გაზიარება
[21:03 19-06-2010]
30 მაისის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის იმედი აღარ არსებობს , - ამის შესახებ "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა ხაინდრავამ გუშინ, რადიო "პალიტრის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ხაინდრავამ მიუნხენში ოპოზიციის ლიდერთა ერთი ნაწილის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილი და ლევან გაჩეჩილაძე ახალი სტრატეგიის დასაგეგმავად შეიკრიბნენ.
"ისინჯება ხედვები და მზადყოფნა რადიკალური ქმედებებისთვის. საქართველოში რადიკალიზმი არ ყოფილა. რადიკალიზმი იყო საბერძნეთსა და ტაილანდში", - განაცხადა ხაინდრავამ. მისივე თქმით ამ ეტაპზე პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები ამოწურულია და ახლა საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი დგას.
"სააკაშვილის რეჟიმის ხელში რაიმე სახის დემოკრატიაზე საუბარი ამ არჩევნებით დასრულდა. არჩევნების გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა მე არ მინახავს. ამ ვითარებაში გამოსავალი აჯანყებაა", - განაცხადა ხაინდრავამ.
"დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გააკრიტიკა ოპოზიციის იმ ნაწილის ქმედებები, რომლებიც საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნენ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ. "ჩემი აზრით, აბსოლუტურად დაუშვებელია ითანამშრომლო ხაზინის ქურდ გიგი უგულავასთან. ეს პოლიტიკურად და ზნეობრივადაც მიუღებელია", - განაცხადა ხაინდრავამ.
interpressnews.ge