ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:50 14.02.2014
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 11 თებერვალს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, საყდრისთან დაკავშირებით დასმულ, ჟურნალისტ თეა სიჭინავას კითხვაზე პასუხი ასე დაიწყო - "მე მგონი ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი. თუ არ გაუკეთებია, გააკეთებენ..."
დღეს, 14 თებერვალს კულტურის სამინისტროში დავრეკე და ვიკითხე: მიიღეს თუ არა პასუხი იმ საჩივარზე, რომლითაც "ერემჯი გოლდმა" მათ მთავრობაში უჩივლა? მიიღო თუ არა მინისტრმა გადაწყვეტილება საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის ხელახლა მინიჭების თაობაზე? რას აპირებენ საყდრისთან დაკავშირებულ კიდევ ერთ საჩივართან დაკავშირებით? მოგეხსენებათ, რომ მომჩივნებმა სამინისტროს მორიგება შესთავაზეს.
კულტურის სამინისტროდან მიღებული პასუხი გახლდათ ამგვარი შინაარსის - საყდრისთან დაკავშირებული ყველანაირი აქტივობა შეჩერებულია, კულტურის სამინისტრო ელოდება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.
ანუ გამოდის რომ პრემიერ-მინისტრი ელოდება გურამ ოდიშარიას კომენტარს და ოდიშარია პირიქით - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას. შუაში საყდრისია!
შეგახსენებთ, რომ კომპანია "არემჯი გოლდს" სამინისტროს წინააღმდეგ მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციული საჩივარი აქვს შეტანილი. საჩივარი 3 თებერვალს განიხილეს; გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კი არქეოლოგ გიორგი მინდიაშვილს დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი - იგი ითხოვს საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ამ დოკუმენტაციას გავლილი აქვს ყველანაირი პროცედურა და ელოდება მინისტრის ხელმოწერას.
ამასთან, აკადემიკოს დავით სახვაძეს და ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" გასაჩივრებული აქვთ გურამ ოდიშარიას მიერ 5 ივლისს ხელმოწერილი ბრძანება, რომლითაც საყდრისს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამავე საჩივარში ითხოვენ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ბათილად ცნობას. ცნობისთვის - ივანიშვილის მიერ ხელმოწერილი ბრძანებით საყდრისის არქეოლოგიური დაცვის ზონა გაუქმდა.
7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომჩივნებმა მორიგება მოითხოვეს. იქვე კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ დაველაპარაკები სამინისტროშიო. დღეს ტელეფონით ვესაუბრე მომჩივნებს. მათ განაცხადეს, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახური მათთან შეხვედრას თავს არიდებს.