კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური შველას ითხოვს!!!

ავტორი ნინო მიქიაშვილი
13:51 08.10.2011
“ობიექტივი“ სამი დღე იმყოფებოდა მესტიაში. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი თვალით ვნახეთ და ფოტოაპარატით გადავიღეთ როგორ არის მტვერში გახვეული კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძური, რომლის სიახლოვეს (15–20 მეტრში) მძიმე ტექნიკა მუშაობს – უკანა მხრიდან გზა გაჰყავთ და ორმოებში ყრიან “კამაზებით“ მიტანილ უზარმაზ ლოდებს, ხოლო წინა მხრიდან სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმს ანგრევენ.

ასევე ვნახეთ და გადავიღეთ 12 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილი: იუსტიციის სახლი, პოლიციის და გამგეობის შენობები და ზუგდიდი–მესტიის გზის მონაკვეთი. გამგეობისა და პოლიციის შენობებში ხარაჩოებია და დღემდე სამუშაოები მიმდინარეობს. იუსტიციის სახლზე მუშაობა 4 ოქტომბერს, გვიან საღამოს დასრულდა. ახლადგახსნილ გზაზე კი, ლამის ყოველ მოსახვევში, ასფალტი აყრილია და კლდიდან უზარმაზარი ლოდებია ჩამოყრილი.

რომ არა სხვადასხვა რაიონებიდან, ქალაქებიდან ჩამოყვანილი ადამიანების დახმარება, რომლებიც მესტიის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე მშენებლობაზე არიან დასაქმებულები, ვერ ვიპოვიდით და გადავიღებდით დაფას, რომელზეც ჩანს უცნაური სამსართულიანი შენობა და რომელიც პოეტ ერეკლე საღლიანის თქმით, ქვეწარმავალივითაა დაგრაგნილი. სწორედ ეს შენობა დაიკავებს ისტორიული მოედნის, იგივე სეტის ადგილს. ჯერ მხოლოდ საძირკველია ჩაყრილი. გვითხრეს, რომ მშენებლობის დასრულება ახალ წლამდე უნდა მოასწრონ.

მესტიაში ყოფნისას შევხვდით და ვესაუბრეთ: სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორს; იმ კომპანიის ბრიგადირს, რომელიც მუზეუმის შენობის დემონტაჟს ახორციელებს და ადამიანს, რომელიც ხელმძღვანელობს მესტია–უშგულის შემოვლითი გზის მშენებლობას.

ჩვენ ასევე შევხვდით და ვესაუბრეთ არაერთ მესტიელს და მათ შორის იმ ოჯახების წევრებს, რომელთა ეზოებზეც ახალი გზა გაივლის. მესტიელები აპროტესტებენ მესტიის ისტორიული მოედნის, ეგრეთ წოდებული სეტის განადგურებას და მის ნაცვლად გაურკვეველი დატვირთვის მქონე მშენებლობას. მესტიელები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მათი უფლებები ილახება – მშენებლობებზე ადგილობრივებს არ ასაქმებენ; ადგილობრივი პოლიციელები კი სამეგრელოდან ამოყვანილი სამართალდამცავებით ჩაანაცვლეს.

მესტიაში ყოფნისას “ობიექტივის“ მასპინძელი და მეგზური იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლალხორის“ თავმჯდომარე, მირონ ფირცხელანი. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მირონ ფირცხელანმა “ლალხორის“ სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა და “ობიექტივის“ სტუდიაში პრესკონფერენცია მოაწყო – “ლალხორი“, რომელიც ზემო, ქვემო და აფხაზეთ-სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ არის დაარსებული, მოითხოვს კონტეინერებში ჩამწყვდეული სიწმიდეების წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაბრძანებას.

სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის ეგრეთ წოდებული მასშტაბური რეკონსტრუქცია 5 ოქტომბრიდან განახლდა. კომპანია “ზიმოს“, რომელიც სამუშაობს აწარმოებს, მხოლოდ ნგრევის პროექტი აქვს; მათთვის არავის მიუცია ის პროექტი, რომლის მიხედვითაც შენებას დაიწყებენ. გამომდინარე აქედან, კომპანია “ზიმოს“ წარმომადგენლებისთვის უცნობია მუზეუმის კედლები ბოლომდე უნდა დაანგრიონ, თუ დატოვონ. მათ იციან მხოლოდ ის, რომ მუზეუმის შენობა 23 ნოემბერს უნდა ჩააბარონ. მუზეუმის მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები “ზიმომ“ გაზაფხულიდან ისე დაიწყო, რომ მათთან ხელშეკრულება დღემდე არ გაუფორმებიათ.

სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმს მაისში სახურავი ნაწილობრივ გადახადეს. ამ დროს ექსპონატები და სიწმიდეები შენობაში იყო. კომპანია “ზიმოს“ ბრიგადირის, შმაგი მესხიშვილის თქმით, სვანეთის მუზეუმს სახურავი გადახადეს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლის, ნინო კიტოვანის მითითებით:

“ქალბატონმა ნინომ მითხრა გადახადეთ, იქ არაფერი გვაქვსო და ერთი ნაწილი გადავხადეთ. მუზეუმის აქაურ ხელმძღვანელს არაფერს ეკითხებოდნენ. ცხრა კომისია იყო ჩამოსული. ადგილობრივ თანამშრომლებსა და კომისიის წევრებს შორის ჩხუბი და ომი იყო. ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით“.

შმაგი მესხიშვილი ამბობს, რომ მუზეუმის შენობის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება 23 ნოემბრისთვის უნდა დაასრულონ. ცნობისთვის, კომპანია “ზიმომ“ მესტიის იუსტიციის სახლის მშენებლობა 4 ოქტომბერს დაასრულა; ხუთში დილით, მძიმე ტექნიკა მუზეუმის ეზოში გადაიტანეს და სამუშაოები განაახლეს. “1 000 კაცი გვყავდა და გვყავს კიდეც. სადაც როდის არის საჭირო, იმ დროს ვმუშაობთ“, – გვითხრა “ზიმოს“ წარმომადგენელმა, რომელიც ფიქრობს, რომ გარე ფასადის მოპირკეთება და შენობის გადახურვა 23 ნოემბრამდე უპრობლემოდ მოესწრება.

მიმდინარე წლის აპრილში, სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას მითითებით აპირებდნენ სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული სიწმიდეების პოლიციის შენობაში გადატანას, მაგრამ მუზეუმის რიგითი თანამშრომლების მიერ ატეხილი ხმაურის შემდეგ, ამის გაკეთება ვერ გაბედეს. სამწუხაროდ, ვერ ვასახელებთ იმ სარწმუნო წყაროს ვინაობას და თანამდებობას, ვინც “ობიექტივს“ ეს ინფორმაცია მესტიაში ყოფნისას მოაწოდა.

როგორც სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის კურატორმა, რუსუდან ქოჩქიანმა გვითხრა, იქ დაცული საგანძური კონტეინერებში 28 ივნისს გადაიტანეს. ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური ექსპონატების ერთი ნაწილიც კონტეინერებშია, მეორე ნაწილი კი მუზეუმის ეზოში არსებულ გარაჟში და იქვე მცხოვრები ერთ–ერთი ოჯახის საწყობშია დაბინავებული.

რუსუდან ქოჩქიანი ირწმუნება, რომ საგანძური იტალიიდან ჩამოტანილ სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული. თუ ახლოს მიხვალთ, ნახავთ, რომ ესაა ე.წ. სენდვიჩისგან შეკრული კონტეინერები, ჩინური წარწერებით (ალუმინის თხელ ფირფიტებს შორის მოთავსებული 5 სანტიმეტრი სიგანის “ზღვის ქაფია“ მოთავსებული). კონტეინერები შიფერითაა გადახურული.

მასში შესვლის და იქაურობის დათვალიერების უფლება მოგვცეს. კონტეინერებში მოთავსებული ჩვენი სიწმიდეები სამპირ ქაღალდშია შეფუთული და დასკოჩილი. მუზეუმის კურატორი ამბობს, რომ გერმანიიდან გამოწერილი ეს ქაღალდები სიწმიდეებს დაიცავს ნესტისგან, ყინვისგან, სიცხისგან და თქვენ წარმოიდგინეთ, ვიბრაციისგან.

კონტეინერების იმ ნაწილში, სადაც ოთხთავები, ხატები და ჯვრებია დაცული, სპეციალური აპარატია დამონტაჟებული, რომელსაც ტემპერატურის მარეგულირებელი ფუნქცია აკისრია. მუზეუმის კურატორის განმარტებით, ეს აპარატურა კონტეინერებში ჩამწყვდეულ ჩვენს საგანძურს, გერმანიიდან გამოწერილ ქაღალდებთან ერთად დაიცავს ყველანაირი სიცხისგან და ყინვისგან. მათ არ უნახავთ და ბუნებრივია, ვერც ჩვენ გვაჩვენეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ სპეციალური აპარატის ინსტრუქცია.

მუზეუმის ეზოში მოთავსებული კონტეინერები რამდენიმე ადგილასაა დახვრეტილი, რომ ჰაერმა იმოძრაოს. ნახვრეტებს ნეილონის ფარდის ნაჭრები აქვს მიკრული, რომ შიგნით მწერები არ შეფრინდნენ.

რუსუდან ქოჩქიანის თქმით, მუზეუმის ეზოს გარკვეულ მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოები ყოველგვარი ახსნა–განმარტებების გარეშე დაიწყეს. 3 ოქტომბერს დილით, იქ დასაქმებულ ადამიანებს ვკითხეთ რა ბედი ეწეოდა კონტეინერებს, რომელთა სიახლოვესაც სამუშაოები მიმდინარეობდა. მათ მოგვიგეს – “ამ კონტეინერებში ისინი ცხოვრობენ, რომლებიც მუზეუმის დემონტაჟზე მუშაობენ. ალბათ, ამ კონტეინერებს აიღებენ და სხვა ადგილას გადადგამენ“.

4 ოქტომბერს შევხვდით და ვესაუბრეთ შ.პ.ს. “ნიუ ენერჯის“ სამუშაოთა მწარმოებელს, დავით ეტიაშვილს. მან გვითხრა, რომ გზის სამშენებლო სამუშაოები 14 სექტემბერს დაიწყო. მასაც არ ჰქონდა წარმოდგენა რა იყო მოთავსებული კონტეინერებში. მისი თქმით, ახალი გზა 25 ოქტომბერს უნდა ჩააბარონ.

“ეს არის შემოვლითი გზა. პროექტის სახელია “მესტია – შემოვლითი გზა“. ჩვენი ფირმა არის ქვეკონტრაქტორი, ხოლო კონტრაქტორია კომპანია “ზიმო“. ამ გზის სიგანე 7 მეტრი იქნება, სიგრძე 635, რომელშიც შედის 70–მეტრიანი ხიდი. ეს შემოვლითი გზა მესტიის ცენტრში უშგულისკენ და თეთნულდისკენ მიმავალი ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობას შეამცირებს“, – გვითხრა დავით ეტიაშვილმა.

ამ ახალი გზის მშენებლობის გამო 7 მოსახლეს ეზოები ჩამოაჭრეს. თითოეულ მათგანს კვადრატულ მეტრ მიწაში 15 ლარი გადაუხადეს. ამბობენ, რომ ეს მათი სურვილის წინააღმდეგ მოხდა, რომ მილიონადაც არ დათმობდნენ ეზოებს, მაგრამ დათმეს, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ. შედარებით ნაკლები, კვადრატულში 10 ლარი მისცეს იმათ, ვის ნაკვეთებშიც გადის ახალი გზა.

მესტიელები ძალიან განიცდიან ისტორიული მოედნის, იგივე სეტის განადგურებას, რომელსაც ახლა ირონიანარევი ხუმრობით “მესტიის პიაცას“ ეძახიან:

“ცენტრი, სადაც მთელი სვანეთი იკრიბებოდა, გაანადგურეს და ჩვენთვის გაურკვეველია რის აშენებას აპირებენ. უკაცრავად და საქონელი და ადამიანი, ყველა ერთნაირად ვართ შეწუხებული. გზაზე გავლა ჭირს, ყველაფერი გადათხრილია, ყველგან “კანაოებია“. საქონელი შემოვლითი გზით უნდა ატარო, ან სახლში დაამწყვდიო. აქ ძალიან ჭირს ცხოვრება. ყველანაირ “სიკეთესთან“ ერთად ახლა მრიცხველებს გვიყენებენ და ელექტროენერგიის გადასახადის დაწესება უნდათ. ადგილობრივების უდიდესი უმრავლესობა დაუსაქმებლები ვართ. გაფცქვნილია მთელი სვანეთი. ელექტროენერგიის გადასახადს ვერ გადავიხდით და ალბათ, ტყის მასიური ჭრა დაიწყება“.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის წყალსაცავისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამო, საერთაშორისო ორგანიზაცია “კიოტოს“ ნორმების თანახმად (ეს ორგანიზაცია იცავს წყალსაცავის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებს), რომლის წევრიც არის საქართველო, ზემო სვანეთი წლების განმავლობაში გათავისუფლებული იყო ელექტროენერგიის გადასახადისგან.

5 ოქტომბერს მესტიის ცენტრალური გზა ერთი საათით ჰქონდა გადაკეტილი დაახლოებით 150–მდე მესტიელს. ისინი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე პოლიციელებმა გადაიყვანეს, რომლებსაც მეგრული აქცენტი ჰქონდათ. ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, ვინაობა და თანამდებობები არ დაასახელეს.

აქციის მსვლელობა დიქტოფონით ჩავიწერეთ და ფოტოაპარატით გადავიღეთ. აქციის მიმდინარეობას და განსაკუთღებით აქტიურ მესტიელებს პატარა კამერით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაციც იღებდა. ადგილობრივების განმარტებით, ეს იყო მესტიის პროკურორი, რომელიც სამეგრელოში ცხოვრობს.

მესტიელებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ: გამრიცხველიანების პროცესის შეჩერება, საგანძურის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადატანა და ადგილობრივების უფლებების დაცვა. გზის გადაკეტვამდე ისინი სპორტული კომპლექსის დარბაზში იყვნენ შეკრებილები და იქ ელოდნენ “ენერგოპრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი ხალხთან არ მივიდნენ, რასაც მოჰყვა გზის გადაკეტვა.

მესტიელები შაბათს, 8 ოქტომბერსაც შეიკრიბებიან. უახლოეს დღეებში კი თბილისში დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება, რომელზეც მოიწვევენ საპატრიარქოს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებს, რესტავრატორებს, ხელოვნებათმცოდნეებს და იმსჯელებენ კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძურის უსაფრთხო ადგილას გადატანის შესახებ. კონფერენციის მოსამზადებელი პირველი სამუშაო შეხვედრა შაბათს 12 საათზეა დანიშნული. ამ წუთისთვის 400–მდე ხელმოწერაა შეგროვებული, სიწმიდეების მესტიის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადატანის მოთხოვნით.

| 5 ოქტომბერი, აქცია მესტიაში. |



| სიწმინდეების მიმდებარე ტერიტორია |

| პოლიციის ზარ–ზეიმით გახსნილი შენობა |

"ობიექტივი"


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...