რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „საქართველოს მხრიდან ბოლო დღეებში ცხინვალისა და მისი გარეუბნების მისამართით სროლების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის მოქალქეებისა და ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად“.
“რია ნოვოსტი''-ს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, ბოლო დღეებში ქართული მხრიდან სამხრეთ ოსეთის რამდენიმე პუნქტზე ცეცხლი გაიხსნა.
„29 ივლისიდან 1 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი ნაღმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან მრავალჯერ დაიცხრილა. ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სადამკვირვებლო საგუშაგოს, რაც აქციის პროვოკაციულ ხასიათზე მეტყველებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ მოქმედებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვითარების დაძაბვის მცდელობად აფასებს.
„ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოში, რომელმაც საქართველოს მხრიდან სამხერთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიამდე და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმამდე მიგვიყვანა. ასეთი მოქმედებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. შემდგომი პროვოკაციების შემთხვევაში, რომლებიც რესპუბლიკის მოსახლეობას და რეგიონში განლაგებულ რუსეთის სამხედრო კონტინგენტს საფრთხეს შეუქმნის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტოვებს უფლებას, მის ხელთ არსებული ყველა ძალით დაიცვას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობა და რუსი სამხედრო მოსამსახურეები“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში, რომელსაც უკვე გამოეხმაურა ქართული მხარე.