17:40 23.01.2015
ლექსო ჭიკაიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული პოლიციელი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული ჯარიკაცი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას.
მისივე შეფასებით, ჭიკაიძემ დაადასტურა ისიც, რომ მისთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნა.
"მან მომმართა თხოვნით, რომ დავაკმაყოფილო მისი განცხადება გადადგომის თაობაზე. მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსებული ადამიანი, მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ღირსეული პოლიციელი და ღირსეული ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის. ის მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს არც ერთი კითხვა, თუნდაც ის აბსურდული იყოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს.
პრემიერის განმარტებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკაში სხვა სტანდარტები დაამკვიდრა.
"ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. ლექსომ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა მთავარი. მთავარია ემსახუროს ხალხს, ქვეყანას. ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებში - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ვემსახუროით ჩვენ ხალხს", - აღნიშნა პრემიერმა.