ავტორი ნინო მიქიაშვილი
16:30 29.12.2013
საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგლივ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამკაციანი კომისიის დასკვნის შინაარსის გახმაურების შემდეგ, აკადემიის პრეზიდენტმა ოთარ კვესიტაძემ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას კიდევ ერთხელ მიმართა. ამ დოკუმენტში ცალსახად არის გამოკვეთილი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პოზიცია და შავით თეთრზე წერია, რომ აკადემიამ საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს მხარე დაიკავა.
შეგახსენებთ რომ 24 დეკემბერს “ობიექტივზე“ გამოქვეყნდა ზემოხსენებული სამკაციანი კომისიის ერთ-ერთი წევრის ლევან ჯაფარიზესთან ცაქწერილი ინტერვიუ, სათაურით - ლევან ჯაფარიძე: “შევცდი! ახლა სადაც გინდათ იქ გავყვები მაგ წერილს“. ამ ინტერვიუში ლევან ჯაფარიძე იხსენებს რა ვითარებაში მოაწერა ხელი კომისიის დასკვნას და ამასთან, ცალსახად აფიქსირებს თავის პოზიციას, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს სასარგებლოდ.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის ოთარ კვესიტაძის მიერ კულტურისა და ძეგლტა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიასთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი კი ასეთია:
“ვინაიდან ქართულ საზოგადოებაში დიდი მღელვარება გამოიწვია საყდრისის ოქროს მაღაროს ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და ამ ჭრილში თქვენთვის გამოგზავნილმა ჩემმა N11905 წერილმა, აუცილებლად მივიჩნევთ ჩვენი პოზიციის ცალსახად დაფიქსირებას, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ.
მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სიტყვიერი მომართვის საფუძველზე მეცნიერებათა აკადემია საყდრისის საკითხში ჩაერთო, გულდასმით გავეცანი უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე მეცნიერთა მიმართვებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი. შეგახსენებთ რომ ამ მიმართვებში ისინი ხაზს უსვამენ საყდრისის მაღაროს მნიშვნელობას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისათვის და შეშფოთებას გამოთქვამენ იმ საფრთხის გამო, რომელიც ძეგლს შეექმნა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად რვა წლის განმავლობაში საყდრისში კვლევებს გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტი ატარებდა, რომელიც მსოფლიოში წამყვან არქეოლოგიურ დაწესებულებას წარმოადგენს და რომლის კომპეტენცია და ავტორიტეტი მსოფლიოში ეჭვქვეშ არსად, არასდროს დამდგარა.
რვა წლის განმავლობაში ამ უაღრესად ავტორიტეტული კვლევების საფუძველზე გამოტანილი დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება, მეტიც, გერმანელი მეცნიერების არაკეთილსინდისიერებაში დადანაშაულება, არაეთიკურ საქციელად მიგვაჩნია.
მივესალმებით გერმანული მხარის კეთილ ნებას, საყდრისში არქეოლოგიური კვლევების გაგრძელების შესახებ და ასევე, მის ინიციატივას, საყდრისის საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. თუმცა, მიგვაჩნია რომ საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო. აქვე ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში ჩავერთოთ საერთაშორისო ექსპერტიზის მუშაობის პროცესში.
ვსარგებლობ შემთხვევით და წუხილს გამოვთქვამ იმის გამო, რომ საყდრისთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მუშაობაში მეცნიერებათა აკადემია ჩართული არ ყოფილა. ამ ხარვეზის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოგვიანებით მიუთითა და 26 სექტემბერს კანონის შესაბამისად, საკითხის შესწავლაში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჩართვა მოითხოვა. საკითხის გადაწყვეტა დროში შეზღუდული იყო. არსებული რეალობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრმა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას არქეოლოგიური კვლევების ზედამხედველობა დაავალა. არქეოლოგიური კვლევისთვის გამოყოფილი ორთვიანი პერიოდი, სრულფასოვანი სამეცნიერო დასკვნის დადების საშუალებას არ იძლევა.
მეცნიერებათა აკადემია რეალისტურად აფასებს იმ უზარმაზარ სხვაობას სამეცნიერო კომპეტენციაში, რომელიც არსებობს ერთის მხრივ გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტსა და მეორეს მხრივ თქვენი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ შექმნილ 11-კაციან კომისიას შორის.
მიგვაჩნია რომ შედეგი გერმანელ მეცნიერთა სასარგებლო იქნება, რამაც არ შეიძლება არ აღძრას უხერხულობის განცდა, იმ მორალური ზიანის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პრესტიჟს მიადგება. ვიმედოვნებთ რომ ქართული მხარე საკითხს საქართველოშივე გადავწყვეტთ და ეს საქმე ქვეყნის გარეთ განხილვის საგანი არ გახდება.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე“.