ძლიერმა წვიმამ სასტუმრო „ანაკლია“ დატბორა

ავტორი მალხაზ ბასილაია
21:00 14.10.2011
საკურორტო ქალაქ ანაკლიაში ძლიერმა წვიმამ ერთ–ერთი ფეშენებელური სასტუმრო „ანაკლია“ წყლის გუბეში მოაქცია.

სასწრაფოდ მოხდა ადგილობრივი ტექნიკური კადრის მობილიზება, რათა შიგნით სასტუმროს ფოიეში შემოსული წყალი დაეშროთ.

სასტუმროს ხუთი დამლაგებელი ვედროებითა და სპეციალური ტილოებით დასდევდნენ შემოჭრილ წყალს და თან ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს გაღიზიანებულები პასუხობდნენ.

მათი განცხადებით, ასეთივე მდგომარეობა იყო სხვადასხვა სართულებზეც, რომლის ნახვის საშუალებაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვქონდა.

სასტუმროში მომუშავე პერსონალის განცხადებით, ყოველი წვიმიანი დღე ძირითადი ჰოლისა და ზოგიერთი ოთახის დატბორვით სრულდება, რაც სასტუმროში უხარისხოდ გაკეთებული კარ–ფანჯრებისა და მშენებლობაში დაშვებული სხვა შეცდომების ბრალია.

newsline.ge


READ MORE - ძლიერმა წვიმამ სასტუმრო „ანაკლია“ დატბორა

GYLA და CIPDD ზუგდიდში საზოგადოების წევრებს შეხვდნენ

17:06 00.10.2011
დღეს, ზუგდიდში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტისა (CIPDD) და უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა რეგიონებში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხარდაჭერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობის გზით.

არასამთავრობო სექტორის, პრესის და ადილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა ერთად განიხილეს სამეგრელო ზემო სვანეთში, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები და გამოთქვეს საკუთარი აზრი მშვიდობის და დემოკრატიის მშენებლობასთან დაკავშირებით.



READ MORE - GYLA და CIPDD ზუგდიდში საზოგადოების წევრებს შეხვდნენ

მარიამ დიდებულიძე: "10 "აზიზიეს მეჩეთის“ დადგმა ღირს, იმისთვის, რომ ოშკი გადაარჩინო"

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:06 14.10.2011
“ცენტრში ვეღარ ააშენებენ, სადაც ის იდგა და ამაზეც თანახმანი იყვნენ, რომ გარეუბანში აშენებულიყო და არ ჰქონოდა მეჩეთის დატვირთვა. ეს არის თემა, რომელზე ლაპარაკი განსასჯელადაც კი არ ღირს“

მსოფლიო ძეგლთა ფონდის სიაში ოშკის ტაძრის შეტანის შესახებ ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის შენობაში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ “ობიექტივი“ შეხვდა და ესაუბრა ამავე ცენტრის ხელმძღვანელს, მარიამ დიდებულიძეს.

როგორც მან გვითხრა, მსოფლიო ძეგლთა ფონდს ოშკის გადასარჩენად თანხის მოპოვება შეუძლია, მაგრამ თუ თურქეთ–საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, ბათუმში ეგრეთ წოდებული აზიზიეს მეჩეთი არ აშენდება, ფონდის მიერ მოპოვებული თანხით თურქულმა მხარემ ოშკი (რომელიც ტურისტულ მარშრუტებშია შეტანილი) შესაძლოა თავად აღადგინოს.

“ობიექტივი“ უცვლელად გთავაზობთ ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორთან, მარიამ დიდებულიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს.

რა სიახლეა ოშკთან დაკავშირებით?
მარიამ დიდებულიძე: სიახლე არის ის, რომ მსოფლიო ძეგლთა ფონდმა თავის საზედამხედველო ნუსხაში შეიტანა ოშკი, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის და ამავე დროს, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლი.

ამ სიაში შეტანა მოხდა ჩვენი ცენტრის თანამშრომლის, ირინა გივიაშვილის და ჩვენი დანიელი კოლეგის, მარკუს ბოგიშის ერთობლივი წარდგენის საფუძველზე. ცხადია, ეს წარდგენა არ არის საკმარისი, იქ მიწოდებული უნდა იყოს ისეთი დოკუმენტაცია, რომელიც სარწმუნოა. ეს დოკუმენტაცია რა თქმა უნდა, გადამოწმდა – დაეგზავნა სხვადასხვა ექსპერტებს; ჩვენ არც ვიცით ვის, რადგან ეს ფონდი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, მათ შორის მსოფლიო იკომოსთან და ასე შემდეგ.

ნუ, ეტყობა დადებითი შეფასება მიიღო, როგორც თვითონ წარდგენის ხარისხმა, ისე იმ პრობლემებმა, რომელიც ამ დოკუმენტაციაში იყო დაფიქსირებული და ოშკი სიაში შეიტანეს. ეს სია ძალიან განსხვავდება იუნესკოს ძეგლთა სიისგან.

შეიძლება მითხრათ რამდენიმე სიტყვა, თვითონ ამ ორგანიზაციაზე?
– ეს ორგანიზაცია 80–იანი წლების ბოლოს შეიქმნა, სწორედ ამ მიზნით. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, არ ეკუთვნის რომელიმე ქვეყანას. გამოცხადებული აქვს წარდგენის ფორმები, აგროვებს ინფორმაციას, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლების შესახებ, რომლებიც ამავდროულად რაღაც საფრთხის ქვეშ არიან.

რა ხდება მას შემდეგ, რაც ძეგლი ფონდის სიაში შედის?

–უხეშად, რომ ვთქვათ, მერე იწყება ამ ძეგლის რეკლამირება. მიმართავენ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებს, იმ სახელმწიფოს, რომლის ფარგლებში არის ძეგლი, ან კიდევ სხვას, რომელიც რაღაცნაირად დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობს. მათ აქვთ დონორი ორგანიზაციების აქტიური ქსელი. საქართველოსთვის მიმართებაში შემიძლია დავასახელო ბოდბე, იკორთა, ტიმოთეს უბანი, ყინწვისი, გელათის აკადემია, მოდერნის სტილის ნაგებობები.

თბილისში აი, ამ ფონდმა, სწორედ ამ წარდგენების მერე მოიპოვა თანხები. ზოგჯერ თვითონ გამოჰყოფს თანხებს, ან შოულობს, ან მედიატორის როლს თამაშობს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ის ძალიან აქტიურია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ – მას აქვს შესაძლებლობა ფოკუსირება მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის აი, ამ ძეგლზე, მის პრობლემებზე, მის მოთხოვნებზე და ეს რა თქმა უნდა, ამაღლებს დახმარების იმ შანსს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ძეგლს გამოუყონ.

ოშკის გარდა სცადეთ თუ არა სხვა ძეგლების წარდგენა?
–ხომ ჩამოგითვალეთ?!

ტაოში არსებულ ძეგლებზე გეკითხებით.
–ტაოში არსებულებიდან ეს იყო წარდგენილი. საერთოდ, ტაოში არსებული ძეგლები, მოგეხსენებათ, თურქეთშია.

მათ შორის ოშკიც თურქეთშია, ხომ?!
–დიახ,მათ შორის ოშკიც. ნუ ახლა, ოშკში ბოლო წლებში ძალიან მკაფიოდ შეინიშნება...

მაგალითად, რატომ მოხდა მხოლოდ ოშკის წარდგენა და არა ვთქვათ, ხანძთის?
–ხანძთა უკვე ჩამოინგრა და მეტი არაფერი ემუქრება. რაც ჩამოინგრა, ჩამოინგრა და ოშკს ასეთივე ჩამონგრევა ემუქრება. ყველა ძეგლს სჭირდება ასეთივე დახმარება, იქ კი არა, აქაც – რესტავრაციას, რომ გაუკეთებ, 5–6 წლის მერე კიდევ თავიდან უნდა მიხედო, ხომ?! ეს ასეა, მაგრამ იქ მით უმეტეს, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია ეს ძეგლები.

იმ ძეგლის წარდგენა ხომ არ გიცდიათ, რომელშიც ახლა მეჩეთია გახსნილი?
–ხახული?! ეს ძეგლი გაცილებით უკეთესად არის შენახული,რადგან იქ მეჩეთია გახსნილი. ამიტომ, ხახულს მსგავსი პრობლემა არ აქვს.

ოშკს ამ ბოლო წლებში დიდი პრობლემა გაუჩნდა და ამიტომ არის ლაპარაკი ოშკზე.
რამდენად გაითვალისწინებს თურქული მხარე მსოფლიო ძეგლთა ფონდის მითითებებს, რეკომენდაციებს?

–მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. იქიდან მითითებები არ მოდის, იქიდან მოდის დახმარება, აქტიური ჩარევა და ნუ, ვნახოთ, რა იქნება.

აქვს თუ არა უფლება თურქეთს უარი თქვას ამ ფონდის დახმარებაზე, თუ კი ოშკის აღსადგენი თანხა გამოინახება?
–როდესაც თანხებია ხოლმე გამოყოფილი, ძალიან ცოტა ვინმე ამბობს უარს; მით უმეტეს, ოშკი არის ტურისტულ მარშრუტებში და ისინი დაინტერესებულები არიან, თვითონაც აპირებდნენ გაკეთებას.

როცა ეს ფონდი თანხას მოიპოვებს, თვითონვე გააკეთებს პროექტს, დაიწყებს აღდგენას, თუ ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართულ მხარესთან შეთანხმებით მოხდება?
–ასე მარტივად ნუ მივუდგებით – ქართულ მხარეს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და მე იმედი მაქვს, რომ ახლაც აქვს ძალიან კარგი შანსი.

რა შანსს გულისხმობთ?
–4 წლის წინ ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყო, თურქეთსა და საქართველოს შორის, სწორედ, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობაზე. ამაში დიდი ღვაწლი მიუძღვის გეგა მგალობლიშვილს, რომელიც მაშინ იყო ჩვენი ელჩი თურქეთში; ასევე ნიკოლოზ ვაჩეიშვილს, რომელიც მაშინ ჯერ კულტურის მინისტრის მოადგილე და შემდეგ მინისტრი იყო.

სამწუხაროდ, ძალიან გაუგებარი საზოგადოებრივი აზრის გამო, ამ თანამშრომლობის გაფორმება ერთგვარად შეფერხდა და ეს თურქებსაც კი გაუკვირდათ. ჩვენ მით უმეტეს გაგვიკვირდა, რადგან საუკუნეები ვოცნებობდით.

რის გამო შეფერხდა ეს პროცესი?
–რაღაც გარკვეული საზოგადოებრივი აზრი შეიქმნა. აქ ასეთი თანამშრომლობა ყოველთვის პარიტეტულ საფუძველს გულისხმობს.

“აზიზიეს მეჩეთის“ აშენება ისევ ძალაშია, თუ შეიძლება ოშკის გადარჩენა “აზიზიეს“ გარეშეც მოხდეს? თქვენი აზრი მაინტერესებს.
–“აზიზიეს მეჩეთი“ კი არა, ათი “აზიზიეს“ დადგმა ღირს, იმისთვის, რომ ოშკი გადაარჩინო. გინახიათ “აზიზიეს მეჩეთის“ ფოტო?

დიახ.
–მერე, იმაზე საერთოდ ლაპარაკი შეიძლება?! რაღაცა ბოსელივით პატარა შენობაა.

თქვენ იცით ისტორია, რა დატვირთვა ჰქონდა “აზიზიეს მეჩეთს“?
–ვიცი, ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ, არც ერთი აქ არ არის რამე ნაწარმოები, თურქეთთან ასე თუ ისე დაკავშირებული, რომელიც ოშკის ერთ შტოას, ან ბოძს მაინც შეედრებოდეს, თავისი მნიშვნელობით.

ანუ, თურქეთ–საქართველოს შორის მოლაპარაკებები ისევ ძალაშია?
–არ ვიცი, როგორ არის, იმიტომ რომ აი, ამ ჩვენი სრულიად დიდი უმეცრებით და სრულიად გაუგებარი...

ეგება და თურქეთის მხარე შეფერხდა? თქვენ ზუსტად იცით ეს ამბავი?
–არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ აქ თურქეთის მხარეც უყურებს ჩვენს ტელეგადაცემებს და ისმენს, რასაც ვამბობთ.

ტელეგადაცემებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ყველაფერი კარგად არის.
–არა, არ იყო.

ცენტრალურ არხებზე სულ ამაზე იყო საუბარი.
–ისინი სხვა არხებსაც უყურებენ და კიდევ, ეტყობა თავიანთი ადამიანებიც ჰყავთ, რომლებიც ატყობინებენ რაღაცას. მე მაგალითად, რომ მითხრან, ორივე ხელს მოგჭრიო, დავთანხმდებოდი და მით უმეტეს, ერთი ხის მეჩეთის აღდგენა, თუ აზიზიეს მეჩეთის სადღაც დადგმა...

ოშკის გადარჩენა თუ ამ გზით შეიძლება – თუ ფონდი თანხას გამონახავს და თურქული მხარე ოშკის აღდგენაზე უარს არ იტყვის, რად გინდათ ამ “აზიზიეს მეჩეთის“ აშენება?
–მე არ მინდა.

მაპატიეთ, პირადად თქვენ არ მოგმართავთ.
–მე არ მინდა და შეიძლება, არც არავის უნდა, მაგრამ თუ მოლაპარაკებები მიდის ამ გზით, მე უბრალოდ, ვახსენე ეს. ეს მოლაპარაკებები არაფერ კავშირში არ არის იმ სიაში შეტანასთან და შეიძლება საერთოდ, არაფერი ზეგავლენა არ იქონიოს, არც მოლაპარაკებებზე და არც იმაზე.

მე უბრალოდ, ვფიქრობ, რომ იქნებ ეს დაეხმაროს ამ მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვას. იმ მოლაპარაკებებს იცით რა დიდი პლუსი აქვს?! ისინი თანხმდებიან, რომ საქართველოს სახელმწიფომ თავისი თანხით და სპეციალისტებით აღადგინოს ოშკი. იქ რომ რაღაც ფული გამოიყოფა, ეს შეიძლება გადასცენ თურქეთის მხარეს და იმან აღადგინოს.

ირინა გივიაშვილთან ერთად, ქართული მხრიდან კიდევ ვინ იყო ჩართული ოშკის წარდგენის პროცესში?
–მარკუს ბოგიშმა და ირინა გივიაშვილმა, როგორც მეცნიერებმა, წარადგინეს. ჩვენი ცენტრი არის ასე ვთქვათ, ინიციატორი, მაგრამ იქ წარდგენები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, საინიციატივო ჯგუფებიდან შედის და მათ წარადგინეს.

როდესაც მე ჩამოგითვალეთ მთელი რიგი ძეგლებისა, საქართველოში, რომელიც ამ ფონდის დახმარებით გადარჩა დაზიანებას, თუ განადგურებას, მაშინაც იყო სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი, ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და ასე შემდეგ.

ოშკს და იშხანს, რაც შეეხება, მე მგონი აქ საერთოდ, დაფიქრებაც არ ღირს. ამ საქართველოში იმდენი მეჩეთი შენდება, რაღა ოშკი და ის უნდა გავწიროთ, მაინცდამაინც?!

მაგრამ, როგორც თქვენი კოლეგებისგან ვიცი, “აზიზიეს მეჩეთს“ განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რომლის აშენებასაც ჯიუტად მოითხოვენ მაინცდამაინც ბათუმის ცენტრში.
–არ მოითხოვენ ბათუმის ცენტრში აშენებას. მაშინ უნდა იცოდეთ კარგად, როდესაც ამბობთ. იმ ცენტრში ვეღარ ააშენებენ, სადაც ის იდგა და ამაზეც თანახმანი იყვნენ, რომ გარეუბანში აშენებულიყო და არ ჰქონოდა მეჩეთის დატვირთვა. ეს არის თემა, რომელზე ლაპარაკი განსასჯელადაც კი არ ღირს.

იცით, რომ სადაც “აზიზიეს მეჩეთი“ იდგა, იმ ადგილას არსებული სახლების დანგრევას აპირებს მერია?
–არ აპირებს.

და მხოლოდ იმიტომ არა, რომ მარტო “აზიზიეს მეჩეთი“ აშენდეს.
–არ ვიცი, რას აპირებს მერია. გაუთავებლად მესმის რაღაცეები, რომელზეც ვიცი, რომ არავინ არ აპირებს, მაგრამ ვიღაცა ამბობს. გამოთიშეთ ერთი წუთით და რაღაცას გეტყვით.

მერე მითხარით, ახლა დაასრულეთ ფრაზა, თუ შეიძლება.
–ვინ არის ყველაზე უფრო დაინტერესებული იმაში, რომ ჩაიშალოს ეს მოლაპარაკებები.

ვინ არის ამაში დიანტერესებული?
–თუ გამოთიშავთ, გეტყვით.

"ობიექტივი"


READ MORE - მარიამ დიდებულიძე: "10 "აზიზიეს მეჩეთის“ დადგმა ღირს, იმისთვის, რომ ოშკი გადაარჩინო"

ბიძინა ივანიშვილის ახალი ღია წერილი

16:06 12.10.2011
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელსაც ჟურნალი "ღია ბოქლომი" უცვლელად გთავაზობთ:

”სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, მინდა ორიოდე სიტყვა საკუთარ თავზეც გითხრათ.

ჩემი, როგორც ბიზნესმენის წარმატების მთავარი საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს: მე შემიძლია სწრაფად შევაფასო სიტუაცია, მივიღო სწორი გადაწყვეტილება, სწორად შევარჩიო კადრები და კარგი მენეჯმენტის საშუალებით სწრაფად მივაღწიო დასახულ მიზანს.

გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმე სუფთა ხელებით, ადამიანებთან გულწრფელი და გახსნილი ურთიერთობების საფუძველზე უნდა კეთდებოდეს.

ასე ვიცხოვრე, ასე მოვედი აქამდე და ასე მიცნობენ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის დასამტკიცებლად მე გავიხსენებ რამდენიმე დეტალს ჩემი ერთადერთი ინტერვიუდან, რომელიც რუსულ გაზეთ "ვედომოსტს" მივეცი 2005 წელს (იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ვერაფერს გადაჭარბებულს ინტერვიუში ვერ ვიტყოდი, რადგან ელემენტარულ ცდომილებასაც არავინ მაპატიებდა).

ინტერვიუში კარგად ჩანს ჟურნალისტის გამძაფრებული მცდელობა როგორმე მამხილოს რაიმე არაკანონიერებაში, თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ მან ვერაფერს მიაღწია, პირიქით, ამ ინტერვიუში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამოდენიმე რუსეთისა და არამარტო რუსეთის ბიზნესისთვის უპრეცენდენტო მაგალითები, რომლებსაც დღესაც სიამაყით ვიხსენებ. აი, ერთ-ერთი მათგანი:

1998 წელს, როცა რუსეთის სახელმწიფომ დეფოლტი გამოაცხადა, ჩემი ბანკი ერთადერთი იყო იმ უმსხვილესი ბანკებიდან (სხვადასხვა ტიპის საბანკო რეიტინგებში მე-2_მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ფილიალების რაოდენობით მე-2 იყო `სბერბანკის~ შემდეგ), რომელმაც პირნათლად შეასრულა მეანაბრეებთან და ბიზნესპარტნიორებთან ნაკისრი ყველა ვალდებუელბა.

იმავე ინტერვიუში მე ვიხსენებ, რუსეთის მაშინდელი ფინანსთა მინისტრის სიტყვებს ევროპისა და ამერიკის გაწბილებულ ბიზნესელიტასთან შეხვედრისას, სადაც ის ამბობდა თუ როგორ ზეწოლას განიცდიდა მათგან, რომ ასე უხეშად გადააგდეს ისინი, რის შედეგადაც უამრავი ფული დაკარგეს რუსეთში და რომ მის მძიმე პოზიციას როგორ ამსუბუქებდა ერთადერთი პრეცენდენტით, რომელიც ჩემი ბანკის საქმიანობით შეიქმნა.

ამ პრეცენდენტით და არამარტო ამით, მე უმწიკვლო სახელი მაქვს, როგორც რუსეთის, ისე ევროპის და ამერიკის ბიზნესელიტაში. ამიტომაც როდესაც სააკაშვილის აბსოლუტურად არადიპლომატიური, შეურაცხმყოფელი განცხადების შედეგად რუსეთის მთავრობის მისამართით, რუსეთის მთავრობა ისე გაღიზიანდა, რომ საერთაშორისო სამართლისთვის მიუღებელი და გაუაზრებელი ქართვეელბის დეპორტაცია დაიწყო. მაშინაც კი ვერავინ გაბედა ჩემი ბიზნესისთვის ხელის ხლება.

ვფიქრობ, ის გამოცდილება და ის თვისებები, რაც ბიზნესში მრავალწლიანმა მოღვაწეობამ შემძინა, ხელს შემიწყობს სწორად წარვმართო ჩემი საქმიანობა პოლიტიკაშიც.

როგორი მენეჯერი ვარ მე, ამის დასამტკიცებლად თუნდაც ის ფაქტი კმარა, რომ ცხრა წელია რუსეთში არ ჩავსულვარ, მაგრამ ჩემს მიერ აწყობილი ბიზნესსტრუქტურები აბსოლუტურად გამართულად მუშაობენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებები ჯიუტად ცდილობენ რუსულ პოლიტიკასთან მიმაბან და ლამის რუსეთის აგენტად გამომაცხადონ, ვერავინ დამისახელებს ამის დამადასტურებელ თუნდაც ერთ ფაქტს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს.

როგორც ვთქვი, ცხრა წელი რუსეთში არ ვყოფილვარ და ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ზარი ჩემს ტელეფონზე რუსეთის პოლიტიკური წრეებიდან, არ მქონია არცერთი შეხვედრა რუს პოლიტიკოსებთან.

საქართველოს ხელისუფლებას ამის გადამოწმება არ გაუჭირდება, თუმცა მათ ამის გადამოწმებაც არ სჭირდებათ _ მათ ისედაც შესანიშნავად იციან, რომ არანაირი კავშირი არ მქონია და არ მაქვს რუსულ პოლიტიკასთან.

ხელისუფლების მიერ შეთითხნილ ბინძურ ჭორებზე და აბსურდულ ბრალდებებზე თავის მართლებას არ ვაპირებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს _ საქმე, რომელსაც მე წლების განმავლობაში ვაკეთებ საქართველოში, თუ სინდისის ნატამალი აქვს, როგორ შეიძლება რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს დაუკავშიროს ვინმემ?

სად არის აქ ელემენტარული ლოგიკა?

საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, ნათქვამია.

2008 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რის გამოც ამ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე, ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მთელი სიმძლავღით ამუშავდა, წამოვიდა სიბინძურის ნიაღვარი ტელეეკრანებიდან, გაზეთებიდან, დაიწყო მუქარები, შანტაჟი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ _ ჩემს საქმიანობაში შავი ლაქები და ხარვეზები ვერ იპოვეს _ ვერც იპოვნიან მას, რაც ბუნებაში არ არსებობს.

სხვათაშორის, ამ უსაფუძვლო ბრალდებების გასაბათილებლად გამოიცა საკმაოდ დიდი მოცულობის წიგნი, სადაც ამომწურავი პასუხია გაცემული ცილისმწამებლურ და თითიდან გამოწოვილ ბრალდებებზე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჟურნალისტებს ვთხოვ ხელახლა ნუ დაიწყებენ საუბარს იმ თემებზე და ხელახლა ნუ მომთხოვენ პასუხს იმ კითხვებზე, რომელზეც პასუხი უკვე გაცემულია.

და ბოლოს, რადგან გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში.

როგორც ზემოთ ვთქვი, მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს, ყოველთვის ვასრულებ ჩემს სიტყვას და ნაკისრ ვალდებულებას.

რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ!

ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელს ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებას და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ.

ამასთან ერთად იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და ამავე დროს უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევთ მუშაობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მე ძალიან ახლობელ ადამინებსაც არ ვაპატიე, როცა მათ კანონით დაწესებულ ნორმებს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს გადაუხვიეს.

შეცდომების გამოსწორების შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ არავის არ მიეცემა იმის უფლება, რომ საქვეყნო საქმეები თავის პირად ინტერსებს მოარგოს და სხვის ხარჯზე, ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა მოიწყოს.

ვიმეორებ, მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში, რადგან სიტყვა მოგეცით, აუცილებლად მოვალ!


READ MORE - ბიძინა ივანიშვილის ახალი ღია წერილი

ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა

ავტორი ტრიბუნა.ge
01:15 12.10.2011
ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა. როგორც ტრიბუნა.ge-ს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა კახა კოჟორაძემ განუცხადა, ქვეყნის მოქალაქეობის საკითხის ექსკლუზიური გადაწყვეტილების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ვიდრე პრეზიდენტი არ მიიღებს აქტს პირისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ, მანამდე მიიჩნევა, რომ კონკრეტულ პირს მოქალაქეობა არ დაუკარგავს.

„ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შესაბამისი აქტი არ გამოუცია. თუმცა, არსებობს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, რადგან კანონში წერია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი თუმცა, ვიმეორებ, ამასთან დაკავშირებით, პროცედურულად, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს“, - აღნიშნა კოჟორაძემ.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია პრეზიდენტის მიერ შესაბამისი აქტის მიღებასთან დაკავშირებით, რაც საფუძვლიანს ხდის ეჭვს, რომ პრეზიდენტს შესაბამისი ბრძანებულება არ გამოუცია.

პრეზიდენტის ბრძანებულება მას შემდეგ შედის ძალაში, რაც იგი საკანონმდებლო მაცნეში ქვეყნდება. ამ დროისთვის, საკანონმდებლო მაცნეში მსგავსი ბრძანებულება არ გამოქვეყნებულა.

სამოქალაქო რეესტრში კი აცახდებენ, რომ მათ მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რაც იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მათ არ იციან, თუ როდის შეუწყდა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა.

როგორც ტრიბუნა.ge-ს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი მეურმიშვილმა განუცხადა, რეესტრს არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის და რომელი დოკუმენტის საფუძველზე შეუწყდა მოქალაქეობა ივანიშვილს.

მეურმიშვილმა იუსტიციის სამინისტროში გადაგვამისამართა და აღნიშნა, რომ სწორედ სამინისტრომ გაავრცელა ივანიშვილის შესახებ განცხადება.

ტრიბუნა. ge-მ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ, პრესსამსახურმა ჩვენს სატელეფონო ზარებს საათების განმავლობაში არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ ჩატარებულ მოკვლევაზეა დაფუძნებული.

განცხადების მიხედვით კი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის.

„რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.


READ MORE - ბიძინა ივანიშვილი კვლავ საქართველოს მოქალაქეა

ირაკლი ალასანია: ქართველი ხალხი ვამაყობთ სომხეთთან ძმური ურთიერთობებით

23:00 11.10.2011
ერთიანობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველო–სომხეთის მომავალი ურთიერთობები – ამ თემებზე "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტევიუ მისცა გავლენიან სომხურ ინტერნტ პორტალს 1in.am. ჟურნალი "ღია ბოქლომი" გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.

–ბატონო ირაკლი, რას იტყვით სომხეთის და საქართველოს ამჟამინდელ და მომავალ ურთიერთობებზე, დღეისთვის რაიმე პროგრესი თუ შეინიშნება?
მე მჯერა, სომხეთის და საქართველოს ძმური ურთიერთობების. სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, ვფიქრობ კიდევ უფრო გაძლიერდება. სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ინტერესებს. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები... აგრეთვე საჭიროა ჩვენი საერთო ინტერესების ბალანსი. რეგიონის უსაფრთხოებამ განიცადა გარკვეული ცვლილებები, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. გვჯერა, რომ თანამშრომლობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. ზოგადად, ეს კონფლიქტების მოგვარების წინაპირობა იქნება. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ!

ჩვენ, ქართველი ხალხის, ვამაყობთ ისტორიული, ძმური ურთიერთობებით სომხეთთან. მოხარულები ვართ, რომ სომხები ცხოვრობენ თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. მინდა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, მათ უნდა იგრძნონ, თანაბარი თანამოქალაქეობა და მიიღონ მონაწილეობა ქართული სახელმწიფოს შექმნაში.

–ქართული ოპოზიცია, მათ შორის თქვენი პარტიაც, ეწინააღმდეგებოდა კანონს რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, რომელიც უფრო მეტ უფლებებს ანიჭებს სომხურ ეკლესიას. საქართველოში ცოტა ხნის წინ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა, მიუხედავად დიდი ოპოზიციური წნეხისა, მაინც მიიღოს კანონი. როგორ ახსნით თქვენს უთანხმოებას?
ჩვენი პარტია ზოგადად კანონის წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ პარლამენტის მიერ კანონის მიღების პროცესი არ იყო სწორი. სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სამი დღის განმავლობაში იქნა დამტკიცებული ძალიან მნისვნელოვანი კანონი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არ მიეცათ მონაწილეობის მიღების საშუალება. ამიტომ ვიყავით წინააღმდეგი. დემოკრატიული თვალსაზრისით კანონი უნდა იქნეს კარგად განხილული დებატების გზით, რაშიც სომხურ და ქართულ ეკლესიებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა...

–საქართველოს პრეზიდენტი სწორი არ არის სომხეთთან დამოკიდებულებაში. არასწორი იყო მისი შეხვერდა ვარშავაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან...
ვფიქრობ, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ: სომხებმა ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა უნდა დავიწყოთ ფიქრი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც არსებობს რეგიონში. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში არის ორ ქვეყანას შორის დიალოგი. აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევაც, მაგრამ სამივე ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და ეს აყოვნებს პროცესებს...

–თქვენი აზრით, ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი?
მაგალითად საქართველომ, მაგრამ სააკაშვილის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან რეალური მოლაპარაკების რესურსი სააკაშვულს არ აქვს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, საგარეო პოლიტიკის მთავარი პრობლემა არის ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან. უნდა დავიწყოთ დიალოგი! ჩვენ საერთო ენას მოვძებნით, აფხაზებთან და ოსებთან ერთად. წარმატება, ამ მოლაპარაკებებში, იქნება მაგალითი რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის, ასევე მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხშიც...

–ბატონი ირაკლი, როგორ შეაფასებთ თქვენი პარტიის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?
ამჟამად ჩვენ გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან საქართველოს სხვა–დასხვა რეგიონებში. ყველას უნდა ცვლილებები. გვჯერა, რომ არსებობს რესურსი შეიცვალოს სააკაშვილი და მისი პარტია. თბილისის მერის არჩევნებში პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ძალიან ახალგაზრდა იყო, მიუხედავად ამისა მოვიპოვეთ 20 პროცენტი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში ძლიერი წარმომადგენლობა გვექნება...

ანგელა ხაჩატურიანი | 11.10.2011


READ MORE - ირაკლი ალასანია: ქართველი ხალხი ვამაყობთ სომხეთთან ძმური ურთიერთობებით

საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური ჯგუფი პატრიარქს შეხვდა

ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:06 11.10.2011
საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა, სხვადასხვა დარგის მეცნიერ–სპეციალისტთა, საერთაშორისო სამართლის ექსპერტთა და ჟურნალისტთა ჯგუფი გუშინ, 9 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II–ს შეხვდა და ერთობლივი მიმართვა გადასცა. საქმე ეხება სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულ საგანძურს, რომელიც მეოთხე თვეა კონტეინერებშია მოთავსებული.

მის უწმინდესობასთან შესახვედრად მისულები იყვნენ: საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლალხორის“ თავმჯდომარე მირონ ფირცხელანი; საერთაშორისო სამართლის ექსპერტი თეა წულუკიანი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ–თანამშრომლები – თამარ იმნაძე და მანანა კვაჭაძე; “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლები: სოსო მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე, ლილი ხურითი და მედია-კავშირ “ობიექტივის“ ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი.
უცვლელად გთავაზობთ ერთობლივი მიმართვის ტექსტს, რომელიც ზემოხსენებულმა ჯგუფმა მის უწმინდესობას გადასცა:

“უწმიდესო და უნეტარესო! მოგეხსენებათ, რომ მრავალი წელია საკამათო და სადაოა მუზეუმებში დაბრძანებული საეკლესიო სიწმიდეები (ჭედური და ფერწერული ხატების, სახარება–ოთხთავების) და სხვა საეკლესიო ქონების ორმხრივი მართვის და დაქვემდებარების საკითხი.

მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებისა (ეგრეთ წოდებული კონკორდატისა), დღემდე გადაუწყვეტელია ხსენებული სიწმიდეების ეკლესიისთვის ოფიციალურად გადაბარება.

სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული შეთანხმების მერვე და მეცხრე მუხლების თანახმად:

მუხლი 8
1.“სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).

2. ზემოაღნიშნული საეკლესიო საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (წმიდა ნაწილებისა და წმიდა რელიკვიების გარდა).

მუხლი 9
1. სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.

2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამტკიცებს დამატებით წესებს მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძურის სარგებლობის შესახებ, ასევე კულტურულ-ისტორიული ღირებულებების მქონე ტაძრების აღდგენის, რესტავრაცია-კონსერვაციის ან მოხატვის პროექტებს“.

მიგვაჩნია რომ სახელმწიფომ შეთანხმების ზემოხსენებული მუხლები არასრულად შეასრულა, კერძოდ: ა)ეკლესიას არ გადასცა მუზეუმებში და მის საცავებში დაბრძანებული სიწმიდეების აღნუსხვის აქტები, რითაც უნდა დაზუსტებულიყო ეკლესიის კუთვნილი ქონება; ბ)სახელმწიფო მის დაქვემდებარებაში არსებული სამუზეუმო კონტიგენტის მეშვეობით, ეკლესიის დაუკითხავად ახორციელებს მუზეუმებში არსებული სიწმიდეების საზღვარგარეთ (და ქვეყნის შიგნით) სხვადასხვა დანიშნულებით გატანას, რესტავრაცია–აღდგენას, შენახვის ნორმებისა და პირობების დადგენას; გ)ეკლესიას მუზეუმებში დღემდე არ ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი.

ყოველივე ზემოთ ჩამოყალიბებული ხარვეზების გამოსასწორებლად აუცილებელია შეიქმნას სამმხრივი (სახელმწიფო, ეკლესია, საზოგადოება) კომისია, კომპეტენტური სპეციალისტების შემადგენლობით. კომისიამ უნდა უზრუნველყოს ა, ბე და გე პუნქტებით მოთხოვნილი საკითხების დარეგულირება.

სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის და საზოგადოების მიმართ დაშვებულ ყველაზე უხეშ მაგალითს წარმოადგენს სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ამჟამინდელი მდგომარეობა – მუზეუმში დაცული სიწმიდეები ქუჩაში გამოიტანეს, ხოლო მუზეუმს ანგრევენ.

მიგვაჩნია რომ ზემოხსენებული კომისიის მეშვეობით სასწრაფოდ უნდა მოხდეს ე.წ. კონტეინერებში განთავსბეული სიწმიდეების ნორმალურ პირობებში მოთავსება (ამ ეტაპზე ალბათ, უპრიანი იქნება სიწმიდეების მესტიის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაბრძანება). სხვა შემთხვევაში აღნიშნულ სიწმიდეებს საფრთხე ემუქრება.

თუ სახელმწიფო (კერძოდ, მუზეუმების ხელმძღვანელობა) ამ პირობებზე არ წამოვა, ეკლესიამ და საზოგადოებამ უნდა აღძრან სარჩელი, როგორც ადგილობრივ სასამართლო ინსტანციებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ჩვენ არა გვაქვს უფლება მომავალ თაობებს დავუკარგოთ ჩვენი წინაპრების მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი და დაცული კულტურული მემკვიდრეობა. მის შესანარჩუნებრლად საზოგადოების ყველა წევრი და მათ შორის ჩვენი ორგანიზაციები ბოლომდე იბრძოლებენ.
უწმიდესო და უნეტარესო, გთხოვთ, ჩვენი მიმართვა სინოდის წევრებთან ერთად, რაც შეიძლება უახლოეს დროში განიხილოთ. ჩვენ, მრავალათასიანი მრევლის თანხლებით მზად ვართ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად თქვენს გვერდზე დავდგეთ“.

"ობიექტივი"


READ MORE - საგანძურის გადასარჩენად შექმნილი სპეციალური ჯგუფი პატრიარქს შეხვდა

33 წლის მომაკვდავი პატიმრის და უფლებადამცველებს დახმარებას სთხოვს

ავტორი ნინო მიქიაშვილი
15:25 11.10.2011
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თამარ ონიანის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე დიდწილად დამოკიდებული იქნება 33 წლის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გადარჩენა – ხვალ, 11 ოქტომბერს თამარ ონიანი განიხილავს მომაკვდავი პატიმრის, ზაქარია ქიტიაშვილის საქმეს, რომელიც ამჟამად ქსნის ტუბზონაში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

მსჯავრდებულ ზაქარია ქიტიაშვილის მდგომარეობის ირგვლივ “ობიექტივი“ შეხვდა და ესაუბრა პატიმრის დას, მანანა ქიტიაშვილს და ადვოკატ მამუკა ნოზაძეს. ისინი უფლებადამცველებს პატიმრის გადარჩენაში დახმარებას სთხოვენ.

33 წლის ზაქარია ქიტიაშვილს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იგი სასჯელს 2006 წლიდან სხვადასხვა დაწესებულებებში იხდის. 2009 წელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუმატეს, უკანონო ნივთის, კერძოდ, ტელეფონის შენახვის გამო. ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადების გამო, მსჯავრდებული 2010 წელს ქსნის ტუბზონაში გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება.

ევროპულ სასამართლოში გასაგზავნი სარჩელის მომზადების მიზნით და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ქიტიაშვილის ოჯახმა ადვოკატ მამუკა ნოზაძეს მიმართა, რომელიც ქიტიაშვილის დაცვის საქმეში 2008 წლიდან ჩაერთო.
“ამ დროისთვის ზაქარია ქიტიაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და რუსთავის N6 საპყრობილე შესაბამის რეაგირებას არ ახდენდა, ანუ პატიმარს არ მკურნალობდნენ. არაერთი საჩივრის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში ზაქარია ქიტიაშვილი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას არ ჩაუტარეს სრულფასოვანი გამოკვლევა, მკურნალობა და ერთი კვირის შემდეგ ისევ რუსთავის N6 საპყრობილეში მიაბრუნეს. იმავე თვეში, აგვისტოში ევროპულ სასამართლოს საჩივრით მივმართე, მის უდანაშაულობასთან და წამების ფაქტთან დაკავშირებით“, – ამბობს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

მისივე განმარტებით, ევროპულმა სასამართლომ საქმის განხილვა 3 თვის შემდეგ დაიწყო და 2009 წელს დაასრულა. ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას პატიმრის ოჯახი და ადვოკატი დღედღეზე ელოდებიან.

პლუს ამას, გასულ წელს, ზაქარია ქიტიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, მისმა ოჯახმა და ადვოკატმა ხელშეკრულება გააფორმეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, რომლის დასკვნის საფუძველზე, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსამართლე რომან ხორავამ სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა – მოსამართლე მზია ლომთათიძემ, პირველი ინსტანციის განჩინება ძალაში დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ევროპულ სასამართლოში მორიგი საჩივარი გაგზავნა.

“2011 წლის ივლისში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 სარჩელი შევიტანე. პირველი სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა – ზაქარია ქიტიაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში სრულიად ჯანმრთელი შევიდა და იქ დაავადდა. მოსამართლე თეა თადაშვილმა ამ სარჩელზე გადაწყვეტილება 20 სექტემბერს გამოიტანა – სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ველოდები, რის შემდეგაც 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებ.

მეორე სარჩელი ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს ეხება და მოპასუხე სასჯელაღსრულების დეპარტამენტია. ვითხოვთ დეპარტამენტს დაევალოს მსჯავრდებულისთვის ექსპერტიზის ჩატარება და ამის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვა, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი ხვალ, 11 ოქტომბერს გაიმართება – საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, თამარ ონიანი განიხილავს“, – გვითხრა ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ.

მისივე თქმით, 13 ოქტომბერს დანიშნულია მთავარი სხდომა – თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატ მამუკა ნოზაძის მესამე სასარჩელო მოთხოვნას განიხილავს, მსჯავრდებულ ზაქარია ქიტიაშვილის სამოქალაქო ტიპის სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას 13 ოქტომბერსვე გამოიტანს.
“რადგან ზაქარია ქიტიაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ამ ყველაფრის პარალელურად მცხეთის რაიონულ სასამართლოს სასჯელის გადავადების შუამდგომლობით ხელმეორედ მივმართე. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ჩემი შუამდგომლობა უკანონოდ გადაუგზავნა გორის სასამართლოს, გორმა გარდაბანს და თუ გადაგზავნები ასეთი ტემპით გაგრძელდება, ჩემმა შუამდგომლობამ შესაძლებელია მთელი საქართველო მოიაროს, ხოლო ამასობაში ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდეს.

თავად ვეღარ მოდის ტელეფონთან. პერიოდულად პატიმრები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ზაქარია ქიტიაშვილი გაშავებული წევს, კვდება ადამიანი. სამართლებრივი კუთხით ყველანაირი რესურსი ამოწურულია. ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ უფლებადამცველებს – აიმაღლეთ ხმა და დაიცავით 33 წლის ზაქარია ქიტიაშვილის სიცოცხლე, რათა იგი არ გახდეს ხელისუფლების უკანონო ქმედებების მორიგი მსხვერპლი“, – აცხადებს მამუკა ნოზაძე.
ადვოკატთან ერთად უფლებადამცველებს დახმარების თხოვნით მიმართავს პატიმრის და, მანანა ქიტიაშვილი:

“უპირველესად მივმართავ მედია–კავშირ “ობიექტივის“ ხელმძღვანელს, ირმა ინაშვილს და “წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარეს, დავით თარხან–მოურავს – გთხოვთ, ქმედითად ჩაერიოთ ჩემი ძმის სიცოცხლის გადარჩენაში და მისი მდგომაროება შეატყობინოთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ევროსტრუქტურებს.

დახმარების თხოვნით ასევე მივმართავ უფლებადამცველებს და ვიმედოვნებ, რომ შერჩევით არ იმოქმედებენ, ჩემის ძმის უფლებების დაცვასთან მიმართებაში“.

"ობიექტივი"

READ MORE - 33 წლის მომაკვდავი პატიმრის და უფლებადამცველებს დახმარებას სთხოვს

ბიძინა ივანიშვილი – კარგი ოლიგარქი და ქართული პოლიტიკის ბოლო იმედი

20:06 10.10.2011
ბიძინა ივანიშვილის შესახებ, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ გასულ კვირას ღიად განაცხადა, ჟურნალმა Prospect-მა 2010 წლის 21 ივლისს ვენდელა სტივენსონის ვრცელი სტატია, სათაურით - „კარგი ოლიგარქი“ გამოაქვეყნა. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, სტატიის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

„მან ქონება რუსეთში იშოვა და მერე მშობლიურ სოფელში დაბრუნდა საცხოვრებლად. მას იშვიათად ხედავენ, მაგრამ მისი სულგრძელობა უსაზღვროა. ვინ არის ეს იდუმალი ქართველი მილიარდერი?

მთის წვერზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისს გადმოჰყურებს, ლითონითა და გლუვი ბეტონით ნაგები სასახლე დგას. მისი კოშკურები ალუმინის გისოსებშია გახვეული, ხოლო ეზოში ჰენრი მურისა და ანიშ კაპურის სკულპტურებია მიმობნეული. ერთ მხარეს ვერტმფრენის ასაფრენი ბილიკია. მის უკან ცისფერწყლიან საცურაო აუზში ასფუტიანი ჩანჩქერის ერზაცი ეშვება, რომელიც მეზობელი ბოტანიკური ბაღების ხევს ავსებს. ეს ბაღები საჯაროა, მაგრამ მოხეტიალე დამთვალიერებლებს ფრთხილად აკავებენ ხეებს შორის მიმალული, შავ უნიფორმაში გამოწყობილი მცველები.

როდესაც თბილისში პირველად 1998 წელს ჩავედი, ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მმართველობის სტაგნაციურ, პირქუშ ეპოქაში, სასახლე ჯერ კიდევ უზარმაზარ მშენებარე ობიექტს წარმოადგენდა, ხარაჩოებით დაფარულს – უჩვეულო ხედი საქართველოსთვის. ერთხელ ჩემს მეგობარს კახას ვკითხე, რა შენდება-მეთქი. „ააა, ბიზნესმენი აშენებს ბიზნესცენტრს“ – მითხრა მან ბუნდოვნად. სხვა არავინ არაფერი იცოდა.

საქართველოდან 2001-ში წამოვედი, მაგრამ ძალიან ხშირად ვბრუნდებოდი იქ მეგობრების სანახავად და სტატიების დასაწერად. სასახლის მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა და მერე ისევ დაიწყო. 2003 წლისთვის შევარდნაძე, მოხუცი, დაღლილი კაცი იყო, თეთრი თმების შარავანდედით, კორუმპირებულ მთავრობასა და მომაკვდავ ეკონომიკას ედგა სათავეში. თბილისში სინათლე დღეში მხოლოდ ოთხი საათით მოდიოდა. მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც სადავო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა. 2004 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის შეუპოვარი, ახალგაზრდა და ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც განათლება დასავლეთში ჰქონდა მიღებული, ხმების 96%-ზე მეტით პრეზიდენტად აირჩიეს. „მიშა! მიშა! მიშა!“ სკანდირებდა ხალხი და წითელ ვარდებს აფრიალებდა. სინათლე მყისიერად აინთო. აღმოჩნდა, რომ ძველი რეჟიმი საქართველოს ელექტროენერგიას თურქეთსა და სომხეთში ჰყიდდა. სააკაშვილმა ეკონომიკა თავისუფალი ბაზრის საფუძვლებამდე დაიყვანა და ინვესტიციებიც წამოვიდა: ახალი მაღაზიები, რესტორნები, სასტუმროები.

ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ფიცი დადო, მე და კახა ახლად გახსნილ სამების საკათედრო ტაძარს ვეწვიეთ, ყველაზე დიდ ტაძარს საქართველოში. იმ ღამეს ის ისე იყო განათებული, როგორც პროჟექტორის სხივში მოხვედრილი გიგანტური საქორწილო ნამცხვარი. გაოცებული შევყურებდი გუმბათოვან ინტერიერს და ერთი კითხვა მიჩნდებოდა – ვინ გადაიხადა ამდენი. „ქართველმა ბიზნესმენმა, ალბათ“ – მიპასუხა კახამ – „მაგრამ არავინ იცის, ვინ“.

მისი სახელი ნელ-ნელა გაისმა, გაისმა როგორც კაფეში ჩურჩულით მოარული ჭორი: ბიძინა ივანიშვილი და სახელთან ერთად გამოჩნდა მისი ბიოგრაფიის მკრთალი კონტურებიც: ღარიბი ქართველი ბიჭი, ღარიბი ქართული სოფლიდან მოსკოვს გაემგზავრა და იქ მილიარდერად იქცა.

უცებ გავაცნობიერე რომ ივანიშვილი იდეოლოგიების საბურველში გავხვიე – ქრისტიანი, კომუნისტი, კაპიტალისტი – არადა, ის არც ერთი ყოვლისმომცველი ფილოსოფიის მიმდევარი არ ყოფილა, უბრალოდ ფილიმონივით საქართველოდან წავიდა, გამდიდრდა და სახელი გაითქვა და ფილიმონივით დაბრუნდა შინ. ის თავისი ბავშვობის მიწამ და მტვერმა ჩამოაყალიბა. მერე კი გარდამტეხი სიმდიდრის დილემებთან მოუხდა ბრძოლა, მაგრამ როგორც სჩანს ეს სიმდიდრე, მან ძირითადად შინ დაბრუნების საშუალებად გამოიყენა.

ghia boqlomi | foreignpress.ge | tribuna.ge

READ MORE - ბიძინა ივანიშვილი – კარგი ოლიგარქი და ქართული პოლიტიკის ბოლო იმედი

კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური შველას ითხოვს!!!

ავტორი ნინო მიქიაშვილი
13:51 08.10.2011
“ობიექტივი“ სამი დღე იმყოფებოდა მესტიაში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი თვალით ვნახეთ და ფოტოაპარატით გადავიღეთ როგორ არის მტვერში გახვეული კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური, რომლის სიახლოვეს (15–20 მეტრში) მძიმე ტექნიკა მუშაობს – უკანა მხრიდან გზა გაჰყავთ და ორმოებში ყრიან “კამაზებით“ მიტანილ უზარმაზ ლოდებს, ხოლო წინა მხრიდან სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმს ანგრევენ.

ასევე ვნახეთ და გადავიღეთ 12 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი: იუსტიციის სახლი, პოლიციის და გამგეობის შენობები და ზუგდიდი–მესტიის გზის მონაკვეთი. გამგეობისა და პოლიციის შენობებში ხარაჩოებია და დღემდე სამუშაოები მიმდინარეობს. იუსტიციის სახლზე მუშაობა 4 ოქტომბერს, გვიან საღამოს დასრულდა. ახლადგახსნილ გზაზე კი, ლამის ყოველ მოსახვევში, ასფალტი აყრილია და კლდიდან უზარმაზარი ლოდებია ჩამოყრილი.

რომ არა სხვადასხვა რაიონებიდან, ქალაქებიდან ჩამოყვანილი ადამიანების დახმარება, რომლებიც მესტიის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, ვერ ვიპოვიდით და გადავიღებდით დაფას, რომელზეც ჩანს უცნაური სამსართულიანი შენობა და რომელიც პოეტ ერეკლე საღლიანის თქმით, ქვეწარმავალივითაა დაგრაგნილი. სწორედ ეს შენობა დაიკავებს ისტორიული მოედნის, იგივე სეტის ადგილს. ჯერ მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი. გვითხრეს, რომ მშენებლობის დასრულება ახალ წლამდე უნდა მოასწრონ.

მესტიაში ყოფნისას შევხვდით და ვესაუბრეთ: სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორს; იმ კომპანიის ბრიგადირს, რომელიც მუზეუმის შენობის დემონტაჟს ახორციელებს და ადამიანს, რომელიც ხელმძღვანელობს მესტია–უშგულის შემოვლითი გზის მშენებლობას.

ჩვენ ასევე შევხვდით და ვესაუბრეთ არაერთ მესტიელს და მათ შორის იმ ოჯახების წევრებს, რომელთა ეზოებზეც ახალი გზა გაივლის. მესტიელები აპროტესტებენ მესტიის ისტორიული მოედნის, ეგრეთ წოდებული სეტის განადგურებას და მის ნაცვლად გაურკვეველი დატვირთვის მქონე მშენებლობას. მესტიელები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მათი უფლებები ილახება – მშენებლობებზე ადგილობრივებს არ ასაქმებენ; ადგილობრივი პოლიციელები კი სამეგრელოდან ამოყვანილი სამართალდამცავებით ჩაანაცვლეს.

მესტიაში ყოფნისას “ობიექტივის“ მასპინძელი და მეგზური იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლალხორის“ თავმჯდომარე, მირონ ფირცხელანი. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მირონ ფირცხელანმა “ლალხორის“ სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა და “ობიექტივის“ სტუდიაში პრესკონფერენცია მოაწყო – “ლალხორი“, რომელიც ზემო, ქვემო და აფხაზეთ-სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ არის დაარსებული, მოითხოვს კონტეინერებში ჩამწყვდეული სიწმიდეების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაბრძანებას.

სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ეგრეთ წოდებული მასშტაბური რეკონსტრუქცია 5 ოქტომბრიდან განახლდა. კომპანია “ზიმოს“, რომელიც სამუშაობს აწარმოებს, მხოლოდ ნგრევის პროექტი აქვს; მათთვის არავის მიუცია ის პროექტი, რომლის მიხედვითაც შენებას დაიწყებენ. გამომდინარე აქედან, კომპანია “ზიმოს“ წარმომადგენლებისთვის უცნობია მუზეუმის კედლები ბოლომდე უნდა დაანგრიონ, თუ დატოვონ. მათ იციან მხოლოდ ის, რომ მუზეუმის შენობა 23 ნოემბერს უნდა ჩააბარონ. მუზეუმის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები “ზიმომ“ გაზაფხულიდან ისე დაიწყო, რომ მათთან ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებიათ.

სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმს მაისში სახურავი ნაწილობრივ გადახადეს. ამ დროს ექსპონატები და სიწმიდეები შენობაში იყო. კომპანია “ზიმოს“ ბრიგადირის, შმაგი მესხიშვილის თქმით, სვანეთის მუზეუმს სახურავი გადახადეს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის, ნინო კიტოვანის მითითებით:

“ქალბატონმა ნინომ მითხრა გადახადეთ, იქ არაფერი გვაქვსო და ერთი ნაწილი გადავხადეთ. მუზეუმის აქაურ ხელმძღვანელს არაფერს ეკითხებოდნენ. ცხრა კომისია იყო ჩამოსული. ადგილობრივ თანამშრომლებსა და კომისიის წევრებს შორის ჩხუბი და ომი იყო. ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით“.

შმაგი მესხიშვილი ამბობს, რომ მუზეუმის შენობის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება 23 ნოემბრისთვის უნდა დაასრულონ. ცნობისთვის, კომპანია “ზიმომ“ მესტიის იუსტიციის სახლის მშენებლობა 4 ოქტომბერს დაასრულა; ხუთში დილით, მძიმე ტექნიკა მუზეუმის ეზოში გადაიტანეს და სამუშაოები განაახლეს. “1 000 კაცი გვყავდა და გვყავს კიდეც. სადაც როდის არის საჭირო, იმ დროს ვმუშაობთ“, – გვითხრა “ზიმოს“ წარმომადგენელმა, რომელიც ფიქრობს, რომ გარე ფასადის მოპირკეთება და შენობის გადახურვა 23 ნოემბრამდე უპრობლემოდ მოესწრება.

მიმდინარე წლის აპრილში, სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას მითითებით აპირებდნენ სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სიწმიდეების პოლიციის შენობაში გადატანას, მაგრამ მუზეუმის რიგითი თანამშრომლების მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ, ამის გაკეთება ვერ გაბედეს. სამწუხაროდ, ვერ ვასახელებთ იმ სარწმუნო წყაროს ვინაობას და თანამდებობას, ვინც “ობიექტივს“ ეს ინფორმაცია მესტიაში ყოფნისას მოაწოდა.

როგორც სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორმა, რუსუდან ქოჩქიანმა გვითხრა, იქ დაცული საგანძური კონტეინერებში 28 ივნისს გადაიტანეს. ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპონატების ერთი ნაწილიც კონტეინერებშია, მეორე ნაწილი კი მუზეუმის ეზოში არსებულ გარაჟში და იქვე მცხოვრები ერთ–ერთი ოჯახის საწყობშია დაბინავებული.

რუსუდან ქოჩქიანი ირწმუნება, რომ საგანძური იტალიიდან ჩამოტანილ სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული. თუ ახლოს მიხვალთ, ნახავთ, რომ ესაა ე.წ. სენდვიჩისგან შეკრული კონტეინერები, ჩინური წარწერებით (ალუმინის თხელ ფირფიტებს შორის მოთავსებული 5 სანტიმეტრი სიგანის “ზღვის ქაფია“ მოთავსებული). კონტეინერები შიფერითაა გადახურული.

მასში შესვლის და იქაურობის დათვალიერების უფლება მოგვცეს. კონტეინერებში მოთავსებული ჩვენი სიწმიდეები სამპირ ქაღალდშია შეფუთული და დასკოჩილი. მუზეუმის კურატორი ამბობს, რომ გერმანიიდან გამოწერილი ეს ქაღალდები სიწმიდეებს დაიცავს ნესტისგან, ყინვისგან, სიცხისგან და თქვენ წარმოიდგინეთ, ვიბრაციისგან.

კონტეინერების იმ ნაწილში, სადაც ოთხთავები, ხატები და ჯვრებია დაცული, სპეციალური აპარატია დამონტაჟებული, რომელსაც ტემპერატურის მარეგულირებელი ფუნქცია აკისრია. მუზეუმის კურატორის განმარტებით, ეს აპარატურა კონტეინერებში ჩამწყვდეულ ჩვენს საგანძურს, გერმანიიდან გამოწერილ ქაღალდებთან ერთად დაიცავს ყველანაირი სიცხისგან და ყინვისგან. მათ არ უნახავთ და ბუნებრივია, ვერც ჩვენ გვაჩვენეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ სპეციალური აპარატის ინსტრუქცია.

მუზეუმის ეზოში მოთავსებული კონტეინერები რამდენიმე ადგილასაა დახვრეტილი, რომ ჰაერმა იმოძრაოს. ნახვრეტებს ნეილონის ფარდის ნაჭრები აქვს მიკრული, რომ შიგნით მწერები არ შეფრინდნენ.

რუსუდან ქოჩქიანის თქმით, მუზეუმის ეზოს გარკვეულ მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოები ყოველგვარი ახსნა–განმარტებების გარეშე დაიწყეს. 3 ოქტომბერს დილით, იქ დასაქმებულ ადამიანებს ვკითხეთ რა ბედი ეწეოდა კონტეინერებს, რომელთა სიახლოვესაც სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ მოგვიგეს – “ამ კონტეინერებში ისინი ცხოვრობენ, რომლებიც მუზეუმის დემონტაჟზე მუშაობენ. ალბათ, ამ კონტეინერებს აიღებენ და სხვა ადგილას გადადგამენ“.

4 ოქტომბერს შევხვდით და ვესაუბრეთ შ.პ.ს. “ნიუ ენერჯის“ სამუშაოთა მწარმოებელს, დავით ეტიაშვილს. მან გვითხრა, რომ გზის სამშენებლო სამუშაოები 14 სექტემბერს დაიწყო. მასაც არ ჰქონდა წარმოდგენა რა იყო მოთავსებული კონტეინერებში. მისი თქმით, ახალი გზა 25 ოქტომბერს უნდა ჩააბარონ.

“ეს არის შემოვლითი გზა. პროექტის სახელია “მესტია – შემოვლითი გზა“. ჩვენი ფირმა არის ქვეკონტრაქტორი, ხოლო კონტრაქტორია კომპანია “ზიმო“. ამ გზის სიგანე 7 მეტრი იქნება, სიგრძე 635, რომელშიც შედის 70–მეტრიანი ხიდი. ეს შემოვლითი გზა მესტიის ცენტრში უშგულისკენ და თეთნულდისკენ მიმავალი ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას შეამცირებს“, – გვითხრა დავით ეტიაშვილმა.

ამ ახალი გზის მშენებლობის გამო 7 მოსახლეს ეზოები ჩამოაჭრეს. თითოეულ მათგანს კვადრატულ მეტრ მიწაში 15 ლარი გადაუხადეს. ამბობენ, რომ ეს მათი სურვილის წინააღმდეგ მოხდა, რომ მილიონადაც არ დათმობდნენ ეზოებს, მაგრამ დათმეს, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. შედარებით ნაკლები, კვადრატულში 10 ლარი მისცეს იმათ, ვის ნაკვეთებშიც გადის ახალი გზა.

მესტიელები ძალიან განიცდიან ისტორიული მოედნის, იგივე სეტის განადგურებას, რომელსაც ახლა ირონიანარევი ხუმრობით “მესტიის პიაცას“ ეძახიან:

“ცენტრი, სადაც მთელი სვანეთი იკრიბებოდა, გაანადგურეს და ჩვენთვის გაურკვეველია რის აშენებას აპირებენ. უკაცრავად და საქონელი და ადამიანი, ყველა ერთნაირად ვართ შეწუხებული. გზაზე გავლა ჭირს, ყველაფერი გადათხრილია, ყველგან “კანაოებია“. საქონელი შემოვლითი გზით უნდა ატარო, ან სახლში დაამწყვდიო. აქ ძალიან ჭირს ცხოვრება. ყველანაირ “სიკეთესთან“ ერთად ახლა მრიცხველებს გვიყენებენ და ელექტროენერგიის გადასახადის დაწესება უნდათ. ადგილობრივების უდიდესი უმრავლესობა დაუსაქმებლები ვართ. გაფცქვნილია მთელი სვანეთი. ელექტროენერგიის გადასახადს ვერ გადავიხდით და ალბათ, ტყის მასიური ჭრა დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის წყალსაცავისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამო, საერთაშორისო ორგანიზაცია “კიოტოს“ ნორმების თანახმად (ეს ორგანიზაცია იცავს წყალსაცავის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებს), რომლის წევრიც არის საქართველო, ზემო სვანეთი წლების განმავლობაში გათავისუფლებული იყო ელექტროენერგიის გადასახადისგან.

5 ოქტომბერს მესტიის ცენტრალური გზა ერთი საათით ჰქონდა გადაკეტილი დაახლოებით 150–მდე მესტიელს. ისინი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე პოლიციელებმა გადაიყვანეს, რომლებსაც მეგრული აქცენტი ჰქონდათ. ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ვინაობა და თანამდებობები არ დაასახელეს.

აქციის მსვლელობა დიქტოფონით ჩავიწერეთ და ფოტოაპარატით გადავიღეთ. აქციის მიმდინარეობას და განსაკუთღებით აქტიურ მესტიელებს პატარა კამერით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაციც იღებდა. ადგილობრივების განმარტებით, ეს იყო მესტიის პროკურორი, რომელიც სამეგრელოში ცხოვრობს.

მესტიელებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: გამრიცხველიანების პროცესის შეჩერება, საგანძურის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადატანა და ადგილობრივების უფლებების დაცვა. გზის გადაკეტვამდე ისინი სპორტული კომპლექსის დარბაზში იყვნენ შეკრებილები და იქ ელოდნენ “ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი ხალხთან არ მივიდნენ, რასაც მოჰყვა გზის გადაკეტვა.

მესტიელები შაბათს, 8 ოქტომბერსაც შეიკრიბებიან. უახლოეს დღეებში კი თბილისში დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება, რომელზეც მოიწვევენ საპატრიარქოს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებს, რესტავრატორებს, ხელოვნებათმცოდნეებს და იმსჯელებენ კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძურის უსაფრთხო ადგილას გადატანის შესახებ. კონფერენციის მოსამზადებელი პირველი სამუშაო შეხვედრა შაბათს 12 საათზეა დანიშნული. ამ წუთისთვის 400–მდე ხელმოწერაა შეგროვებული, სიწმიდეების მესტიის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადატანის მოთხოვნით.

| 5 ოქტომბერი, აქცია მესტიაში. |



| სიწმინდეების მიმდებარე ტერიტორია |

| პოლიციის ზარ–ზეიმით გახსნილი შენობა |

"ობიექტივი"


READ MORE - კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური შველას ითხოვს!!!

ილია ჩაჩიბაია: „როდესაც გვაქვს ერთი მიზანი, ხელთ არსებული იარაღი უნდა გავაერთიანოთ“

ავტორი "ობიექტივი"
19:06 07.10.2011
“თუ ბიძინა ივანიშვილს, ამბიციების გარეშე, რეალურად სურს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, ამას რა თქმა უნდა მივესალმები, თუმცა ვერ ვიტყვი რომ გამახარა მისმა დღევანდელმა განცხადებამ. გასაგებია რომ მედია არის ზეწოლის ქვეშ, არის კონტროლირებადი, ან უბრალოდ არ აქვს საკმარისი ფინანსები, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს პოლიტიკური ფიგურების ხელში ვაჭრობის საგნად“, – ჩვენთან საუბრისას განაცხადა მაესტროსა და presage.tv-ს რეგიონალურმა ჟურნალისტმა, ნანა ფაჟავამ.

მანვე დასძინა, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ სურვილი გულწრფელია და შეთანხმება მოხდა, ამან შეიძლება გამოასწოროს კიდეც ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

„ტელეკომპანია „მაესტროს“ და „კავკასიის“ გაფართოვება მართლაც კარგი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებთ მათი მაუწყებლობის სიმცირეს“, – აღნიშნა „ობიექტვითან“ საუბრისას ჟურნალ „ღია ბოქლომის“ დამფუძნებელმა და რედაქტორმა ილია ჩაჩიბაიამ.

„როდესაც გვაქვს ერთი მიზანი, ანუ ამ ხელისუფლების შეცვლა, მაშინ ყველა ხელთ არსებული იარაღი უნდა გავაერთიანოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ცალ–ცალკე წინ ვერ აღვუდგებით ისეთ პროპაგანდისტულ მანქანებს, როგორებიცაა „რუსთავი2“ და „იმედი“, ასე რომ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზემოთხსენებული არხების მფლობელები ბიზნესმენებიც არიან და პოლიტიკოსებიც, ვფიქრობ ამ ბრძოლაში ბალანსი დაცულია“, – დასძინა ჩაჩიბაიამ.


READ MORE - ილია ჩაჩიბაია: „როდესაც გვაქვს ერთი მიზანი, ხელთ არსებული იარაღი უნდა გავაერთიანოთ“

სამეგრელოში სამართლებრივი დახმარების პროექტი იწყება

17:00 07.10.2011
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური იწყებენ პროექტს, რომელიც სამეგრელოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.

პროექტის პრეზენტაცია დღეს UNDP-ის ზუგდიდის ოფისში გაიმართა. ღონისძიებას იურიდიული დახმარების დირექტორი ირაკლი კობიძე დაესწრო. დღესვე, გაეროს განვითარების პროგრამის, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდისა და ფოთის ბიუროების, ასევე ცენტრ ”აფხაზეთის” წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელების დეტალებზე იმსჯელეს.

სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის პროექტში, რომელიც მომავალი წლის ზაფხულამდე გაგრძელდება, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონულ ბიუროებთან ერთად, სახალხო დამცველის ადგილობრივი ოფისი და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ზუგდიდში, ხობში, სენაკში, წალენჯიხასა და ფოთში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, გაუწევენ კონსულტაციას და აქტუალურ თემებზე შედგენილ პუბლიკაციებს დაურიგებენ. პროექტს რეგიონული რადიო ”ათინათი” გააშუქებს.

იურიდიული დახმარების სამსახური, 11 ბიუროსა და 4 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით, მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამეგრელოში უფასო იურიდიულ დახმარებაზე მოთხოვნა მზარდია. წელს ზუგდიდისა და ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროებში სამართლებრივი კონსულტაციით 2300-ზე მეტმა პირმა ისარგებლა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს 40%-ით აღემატება.


READ MORE - სამეგრელოში სამართლებრივი დახმარების პროექტი იწყება

ალასანია დაშლილი „ექვსიანის“ ბრალდებებს სამეგრელოდან პასუხობს

23:06 06.10.2011
-„ექვსიანი“ უმოქმედობამ დაშალა, უსუფაშვილი კი გამუდმებით ადანაშაულებს ვიღაცას,“- ასე უპასუხა სამეგრელოდან თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ „ექვსიანში“ შემავალი პოლიტიკური ჯგუფების ბრალდებას.

-„ექვსიანი“ უმოქმედობამ დაშალა, უსუფაშვილი კი გამუდმებით ადანაშაულებს ვიღაცას,“- ასე უპასუხა სამეგრელოდან თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ „ექვსიანში“ შემავალი პოლიტიკური ჯგუფების ბრალდებას.

ალასანიას თქმით, ის გამუდმებით თხოვდა „ექვსიანის“ მოსახლეობასთან შეხვედრებში ჩართვას, თუმცა, მისი თქმით, იყო ყოყმანი.

-„ამის დრო და ფუფუნება კი არაა. საქმე კაბინეტებიდან არ კეთდება“,-განაცხადა მან.
ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ: “ეროვნული ფორუმმა”, “თავისუფალი დემოკრატებმა”, “კონსერვატიული პარტიამ”, “რესპუბლიკური პარტიამ”, “საქართველოს გზამ” და “ხალხის პარტიამ“, მიმდინარე წლის ივლისში, შექმნეს პოლიტიკური კოალიცია „თავისუფალი არჩევნები“. თუმცა, კოალიცია, გუშინ, ირაკლი ალასანიამ დაშლილად გამოაცხადა.

„ბოლო ხანებში გაირკვა, რომ კოალიციის ორი დამფუძნებელი პარტნიორი (“თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”), სხვადასხვა მიზეზის გამო, სადამფუძნებლო შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს და გვთავაზობს დაგეგმილი და გამოცხადებული კოალიციური ინტეგრაციის გადადებას გაურკვეველი მიზეზებით, გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი მოვლენების მოლოდინში,“ – ნათქვამია დაშლილი „ექვსიანის“ განცხადებაში.

| tspress.ge |


READ MORE - ალასანია დაშლილი „ექვსიანის“ ბრალდებებს სამეგრელოდან პასუხობს

ხუბუტია ივანიშვილს მხარს დაუჭერს

ავტორი სვეტლანა მაკუნინა
22:34 06.10.2011
წარმოშობით ქართველმა რუსმა ბიზნესმენმა ბორის ივანიშვილმა, რომელსაც, ჟურნალ „ფორბსის“ შეფასებით, მდიდართა რეიტინგში 25-ე პოზიცია უკავია და რომლის ქონება 5,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საქართველოში პოლიტიკაში ჩაბმა გადაწყვიტა. მილიარდერი ოფიციალურ განცხადებას ამზადებს იმის თაობაზე, რომ პარტიას ქმნის და საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ქართული ბიზნესელიტის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია დაუფარავი სიხარულით მიიღეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ პროექტი არ ჩავარდება.

ბორის ივანიშვილის ქონება მისი მშობლიური საქართველოს წლიურ ბიუჯეტს რამდენჯერმე აღემატება. ის გახლავთ ბანკი „რუსეთის კრედიტის“ დამაარსებელი და „იმპექსბანკის“ ყოფილი მფლობელი, მიხაილოვსკის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ყოფილი მფლობელი. ამჟამად ის მმართველ კომპანია „უნიკორს“ ფლობს, რომელიც ფინანსურ და სამრეწველო სექტორში, აგრეთვე, ვაჭრობის სფეროში აქტივებს მართავს.

„ძნელია ივანიშვილის კრემლთან კავშირზე ეჭვის აღება, მისი ბიზნესი რუსეთში აღარ არის, – ამბობს პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის გენერალური დირექტორი ალექსეი მუხინი, – როგორც ჩანს, ივანიშვილს, ასე ვთქვათ, კარგმა ხალხმა სთხოვა. გაუგებარია, ვინ არიან ისინი, მაგრამ ლაპარაკია ბიზნესმენის სურვილზე – მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ცხოვრებაში. საქმე ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერცერთ მსხვილ ოლიგარქთან ვერ გამონახა საერთო ენა – ვერც კახა ბენდუქიძესთან, ვერც ბადრი პატარკაციშვილთან. საქართველოს საქმიან წრეებს კი ამჟამინდელი პრეზიდენტის რეჟიმი ხელს არ აძლევს“.

„ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა ზედმეტ საჯაროობას, მაგრამ მან ფული იშოვა, რომელიც, როგორც ცნობილია, ციდან არ ცვივა. ივანიშვილი შემოქმედია, ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები არ ცდებიან“, – ასე მიიჩნევს რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია. „შემიძლია მხოლოდ ღმერთს მადლობა შევწირო ამ ახალი ამბისათვის“, – ემოციებს არ მალავს ბატონი ხუბუტია და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ის ბიზნესმენია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობას სათანადოდ აფასებს და ესმის, რომ ამ ორი მეზობელი ქვეყნის დაშორება არ შეიძლება.

მსხვილ ბიზნესმენებს უკვე განუცდიათ წარუმატებლობა ქართულ პოლიტიკაში. 2004 წელს პოლიტიკური კარიერის აწყობა სცადა „გაერთიანებული მანქანათმშენებელი ქარხნების“ ყოფილმა მფლობელმა კახა ბენდუქიძემ. მან ჯერ ეკონომიკური განვითარების მინისტრად წაიმუშავა, მერე – სახელმწიფო მინისტრად რეფორმების კოორდინაციის დარგში და მთავრობის კანცელარიის უფროსად. 2009 წელს ბენდუქიძე გადადგა და მას შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა აღარ მიუღია.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თანამედროვე ისტორიაში არა მხოლოდ ბიზნესმენები, ზოგიერთი პოლიტიკოსიც სერიოზულად ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის მმართველი რეჟიმის ოპოზიციის შექმნას, თანაც – რუსეთის მხარდაჭერით. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელმა, რომელსაც 2005-2007 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოპოზიციური მოძრაობა „სამართლიანი საქართველო“ ჩამოაყალიბა, მაგრამ, საბოლოოდ, თანამოაზრეები შემოეფანტა.

ისინი, ვინც ბორის ივანიშვილს იცნობს, დარწმუნებული არიან, რომ მას ასეთი რამ არ დაემართება. „მიმაჩნია, რომ ივანიშვილი სულ სხვა ვარიანტია. ის მხოლოდ იმისთვის მიდის ამაზე, რომ რუსეთთან ურთიერთობა გადაარჩინოს“, – ამბობს ბატონი ხუბუტია და თავის მხრივ პირობას დებს, რომ რუსეთის ქართველთა კავშირი, რომელსაც იგი თავკაცობს, მხარს დაუჭერს ბიზნესმენის პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი სიმონ ბაღდასაროვი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილს ახლაც საკმაოდ სერიოზული ხალხი უპირისპირდება, „იგივე ნინო ბურჯანაძე“, მაგრამ ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორება ჯერ ვერავინ მოახერხა. „ამგვარი პროექტები დროდადრო იქმნება, მაგრამ რეალურ პერსპექტივებს ვერ ვხედავ. სააკაშვილი ძლიერი, გაქნილი პოლიტიკოსია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლების სათავეში დარჩეს“, – სკეპტიკურად აღნიშნავს ის.

www.rbcdaily.ru | www.saqinform.ge


READ MORE - ხუბუტია ივანიშვილს მხარს დაუჭერს

ოთარ რამიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

22:06 06.10.2011
ცნობილი მომღერალი და თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი, ოთარ რამიშვილი 77 წლის ასკში გარდაიცვალა.

ჟურნალი "ღია ბოქლომი" მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.


READ MORE - ოთარ რამიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბიძინა ივანიშვილის განცხადების მოლოდინში

ავტორი ხათუნა კიღურაძე
17:06 06.10.2011
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მოდის. "მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ეს არის ამონარიდი "ქართუჯგუფის" საგანგებო განცხადებიდან, რომლის სრული ვერსია 7 ოქტომბერს გავრცელდება.

არავინ იცის, როგორი იქნება ცნობილი ქართველი მეცენატის 7 ოქტომბრის განცხადების შინაარსი, თუმცა "ინტერპრესნიუსმა" საკუთარ არქივში "ქართუჯგუფის" მიერ 2011 წლის 13 მაისს გავრცელებული წერილი მოიძია, სადაც, ჩვენი აზრით, ივანიშვილის პოლიტიკური კონტურები მკრთალად, თუმცა მაინც იკვეთება. "ქართუჯგუფის” პრესსამსახურმა 13 მაისს "ლეიბორისტულ პარტიას" უპასუხა. განცხადების დასათაურება ასეთი იყო - "ვინ ებრძვის ბიძინა ივანიშვილს?"
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, დაახლოებით 3 წელია, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ დრო და დრო აგორებული პიარკამპანიის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ გვევლინება. 11 მაისს, ეგრეთ წოდებული ”მხილების კვირეულის” ფარგლებში, მთაწმინდაზე ის და მისი თანამოაზრე ოციოდე ადამიანი შეიკრიბნენ და მორიგი შოუ გამართეს, ოღონდ თემატიკა ძველი რეპერტუარიდან არის _ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს ყოველწლიურად 150 მილიონი დოლარით აფინანსებს პირადად და ამით მის ხელისუფლებას აძლიერებს.

ნათელაშვილისგან აბსურდული განცხადებები აღარავის უკვირს. ”ქართუ ჯგუფის” პრესსამსახური თითქმის ყოველთვის თავს არიდებდა ”მთავარი ლეიბორისტის” საფუძველს მოკლებულ, აბსურდულ, უპასუხისმგებლო და უპრინციპო განცხადებებზე პასუხის გაცემას. თუმცა ამჯერად შევეცდებით, ვუპასუხოთ კითხვებს: რა მიზანს ემსახურებოდა ნათელაშვილის მორიგი აქცია? და საერთოდ, რატომ ებრძვის იგი უკვე სამ წელიწადზე მეტია ბიძინა ივანიშვილს?

ბატონი ნათელაშვილის მტკიცებით, სწორედ ივანიშვილია დამნაშავე, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ აქამდე გაძლო. მისი თქმით, სწორედ ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარებით ინარჩუნებს სააკაშვილი ძალაუფლებას. ნათელაშვილის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, ივანიშვილის დამსახურებაა, სააკაშვილის ხელისუფლება რომ აქამდე არ ჩამოიშალა.

იგი განცხადებებს აკეთებს საქართველოში და ივანიშვილს ქართველი ხალხის მტრად წარმოაჩენს. მისი მტკიცებულებების აბსურდულობა იქამდეც კი მივიდა, რომ თითქოს ივანიშვილი აფინანსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აიარაღებს მას ქიმიური და სხვა იარაღით, რომლითაც სპეცრაზმელებმა 7 ნოემბრის მასობრივი დემონსტრაციის მონაწილეები დაარბიეს. ნათელაშვილის მტკიცებით, თითქოს მათი საპრემიო თანხაც, სწორედ ივანიშვილმა გაიღო.

გარდა ამისა, ნათელაშვილი, იცის რა, რომ ბატონ ბიძინას კაპიტალის მესამედი რუსეთში აქვს, დახმარებისთვის მიმართავს რუსეთის მთავრობას და პირადად პუტინსაც კი - დაეხმაროს ქართველ ხალხს ივანიშვილის განადგურებაში, რადგან მხოლოდ მისი, როგორც საქართველოს მთავარი მტრის ჩამოშორებით გახდება შესაძლებელი სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა.

ვნახოთ, რამდენად ლოგიკურია ნათელაშვილის მტკიცებები, ხომ არ ეწინააღმდეგება იგი საკუთარ თავს? ნათელაშვილის სიტყვებით, სააკაშვილმა პრეზიდენტობისას იმდენად დიდი ფული იშოვა, რომ იგი მულტიმილიარდერია და უამრავ ქონებას ფლობს, მათ შორის უცხოეთშიც.

მხოლოდ ნათელაშვილისნაირი არასერიოზული პოლიტიკური ჯგუფის განცხადებებს რომ არ დავეყრდნოთ, ოპოზიციაში მყოფი თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლების აზრითაც, ახლანდელი ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს საქართველოში არსებულ ძირითად სტრატეგიულ ბიზნესს და ქართველ ბიზნესმენებს. საქართველოში ელიტური კორუფციის არსებობაზე ლაპარაკია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშიც.

თუ ეს მართლაც ასეა, თავს უფლება მივეცით და კონსულტაციისთვის მივმართეთ ეკონომიკურ ექსპერტებს, რამდენი შეიძლება იშოვოს სააკაშვილმა არსებული ბიზნესებისგან. მათი გათვლები ასეთია: სააკაშვილის ხელისუფლებას მსხვილი ბიზნესის გაკონტროლებით (ნავთობი, სატრანზიტო გადაზიდვები და სხვ.), თვეში საშუალოდ 30-40 მილიონის შოვნა შეუძლია, რაც წელიწადში, ასევე დაახლოებით, შეიძლება 300-დან 400 მილიონამდე იყოს... ხოლო თუ ამას ნათელაშვილის ფანტაზიებსაც დავუმატებთ, ეს ციფრი ალბათ მილიარდამდეც გაიზრდება.

თუ სააკაშვილი მილიარდერია და იგი ივანიშვილის დაუხმარებლადაც წარმატებით ახერხებს პირადი ანგარიშების შევსებას ბიზნესის დატერორებით და რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ართმევს ქართულ ბიზნესს, მაშინ ივანიშვილის 150-მილიონიანი დახმარება არ სჭირდება საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად; თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებას ერთი თეთრითაც არასოდეს არ დახმარებია, მაშინ ნათელაშვილის განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი, წინააღმდეგობრივი და აბსურდულია.

აქედან გამომდინარე, ნათელაშვილს ნაკლებად აწუხებს ივანიშვილის 150-მილიონანი დახმარება და სააკაშვილის ხელისუფლების სიმყარე;

მაშ, რა არის ნათელაშვილის საქციელის რეალური მიზეზი?
თუკი თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ ძალთა ახლანდელ განაწილებას, არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიცია და ეგრეთ წოდებული ფსევდოოპოზიცია, არსებობს ასევე სტაბილური დაბალანსებული ურთიერთობები მათ შორის და ეს ვითარება სამთავრობო გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის სავარაუდო წინაპირობაა. ახლანდელი ხელისუფლება ასეთ სიტუაციაში ძალზე კომფორტულად გრძნობს თავს და საქმე მშვენივრად აქვს აწყობილი: სიტუაციას აბალანსებს, ბიზნესს აკონტროლებს; თავისი მანიპულაციებით მიაღწია იმას, რომ ფსევდოოპოზიციას - საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტოსაც შესანიშნავად მართავს... ნამდვილ ოპოზიციურ მოძრაობას საკმაოდ უჭირს სათანადო წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, მოახლოებული არჩევნების წინ სააკაშვილის პოზიციები საკმაოდ მყარია...

ბატონ ბიძინას არაერთხელ განუცხადებია, რომ იგი აპოლიტიკური ადამიანია, მას არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია და ეს რომ ასეა, საქართველოში მისი ცხოვრების დაახლოებით ათწლიანი პერიოდიც ადასტურებს. მაგრამ ხომ არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ თვითონ პირადად არ მოიწადინებს პოლიტიკურ პროცესში ჩართვას, ფინანსური ან სიტყვიერი დახმარება აღმოუჩინოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან მთლიანად ოპოზიციას? ხომ შესაძლებელია, რომ ნათელაშვილის მიერ ნახსენები 150 მილიონი ივანიშვილმა სწორედ აქეთ მიმართოს? რასაკვირველია, მისი ეს ნაბიჯი აუცილებლად გამოიწვევდა ზემოხსენებული ბალანსის მკვეთრად დარღვევას.

სწორედ ახლანდელ ხელისუფლებას არ აძლევს ხელს არსებული ბალანსის დარღვევა, განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე არ დააფინანსოს და რომელიმე პოლიტიკურ ძალას მხარში არ ამოუდგეს იგი. სწორედ ამიტომაც, თუკი ნათელაშვილის ადრინდელ განცხადებებს ბეჭდური მედია და მეორეხარისხოვანის ტელეარხები აშუქებდნენ ხოლმე; ამჯერად მისი ბრიფინგის შესახებ სიუჟეტი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ყველა არხმა - რუსთავი2-მა, იმედმა და საზგადოებრივმა მაუწყებელმა დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადასცა.

სწორედ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს დაიხმაროს ქართველი ხალხი და ასევე დაარწმუნოს რუსეთის მთავრობაც, რათა მოიშოროს ივანიშვილი და მისგან თეორიულად მოსალოდნელი შესაძლო ხიფათი თავიდან აიცილოს.

ნათელაშვილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მისსავე ინტერესებს ემსახურება.

რამდენად შეუგნებლად ან ხელისუფლების დაკვეთით აკეთებს ამას ნათელაშვილი, ამის ანალიზი, არსებული ფაქტების გათვალისწინებით, მკითხველისთვის მიგვინდია", - ნათქვამია წერილში.
აქამდე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კონტურები შეუმჩნეველი იყო. მას ვერ ამჩნევდა ვერც საქართველოს პრეზიდენტი.

ამერიკელი ჟურნალისტი ვენდელ სტივენსონი თავის ერთ-ერთ წერილში იხსენებს 2010 წელს, თბილისში მორიგი ჩამოსვლისას, როგორ დაათვალიერა სამების საპატრიარქო ტაძარი და იკითხა, თუ ვინ ააშენა გრანდიოზული შენობა - საქართველოში უდიდესი ეკლესია, რომელიც ღამით, გათენებისას "გიგანტურ საქორწინო ტორტს ჰგავს".

"ბიძინა ივანიშვილი - მისმა სახელმა ყრუდ გაიჟღერა და იქვე გაჩნდა მისი ბიოგრაფიის კონტურები: პატარა ქართველი ბიჭი ღარიბი სოფლიდან, რომელიც წავიდა მოსკოვში და გახდა მილიონერი.... 2008 წელს, როცა სააკაშვილს შევხვდი, ვკითხე ამ იდუმალ ბიზნესმენზე. "ივანიშვილზე?", - წამოიძახა პრეზიდენტმა, - "ის გრაფ მონტე-კრისტოს ჰგავს, მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მას სძულს საჯაროობა". სააკაშვილი იცინოდა, შემდეგ კი დაამატა: "მაგრამ მას არ აქვს პოლიტიკური მისწრაფებები, ერთიც კი", - წერს სტივენსონი.

|"ინტერპრესნიუსი"|


READ MORE - ბიძინა ივანიშვილის განცხადების მოლოდინში

ბესო ზანგური: „დასი არაა ხელწამოსაკრავი ჯგუფი, რომლის დარბევაც პოლიციას ადვილად შეუძლია“

ავტორი ნანა მაისაშვილი
18:08 04.10.2011
„მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!..“ რუსთაველის თეარტიდან მეფე გაიყვანეს, მაგრამ ახალ მეფეს ვერავინ აიყვანს ტახტზე... მეტიც, დომინოს პრინციპი იწყებს ამოქმედებას ლოზუნგით – არა სამხატვრო ხელმძღვანელი? მაშინ, არა თეარტის ხელმძღვანელს...

სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი გაუქმდა... რობერტ სტურუა არც რუსთაველის თეატრშია და არც საზღვარგარეთ წასულა... ცნობილი და სახელოვანი რეჟისორი თანამდებობის გარეშე, ახლა ჯერი დასის „ჩამორთმევაზეა“... ხელისუფლება რუსთაველის თეატრის დასს, თუ დასი ხელისუფლებას? და მოსალოდნელი სკანდალი – რუსთაველის თეარტის დასის წევრებს საპროტესტო აქცია ქუჩიდან სცენაზე გადააქვთ. დაანონსებული პროტესტი, რომელიც მსოფლიო თეტრალურ სამყაროს არა მხოლოდ გააკვირვებს... ვინ გაცვლის ერთ ცხენში ტახტს? ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ბევრი ჭორი და ცოტა სიმართლე.

რა ხდება სინამდვილეში და რა სკანდალურ შემხვედრ ნაბიჯს დგამს რუსთაველის თეატრის დასი? ამ თემებზე პრესაგე.ტვ-ს ესაუბრება რუსთაველის თეარტის მსახიობი ბესო ზანგური:

რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოყვა საპროტესტო აქციები. იყო განაცხადი რომ ეს იქნებოდა „რობიკოს რევოლუცია“, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი ერთ ადგილას გაიყინა. რაზე შეთანხმდა დასი ხელისუფლებასთან?

- არანაირი შეთანხმება არ მომხდარა. დასისთვის რობერტ სტურუა დღემდე სამხატვრო ხელმძღვანელია. იგივე მოთხოვნა გვაქვს დღესაც, რაც ამ ერთი თვის წინ გვქონდა.

ეს არის დასის ერთსულოვანი გადაწყვეტილება?

- მე ვსაუბრობ დასის უმეტესობაზე, სახლიდან ვინ რას ყვირის და ვინ რას ამბობს არ ვიცი. ამ შემთხვევაში, უფროს თაობაზე არა მაქვს საუბარი, მე მესმის მათი ასაკისა და შესაძლებლობების, მე ვამბობ იმათზე, ვინც რაღაცის გამო იბუტება.

ანუ დასში განხეთქილება არის?

- არა, არანაირი განხეთქილება არ არის. აბსოლუტურად ყველას უნდა, რომ რობერტ სტურუა იყოს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. რაც მოხდა, ეს იყო მართლა რევოლუცია. სტურუამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას რის გამო მოხსნეს ის - ქსენოფობობის დაბრალება ჯერ სასაცილო იყო, ხოლო შემდეგ, აბსურდად გარდაიქმნა. გარდა ამისა, ამ მთავრობას ჰქონდა პრეტენზია, რომ რობერტ სტურუას აქვს შემოქმედებითი კრიზისი. ბოლო პრემიერით „ნადირობის სეზონი“ სტურუამ აბსოლუტურად გააქარწყლა ხელისუფლების ეს განაცხადი, მან დაამტკიცა, რომ შემოქმედებითი კრიზისი ძალიან შორსაა. მეტიც, ეს კრიზისი არ დადგება! ამ სპერქტაკლმა კიდევ ერთხელ აალაპარაკა მსოფლიო რობერტ სტურუას შესაძლებლობებზე. წამყვანმა არტისტებმა, რეჟისორებმა გამოხატეს მხარდაჭერა. თეატრის „მოტორი“ არის სამხატვრო ხელმძღვანელი და დასი. ამ შემთხვევაში, სამხატვრო ხელმძღვანელი მოხსნილია, დასი ამის წინააღმდეგია და ამის „შემოქმედნი“ „ცეხის“ მმართველები თუ არიან, წავიდნენ, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა აამუშაონ და ხალხი დაასაქმონ.

ჯერ ითქვა, რომ რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად ავთო ვარსიმაშვილი მოვიდოდა, შემდეგ ითქვა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა საერთოდ უნდა გაუქმდეს, რომელია მართალი?

- რუსთაველის თეატრში გააუქმებენ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს, ასე განაცხადა კულტურის მინისტრმა. დასს უნდოდა მოეთხოვა სამხატვრო საბჭოს დაარსება, მაგრამ ამაზე უარი გვითხრეს მას შემდეგ, რაც სტურუამ თქვა, რომ ის რჩება საქართველოში. მას არ უთქვამს, რომ რჩება რუსთაველის თეატრში. მიაქციეთ ამას ყურადღება. რობერტ სტურუამ თქვა უარი სხვა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე. ანუ, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ქართველია. მან უარი განაცხადა მოსკოვში წასვლაზე, უარი განაცხადა ლონდონში და საბერძნეთში წასვლაზე და დარჩა საქართველოში, ჩვეულებრივ რეჟისორად რომელსაც არ სჭირდება სტატუსი.

და სად დადგამს სპექტაკლებს?

- სადაც მოუნდება იქ.

მისთვის ყველა კარი ღიად იქნება?

- კი.

და ამაზე ხელისუფლება თანახმაა?

- ხელისუფლებას ვინ ჰკითხავს? ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, ვინ ჰკითხავს ვინმეს მე სად ვითამაშებ, რომელ სცენაზე?

რობერტ სტურუას განცხადებას შეგახსენებ – 2 ოქტომბრამდე თბილისში რაღაც საქმე მაქვს და ამის შემდეგ წავალო. უცებ კი ირკვევა, რომ არ მიდის. ამის გამო ჩნდება ვერსიები – სტურუა ან ხელისუფლებას გაურიგდა, ან, სადაც თანამდებობას სთავაზობდნენ იქ ნაკლებს გადაუხდიდნენ და ამიტომ გადაიფიქრა წასვლა.

- დაბეჯითებით გეტყვი, რომ სადაც არ უნდა წავიდეს სტურუა, იმაზე მეტს მისცემენ ვიდრე აქ ჰქონდა. 20-ჯერ მეტს სთავაზობდნენ მას ახლა, მაგრამ მან არჩია აქ ბრძოლის გაგრძელება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტურუა კაცია და არავის ათქმევინებს წაეთრიეო...

მერე ამას დაემატა საპატრიარქოსთან მომხდარი ამბავი, როცა „ნადირობის სეზონზე“ ბილეთები ადმინისტრაციამ არ გააგზავნა საპატრიარქოში და ამის გადაბრალება უნდოდათ რობერტ სტურუასთვის. ეს რომ მოხდა უკვე ნათელი იყო, რომ რობერტ სტურუა არსადაც არ წავიდოდა. დასი ბოლომდე გვერდით უდგას მას და ისიც ჩვენთან ბოლომდე იქნება.

როგორც გაცხადდა რუსთაველის თეატრის მმართველმა მას შესთავაზა ორი სპექტაკლის დადგმა წელიწადში მაღალი ანაზღაურებით.

- მმართველის პოზიცია ჩემთვის ძალიან გაუგებარია და პირდაპირ გეტყვით, ძაან მარტივად ცრუობს, როგორც მთავრობა ისე მისი მომხრეები და ამ შემთხვევაში, თეატრის ხელმძღვანელი. სტურუას სთავაზობს დადგი ორი სპექტაკლიო და მეორე დღეს უბეჭდავს სტატიას, სადაც აცხადებს როგორ უხდიდა ტელეფონის ფულს და რაც მთავარია, თურმე, ქართული თეატრი დგას არაპროფესიონალურ დონეზე, რომ რობერტ სტურუას, დიმიტრი ალექსიძის, მიხეილ თუმანიშვილის „დამსახურებით“ „ჩაიძირა“ ქართული თეატრი. ეს იგივეა სახლში დაგპატიჟოთ და კარი დაკეტილი დაგახვედროთ. ეს შეთავაზება იყო ვირეშმაკული ხრიკი, რასაც მდაბიო ადამიანები სჩადიან. ვერ ხვდებიან ეს ვირეშმაკები, რომ მოვა დრო და ესენი დარჩებიან ყველაფრის გარეშე.

ეს დრო ან შორსაა, ან ძალიან შორსა...

- აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეს. მე არ ვიცი ეს დრო მალე დადგება თუ არა, მაგრამ ისი ვიცი რომ არავის ეგონა ასლან აბაშიძე თუ აღარ იქნებოდა აჭარის მმართველი, მაგრამ ფაქტია ის არ მართავს აჭარას. თეატრი ისეთი ადგილია, ისეთი სფეროა, აქ მომუშავე ადამიანებს ეს უსუსური ხელისუფლება არ აღიქვამს სერიოზულ ძალად, ჩვენ მათ დავანახებთ ძალას.

იგივე მეთოდით შეიძლება გადაუკეტონ გზა ყველა თეატრში რობერტ სტურუას, მაგრამ მისი აწ უკვე დადგმული სპექტაკლები წარმატებით და ანშლაგით რომც მიდიოდეს, მას ყველა ვარიანტში ცალხელას დატოვებენ.

- კარგი კითხვაა, ხალხმა ის რაც ხდება რატომღაც მიიღო რუსთაველის თეატრის ჟანგბადის გადაკეტვად. როცა ვამბობ ხალხს, ვგულისხმობ სხვა თეატრების დასებს. ეს არის პირდაპირი დარტყმა ქართულ თეატრზე, ეს მხოლოდ სტურუას დარტყმა არ არის. ხელისუფლება წიხლავს თეატრს, სადაც თავისუფალი სიტყვა ჯერ კიდევ ფასობს და ითქმის. ძალიან ბევრი შემოთავაზება აქვს რობერტ სტურუას და ბოლოს და ბოლოს, ის მიიღებს გადაწყვეტილებას. მას უთხრეს, რომ რუსთაველის თეატრის ანალოგიურ თეატრს ჩააბარებენ.

ეს საზღვარგარეთ, მაგრამ რომელმა ქართულმა თეატრმა შესთავაზა რობერტ სტურუას სპექტაკლის დადგმა?

- საქართველოში ამას ჯერ ვინ გაბედავს, ესენი საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან და ყველა დაბნეულია. ცოტა ხანში აუცილებლად იქნება უფრო რადიკალური გადაწყვეტილება მიღებული. მოვიდა დრო დასმა თავად გადაწყვიტოს არა ერთი საკითხი.

ანუ აქციებს აპირებთ?

- პირადად მე, ერთი კაცი რომ შევიდე თეატრში, დავწვე სცენაზე, დავიწყო შიმშილობა და მოვითხოვო თეტრის მმართველის წასვლა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში იქნება სკანდალი. ხელისუფლება ჯერ ვერ ხვდება და აცნობიერებს იმას თუ რა შეგვიძლია ჩვენა. აქ მხოლოდ ჩემზე არაა საუბარი, 70 მსახიობი აწერს ხელს მიმართვას. დასი არაა ხელწამოსაკრავი ჯგუფი, რომლის დარბევაც პოლიციას ადვილად შეუძლია. ჩვენ ვართ რუსთაველის თეატრის აკადემიური სახელმწიფო თეატრის დასი და გვიცნობს მსოფლიო. იქ ხელკეტებით შემოვარდნას და მოშიმშილე მსახიობების დარბევა გამორიცხულია. ჩვენ აბსოლიტურად ყველა ზომას მივიღებთ იმისათვის, რომ ადამიანი რომელიც არაა სასურველი, არ იყოს რუსთაველის თეატრში.

როდისთვის იგეგმება აქცია?

- ახლა შეთანხმებების ფაზაში ვართ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვუტოვებთ ხელისუფლებას ნაბიჯის გადადგმის შანსს, თუმცა თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ არ დავუტოვებდი ამათ არანაირ შანსს. ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და ცოტა სხვანაირად უნდა ელაპარაკონ იმ ადამიანს, რომელსაც რობერტ სტურუა ჰქვია.

presage.tv


READ MORE - ბესო ზანგური: „დასი არაა ხელწამოსაკრავი ჯგუფი, რომლის დარბევაც პოლიციას ადვილად შეუძლია“

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...