23:00 11.10.2011
ერთიანობა სამხრეთ კავკასიაში და საქართველო–სომხეთის მომავალი ურთიერთობები – ამ თემებზე "თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ინტევიუ მისცა გავლენიან სომხურ ინტერნტ პორტალს 1in.am. ჟურნალი "ღია ბოქლომი" გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს.
–ბატონო ირაკლი, რას იტყვით სომხეთის და საქართველოს ამჟამინდელ და მომავალ ურთიერთობებზე, დღეისთვის რაიმე პროგრესი თუ შეინიშნება?
მე მჯერა, სომხეთის და საქართველოს ძმური ურთიერთობების. სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის, ვფიქრობ კიდევ უფრო გაძლიერდება. სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, რომ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ინტერესებს. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები... აგრეთვე საჭიროა ჩვენი საერთო ინტერესების ბალანსი. რეგიონის უსაფრთხოებამ განიცადა გარკვეული ცვლილებები, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. გვჯერა, რომ თანამშრომლობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას. ზოგადად, ეს კონფლიქტების მოგვარების წინაპირობა იქნება. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ!
ჩვენ, ქართველი ხალხის, ვამაყობთ ისტორიული, ძმური ურთიერთობებით სომხეთთან. მოხარულები ვართ, რომ სომხები ცხოვრობენ თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. მინდა, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ვფიქრობ, მათ უნდა იგრძნონ, თანაბარი თანამოქალაქეობა და მიიღონ მონაწილეობა ქართული სახელმწიფოს შექმნაში.
–ქართული ოპოზიცია, მათ შორის თქვენი პარტიაც, ეწინააღმდეგებოდა კანონს რელიგიური ორგანიზაციების შესახებ, რომელიც უფრო მეტ უფლებებს ანიჭებს სომხურ ეკლესიას. საქართველოში ცოტა ხნის წინ სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა, მიუხედავად დიდი ოპოზიციური წნეხისა, მაინც მიიღოს კანონი. როგორ ახსნით თქვენს უთანხმოებას?
ჩვენი პარტია ზოგადად კანონის წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ პარლამენტის მიერ კანონის მიღების პროცესი არ იყო სწორი. სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სამი დღის განმავლობაში იქნა დამტკიცებული ძალიან მნისვნელოვანი კანონი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებსაც არ მიეცათ მონაწილეობის მიღების საშუალება. ამიტომ ვიყავით წინააღმდეგი. დემოკრატიული თვალსაზრისით კანონი უნდა იქნეს კარგად განხილული დებატების გზით, რაშიც სომხურ და ქართულ ეკლესიებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა...
–საქართველოს პრეზიდენტი სწორი არ არის სომხეთთან დამოკიდებულებაში. არასწორი იყო მისი შეხვერდა ვარშავაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან...
ვფიქრობ, ეს ის დროა, როდესაც ჩვენ: სომხებმა ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა უნდა დავიწყოთ ფიქრი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც არსებობს რეგიონში. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში არის ორ ქვეყანას შორის დიალოგი. აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევაც, მაგრამ სამივე ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და ეს აყოვნებს პროცესებს...
–თქვენი აზრით, ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი?
მაგალითად საქართველომ, მაგრამ სააკაშვილის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან რეალური მოლაპარაკების რესურსი სააკაშვულს არ აქვს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, საგარეო პოლიტიკის მთავარი პრობლემა არის ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთთან. უნდა დავიწყოთ დიალოგი! ჩვენ საერთო ენას მოვძებნით, აფხაზებთან და ოსებთან ერთად. წარმატება, ამ მოლაპარაკებებში, იქნება მაგალითი რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის, ასევე მთიანი ყარაბახის კონფლიქტის საკითხშიც...
–ბატონი ირაკლი, როგორ შეაფასებთ თქვენი პარტიის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში?
ამჟამად ჩვენ გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან საქართველოს სხვა–დასხვა რეგიონებში. ყველას უნდა ცვლილებები. გვჯერა, რომ არსებობს რესურსი შეიცვალოს სააკაშვილი და მისი პარტია. თბილისის მერის არჩევნებში პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ძალიან ახალგაზრდა იყო, მიუხედავად ამისა მოვიპოვეთ 20 პროცენტი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში ძლიერი წარმომადგენლობა გვექნება...
ანგელა ხაჩატურიანი | 11.10.2011