხვა ტერიტორიაზე არ მომხდარა და ეს განცხადება მორიგი პროვოკაცია ‘’,-აღნიშნა ჯუღელმა.
სეპარატისტების მტკიცებით კი, დაზიანებულია ბლოკ-პოსტი, რომელსაც ნაღმტყროცნიდან ესროლეს.

სოფელი დიცი გორის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს და პატარა ლიახვის ხეობას ესაზღვრება. სოფელ ერედვს კი, აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი აკონტროლებს.