სვეტიცხოვლის კედელზე წმინდა ნიკოლოზი გამოჩნდა

უამრავი ადამიანი, რომელიც ღამისთევით იმყოფებოდა სვეტიცხოველში და მირონის ხარშვის პროცესს ესწრებოდა, ისეთი მოვლენის მოწმე გახდა, რასაც მართლმადიდებლური სამყარო სასწაულს უწოდებს: მლოცველთა თქმით, დაახლოებით შუაღამის პირველ საათზე ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის ხატი გამოისახა.

გაზიარება
[ლაშა ბერულავა. 04:19 23-04-2011]
თვითმხილველთა თქმით, ღამისთევით მლოცველთა უმრავლესობა ამ სასწაულის შემდეგ გაოგნებული იყო. როგორც მოვლენის ერთ–ერთმა თვითმხილველმა, ლეილა ჩარგაზიამ „პრესა.ჯი“–ს უთხრა, რამდენიმე ქალს გულიც კი წაუვიდა:

„როგორც კი ვიღაცამ დაიძახა, ნახეთ, წმინდა ნიკოლოზი გამოისახაო, მრევლი აღმოსავლეთ კედელს მიაწყდა. ამ დროს ტაძარში მირონი იხარშებოდა. წმინდანი სწორედ იმ მხარეს გამოისახა კედელზე, სადაც მირონს ხარშავდნენ. იგი ასეულობით ადამიანმა ნახა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩანდა და არ შეიძლებოდა, სხვაში აგრეოდა. თავდაპირველად რამდენიმე ქალი ცუდად გახდა – გული წაუვიდა. ჩვეულებრივი, ყველა მორწმუნისთვის ცნობილი ხატის გამოსახულება იყო, ღვთისმშობელი რომ ომფორს აწვდის და მაცხოვარი კი სახარებას... მირონ–ლუკიის ეპისკოპოსი, მსწრაფლშემსმენელი და საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი გვფარავდეს ყველას...“

„პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, კედელზე წმინდანის ხატის გამოსახვის შემდეგ მრევლიდან რამდენიმემ მედია–საშუალებებშიც დარეკა, თუმცა, არასამუშაო საათების გამო, მცხეთაში ჟურნალისტები არ ჩასულან. ადგილზე მხოლოდ ერთ–ერთი ტელეკომპანიის ჟურნალიტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სიუჟეტი მოამზადეს და ეთერში დღეს გაუშვეს. სტატია მზადდება რამდენიმე გამოცემისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ წმინდა საკვირველთმოქმედი წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება. რამდენიმე წლის წინ სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდანის სახელზე წერილიც დაწერა, რომელიც პრესაში გამოქვეყნდა. წერილში პატრიარქი წმინდანს საქართველოს ეკლესიის მფარველად მოიხსენიებს და მას ერის, ქვეყნის კეთილდღეობასა და მშვიდობას ავედრებს. კათოლიკოს–პატრიარქის ზემოთხსენებული წერილი იტალიის ქალაქ ბარიშიც გაიგზავნა, სადაც წმინდა ნიკოლოზის საფლავი მდებარეობს.

სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვა უმნიშვნელოვანესი პროცესის – მირონის ხარშვის დროს, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ წმინდანი საქართველოს და ქართულ ეკლესიას მფარველობს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ხუთშაბათია. სწორედ დღევანდელ დღეს უკავშირდება მაცხოვრის მიერ ზიარების საიდუმლოს დაარსება. ამასთან, სწორედ ხუთშაბათს გამოიჩინა იესომ გაუგონარი თავმდაბლობა და თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა.

წმინდა მირონს ადამიანს ერთხელ სცხებენ – ნათლობისას. მირონცხებას სულიწმინდის ბეჭედსაც უწოდებენ. ადამიანთაგან მხოლოდ მეფეს ჰქონდა პატივი, მირონი სიცოცხლეში ორჯერ ეცხო: ერთხელ ნათლობისას და მეორედ – მეფედ კურთხევისას. წმინდა მირონის კურთხევა ეკლესიის ავტოკეფალიის ერთ–ერთი დადასტურებაა, მირონის ხარშვა კი – უმნიშვნელოვანესი მოვლენა ეკლესიისთვის. მირონის ხარშვისა და მისი კურთხევის უფლებით ქართული ეკლესია უძველესი დროიდან სარგებლობს. წმინდა მირონი 15–20 წელიწადში ერთხელ იხარშება.

ამ წუთებში სვეტიცხოვლის ტაძარში სრულდება საზეიმო წირვა, რომელსაც საქართველოს პატრიარქი აღავლენს. ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახულების გაჩენასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი, სავარაუდოდ, ქადაგების დროს ისაუბრებს.
presa.ge


READ MORE - სვეტიცხოვლის კედელზე წმინდა ნიკოლოზი გამოჩნდა

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ბერად აღიკვეცა

ერისკაცობაში ის სანდრო კავსაძე იყო, დღეს ბერი ილიაა. ერისკაცობაში – სახელმწიფო მოხელე, დღეს – ღვთის მსახურია.

გაზიარება
[18:26 16-04-2011]
საკავშირო
სკანდალიდან
ბერობამდე

სპორტსმენი, ცეკას ინსტრუქტორი, გორის რაიკომის პირველი მდივანი, 7 წელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, წოდებით გენერალი, ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, დეპუტატი, ვიცე-პრემიერი და პრივატიზაციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა და ეროვნებათა შორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე – ეს იმ რეგალიათა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბერ ილიას დღეს უკვე უკან აქვს მოტოვებული, წინ მხოლოდ უფალი და სიყვარულია, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა, სიყვარული, რომელიც დაკარგა მეუღლის გარდაცვალებასთან ერთად და ახლა მასთან შესახვედრადაც ემზადება.

ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი ბერთან მის წარსულზე, თუმცა ეს დაბრკოლება თავადვე მომიხსნა... ბერი ილია, ხილიანზე, წმინდა ბარბარეს სახელობის მამათა მონასტერში ვნახე. ინტერვიუზე ვერ დავითანხმე, მითხრა: მხოლოდ ვისაუბროთ და ყველაფერს მოგიყვები, რა იყო, რა არის და საით მივდივარო.

რაც იყო

დატვირთული ცხოვრება მქონდა, დადებითიც ბევრი იყო და უარყოფითიცო, – მითხრა. იქვე ბოდიში მომიხადა, ინტერვიუს ვერ გაძლევ და ეს საუბარიც ჟურნალისტთან რაღაც პერიოდის განმავლობაში ბოლო იქნებაო. მიზეზი ამიხსნა: „ბერობას ბევრი რამ მოსდევს, რომელიც აქამდე არ ვიცოდი. რაც მთავარია, ბერობას არ უხდება სიტყვამრავლობა, ადამიანებისა და მოვლენების განსჯა, საზოგადოებრივი აქტივობა.~
მისი დიდი ბაბუა მღვდელი ყოფილა, თავად, ისევე როგორც მთელი მისი თაობა, რელიგიისგან შორს იყო. ვერც დღეს ხსნის ბოლომდე, რამ განაპირობა მისი დღევანდელი მდგომარეობა. ამბობს, რომ უფალი წყვეტს იმ საკითხებს, რომელსაც ადამიანის გონება ვერ სწვდება.

ის კომუნისტური პარტიის წევრი, მაშინდელი რეჟიმის შვილი იყო. წარმატებულ კარიერას იკეთებდა. როგორც მითხრა, პარტიაში კორუფციასთან საბრძოლველად შევიდა.

19 წლისა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. აკადემიური ნიჩბოსნობის ნაკრების წევრი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობა ახლოვდებოდა და რესპუბლიკაში დატოვეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 32 წლის ასაკში გადაიყვანეს, 36 წლისა კი უკვე გენერალი იყო, ყველაზე ახალგაზრდა გენერალი მთელ საბჭოთა კავშირში, საკავშირო მინისტრმა დეპეშით აცნობა ამის შესახებ...

ამბობს, რომ ურწმუნო საზოგადოებაში გაიზარდა და თავადაც, როდესაც ახალგაზრდა იყო, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ბერად აღიკვეცებოდა. იარაღი არასოდეს გამოუყენებია. აფრასიძეების გახმაურებული ამბავი მომიყვა, სვანეთში გაქცეული, 20 წლის ძებნილის დაკავების ოპერაცია დაუგეგმავს 1980 წელს. ოლიმპიური თამაშები იწყებოდა და დავალება მიუღიათ: „არც ერთი ძებნილი, პირდაპირ ლიკვიდაცია მოხდესო“. პირველი ოპერაცია რომ ჩაატარეს, 60 კაცი წაუყვანიათ მთაში, ტყე-ღრე უვლიათ. ძებნილის შვილს გაუგია და მოკლე გზით გაქცევა გადაუწყვეტია. ჩასაფრება იყო გზაზე. ჯგუფს მსოფლიო ჩემპიონი გივი ყვარელაშვილი ხელმძღვანელობდა. კავსაძისთვის მოუხსენებია, შეგვიძლია, ლიკვიდაცია მოვახდინოთო, მაგრამ მცირეწლოვან შვილთან ერთად არის და როგორც გვეტყვით, ისე მოვიქცევითო. მინისტრის მოადგილემ სროლაზე უარი თქვა, ოპერაცია ჩავარდა. ამის გამო ლამის თანამდებობიდან მოხსნეს, თუმცა მეორე ჯერზე გაუმართლათ. ძებნილთა შეპყრობა კარგად დადგმული სპექტაკლის მოქმედებას დაემსგავსა, ოპერაცია პროფესიონალმა, პოლკოვნიკმა ვახუშტი ჯაფარიძემ მოამზადა...

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კავსაძე სპეცოპერაციაზე უიარაღოდ მიდიოდა. იარაღს სპეციალურად სეიფში კეტავდა და შიშველი ხელებით გადიოდა, მსხვერპლი არც ერთი მხრიდან არ უნდა დაეშვა...

არ ამბობს, რომ მძიმე ცხოვრება განვლო. უბრალოდ, ახალგაზრდობიდან მოუწია ხელისუფლების მაღალ საფეხურზე ყოფნა, რამაც დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. უკან რომ იხედება, მასზე ცოდვილი ამ ქვეყნად არავინ ჰგონია, თუმცა მაშინ, როდესაც დანაშაულს ებრძოდა, სხვანაირად ფიქრობდა, დღეს აზრი შეეცვალა, ადამიანებს კი არ უნდა ებრძოლო, თავად მოვლენა უნდა აღმოფხვრაო, ის მახვილი კი ადამიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. ალბათ, ამას გულისხმობდა, როდესაც ცოდვებზე საუბრობდა.

პირველი სრული აღსარება მარტყოფში თქვა. ცუდად გამხდარა, რამდენი ცუდი გამიკეთებიაო. მანამდე მოძღვარი არ ჰყოლია, ორმოცსგადაცილებული მეუღლემ „მოაქცია“. მაშინ ცენტრალურ კომიტეტში განყოფილების გამგე იყო.

მამა როსტომი (როსტომ ლორთქიფანიძე) იყო პირველი, ვინც დაეხმარა. ყოველთვის კარგად იხსენებს, იმიტომ რომ მან სირთულეები შეუმსუბუქა. არასოდეს დაავიწყდება მამა იოანე (ოქროპირიძე), მამა ბენიამინი (მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვარი), მამა ელისე, რომელმაც არა მარტო მოძღვრობას, არამედ ქრისტიანული ძმობისა და სიყვარულის გრძნობას აზიარა. ყველა მათგანს ბერი ილია საკუთარ მოძღვრებად მიიჩნევს.

მორწმუნე კომუნისტურ პარტიაში

ცეკაში ბოლო ყრილობა რომ იყო, დელეგატების ერთმა ჯგუფმა სთხოვა, პირველ მდივნობაზე დათანხმებულიყო. მაშინ სანდრო კავსაძემ ერთი პირობა წამოაყენა: იმ შემთხვევაში იქნებოდა ხელმძღვანელი, თუ მიიღებდნენ წინადადებას, რომ პარტიას ბოდიში მოეხადა რელიგიური ძალადობისთვის. მაშინ იმ ყრილობაზე ამხანაგი კავსაძე მკაცრად გააკრიტიკეს, ღმერთისთვის ბოდიშის მოხდა როგორ მოითხოვაო.

თუმცა მეუღლემ შეძლო ის, რომ პარტიულმა კავსაძემ აღსარება თქვა. ზოდაგად, მეუღლეს სანდრო კავსაძის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა. ბერობა სწორედ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან იგრძნო, რომ რაღაც ძალიან დიდი გატყდა ცხოვრებასა და საზოგადოებაში, სადაც ისინი ორნი ცხოვრობდნენ, სადაც მათ თავისი სამყარო ჰქონდათ. ყველგან თან დაჰყავდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რომ ჩამოაყალიბა, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. როდესაც შაბათ-კვირას საპატიმროებში ტუსაღებს ხვდებოდა, გულიკო თან მიჰყავდა. უკვირდათ, ცოლს რომ დაატარებდა ყველა შეხვედრაზე, მას კი არ შეეძლო მის გარეშე, მიიჩნევდა, რომ გულიკო ყველა სიყალბეს ადვილად შენიშნავდა, რადგან თავად იყო მართალი და კეთილი. „რადგან დიდი სიყვარული გვქონდა, სიყალბე არ ჩანდა, ამიტომ იქაც მართალი იყო, იმ ადამიანებთან“, – ამბობს დღეს ბერი ილია.

სხვათა შორის, სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოში სწორედ სანდრო კავსაძის სახელს უკავშირდება. ეს მათი ინიციატივა იყო – ინსტიტუტის სახელი, `სახალხო დამცველი~ ესპანური მოდელიდან არის გადმოღებული.

1997 წელს კავსაძემ, ოჯახთან ერთად, საქართველო დატოვა, შვეიცარიაში წავიდნენ, ჟენევაში საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შეეყარა გულიკო დვალს უკურნებელი სენი, მეუღლე თავს ვერ პატიობს, რომ მაშინ ეს „გამოეპარა“.
საკავშირო სკანდალი

სანდრო კავსაძისა და გულიკო დვალის სიყვარულის ამბავი ორი ათეული წლის წინათ, ალბათ, ყველაზე გახმაურებული სკანდალი იყო თბილისში. მოსიყვარულე წყვილის უკან ორი დანგრეული ოჯახი იდგა. 46 წლის ასაკში სანდრო კავსაძემ ოჯახი დატოვა და პირველად დაიწერა ჯვარი. ბერი ილია ამბობს, რომ მაშინ მათ მთელი სამყარო დაუპირისპირდათ. გულიკო დვალმა სიყვარული ლექსებში ჩადო, დღეს მის ლექსებს ბერი ილია ინახავს:

***

„ამ ქვეყნად შენს მეტი
არავინ არ მინდა,
უშენოდ სიცოცხლე
მტვერი და ქარია“.
***
„და დღესაც მსხვერპლს
ითხოვს, ისე ვით ოდესღაც,
უმსხვერპლოდ ვინ გახსნა,
კარები აღსავლის“.
***
„სიყვარულს ჩვენსას
ქარიშხლებმა გადაუარეს,
მაგრამ ღვართქაფმა
ცეცხლოვანმა ის ვერ მოცელა,
მჯერა გაუძლებს სიყვარული
წარღვნას უარესს,
თუ ვეყოლებით აღმსარებლად,
ერთგულ მლოცველად“.

***

ამ ლექსების კრებული 1989 წელს გამოიცა, მაშინ გულიკო დვალმა არ იცოდა, რომ მათ სიყვარულს წინ დიდი გამოცდა ელოდა, თუმცა 23 წლის სიყვარულმა „წარღვნად“ მოვლენილ სიკვდილსაც გაუძლო, და დღეს მას მლოცველად ბერი ილია ჰყავს.

„ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ტყუილში ცხოვრება – კიდევ უფრო რთული. 42 წლის ვიყავი, რომ შემიყვარდა. შეიძლებოდა სიყვარულზე უარის თქმა, მაგრამ ვერ შევძელი. ასეთი სიყვარულის ნახვა, როგორიც გულიკომ მომიტანა, შეუძლებელია. არ არსებობს ასეთი სიყვარული, არც გამიგია, არც წამიკითხავს“.

საერთო შვილები არ ჰყოლიათ, რადგან ისინი ცხოვრების დასაწყისშივე ვერ შეხვდნენ ერთმანეთს. ხშირად ამბობდნენ, რომ მეორე ქორწინება ამ სიყვარულის საფასურია. ეს მათთვის სიმძიმე იყო და ამიტომ შვილებსა და შვილიშვილებს ყოველთვის ურჩევდა, რომ სწორედ ისეთი სიყვარული ეპოვათ, როგორიც მათ ჰქონდათ.

„ადამიანები სიყვარულისთვის იბადებიან და ყველაფერი ღმერთის სიყვარულისკენ მიდის. კაცის შემდეგ, ღმერთი იძულებული იყო, შეექმნა ქალი. ერთიანობა შექმნა ქალისა და კაცის. დასაბამიდან ასეა, ქალი კაცისკენ მიდის და კაცი – ქალისკენ. თუ აღმოაჩენს თავის ნეკნს, ხომ კარგი... თავის ნეკნს 5-6 პროცენტი თუ აღმოაჩენს ხოლმე ამ ქვეყანაზე. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება. მე ჩემი ნეკნი ვნახე“.

ფოტო რომელზეც ტყვეობიდან დახსნილი სანდრო კავსაძის და გულიკო დვალის ემოციური შეხვედრაა აღბეჭდილი, პირველად 1992 წელს New York Times-ში გამოქვეყნდა, მეორედ კი დღეს იბეჭდება – `პრაიმტაიმში~. 1992 წელს სანდრო კავსაძეს ჩხოროწყუში ზვიადისტები დაესხნენ თავს და 40 დღე ტყვეობაში ჰყავდათ. გულიკოს თანადგომას ტყვეობაშიც გრძნობდა. უწმიდესი დასდგომიათ გვერდში დროებითი განშორების ჟამს.

როდესაც გულიკო დვალი გარდაიცვალა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, დღეში ორჯერ მიდიოდა საფლავზე. მიდიოდა და ელაპარაკებოდა. სანამ ბერად აღკვეცას გადაწყვეტდა, ჯერ მორჩილი იყო მონასტერში. შემდეგ შორს, მარტყოფში, ამაღლების მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 20 სექტემბერს ბერად აღიკვეცა. ამბობს, რომ იქ შეიგრძნო ჰარმონია, თითქოს წრე შეიკრაო. ადრე თუ ხშირად დადიოდა მეუღლის საფლავზე, ეს სურვილი აღარ ჰქონია. „თითქოს შევერთდით და თითქოს ერთად ვიყავით უკვე. მე ვფიქრობ, რომ მას მივუძღვენი სიყვარული, საპასუხო სიყვარული გადავეცი, წავიდა ის და ზემოდან მიყურებს. მისი ზემოქმედება აღარ არის, ჩემი პასუხი ის არის, რომ მე ისევ ისეთი ერთგული ვარ, როგორიც ვიყავი. ვარ ბერი ღმერთისა და მისკენ მივდივარ ისევ. ვემზადები მასთან შესახვედრად“.

ბერი ილიას შვილი – მამა იოანე

ბერობამდე სანდრო კავსაძის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. მისმა შვილმა გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო. მამა იოანე ბერ-მონაზონია ლოს-ანჯელესსა და სანფრანცისკოში. ახლა 34 წლისაა, სამი წელია, რაც წავიდა. მაშინ გულიკო დვალი ცოცხალი იყო. ერთ დღეს სანდრო კავსაძესთან შვილი მივიდა და უთხრა: მამა, ეკლესიაში მივდივარ და კურთხევა მინდა შენგანო. უწმინდესს უთქვამს, მამის კუთხევაა საჭიროო.

მამას უკითხავს, კურთხევა რად გინდაო? და პასუხად მიუღია: ბერად უნდა აღვიკვეცოო.

სანდრო კავსაძემ ვერ მიიღო შვილის ეს გადაწყვეტილება. უფიქრია, მეორე ოჯახი რომ მაქვს, ამან გაართულა ყველაფერიო. უთხოვია შვილისთვის – დათო ნუ ჩამაყენებ ამ მდგომარეობაში, მე როგორ შემიძლია, ბერად გაკურთხო, რას იტყვიანო... შვილმა არ დაიშალა... გულიკოც წინააღმდეგი ყოფილა, პატრიარქისთვისაც უთხოვიათ, იქნებ თეთრი სამღვდელოება ურჩიოთო, მაგრამ...

ბერი ილია ამბობს, რომ ის მისი შვილის ასაკში ამას ვერ შეძლებდა, მით უფრო, რომ დღეს კარგად ხვდება, რას ნიშნავს ბერობა.

შვილის გადაწყვეტილებაში მიზეზის ძიება აღარ დაუწყია, რადგან იცის, რომ, "როდესაც ღმერთთან გაქვს საქმე, მიზეზი არ უნდა ეძებო და როგორი ახსნაც არ უნდა გააკეთო, ადამიანურია და ვერ სწვდება უფლის არსს. რამეთუ აუხსნელია უფლის გზები და მას ვერავინ შეაჩერებს!"

რაც არის

დღეს ბერის კაბაში მხოლოდ ახალგაზრდობა ენატრება, თუმცა იცის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ამბობს, რომ წარსულის დაბრუნება რომ შეეძლოს, იგივე გზას არ აირჩევდა, უფრო რელიგიური იქნებოდა... ბევრ რამეს შეცვლიდა...

მოძღვართან აღსარების დროსაც ხშირად ამბობს და მეც გამიმეორა: ცხოვრებიდან იმ ფურცლებს ამოხევ, რაც შენს თავს გაუკეთე, მაგრამ სხვას თუ ცუდი გაუკეთე, იმას როგორ ამოხევო? – ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტებაა...

დღეს ბერი ილია ყველა თავის წოდებასა და რეგალიას ერთ გროვად ხედავს, რომელიც წამში დაიკარგა. ის, რაც სამუდამოდ დარჩა, სიყვარულია, ამისთვის კი ღმერთს მადლობას ეუბნება. "ეძებეთ სიყვარული და თუ იპოვით, თვალის ჩინზე მეტად გაუფრთხილდით" – ეს არის ბერი ილიას გზავნილი ერისკაცებისთვის.
ptpress.ge


READ MORE - შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ბერად აღიკვეცა

ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება

თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება , _ ამის შესახებ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს, "პალიტრა TV-რადიოს" ეთერში განაცხადა.

გაზიარება
[16:26 15-04-2011]
მისივე თქმით, მის გვერდით ბევრი მოტივირებული ადამიანია და ხელისუფლება ყველა მათგანს ვერ დააპატიმრებს. "არც მე და არც ჩემი მეუღლე არაფერს ვაკეთებთ, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. ჩვენ ქვეყნისა და ხალხის წინაშე მართლები ვართ და არაფრის გვეშინია. თუ ამას გაბედავენ, ძვირად დაუჯდებათ", _ განაცხადა ბურჯანაძემ.

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლება სახალხო კრების მოღვაწეობით უკმაყოფილოა და მათ წინააღმდეგ ფართომასშტაბიან კამპანიას გეგმავს. გაზეთის ინფორმაციით, მათ შორის იგეგმება ნინო ბურჯანაძის დაპატიმრებაც.
interpressnews.ge

READ MORE - ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლება ჩემს დაპატიმრებას გადაწყვეტს, ეს ძვირად დაუჯდება

„საპატრიარქოს შესასვლელთან დაცვამ მითხრა, პატრიარქთან შესვლა 100 ლარი ღირს, თუ დატოვებ, შეგიშვებო...“

13 წლის მარიამ ჩუბინიძეს, უკვე ჩატარებული რვა ოპერაციის შემდეგ, კიდევ ხუთი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. მარიამი დედასთან და სამ დედმამიშვილთან ერთად, ზუბალაშვილების ქუჩის 29 ნომერში ცხოვრობს. ოჯახი, დიასახლისის 70 ლარიანი პენსიის იმედადაა დარჩენილი, რომელსაც მარიამის დედა, ქეთევან სააკაძე თავდაცვის სამინისტროდან იღებს. ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შემდეგ ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც სამსახურის დატოვება მოუხდა.

გაზიარება
[შორენა გოგოლაძე. 16:26 15-04-2011]
13 წლის მოზარდი, დილიდან საღამომდე მწოლიარე მდგომარეობაშია. ის უსინათლოა, თუმცა გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდული არ აქვს. მარიამი ამჟამად, რთული სოციალური პირობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების გამო, საშუალო განათლების მიღებას ვერ ახერხებს, თუმცა სახლის პირობებში მეცადინეობს.

ქეთევან სააკაძე, მარიამ ჩუბინიძის დედა: მარიამს უკვე გაუკეთდა მენჯ–ბარძაყის რვა ურთულესი ოპერაცია. ცერებრალური დამბლა აქვს და უსინათლოა. ბავშვს კიდევ, ათი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. აქედან, ხუთი ოპერაცია ფეხებზეა ჩასატარებელი, ძვლის ტვინზე კი ხუთ ეტაპად აქვს გადასანერგი ღეროვანი უჯრედები. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. გასული წლის ოქტომბერში, სოციალური დახმარებაც მომიხსნეს, რომელიც 126 ლარს შეადგენდა. ახლა, მხოლოდ მოწყალების თხოვნით ვირჩენთ თავს, რაც მხოლოდ საკვების შესაძენად გვყოფნის’’.

უნარშეზღუდული მოზარდის დედა ,,პრესა.ჯი’’– სთან საუბარში ყვება, რომ მან დახმარების თხოვნით, ბევრ ორგანიზაციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. უკანასკნელი დახმარების იმედი, კათალიკოს პატრიარქი იყო, თუმცა ქეთევან სააკაძემ უწმინდესთან შეხვედრა ვერ მოახერხა. როგორც თავად ყვება, მას საპატრიარქოს მისაღებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იქიდან ისე გამოისტუმრეს.

,,პატრიარქამდე მივიტანე ჩემი გასაჭირი. მან დამიბარა თავისთან და დახმარებას დამპირდა. როდესაც საპატრიარქოში მივედი, შესასვლელში დაცვის ბიჭი იდგა. მე არ მაქვს საშუალება, ნორმალური სამოსი ვიყიდო და თმები სალონში გავიკეთო. ალბათ მათხოვარი ვეგონე. ავუხსენი ვითარება, რომ უწმინდესმა იცოდა ჩემი ვიზიტის შესახებ და მელოდებოდა. იმ ბიჭმა კი საყელოში ხელი მომკიდა და გარეთ მომისროლა. მითხრა, აქ არასდროს დაგინახო მოსულიო. ვიდრე გარეთ გამომაგდებდა მითხრა, პატრიარქთან შესვლა 100 ლარი ღირს და თუ დატოვებ, შეგიშვებო. მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ 5 ლარის გამო ყინვაში, დილიდან საღამომდე ქუჩაში დავდივარ მეთქი, ჯერ კედელზე მიმანარცხა, მერე გარეთ მომისროლა. რას ვიზამდი. გამოვბრუნდი უკან და ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ უწმინდესს ვერ შევხდი. ამის შემდეგ, განცხადება და მარიამის საბუთები გავატანე ერთ პიროვნებას, მაგრამ, ის განცხადება გზაში დაიკარგა. უწმინდესამდე არ მისულა. პატრიარქსაც ატყუებენ და ჩვენც’’– ამბობს ქეთევან სააკაძე.

მარიამი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ როგორც დედა ამბობს, ბავშვთა მეორე საავადმყოფოს ექიმის თვითნებურმა ქმედებამ, ინვალიდი გახადა. ,,7 დღის დაბადებული იყო მარიამი, როდესაც განყოფილების გამგე მერი გაჩეჩილაძემ, ჩემ დაუკითხავად ბავშვს ზურგის ტვინიდან სითხე ამოუღო. რატომ გააკეთა ეს არ ვიცი დღემე, მაგრამ ბავშვი სამუდამოდ დამიინვალიდა. ვისაც გაუკეთა მაშინ ეს საშინელება, იმ ბავშვებიდან ზოგი გარდაიცვალა, ნაწილი კი ინვალიდია’’ _ ამბობს მარიამის დედა.

მარიამ ჩუბინიძის მდგომარეობა, ოპერაციის შემდეგ გაუმჯობესდება. ამას ოჯახის წევრებს, სპეციალისტები ეუბნებიან. ოპერაცია კი გერმანიაში უნდა ჩატარდეს, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ დრომდე, ოჯახს რამდენიმე კერძო კომპანია დაეხმარა და 13 წლის მოზარდს ჩაუტარდა ოპერაციები. მკურნალობის ბოლო ეტაპის ფინანსები, ოჯახს არ გააჩნია. როგორც მარიამის დედა ამბობს, მან შვილის მონაცემები ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’–ში, კერძოდ კი გადაცემა ,,ვის უნდა 20 000’’ – ში სამჯერ გააგზავნა, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო.

13 წლის ბავშვის სიცოცხლე ქველმოქმედ ადამიანებზეა დამოკიდებული. მარიამის სახელზე ,,საქართველოს ბანკში’’ სპეციალური ანგარიშია გახსნილი. ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502, მიმღების დასახელება მარიამ ჩუბინიძე, ანგარიშის ნომერი 595296400.
პრესა.გე

READ MORE - „საპატრიარქოს შესასვლელთან დაცვამ მითხრა, პატრიარქთან შესვლა 100 ლარი ღირს, თუ დატოვებ, შეგიშვებო...“

კომუნიკაციების ეროვნული კომისია 18 აპრილს დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს

დღეს არსებული მედია-საშუალებები გასართობ-მუსიკალურ მაუწყებლებად შეიძლება გადაკეთდნენ, თუ 18 აპილს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე დაამტკიცებენ მათივე დაკვეთით, კომპანია ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 23:56 10-04-2011]
”ბისიჯის” მიერ დადებული შედეგით, მოსახლეობას აინტერესებს მუსიკალური, გასართობი პროგრამები, მხატვრული ფილმები და იუმორისტული გადაცემები, ხოლო პრიორიტეტებში შემეცნებითი პროგრამები მეშვიდე-მერვე ადგილზეა. წარმოდგენილი კვლევის შედეგს ზვიად ქორიძე ეჭვქვეშ აყენებს.

რატომ აყენებთ ეჭვქვეშ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგს?
ზვიად ქორიძე: ეს კვლევა 3 წლის მანძილზე ტარდებოდა - როგორც თავად ამბობენ, 2008-ში დაიწყო, 2009-ში დეტალების დამუშავება და დაზუსტება მოხდა და 2010 წლის ივნისში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცეს.

2008 წლის ოქტომბერში, როცა ომიდან 2 თვე იყო გასული, ძნელი წარმოსადგენია მოსახლეობას მუსიკალურ-გასართობი პროგრამების განწყობა ჰქონოდა. დავუშვათ, მას საინფორმაციო პროგრამები დიდად არ სჭირდებოდა, მაგრამ არა მგონია მუსიკალურ-გასართობი პროგრამები ყოფილიყო მოსახლეობის მაქსიმალური მოთხოვნა.

ჩემთვის უცნობია რისი დაზუსტება მოხდა 2009 წლის დეკემბერში, რადგან ამ კომისიის სხდომაზე ”ბისიჯის” წარმომადგენელს არ უთქვამს რა ხარვეზი იყო დასაზუსტებელი, მაგრამ პრაქტიკულად ჩანს, რომ ამ შედეგების რევიზია ზუსტად მაშინ მოხდა და გამოიკვეთა, რომ დღეს თურმე მოსახლეობას უფრო მეტი გართობა სურს.

ბუნებრივია, ისეთი საინფორმაციო პროგრამები, როგორიც დღეს გადის, მოსახლეობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათთვის ეს მეშვიდე-მერვე ხარისხოვანია.

კვლევის ჩატარების თვალსაზრისით, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი, რომელთა მიმართებაშიც კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ ამ საკითხების მიმართ ყველას ჩვენი პირადი დამოკიდებულება გვაქვს; ჟურნალისტებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოქალაქეებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვაქვს და ვაკვირდებით, რომ ინფორმაციაზე მოთხოვნა ყოველთვის ძალიან დიდია, განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სადაც სოციალური დისჰარმონიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სადაც ტერიტორიული პრობლემებია, სადაც მაღალი საგარეო საფრთხეებია და ასე შემდეგ.

ძალიან უცნაურია, როდესაც 2011 წელს იდება ასეთი კვლევის შედეგები, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ პრიორიტეტებისთვის საფუძვლად უნდა გამოიყენოს და მან განსაზღვროს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება იქნება მუსიკალურ-გასართობ პროგრამაზე.

თქვენი აზრით, რატომ დადეს ახლა ასეთი შედეგი?
- რეალურად, 2011-2013 წლები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება. ასეთ დროს აი, ამ ფორმით ინფორმაციის დეფიციტის შექმნა, მსუბუქად, რომ ვთქვათ, საკმაოდ არასწორია, მაგრამ ფაქტობრივად, ეს შეიძლება საზოგადოების წინაშე დამნაშაულებრივი იყოს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ კომუნიკაციების კომისია სახელმძღვანელოდ გამოიყენებს ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგებს?
- კომისიას კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამ კვლევის საფუძველზე პრიორიტეტები განსაზღვროს.

რა მექანიზმის გამოყენებით შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ ”ბისიჯის” კვლევის შედეგები?
- 5 მარტს გამართულ კომისიის სხდომაზე, როდესაც ვუთხარით, რომ იქნებ არ გამოეყენებინათ ბაზისად ამ კვლევის შედეგი და პრიორიტეტები ისე მიეღოთ, მათ იკითხეს

”მაშინ, რის საფუძველზე განვსაზღვროთ პრიორიტეტები?”
დარწმუნებული ვარ, უკეთეს ვარიანტში, მათ უნდა იხელმძღვანელონ არა ამ კვლევით, არამედ ყველა კვლევით, რომელიც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დახვეწილი მეთოდოლოგიითაა გაკეთებული, რის შედეგადაც გამოჩნდება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს მოთხოვნილება: ჟურნალისტურ გამოძიებებზე, შემეცნებით გადაცემებზე, სერიოზულ ანალიტიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებზე. ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში არის, რადგან სხვადასხვა კვლევის მასალები ამას ადასტურებს.

ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია რჩება მხოლოდ საკუთარი დაკვეთით გაკეთებული კვლევის იმედად, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიმაჩნია საკმაოდ არასწორ ქმედებად.

შესაძლებელია თუ არა ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგები გავრცელდეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე?
- კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას საშუალება აქვს არსებულ სამაუწყებლო ლიცენზიებს იმ პრიორიტეტების მიხედვით გაუკეთოს მოდიფიკაცია, რომელსაც დაამტკიცებს. ასე რომ, თუ დაამტკიცა, პრიორიტეტები განსაზღვრა და მასში გამოიკვეთა, რომ მოთხოვნები არის სპეციალიზებულ არხებზე, ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზიები უნდა გაიცეს, რადგან მუსიკალური, გასართობი, სპორტული და იუმორისტული პროგრამები სპეციალიზებულ ლიცენზიებს ითხოვენ.

ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაცემული ლიცენზიების რევიზია შეიძლება დაიწყოს და კონკრეტულ მაუწყებლებს მათი ლიცენზიების მოდიფიკაციის მოთხოვნით მიმართოს.

მაგალითად, თუ ”იმედს” ექნება სურვილი, გახდეს მუსიკალურ-გასართობი პროგრამების მაუწყებელი და კომუნიკაციების კომისია ამას გადაწყვეტს, ან თავად შესთავაზებს, რომ ”იმედის” მაუწყებლობას მოდიფიკაცია გაუკეთოს, გამორიცხული არ არის ასე მოხდეს; ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმედებაში თავისუფალია.

ანუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ ეს კვლევის შედეგები გაცემულ ლიცენზიებზე არ აისახება, მომავალზეა გათვლილიო?
- ამაზე თავს ვერავინ დადებს. თუ აკაკი მინაშვილმა იცის, რომ პოლიტიკური შეკვეთის თანახმად, ეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე არ გავრცელდება, მაშინ მას შეიძლება ვენდოთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას არავინ დაავალებს არსებული ლიცენზიების მოდიფიკაციას, მაგრამ კომუნიკაციების კომისია ფორმალურად დამოუკიდებელია და მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს; არაფორმალურად, მისი რომელიმე წევრი პოლიტიკურ მმართველობასთან რა მოლაპარაკებებს გამართავს, ეს არავინ იცის და, დამერწმუნეთ, არც აკაკი მინაშვილს ეცოდინება.

თქვენი არზით, რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიამ უარი თქვას საეჭვო კვლევის შედეგებზე?
- ამ ათი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს, იმიტომ, რომ 18 აპრილს კომისია იკრიბება. უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მეტი საჯარო განცხადება, იყოს მეტი საჯარო აქტივობა - 18 აპრილის კომისიის სხდომაზე უნდა მივიდეთ, ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ. როდესაც კომისია სამოქალაქო ჯგუფებისგან სხვადასხვა მოსაზრებას მოისმენს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.



READ MORE - კომუნიკაციების ეროვნული კომისია 18 აპრილს დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს

შალვა რამიშვილი: ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ლევან გაჩეჩილაძემ

გახდნენ თუ არა დღევანდელი პოლიტიკოსები მოსაწყენები; რა აკავშირებს შალვა რამიშვილს ეროსი კიწმარიშვილთან და რატომ არ მოსწონს ნინო ბურჯანაძე; არიან თუ არა სტეფანე და კახუჩელა თანამედროვე წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და რა არ უნდა გაუვიდეს დუტას. ამის შესახებ “პრესა-ჯის” შალვა რამიშვილი ესაუბრა:

გაზიარება
[გიორგი ჩხაიძე. 23:40 10-04-2011]
ზოგი პროვოკატორს გეძახის, ზოგი ძველ ამბებს გახსენებს, რა არის ამის მიზეზი?
- როდესაც პროვოკატორს მეძახიან და ამას დაუსაბუთებლად ამბობენ, ეს უკვე ლანძღვაა და ცილისწამებაა, არც “პრაიმ-ტაიმში” და არც ბურჭულაძესთან, არანაირი პროვოკაცია არ მომიწყვია, მივედი და დავუსვი შეკითხვა. როდესაც რამეს გაბრალებენ, ამას დასაბუთება სჭირდება.

რა ურთიერთობა გაკავშირებს ეროსი კიწმარიშვილთან?
- ეროსი კიწმარიშვილი არის იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელთანაც ახალი გადაცემის კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. მას ვიცნობ ოთხმოცდათექვსმეტი წლიდან, როცა “რუსთავი-2”-ს შეექმნა პრობლემები და მაშინდელი თავისუფალი მედია გვერდში დაუდგა. ასევე, ვაკეთებდი მის არხზე პროექტ “დარდუბალას”.

შალვა, პირველი გადაცემა “შეფიცულთა რაზმზე” გააკეთე. ეს შეფასდა როგორც ეროსი კიწმარიშვილის დაკვეთა.
- ბურჯანაძის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა რომ მდომებოდა, ამას სხვაგვარად დავგეგმავდი. მივედი კამერებით და ვთხოვე “შეფიცულთა რაზმში” ჩაწერა, რომ გაეღოთ კარები, შევსულიყავი და მომხდარიყო “შეფიცულთა რაზმში” ჩემი გაწევრიანება, როგორ მოვახდენდი მათ დისკრედიტაციას. ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე მოიქცეოდნენ და ასეთ საჩუქარს გამიკეთებდნენ.

თავად თუ მოგწონს ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკოსი?
- როგორც პოლიტიკოსი არ მომწონს, აკლია პოლიტიკური გემოვნება და საერთოდ არ ესმის პიარი.

და როგორი პოლიტიკოსია ლევან გაჩეჩილაძე?
ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც უნდა გამოასწოროს, შეცდომა იყო მისი არათანმიმდევრული პოზიცია სააკაშვილთან მოლაპარაკებებისას, როცა კარგად არ იყო ხალხისთვის ახსნილი, რატომ მიდიოდა, რაზე ელაპარაკებოდა და რა შედეგებს ელოდებოდა მოლაპარაკებებისგან.

დღევანდელი გადმოსახედიდან, შენ უფრო კარგ მდგომარეობაში ხარ თუ კობა ბექაური?
- არც კი მახსოვს ვინ არის ეს ადამიანი და არ მინდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

რა აინტერესებს დღეს საზოგადოებას?
- ამაზე სპეციალური კვლევა ჩატარდა, ხალხს აინტერესებს გასართობი გადაცემები, ხალხს აინტერესებს ის, რაც ყოველთვის აინტერესებდა. მათ უნდათ რა თქმა უნდა გართობა, მაგრამ არა ისეთი უგემოვნო გადაცემებით, როგორითაც სავსეა დღევანდელი ტელე-ეთერი. საჭიროა, რომ ინფორმაციის მიწოდება არ იყოს მოსაწყენი სტილით და შაბლონური. საერთოდ, 21-ე საუკუნე არის პოსტმოდერნის ხანა, როდესაც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. თუ გადმოცემის მანერა არ იქნება მიმზიდველი და საინტერესო, მაყურებელი არც დაინტერესდება.

ხალხს რომელი ძალა უფრო მოსწონს, ე.წ. კონსტრუქციული ოპოზიცია თუ „რევოლუციონერები“?
- არჩევნების გზით ხელისუფლების შემცვლელები არ არიან იმდენად პოპულარულები, რამდენაც რადიკალურები, კონსტრუქციულმა ოპოზიციამ რომ შეინარჩუნოს რენომე, მაშინ ხელისუფლებამ რაღაც უნდა დაუთმოს, რომ ეს ადამიანები დასაცინები არ გახდნენ.

შალვა, მეგობრობ თუ არა რადიო 105-ის ბიჭებთან?
არა, არ ვმეგობრობ, მათ სხვა გზა აირჩიეს, ჩვენს შორის დაშორებაც არ იყო უმტკივნეულო. გარდა ამისა, ბევრი რაღაც გააკეთეს, რაც მე არ მომწონს. მეგობრობა ჩვენს შორის აღარ არის.

ციხეში თუ გაკითხავდნენ?
–არა, არ მაკითხავდნენ, არც ველოდი მათგან მსგავს საქციელს, თუმცა არ ვკიცხავ.

გოგა ხაჩიძესთან რაზე საუბრობ ხოლმე?
- გოგა ხაჩიძე, ჩემი ოჯახის წევრი იყო, ჩემი ცოლისდის ქმარი, ჩვენი შვილები დეიდაშვილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ის მინისტრია და მე არ მაქვს კარგი ურთიერთობა ამ ხელისუფლებასთან, ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. იშვიათად ვხვდებით და სხვა თემებზე ვსაუბრობთ. ახალგაზრდობას ვიხსენებთ და ოჯახის თემებზე ვსაუბრობთ.

ხშირად აკრიტიკებ თეატრალურ სამყაროს, რა არის ამის მიზეზი?
- თეატრალურ სამყაროს არ ვაკრიტიკებ, ზოგადად თეატრი არ მომწონს, ხომ მაქვს ამის უფლბა. არ დავდივარ თეატრში, როდესაც წავსულვარ, არ მომწონებია და რა ვქნა ახლა, ასეთი ვარ. შეეგუონ თეატრალური სამყაროს წევრები და მოტრფიალეები, რომ არის ადამიანი რომელსაც არ მოსწონს მათი ხელოვნება. ეს შეიძლება უფრო ჩემი ნაკლია, ვიდრე ღირსება. არ მომწონს მსახიობ დუტა სხირტლაძის ბოლოდროინდელი ქმედება.

დუტა სხირტლაძეს თავს გაუვიდა, საშინელებები ჩაიდინა თელავში, ვაჟა-ფშაველას ბარელიეფი მოხსნა. მთელი დასი მის წინააღმდეგაა. თეატრალურმა სამყარომ ხმა უნდა ამოიღოს, ესენი ხომ სხვა მსახიობების კოლეგებიც არიან, კოლეგიალობის განცდა, ხომ უნდა ჰქონდეთ, თუ დუტას გაუვა, მისნაირი ათასი გამოჩნდება.

არა მგონია გამოვიდნენ დუტას წინააღმდეგ, რადგან უმეტესობა ემეგობრება...
- თუ ხმას არ ამოიღებენ, ავადმყოფის და ლოგინის ამბავი ხომ იცი, ეგ დაემართებათ. ბუნების კანონია, სუსტი კვდება, ძლიერი გადარჩება. მიხეილ სააკაშვილს არ აქვს იმდენი ადგილი, რომ ყველა დაიტიოს და თბილად მოთავსდეს, ამიტომ არ აქვს ამ “პადხალიმაჟს” აზრი. ბევრმა რაც არ უნდა იჩალიჩოს, იქ ვერ მოხვდება, ფიზიკური პრობლემების გამო.

შალვა, არსებობს თუ არა დღეს ე.წ წითელი ინტელიგენცია?
- კი, მასეთები ძალინ ბევრია, მაგალითად სტიოპა და კახუჩელა არიან წითელი ინტელიგენციის წევრები, რომლებიც სასათბურე პირობებში იმყოფებიან, იღებენ უამრავ სახელისუფლებო პროექტში მონაწილეობას. იგივე გიორგი უშიკიშვილი, არიან ასევე რეჟისორები. გიგი უგულავა მერად რომ აირჩიეს, ხომ გახსოვთ, მომლოცველები რომ იდგნენ რიგში. ხოდა მაგათ ჩაანაცვლეს წითელი ინტელიგენცია. ვინმეს ჰგონია, მათ ასე ძლიერ უყვართ გიგი უგულავა, რომ მივარდნენ და მილოცვები დაიწყეს? უბრალოდ, მატერიალური დაინტერესება ჰქონდათ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ხვალ, კახა კუკავა რომ აირჩიონ მერად, მასთანაც დადგებიან რიგში. საერთოდ, როდესაც მამაკაცი ქალს შეაცდენს, დამნაშავე იმდენად ქალი არ არის, რამდენადაც მამაკაცი, რადგან ქალი სუსტია და არ უნდა მოატყუო. ასევე არიან შოუ-ბიზნესის ტიპები, ჭკუა არ უჭრით, ნებისყოფა არ აქვთ. სეფაშვილი რომ ავიღოთ, ჯერ ხალხთან იყო, მერე მიშას უმღერა და მერე რაღაც გაუგებრობაში გაეხვია. ხშირ შემთხვევაში, მათი ასე “გაფარჩაკება” ხელისუფლების ბრალია.
პრესა.გე

READ MORE - შალვა რამიშვილი: ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ლევან გაჩეჩილაძემ

ენრიკე იგლესიასი აცხადებს, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა სასქესო ორგანო აქვს

15:26 01.08.2011
ესპანელმა მომღერალმა ენრიკე იგლესისმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა სასქესო ორგანო აქვს და ამის გამო ვაჟიშვილობას მხოლოდ 25 წლის ასაკში გამოემშვიდობა, იუწყება საიტი contactmusic. com.

ენრიკემ სასქესო ორგანოს ზომის შესახებ განცხადება ავსტრალიაში, მელბურნში, ათიათასობით ფანის წინაშე გამოსვლისას გააკეთა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა უთხრა, რომ ვარსკვლავი კარგად გამოიყურებოდა.

"შესაძლოა, მე კარგად გამოვიყურები, საერთოდ, ესპანელები ასეთები ვართ, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე პატარა პენისი მაქვს", - განაცხადა ვარსკვლავმა და იქვე დასძინა, რომ არ ხუმრობს.

მას ყოფითი ხასიათის პრობლემებიც აქვს - პატარა ზომის პრეზერვატივებს ვერასოდეს შოულობს.

პრეზერვატივების მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც პატარა ზომის პრეზერვატივების ხაზს უშვებს, ენრიკე იგლესიასს 1 მლნ ევროს სანაცვლოდ შესთავაზა, კომპანიის სახე გამხდარიყო.

ambebi.ge

READ MORE - ენრიკე იგლესიასი აცხადებს, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა სასქესო ორგანო აქვს

ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებელი პროგრამიდან დაითხოვეს

ნიკოლ ბეტფორდი - „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) პროგრამის მონაწილე ბაჰამის კუნძულებიდან თავის ბლოგპოსტში აღწერს პროგრამიდან დათხოვნის ამბავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ნიკოლს სკაიპით დაუკავშირდა და დაწვრილებით გაეცნო მის ისტორიას.

გაზიარება
[ნინო ცაგარეიშვილი. 19:31 05-04-2011]
ნიკოლ ბეტფორდის გადმოცემით, TLG-ის ხელმძღვანელობასთან პრობლემები პროგრამის დასაწყისშივე, ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე შეექმნა. ნიკოლის განცხადებით, პროგრამამ გამგზავრების თარიღი ორი დღით ადრე გამოაცხადა, როცა მონაწილეებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ სამგზავრო ბილეთები. შექმნილი ვითარებით გაღიზიანებულმა ნიკოლმა „ფეისბუქზე“ დაახლოებით ასეთი შინაარსის სტატუსი განათავსა: „რა დაემართა პროფესიონალიზმს, თავაზიანობას, დროულობასა და გონივრულობას?“ სტატუსის ზუსტი ციტირება ამჟამად ვერ ხერხდება, რადგან ფეისბუქზე განთავსებიდან რამდენიმე საათში ნიკოლი იძულებული გახდა, იგი წაეშალა.

სტატუსის გამოქვეყნებიდან ერთ საათში ნიკოლს დაუკავშირდა ლარისა შირბა Footprints Recruiting-დან (TLG-ის პარტნიორი ორგანიზაცია) და აცნობა, რომ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსის ნიადაგზე TLG-მ გადაწყვიტა მისი აპლიკაციის გადასინჯვა. ლარისამ ნიკოლს ურჩია, ბოდიში მოეხადა პროგრამის ხელმძღვანელობისთვის და მომავალში უფრო ფრთხილად მოქცეულიყო კულტურული განსხვავებების გამო. ნიკოლი ასეც მოიქცა. ლარისას მიერ მითითებულ პირს მაილი გაუგზავნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდა „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო.

ნიკოლის ბოდიშმა სიტუაცია განმუხტა და მას პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა. თუმცა, პრობლემები გრძელდებოდა საქართველოში ყოფნის განმავლობაშიც. ნიკოლის გვერდს „ფეისბუქზე“ აქტიურად აკონტროლებდნენ, რასაც ადასტურებს TLG-ის ხელმძღვანელობის მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებული სტატუსის წაშლის მოთხოვნის ფაქტი. აღნიშნული სტატუსი შეეხებოდა მეათეკლასელ ბიჭებს, რომლებიც, ნიკოლის განცხადებით, მას სკოლის დერეფანში დაედევნენ მის კანის ფერთან დაკავშირებული რასისტული გამონათქვამებით და თან სქესობრივი კავშირის დამყარებას სთხოვდნენ. ნიკოლმა ამ ფაქტზე აღშფოთება კვლავ „ფეისბუქის“ სტატუსით გამოხატა და მათ „უხეში და საზიზღარი“ ბავშვები უწოდა.

ნიკოლის განცხადებით, მას ტელეფონით დაუკავშირდნენ TLG-დან და სთხოვეს, სტატუსი წაეშალა, რადგან ამას შეიძლებოდა ბავშვების მშობლები გაენაწყენებინა. ნიკოლი იძულებული გახდა, კიდევ ერთხელ დამორჩილებოდა TLG-ის მოთხოვნას და სტატუსი წაშალა. ამის შემდეგ მან TLG-ის თანამშრომლები ერთ ჯგუფში გააერთიანა, რომლისთვისაც „ფეისბუქის“ კედელი დაბლოკა 2010 წლის ნოემბერში.

24 დეკემბერს ნიკოლი შინ გაემგზავრა საშობაო არდადეგებზე. არდადეგების დასრულების შემდეგ, 2011 წლის 21 იანვარს ნასაუდან ლონდონში გადაფრინდა, ლონდონი-თბილისის რეისით კი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. აეროპორტში ბარგის ჩალაგებამდე, მან ი-მეილი შეამოწმა და წააწყდა წერილს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. წერილის თანახმად, მას ათავისუფლებდნენ შრომითი ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3.3 პუნქტის მიხედვით, რომლის თანახმადაც, „დასაქმებულის ქცევა შეუფერებელია „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამისათვის ხელშეკრულების მთელი მოქმედების მანძილზე“.

„ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა TLG პროგრამის წინააღმდეგ ფეისბუქზე განთავსებულმა მრავალრიცხოვანმა დამამცირებელმა და შეურაცხმყოფელმა კომენტარებმა. პროექტისთვის მიუღებელია ისეთი მოხალისე, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს პროგრამას და საჯაროდ არცხვენს მას. ჩვენი შეფასებით, ასეთი დამოკიდებულებით შენ ვერ შეძლებ ჩვენი მიზნების აღსრულებას და ჩვენი შრომითი ურთიერთობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენი სკოლის მოსწავლეების მომავალს ვერ მივანდობთ მასწავლებელს, რომელიც მათ ქვეყანასა და ხალხს შეურაცხყოფს.

ეს არ არის პროექტის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოხატვის პირველი პრეცედენტი. პროგრამის დასაწყისში, TLG-მ მოგცა დრო და შანსი შეჰგუებოდი ადგილობრივ ტრადიციებსა და ცხოვრების წესს. ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეწყდა კონტრაქტი პროგრამის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების პირველივე გამოხატვისთანავე“.

ნიკოლი აცხადებს, რომ წარმოდგენა არა აქვს, რას გულისხმობს TLG დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებში. მან პროგრამის ხელმძღვანელობას საპასუხო წერილი მისწერა და სთხოვა მისთვის განემარტათ ზუსტად რაში გამოიხატა მისი შეურაცხმყოფელი ქცევა. თუმცა, წერილზე პასუხი არ მიუღია.

ნიკოლის განცხადებით, „ფეისბუქი“, ამ შემთხვევაში მის პირად სივრცეს განეკუთვნებოდა, რადგანაც იგი დახურული იყო როგორც გარეშე პირთათვის, ასევე TLG-ის თანამშრომლებისა და მოსწავლეთათვის. იგი გათავისუფლებას არაეთიკურად და უსამართლოდ თვლის და ფიქრობს, რომ დაირღვა მისი გამოხატვის თავისუფლება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუკავშირდა TLG-ს პროგრამის სამართლებრივი მრჩეველს თამარ მამფორიას, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: „ინფორმაციას ამ საკითხზე ვერ მოგცემთ. არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ამ საკითხზე საუბარი. ნიკოლთან ჩვენმა ორგანიზაციამ თავად გაარკვია ეს საკითხი. თავად ნიკოლი არის პრობლემური ადამიანი და ამიტომ დატოვა პროექტი. უსამართლოდ ჩვენ არავის ვითხოვთ. ჩვენი ბოლო ალტერნატივაა გათავისუფლება. მისი პროექტიდან წასვლა თავისივე ბრალი იყო. სხვას ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, იგი არსებობს მანამ, სანამ არ შეიჭრება მეორე პირის უფლებაში. მისი უფლებების დარღვევას ჩვენი მხრიდან არანაირად არ ჰქონდა ადგილი“.

ჩვენს შეკითხვაზე, თუ რაში გამოიხატა „სხვის უფლებებში შეჭრა“, თამარ მამფორიამ გვიპასუხა: „კონკრეტიკისაგან თავს შევიკავებ. დეტალებზე არ დაგელაპარაკებით. ეს ის არის, რაც გითხარით. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

იხ.ნიკოლ ბეტფორდის ბლოგი: http://infinitedreamernicole.blogspot.com/

"ადამიანის უფლებათა ცენტრი"

READ MORE - ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებელი პროგრამიდან დაითხოვეს

კვერცხებს მოყოლილი პოლიციელები

კინოს სახლის წინ დაწყებული აქცია - ”მეც პატიმარი ვარ”, რომელმაც მანიფესტაციით უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლა, ადამიანების დაჭერით დასრულდა. აქციის მიმდინარეობისას 5 ადამიანი დააკავეს: შოთა გლურჯიძე ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობიდან”; გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობიდან”; ფრიდონ ხარებავა და აფხაზეთიდან დევნილი მადონა გოგუა.

გაზიარება
[ნინო მიქიაშვილი. 21:00 04-04-2011]
აქციის დასრულების შემდეგ მათ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, ადა მარშანიაც მიაყოლეს, რომელიც ამავდროულად ”წინააღმდეგობის მოძრაობის” წევრია. იგი კინოს სახლის წინ, ტროტუარზე იდგა და გვერდზე მყოფ ორ ადამიანს ესაუბრებოდა, როცა მასთან პოლიციელები მივიდნენ და დააკავეს.

ამ მასალაში რასაც წაიკითხვათ, ის ჩვენი თვალით დავინახეთ და გავიგონეთ. ერთადერთი რაც არ გვინახავს და მხოლოდ გადმოცემით ვიცით, ისაა, რომ აქციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე კიდევ 3 ადამიანი დააკავეს.

როგორც ”კონსერვატორების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა გვითხრა, მან გადმოცემით იცის, რომ პოლიტპატიმარ შაკო გოგინაშვილის და, ქეთინო გოგინაშვილი რუსთაველის გამზირზე, ტანსაცმელის მაღაზია ”გარდერობთან” დააკავეს. ქეთინო გოგინაშვილი ამავდროულად ”ქართული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია. ”გარდერობთან” დაიჭირეს ”ქართული პარტიის” კიდევ ორი წევრი, თენგიზ ღლონტი და გოჩა ჩხაიძე.

აქცია ”მეც პატიმარი ვარ” კინოს სახლთან ოთხ საათზე დაიწყო. იქ დაახლოებით 1 500 ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის მონაწილეები სიტყვით გამომსვლელებიდან ტაშითა და ოვაციებით შეეგებნენ ირმა ინაშვილს, რომელიც მედია-კავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი და ამავდროულად, ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” მედია-ომბუდსმენია და ტაში დაუკრეს პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოჩენაზე.

”გვეკითხებიან ჩვენს შეხვედრებს და ამ აქციებს რა აზრი აქვსო. ის აზრი აქვს, რომ ისე ვეღარ ჩეხავენ პატიმრებს, როგორც აქამდე აკეთებდნენ; ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯალათები, რომლებიც პატიმრებს აწამებენ, შეშინებულები არიან”, - უთხრა აქციის მონაწილეებს ირმა ინაშვილმა.
დიმიტრი ლორთქიფანიძისა და ”წინააღმდეგობის მოძრაობის” თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავისგან შევიტყვეთ, რომ 16 აპრილს, 15 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, საპატიმროებში ცემა-წამებით მოკლული ადამიანების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება და ეს დღე სამოქალაქო სოლიდარობის დღედ გამოცხადდება.

დავით თარხან მოურავმა აქციის მონაწილეებს ასეთი თხოვნით მიმართა - ”გთხოვთ ყველას გადაეცით, ვისი ოჯახის წევრიც ციხეში მოკლეს და აწამეს, რომ 16 აპრილს, 15 საათზე მოვიდეს სამების საკათედრო ტაძარში. ასე შევიტყობთ ყველა იმ პატიმრის სახელსა და გვარს, ვინც საპყრობილეებში წამებით მოკლეს. ის ფაქტები, რაც სახალხო დამცველმა ანგარიშში შეიტანა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თქვენ ამ აქციებში მონაწილეობას ღებულობთ და აქ დგახართ”.

ზუსტად ხუთ საათზე დაიწყო მანიფესტაცია, უზენაესი სასამართლოს მიმართულებით. აქციის მონაწილეებს სათავეში ჩაუდგნენ ორგანიზატორები - ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” და ”ობიექტივის” ლიდერები, რომლებიც ერთი მეგაფონით დროდადრო პარტულს ატყობინებდნენ, რომ მშვიდობიანი აქცია სანქცირებული იყო. მათ თან მიჰქონდათ სამგლოვიარო გვირგვინი.

მანიფესტაციის დროს, გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე ნაწილობრივ გადაიკეტა, მაგრამ ამას მოძრაობა არ შეუფერხებია. მანიფესტაცია ასეთი შეძახილებით მიემართებოდა რუსთაველის გამზირზე: ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, ”თავისუფლება სინდისის პატიმრებს”, ”თავისუფლება უკანონო პატიმრებს”, ”ახალაია ციხეში, კალმახელიძე ციხეში, სააკაშვილი ციხეში”, ”ვითხოვთ ფართომასშტაბიან ამნისტიას”, ”წინააღმდეგობის მოძრაობა მანიაკალური ხელისუფლების მესაფლავეა”...

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩით, ორგანიზებულად და მშვიდად აუხვიეს იუსტიციის სამინისტროსთან და ძმები ზუბალაშვილების ქუჩისკენ გაემართნენ, იქ სადაც უზენაესი სასამართლოა.

მანიფესტანტები უზენაეს სასამართლოსთან 17.22 წუთზე მივიდნენ. ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო მანჯავიძემ აქციის მონაწილეებს ასეთი სიტყვებით მიმართა - ”მოვიტანეთ გვირგვინი, რომ გამოვხატოთ ქართველი ერის დამოკიდებულება; დავტირით უსამართლო სასამართლოს”. სამგლოვიარო გვირგვინი, წარწერით ”დავტირით სასამართლოს”, უზენაესი სასამართლოს შესასვლელ კარზე ჩამოკიდეს.

სოსო მანჯავიძეს დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩაენაცვლა - ”16 აპრილს, სამებაში მთელი თბილისი შემოგვიერთდებაო”. აქცია მშვიდად მიმდინარეობდა. უცებ, უზენაესი სასამართლოს შესასვლელ კარს, ფანჯრებს და კედლებს აქციის მონაწილეთაგან ვიღაცამ, ან ვიღაცეებმა კვერცხები დაუშინეს. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ კვერცხებს ვინ ისროდა, ამის დანახვა ვერ მოვასწარით.

აი, სწორედ კვერცხებს მოჰყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ნომერ პირველი პატრული, გიორგი გეგეჭკორი თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის მხრიდან 17. 36 წუთზე მოვარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების გამოჩენა ტაშით აღნიშნეს. გეგეჭკორს დაახლოებით 2-3 ასეულზე მეტი, ლურჯ ფორმაში გამოწყობილი პოლიციელები მოჰყვნენ.

პირველად ”წინააღმდეგობის მოძრაობის” წარმომადგენელი, შოთა გლურჯიძე დაიჭირეს - ხალხიდან გამოათრიეს და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მანქანამდე სირბილით მიათრიეს. გლურჯიძეს ფრიდონ ხარებავა, გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია მიაყოლეს. ადა მარშანია დაკავებულებს მიგაფონით გამოედევნა და პოლიციელებს სთხოვდა ისიც დაეპატიმრებინათ. ”რა გინდათ ამ ხალხთან, მე დამაკავეთ, მე ვარ დამნაშავეო”, - მეგაფონით ეუბნებოდა მარშანია პოლიციელებს, მაგრამ მისთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამთ და არც დაუკავებიათ.

გეგეჭკორი განკარგულებებს ვინმე უკლებას აძლევდა, რომელსაც პოლიციელის ფორმა ეცვა; ამ დროს უკლებას გვარს ხმამაღლა გაიძახოდა და ჩვენც აქედან შევიტყვეთ, მაგრამ უკლებას სახელი და თანამდებობა ვერ დავაზუსტეთ; იგი კითხვებზე ასეთ პასუხს გვცემდა - ”კომენტარის გარეშე”.
დახმარება პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვთხოვეთ, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი; ლორთქიფანიძე, როგორც პარლამენტარი უკლებას სთხოვდა მისთვის ეთქვა თანამდებობა და ვინაობა. უკლებას პასუხი ასეთი იყო - ”კომენტარის გარეშე, კომენტარის გარეშე”

შემდეგ გიორგი გეგეჭკორთან მივედით და ვკითხეთ რატომ დაიჭირეს ეს ადამიანები. ნომერ პირველი პატრულსა და ჩვენს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

-რატომ დაიჭირეთ ეს ხალხი?
გიორგი გეგეჭკორი: იმიტომ რომ კვერცხებს ისროდნენ.

-რომელი მუხლით გაასამართლებთ კვერცხების სროლისთვის?
გიორგი გეგეჭკორი: კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს ჩვენი პრესსამსახური.

უზენაესი სასამართლოს შენობის წინ, განათების ბოძს ახალგაზრდა ქალი იყო ჩაბღაუჭებული და ასე ცდილობდა პოლიციელებისგან თავის დაღწევას. ერთი პოლიციელი მეორეს ეუბნებოდა - ”დაიჭირეთ, დაიჭირეთ, ამ ქალმა პოლიციელს თავში ჩაარტყა”. ეს ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა მადონა გოგუა, რომელიც პოლიციელებმა ძალით წაათრიეს და მანქანაში ჩასვეს.

ისინი ვინც დაჭერას გადაურჩნენ, შვიდის წუთებზე, ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან კინოს სახლისკენ, ”წინააღმდეგობის მოძრაობის” ოფისისკენ გამოემართნენ.

18.17 წუთზე ჩვენს თვალწინ დააკავეს ადა მარშანია. იგი კინოს სახლის შესასვლელთან იდგა, ორ ადამიანთან ერთად. საპატრულო პოლიციის მანქანა გაჩერდა, იქიდან ის პოლიციელი გადმოვიდა, რომელსაც გეგეჭკორი მითითებებს აძლევდა, გვარად უკლება; ორ პოლიციელთანერთად ადა მარშანიასთან მივიდა, მას აქეთ-იქითდან ხელკავი გაუკეთეს და მანქანაში ჩასვეს. ადა მარშანიას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პოლიციის მანქანაში მშვიდად ჩაჯდა.
presage.tv


READ MORE - კვერცხებს მოყოლილი პოლიციელები

ბათუმელ მამაკაცს საკუთარ სახლში მასტურბირებისთვის 2 წელი შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი გ.თ.-ს გარყვნილი ქმედების, ანუ მასტურბირების ბრალდებით სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
[00:39 03-04-2011]
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ბრალდებულის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასამართლო პროცესი დახურული იყო და, შესაბამისად, ადვოკატები ამ პროცესზე ღიად არ საუბრობენ.

ბრალდებული გ.თ. საკუთარ სახლში მასტურბირებდა. ამ დროს მის ბინაში შემთხვევით შევიდა მეზობლის გოგონა, რომლის ოჯახმაც შემდეგ გარყვნილი ქმედების გამო მეზობელს უჩივლა.

ბათუმის საქალაქო პროკურატურამ გ.თ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ 141-ე მუხლით, რომელიც “გარყვნილი ქმედებით” კვალიფიცირდება. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეჭვმიტანილის მიმართ წაყენებული ბრალი უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნია და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 141-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ერთ წლამდე გამასწორებელ სამუშაოს ან პატიმრობას ორ წლამდე.

ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ საქმე კურიოზულია: "მართალია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, გ.თ-მ ქმედება საკუთარ სახლში ჩაიდინა, როცა ის მარტო იყო. მან არ იცოდა, თუ ვინმე შევიდოდა სახლში, გოგონამ მას ერექციის მომენტში შეუსწრო”.

გ.თ-ს საქმე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
epn.ge

READ MORE - ბათუმელ მამაკაცს საკუთარ სახლში მასტურბირებისთვის 2 წელი შეეფარდა

მიტოვებულ ეკლესიას ქურდები და მეძავები დაეპატრონენ

მიტოვებული შენობები თავისთავად ვერაფერს გრძნობენ, მაგრამ მათ შემხედვარე ადამიანებს, უბადრუკობის გრძნობა აუცილებლად უნდა გაუჩნდეთ. დღეს, კუთხე ძნელად მოიძებნება დანგრეული, წლების მანძილზე უპატრონოდ მიტოვებული შენობები რომ არ იყოს. ისიც ფაქტია, რომ მრავალი ქალაქი აშენდა და გალამაზდა.

გაზიარება
[ქეთი მიქაძე. 16:26 02-04-2011]
გაზეთი „მომავლის ხმა“ მორიგ გასვლას ახორციელებდა რაიონებში. აბაშიდან დავიწყეთ. რაიონში, რედაქციის წინ მდებარეობს ყოფილი სტამბის შენობა. ნაგებობა გაძარცვული, მიტოვებული, სარკმელებჩალეწილი და გაძარცვულია. სახურავზე ხეები ამოვიდა. თუმცა რა გასაკვირია?! უკვე წლებია არ ფუნქციონირებს. ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ გაიგებ ვის ბალანსზე ირიცხება და მომავალში რა ბედი ეწევა. გაჩუმება დანაშაულია... ამ შენობაში საშინელებები ხდება:

დღე, სტამბის შენობას ტუალეტად ან საქმის გასარჩევ ადგილად იყენებენ. დამეთანხმებით, რომ სიბოლურია. სწორედ ასეთივე მდგომარეობაში იმყოფება ქართული მედიაც... ბევრს ნახავთ ამ შენობაში შესულ ახალგაზრდა ბიჭს, გოგონას, გოგონას და ვაჟს... თუმცა მხოლოდ ახალგაზრდებს არა! შებინდებულზე თუ ჩაივლით სტამბასთან, აუცილებლად ჭიქების ჭახუნის, გინების, ხმამაღალი შეძახილების და ჩხუბის ხმას გაიგონებთ.

ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი რედაქცია გაქურდეს. პოლიცია საქმის კურსში ჩავაყენეთ, მაგრამ დამნაშავეს ვერ მივაგენით.

ხოდა ერთ დღესაც, როცა მიტოვებული სტამბის შენობასთან ჩავიარეთ, ხმაური და რაღაცის მსხვრევის ხმა მოგვესმა. მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით გადავწყვიტეთ გვენახა, რა ხდებოდა იქ. „მომავლის ხმის“ კორესპონდენტები ავედით და ვნახეს, რომ თურმე „სანაგვის“ და „საპირფარეშოს“ გვერდით უცნობ პირებს, მოუწყვიათ ადგილი, სადაც ყოველ ღამე იკრიბებიან ბანქოს მოთამაშეები. ნაგებობაში არსებული ანტისანიტარია საკუთარი თვალით თუ არ ნახე, სიტყვით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია. ჟურნალისტებმა შენობა კარგად დავათვალიერეთ და ჩვენგან მოპარულ ჟურნალებს და წიგნებსაც მივაკვლიეთ. პრესას მაგიდის გადასაფარებლად იყენებდნენ. ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი ბავშვების ფოტოებს საკვების და სასმელის ნარჩენებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, აბინძურებდნენ. დარწმუნებული ვარ ჭიქით ხელში პატარების სადღეგრძელოებს პათოსით ამბობენ და არც კი რცხვენიათ...

ნათქვამია, „მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენ“–ო. არადა ეს შენობა რომ ხალხის იყოს, რამდენი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება... დიახ, გაჩუმება დანაშაულია! დანაშაული! რომელიც ხვალ ყველას დაგვაზარალებს. ნუთუ არ იციან ეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა?! – არა? მაშინ ჩვენ გავაგებინებთ! ოღონდ პრესის ფურცლებიდან!


READ MORE - მიტოვებულ ეკლესიას ქურდები და მეძავები დაეპატრონენ

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საზოგადოება დაფუძნდა

დღეს, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, “ქართული პარტიის” სამეგრელოს რეგიონის კონფერენცია ჩატარდა, ასევე, დაფუძნდა ზვიად გამსახურდიას სახელობის საზოგადოება.

გაზიარება
[23:07 31-03-2011]
პირველი პრეზიდენტის სახელობის ორგანიზაცია არასამთავრობო იქნება და მასში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას ძეგლთან დაიწყო და ზუგდიდის თეატრში გაგრძელდა „ქართული პარტიის“ ლიდერები, საზოგადოებრივი მოძრაობების წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.


READ MORE - ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საზოგადოება დაფუძნდა

გუშინწინ გაჟიმულები

სექსი! აი ასე – ხმამაღლა ვთქვი, რომ ვიღაცა გოიმი არ გეგონოთ! მე ულტრათანამედროვე აზროვნების, უახლესი ევროპული ღირებულებების მატარებელი, ულტრალიბერალი და კიდევ რა ვიცი, კიდევ უამრავი რაღაცა ვარ და ამიტომაც აი ასე თავისუფლად, გაბედულად და არავისი რომ არც მრცხვენია და არც მეშინია, აი, ისე ხმამაღლა ვამბობ – სექსი! გინდათ კიდევ გავიმეორეო? უი, არა? რატომ? შეგეშინდათ თუ შეგრცხვათ? ვაი, თქვე გოიმებო თქვენა! ოცდამეერთე საუკუნეა, განა მეჩვიდმეტე... ჰე, მიდით, გაიმართეთ წელში და ყველამ ერთხმად ხმამაღლა შესძახეთ – სექსი!

გაზიარება
[ბაკურ სვანიძე. 22:33 31-03-2011]
მაინც ვერ ბედავთ? თქვენ თუ არ შესძახებთ ხმამაღლა, ეგ არაფერი, სამაგიეროდ, ყველა ქართული ნაციონალური მაუწყებელი შესძახებს თითქმის ყოველდღე მთელი ქვეყნის გასაგონად – სექსი! გამოიღვიძე ქართველო ერო! რას ჩასჩერებიხარ იმ შავბნელ წარსულს, ტრადიციას, სასაცილო თავშეკავებას? გამოიღვიძე – თავისუფალი სექსი თავაშვებულად მოჯლიგინებს ჩვენს მამულში!

აი, დაახლოებით ამას ვკითხულობ ხოლმე იმ ადამიანების სახეებზე, რომლებიც ამ ბოლო დროს ასე “თავისუფლად” ააქტიურებენ საქართველოში “აქამდე სასტიკად ტაბუდადებულ სექსის თემას”. მთელი ეს ფრაზა ბრჭყალებში სწორედ იმიტომ ჩავსვი, რომ ეს ყოველივე, სინამდვილეში ჩვეულებრივი ბლეფია. სექსის თემა, საქართველოში უკვე დიდი ხანია ტაბუდადებული სულაც არ არის და აღარც “ქორწინებამდე ქალიშვილობის შენარჩუნებაა” იმდენად აქტუალური რამ, რომ ამის გამო “სადედამთილომ სარძლო დაიწუნოს”.

მაშ რა ხდება? რატომ გადავიდნენ ჭკუიდან, განსაკუთრებით ბოლო ორი-სამი წელია ქართული ტელევიზიები? მე პირადად, ამისი მარტივი ახსნა მაქვს – მთელ ქართულ ტელესივრცეს (და არა მარტო მას) მართლაც რომ გამოკვეთილად გარყვნილი აზროვნების მქონე პროვინციალები, გოიმები და კომპლექსიანი ადამიანები დაეპატრონენ! მთავარი პრობლემა კი, ის არის, რომ ეს მართლა გოიმები, იმ გარყვნილებას, რის პროპაგანდასაც მართლაც ასეთი თავაშვებულობით ეწევიან ნაციონალურ მაუწყებლებზე, “ევროპული ტიპის სექსის თავისუფლებად” ასაღებენ...

ლირიული გადახვევა: რამდენიმე თვის წინ ერთი, თბილისში ტურისტად ჩამოსული ახალგაზრდა ევროპელი კაცი გავიცანი. სხვათა შორის ვკითხე, საქართველოში ქალები როგორ მოგწონს-მეთქი? თქვენ წარმოიდგინეთ, მითხრა, ქართველი ქალების ნახვა სულაც არ მიკვირს, ძალიან ბევრნი მყავს ნანახი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიო. კარგი და, რას იტყვი მათზე მეთქი? წარმოუდგენელი რამ მიპასუხა. (ქართულს ახერხებდა) სიტყვა-სიტყვით ასე:
- თბილისელები კიდე ჰო, მაგრამ (აქ სამი ისეთი რაიონული ცენტრი ჩამოთვალა საქართველოსი, პირი ღია დამრჩა. არ დავასახელებ, რომ ვინმეს არ ეგონოს, რომელიმე რაიონი გამოვარჩიე), აი, აქაურები კი, სულ ბოზები! ბოზები! ბოზებიო!-ო (ზუსტად სამჯერ გაიმეორა)

ჩავეძიე. აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ ლაპარაკობდა ლუკმა-პურის საშოვნელად წასულ გაჭირვებულ იმ ქართველ ქალებზე, რომლებსაც სიდუხჭირემ ევროპულ “პანელებზე” დგომა და “პუტანკობა” აიძულა და რომლებიც საკუთარი სხეულისათვის გასამრჯელოს იღებენ. არა, ის საუბრობდა იმ ქართველ გოგონებზე, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ან საცხოვრებლად, ან სამუშაოდ, ან სასწავლებლად არიან წასული და ცხოვრებაც ასე თუ ისე ნორმალურად აქვთ აწყობილი!

- მეც ეგ მიკვირს, ასე უფასოდ რატომ ბოზობენო? – აქეთ მკითხა ევროპელმა მამაკაცმა...

მერე ეტყობა სახეზე დიდი დაბნეულობა შემატყო და ამიხსნა: - ნორმალური ევროპელი ქალი რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცვლის პარტნიორ მამაკაცს, ვიდრე ბოლო მათგანთან ოფიციალურ ქორწინებაში შევა და ეს “ბოლო მამაკაცი” დაახლოებით, მეოთხე ან მეხუთე პარტნიორია. ქართველი გოგონები კი ერთ წელიწადში რამდენიმე, ზოგჯერ ხუთზე მეტ პარტნიორ მამაკაცს იცვლიან და ეს ხომ ბოზობაა, აბა რა არისო?

ეს უკვე იმისთანა სახით მკითხა, შოკისგან თუ გაოცებისგან თუ არ ვიცი რისგან, ისტერიული სიცილი ამიტყდა და ვიდრე თავად მან არ გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე ვეღარც გავჩერდი...

ჩემთვის აშკარა ინფორმაციის შემცველი იყო ეს საუბარი. იმ ინფორმაციისა, რომ იმას, რასაც ჩვენ “ევროპულ სექსის თავისუფლებად” გვასაღებენ, (თითქოს ამით ჩვენში “ევროპული” მენტალიტეტის ჩამოყალიბებას ცდილობენ) შუაგულ ევროპაში დაბადებული და გაზრდილი, (აშკარა ევროპული მენატალიტეტის მქონე) ახალგაზრდა ევროპელი მამაკაცი “ბოზობად” აღიქვამს!

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ევროპაში მყოფი ყველა ქართველი ასე იქცევა, მაგრამ გარკვეული ტენდენცია, აშკარად შეუნიშნავს იმ ჩემს ნაცნობ ევროპელ ახალგაზრდა კაცს. საქართველოს იმ სამი რაიონის ხსენებაც არ არის შემთხვევითი: ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ სადაც ნაკლებად არის ინფორმაცია “ნამდვილი ევროპის” შესახებ, იქიდან ევროპაში მოხვედრილებს, გაცილებით იოლია “ბოზობა” “ევროპულ სექსის თავისუფლებად” შეასაღო! სინამდვილეში კი, ევროპას დიდი წითელი ხაზი აქვს გავლებული “სექსის თავისუფლებასა” და “თავაშვებულ გარყვნილებას” შორის, გამოკვეთილი წითელი ხაზი! შედარებით ბაცი, მაგრამ გამოკვეთილი და კარგად შესამჩნევია ეს ხაზი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც!

აბა, რა არის ის, რასაც ჩვენ ეს “ულტრათანამედროვე-ლიბერალ-ევროპულად მოაზროვნ-ქუულ” ტიპის ადამიანები გვიქადაგებენ, რომლებიც ასე უხვად გამოჩნდნენ ბოლო ორი თუ სამი წელიწადა ქართულ ტელეარხებზე? ნამდვილად არ ვიცი რა ვუწოდო იმას, როდესაც ერთ-ერთი ნაციონალური მაუწყებლის ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი ქალბატონი ეკითხება მეორე ამავე ტელეკომპანიის ცნობილ წამყვან ქალბატონს: - “ბოლოს სექსი როდის გქონდა?” - და ისიც ძალიან ამაყი და “ევროპული მენტალიტეტის” გამომხატველი სახით პასუხობს: - “გუშინწინ!”

მერე ეს “გუშინწინ გაჟიმული” ჩვენ ყველას, ვისაც მისი ეს “თამამი” განცხადება არ მოგვეწონა, ისე გვიცქერს, როგორც გოიმებს, გამოუსვლელებს, პროვინციალებს, ჩამორჩენილებს და ქაჯებს, რომლებიც ხელს ვუშლით ჩვენი სამშობლოს ჩაბმას “ევროპულ თავისუფალ ფერხულში”...

დავიჯერო, ევროპელი ქალების დიდი ნაწილი აი ასე, საჯაროდ, მთელ ქვეყანაზე მაუწყებელი ტელევიზიის ეთერით (არა რაიმე სპეციფიკურ, თემატურ, არამედ სულ სხვა თემაზე აწყობილ გადაცემაში) ამაყად განაცხადებს “გუშინწინ გამჟიმესო”? მე ვიყო არაევროპელი, თუ ნებისმიერმა ნორმალურმა ევროპელმა ქალმა (მით უმეტეს ცნობადმა სახემ) ასეთი კითხვის ღია ეთერში დამსმელი (მით უმეტეს ცნობადი სახე) ვულგარულ ადამიანად არ ჩათვალოს და არ უპასუხოს – “იცით, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და მე ბოლოს სექსი როდის მქონდა, ამის შესახებ საუბარს ჩემი უახლოესი დაქალებისთვის შემოვინახავ, თუკი მომინდება საერთოდ ამ თემაზე საუბარიო”.

არადა, საქართველოში, მართლაც აივსო ნაციონალური მაუწყებლების ეთერი ასეთი “გუშინწინ გაჟიმულებით”. რომელ არხზეც გინდა გადართო, ზოგან კაცი მისდევს კაცს “გასაჟიმად” (აქ მაყურებლის ჩაბჟირებამდე სიცილია ნაგულისხმევი რატომღაც), ან ქალი ახტება კაცს წელზე გაშლილი ფეხებით (აქ მაყურებლის ოვაცია და “ქალური სითამამის” შექებაა გათვალისწინებული), ან ქალი ებდღვნება ტუჩებში ქალს (ჭეშმარიტი “ევროპული” ღირებულება!) ან კიდევ კაცი დარბის და მთელი ხმით ღრიალებს – “ქალი მინდააააა!”, “ქალი მინდაააა!” (აი, აქ რაღა ჯანდაბაა ჩაფიქრებული ვერ გავიგე), ანდაც აი, როგორც ზემოთმოყვანილ მაგალითშია, ვერბალურ სექსაობას მიმართავენ ხოლმე “გუშინწინ გაჟიმულები”.

რა უბდეურებაა ეს? ვინ, რომელი სულელი იჯერებს, რომ ეს სრული მარაზმი და თავაშვებულობა ან “ევროპული”, ან “ამერიკული” ან რომელიმე სხვა კონტინენტის, ქვეყნის, პლანეტის თუUგალაქტიკის ღირებულებაა? ზუსტად ვიცი, ოცდამეერთე საუკუნეში, ცხოვრების საოცრად სწარფი რიტმისა და მეგაპოლისების ეპოქაში “მანდილის მცველობა”, “ქალიშვილობის ინსტიტუტის დამრღვევთა კონტროლი”, “კდემამოსილების ძიება” და ასეთები, სასაცილო და ფუჭი მცდელობაა, მაგრამ მე ვიყო არაევროპელი, თუ როდესმე საჯაროდ დავიწყო იმის მოყოლა გუშინწინ მქონდა სექსი თუ ორი საათის წინ, რადგან სწორედ ეს მიმაჩნია ყველაზე დიდ გოიმობად, პროვინციალიზმად, ჩამორჩენილობად, ქაჯობადაც და სხვა ყველა ამგვარადაც!

მართლაცდა, რა დაგვემართა ქართველებს? ყველაგან, თითქმის ყველა გაზეთში, ყველა ტელევიაზიაში, ყველა რადიოში, ყველა ბოლოდროინდელ ქართულ კინოფილმში, ყველა ჟანრში – კომედიურში, ტრაგიკულში, ცხოვრებისეულში, საბრძოლოში – “ტაბუდადებული” კი არადა, ყველაზე აქტიური, ყველაზე წინა პლანზე წამოწეული თემა სწორედ სექსია.

24 საათი ისმის – “იმან ის გაჟიმა”, “მე ამან გამჟიმა”, “ეს მე გავჟიმე”... ფრთხილად ვიყოთ, რათა “გუშინწინ გაჟიმულები” “ზეგ” არ მივხვდეთ, რომ “ევროპული მენტალიტეტი” კი არ ჩაგვინერგეს, არამედ, სინამდვილეში მთელი ქვეყანა, მთელი ჩვენი ღირებულებები თავზე დაგვაჟიმეს “გუშინწინ” და მერე, ზუსტად ისე “გაჟიმულები” მიგვატოვეს, როგორც უნამუსო კაცებმა იციან ხოლმე აცუნდრუკებული ქალების მიტოვება!

და კიდევ ერთიც: ცნობილი ამბავია, გერმანელ მწერალს, მორი გოტლიბ საფირს, ერთმა მოქიშპე მწერალმა, კამათისას უთხრა: “ბატონო საფირ, თუ დააკვირდით, მთელი კამათის განმავლობაში, მე მხოლოდ ღირსებაზე ვლაპარაკობ, თქვენ კი მხოლოდ ფულზეო!”. საფირმა ახედა მოქიშპეს და მიუგო: “ყველაფერი რიგზეა კოლეგავ, რადგან გამოდის, რომ ჩვენ ორივე მთელი ამ კამათის განმავლობაში სწორედ იმაზე ვლაპარაკობთ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვაკლიაო”...

იქნებ და, სწორედ ასეა საქმე თქვენს შემთხვევაშიც, ბატონო/ქალბატონო “გუშინწინ გაჟიმულებო”, ჰა?
presa.ge

READ MORE - გუშინწინ გაჟიმულები

„მთლიანი საქართველო“ მოსახლეობას შეხვდა

28 მარტს, ზუგდიდში, ენგურ ქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში პარტია „მთლიანი საქართველო“–ს, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობასთან, დასკვნითი ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 700–ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

გაზიარება
[19:27 29-03-2011]
დაფუძნდა „მთლიანი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაცია. პარტია „მთლიანი საქართველო“ რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა სამეგრელოს რეგიონში და შეხვდა ყველა რაიონის მოსახლეობას, რეგიონში ჩასახლებულ დევნილებს და გაეცნო მათ პრობლემებს. მოინახულა ფოცხო–ეწერში ჩასახლებული დევნილები. როგორც მათ პარტია „მთლიანი საქართველოს“ დევნილთა საკითხების კოორდინატორს განუცხადეს, საცხოვრებელი პირობები უკანასკნელ პერიოდში უფრო დაუმძიმდათ. რამდენიმე დღეა დავალიანების გამო არ მიეწოდებათ ელექტროენერგია, იმყოფებიან შიმშილის ზღვარზე. დევნილებმა პარტია „მთლიანი საქართველოს“ წარმომადგენლებს ფოცხო–ეწერიდან მათი დედაქალაქში გადმოყვანის ორგანიზება სთხოვეს. მათივე განცხადებით, ისინი თბილისში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან საპროტესტო აქციებს გამართავენ.

პარტია „მთლიანი საქართველოს“ საზოგადოებასთან შეხვედრას დევნილებიც ესწრებოდნენ.

პარტიის წარმომადგენლებმა შეკრებილებს მოძრაობის ლიდერის საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურ პატიმრად აღიარებული, ვლადიმერ ვახანიას საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილობითი მიმართვა გააცნეს. ასევე გაიმართა ვახანიას წიგნის „წერილები ციხიდან“ პრეზენტაცია.

READ MORE - „მთლიანი საქართველო“ მოსახლეობას შეხვდა

ანონსი – 31 მარტს ზუგდიდში აქცია გაიმართება

31 მარტს 14:00 საათზე, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, "ქართული პარტიის" სამეგრელოს რეგიონის კონფერენცია ტარდება და ფუძნდება "ზვიად გამსახურდიას" – სახელობის საზოგადოება.

გაზიარება
[03:15 26-03-2011]
ორგანიზატორები მოქალაქეებს თხოვენ დაესწრონ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ "ქართული პარიის" ლიდერები და საზოგადოებრივი მოძრაობების წევრები.

"ქართული რადიო", პირველად ქართული რადიოს ისტორიაში, 31 მარტს, 14:00 საათიდან, აქციის პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ.

READ MORE - ანონსი – 31 მარტს ზუგდიდში აქცია გაიმართება

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...