გროზნოში აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც სააგენტო "რია ნოვოსტის" იუწყება, გროზნოს ცენტრში, ტერორისტმა კამიკაძემ სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა თეატრალურ-საკონცერტო დარბაზის შესასვლელიდან 40 მეტრის დაშორებით აამოქმედა.
ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე ორი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო.
სააგენტოს ცნობით, აფეთქების ადგილზე ხალხმრავლობა იყო.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ოთხი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღაჩინოსანია, ორი კი საქართველოს და თურქეთის მოქალაქე მშენებლები. შემთხვევის ადგილზე ოთხი ადამიანი დაიჭრა.

ამ დრომდე არ არის დადგენილი საქართველოს დაღუპული მოქალაქის ვინაობა.
წყარო: "მედიანიუსი"