მთავრობაში დაპირისპირება გრძელდება... განხეთქილება გამწვავდა... ეს ტერმინოლოგია ტელეკომპანია „იმედის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანებმა პირველი სიუჟეტის წარდგენისას გამოიყენეს. „ქრონიკამ" მაყურებელს ნიკა გილაურსა და ლაშა ჟვანიას შორის დაპირისპირების შესახებ უამბო. ენერგეტიკის მინისტრის სახით სკანდალს მესამე გმირიც ჰყავს. განხეთქილების საბაბი სამცხე-ჯავახეთში ჰესის მშენებლობაა, მაგრამ თემაზე მეტად აქ საინტერესო სხვა რამაა - ნაციონალურ არხზე მთავრობაში დაპირისპირების შესახებ სიუჟეტი დიდი ხანია არ მომზადებულა (ან ეთერში არ გაუშვიათ). არ არის გამორიცხული ფონის შესაქმნელად თემის ახლა გააქტიურება მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს მოასწავებდეს.
[წყარო:იმედი, itv]