- ირაკლი ლომაია "კვირის პალიტრას" სასამართლოში უჩივის
ირაკლი ლომაია: დავიწყოთ იმით, რომ ამ წერილის ავტორის დასაცინი ნამდვილად არ არის არც სენაკი და არც სენაკელი ბიჯი। არ მგონია თვითონ პარიზელი არისტოკრატი იყოს. მისგან განსხვავებით მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. რაც შეეხება "პარაფსიქოლოგიის მამას" - ეს ტიტული, რომელიც ჩემთვის შეუფასებელი და საამაყოა, ხალხმა მომანიჭა. როგორც ჩანს ქ-ნი ხათუნა მწყრალად უნდა იყოს ქართულ გრამატიკასთან, რაც მისი პროფესიის პატრონს ნამდვილად არ ეპატიება. იქნებ ამიხსნას, რას ნიშნავს სიტყვა "აითესა"? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, პირველი შემთხვევა არ გახლავთ როცა ქვეყნიდან გავსულვარ, რადგან ხშირად მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში პაციენტებთან. თქვენი აზრით ადამიანი, რომელიც მსგავს პროფესიას ემსახურება და საქმე მოითხოვს მის სხვა ქვეყანაში გამგზავრებას "ათესვას" და ქვეყნიდან გაპარვას ნიშნავს? აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ავტორი თითქოს შეწუხებულია ჩემი პირადი პრობლემებით, რასაც არ ასაბუთებს. თითქოს ეს კრიმინალი იყოს. იქნებ მეც ჩამაყენოს საქმის კურსში ჩემს პრობლემებთან დაკავშირებით? არ მესმის ავტორი რატომ აყენებს შეურაცხყოფას პატრიარქის სიტყვებს, რომელითაც მან ნამდვილად მომმართა და რასაც მრავალი მოწმე ყავს. რაც შეეხება იეროგლიფებს და სხეულზე გამოსახულ ჯვრებს, კარგი იქნებოდა, რომ გაცნობოდა ჩემს სამეცნიერო ნაშრომს "სიცოცხლის წყურვილით". რომელშიც ფოტოებზე ასახულია ყველაფერი.
რაც შეეხება პარაფსიქოლოგიური ცენტრის გახსნას, უკაცრავად, მაგრამ თვითონვე უშვებს გაუთვითცნობიერებელ შეცდომას სადაც წერს, რომ თურმე თავად ბრძანდებოდა და დაუკავებია რიგი ჩემთან შესახვედრად. მინდა დავეხმარო მას და მივუთითო სად და ვის მიმართოს იმის გასარკვევად, არსებობს თუ არა მსგავსი ლიცენზია და რატომ არავინ დაინტერესდა ამის შესახებ ჩემი მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე, ან არსებულ ლიცენზიაში თბილისის "საქპატენტ"-ში რატომ მახდევინებდნენ საკმაოდ სოლიდურ გადასახადს? ძალიან ძნელია პარაფსიქოლოგიის ამ დარგში ჩაუხედავი და გაუნათლებელი რიგითი ჟურნალისტისთვის, როგორიც ხათუნა პაიჭაძეა (თუ ეს ნამდვილი სახელი და გვარია) ყოველი სამკურნალო მეთოდების განმარტება და მითითების სწავლა წერილობით. ამისათვის საჭიროა შესაბამისი განათლება და ლიტერატურის წაკითხვა, რაც ჩვენი "გენიოსი" ჟურნალისტის ცენტრალურ ნერვულ სისტემას ნაკლებად ახასიათებს. იქნებ ისიც უარყოს, რომ პარაფსიქოლოგიის სამეცნიერო და კვლევითი უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია და რომელიც მე, სხვათაშორის, წითელ დიპლომზე მაქვს დამთავრებული და ამის დამადასტურებელი ფაქტი დიპლომების გარდა ჩემი 40.000 პაციენტია.ის ფაქტი, რომ მე თვითოეული პაციენტისგან 236 ლარს ვიღებდი და ეს კრიმინალია, მაშინ დამისახელოს თანხა, რასაც პაციენტები კლასიკურ მედიცინაში იხდიან, თუნდაც ერთი ვიზიტის შემთხვევაში. დამისახელოს სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩემი ორგანიზაციისაგან განსხვავებით, დასაბუთებულ და წერილობით მკურნალობის გარანტიას აძლევს პაციენტს. მეტიც. განუკურნელობის შემთხვევაში ვინმე უბრუნებს პაციენტს გადახდილი თანხის 80%-ს? არც ის ვიცოდი თუ პაციენტებისაგან ნებართვა უნდა ამეღო, რომ წელიწადში ერთხელ მეც დავისვენო. ყველაზე საინტერესო და სახალისო კი ის გახლავთ, რომ თურმე ამ ქალბატონს დაურეკავს და უთხოვია ჩემთან შეხვედრა და უანგარო დახმარება, რაც არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში და მითუმეთეს შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაციაში კი არა, სამთავრობო დაწესებულებაშიც არ ხდება. თუ მისი ნათქვამი სინამდვილეს შეესაბამება და მორიგ ინტრიგასთან არ გვაქვს საქმე, რომ მან დახმარებასთან დაკავშირებით დარეკა და ყურმილი დაუკიდეს, არანაირად არ ესადაგება სინამდვილეს, რადგან მსგავსი შემთხვევები მრავლად ყოფილა და მენეჯერები მას აუცილებლად შესთავაზებდნენ გარკვეული განცხადებისა და თხოვნის წერილობით მიმართვას, რასაც მე ყოველთვის რეზოლუციას ვადებ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღესაც ინახება არქივში. სადაა ლოგიკა? მითუმეტეს თუ ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებული მის განზრახვაზე, რატომ დაუკიდებდნენ ყურმილს? თქვენი აზრით რაღა ამ უკანასკნელს ერგო დახმარებაზე უარყოფითი პასუხი?
-სასამართლოში ჩივილს გეგმავთ?
-რიგითმა ჟურნალისტმა, როგორი გაუნათლებელიც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იცოდეს კანონი, რომ ცილისწამებისთვის სასჯელია და საკმაოდ მკაცრი। ქვეყნიდან გასვლა, დანაშაული არ არის და თუ ლოგიკურად მიუდგებით საკითხს, ძებნილ პიროვნებას საზღვრის გადალახვის და სხვა ქვეყანაში მუშაობის, სწავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, ნორმალური გადაადგილებისა და მოღვაწეობის უფლებას არ აძლევენ. რაც შეეხება მის დაინტერესებას ჩემი გაუჩინარებისა და ადგილმდებარეობის შესახებ, დაინტერესებული პირი ჯერ ოჯახს მიმართავდა, შემდეგ კი ნაცნობებსა და მეგობრებს. მაგ. ქ-ნი ეთერ კაკულია რომელსაც თურმე ჩემი საქმიანობის არ სწამს, ამავდროულად სურს ყავდეს ხალხის დასანახად გავლენიანი მეგობარი?
აუცილებლად შევიტან სარჩელს გაზეთ "კვირის პალიტრის"წინააღმდეგ, და პასუხს ვაგებინებ რედაქციას ცილისწამებისთვის და შეურაცყოფისთვის.
-სტატიაში თქვენს სამუშაო ოფისზეც არის საუბარი.
-შთაბეჯდილება ჩემი მისაღები დარბაზის გამო, რომელიც ასე მწვავედ დარჩა ჟურნალისტის მეხსიერებაში, თურმე მან იხილა უამრავი ცნობადი სახეებისა და პატრიარქის სურათი, რაც სიყალბეა პატრიარქთან დაკავშირებით, რადგან მასთან სურათი სამწუხაროდ არ გამაჩნია. თუ საქმე, ჩემი სახით, თაღლითთან გაქვთ, როდესაც პატრიარქმა მიმიღო და დამლოცა, ვისარგებლებდი შემთხვევით და ვთხოვდი სურათის გადაღებას, რაზეც დარწმუნებული ვარ მისი უწმინდესობა უარს არ მეტყოდა.
ცილისწამებაა ისიც, რომ ჩემს მისაღებში თურმე სხედან დაქირავებული ადამიანები, რომლებიც ხალხის გასაგონად აქებენ მკურნალს, ანუ მე. რა ძლიერი პიროვნება ვყოფილვარ, თუ ასეთი ხალხი 9 წლის მანძილზე ყოველდღიურად იმეორებდნენ ჩემს საქებარ ტექსტს. საიდან ქ-ნო ხათუნა ასეთი სახალისო ფანტაზია? მინდა პატარა განმარტება შემოგთავაზოთ: როდესაც საქმე გვაქვს მედიცინასთან, ექიმთან მისულ ადამიანს ქვია პაციენტი და არა კლიენტი. ამისათვის გირჩევთ გაეცნოთ შესაფერის ლიტერატურას.
კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძს: ვერ ვხედავ ლოგიკას თქვენს მონათხრობში, სადაც წერთ, რომ უამრავი პაციენტი მყავდა, რომლებიც თვეობით იდგა რიგში. ხომ ვერ მეტყვით, რაღად მინდოდა დაქირავებული ხალხი ჩემს საქებრად? შემაძრწუნებელი და მართლაც ამაზრზენია თქვენი აზროვნება იმის თაობაზე, რომ დედას თურმე ვპირდები გარდაცვლილი შვილის სულთან შეხვედრას. რაც შეეხება სითხეს, რომელიც თქვენ სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არ გეღირსათ, არანაირად არ არის "სასწაულმოქმედი", როგორც თქვენ ბრძანებთ. ვინ მოგცათ უფლება ჩაერიოთ ექიმის სამკურნალო პროცესებსა და მეთოდებში, თუ თქვენ არ ხართ ამ საქმის სპეციალისტი? ცნობისათვის, ჩემთან მოსულ ადამიანებს, თქვენგან განსხვავებით, ქონდათ რწმენა და სჯეროდათ ჩემი. თქვენი მსგავსი თაღლითი და ყალბი პაციენტი ნამდვილად არასოდეს მყოლია. ალბათ ამიტომაც არ ინება ღმერთმა ჩვენი შეხვედრა.
საიდან გაქვთ ნორმალურ ოჯახში აღზრდილ ქალბატონს ამდენი ჟარგონი? როდესაც თქვენ სადმე მიემგზავრებით, "ითესებით"?
ნორმალურ ქვეყანაში თაღლითი და ფულის გამომძალვევი ადამიანი, რომელსაც თქვენი სიტყვებით დიდი ქონება გააჩნდა, საკუთარ ბინას და ავტომობილებს ბანკის სესხით არ შეიძენდა და მერე არ გაყიდდა। როდესაც საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდა მეცნიერს სამჯერ გაიტაცებენ, ორჯერ მოსტაცებენ შვილს და ერთხელ მოწამლავენ-დამეთანხმება მკითხველი, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ეძებს გამოსავალს და ისეთ ქვეყანას, სადაც მისი ნიჭი სათანადოდ დაფასდება. ყოველივე ამის შემდეგ ავტორი სვავს ფრიად უაზრო კითხვას – სად გაქრა ,,პარაფსიქოლოგიის მამა,,? ნათელია, რომ გაქცეული, დამალული და ძებნილი ადამიანი თქვენს ცილისმწამებლურ, ირონიულ და ღვარძლით სავსე წერილს არ გამოეხმაურებოდა.
ყველაზე სასაცილო და ამავდროულად უაზრო წინადადებამ გამაოცა। ეტყობა კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, ამდენ საჯაროდ ლანძღვასთან და შეურაცხყოფასთან ერთად წერთ, რომ არასოდეს არცერთ პაციენტს ჩემთვის ჯერ არ უჩივლია და უმეტესობა თურმე ჩემს მზესაც კი ფიცულობს. ხომ ვერ მეტყვით, რატომ? ერთ რამეში გეთანხმებით. სოფლიდან ჩამოსული უსუსური, უპატრნონო ახალგაზრდისთვის მართლაც არ არის იოლი დიდ ასპარეზზე გასვლა, რაც თავდაუზოგავი შრომის, წვალების, სწავლისა და უძილო ღამეების შედეგია, რითაც მე, თქვენგან განსხვავებით, დღემდე ვამაყობ. ჩემი სწავლა-განათლებისა და ცხოვრების გზა ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი მხოლოდ ღმერთია ყველაფრის შემფასებელი და დამნახავი. რამდენი სიკეთეც დამითესია და ხელი გამიწვდია გაჭირვებული ადამიანებისთვის, ამისი დამნახავიც ღმერთია და მე მარტო ამ ხალხის ლოცვა-კურთევა მეყოფა მთელი ცხოვრების მანძილზე.
-გაზეთში დავით ზურაბიშვილის საკმაოდ სკანდალური კომენტარიც დაიბეჭდა სადაც ის თქვენ ირიბად თაღლითს გიწოდებთ...
-მას ასე ვუპასუხებდი: ბატონო დავით! ჩემთან არაერთი პაციენტი მოსულა თქვენი გამოგზავნილი, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ თქვენივე თხოვნით, არ გაემხილათ, რომ თქვენგან იყვნენ მოსულები, რაშია საქმე? ახალგაზრდა სპეციალისტის პაციენტთა დიდმა რიგებმა აგაფორიაქათ კლასიკური მედიცინის წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეული წლების წინ ჩემი გაქრობის მცდელობასაც კი გეგმავდნენ? თქვენგან ცილის წამებაა ის, რომ მე თურმე ყველა დაავადებას ვკურნავ მაშინ, როდესაც ჩემი პასუხი სრულიად სხვა იყო। მე განვმარტე, რომ ვკურნავ იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც ექვემდებარებიან ჩემი მკურნალობის მეთოდს და თქვენგან განსხვავებით, პაციენტებს არ უნიშნავ ერთი და იგივე მედიკამენტს, როგორიცაა ლუმინალი და სხვა ძლიერი დამამშვიდებელი მედიკამენტები და როდესაც შედეგს ვერ ნახავს, არ ვეუბნები, რომ ორგანიზმი ინდივიდუალურია. ეს სიტყვები თქვენგან მოსული პაციენტებისაგან არაერთხელ მომისმენია. ალბათ გახსოვთ ჩვენი დიალოგი გადაცემა "ტაბუ"-ს შემდეგ. თქვენ ბრძანეთ: "მე მწამს და მჯერა თქვენი მეთოდების, მაგრამ ეს რომ საჯაროდ ვაღიარო, მერწმუნე სამსახურიდან დამითხოვენო" რასაც მოწმედ ესწრებოდა ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონი. მკითხველმა განსაჯოს, სად არის სიყალბე ტრადიციულსა და არატრადიციულ მედიცინას შორის?!
რაც შეეხება კითხვას, სადაც ავტორი ამბობს, რომ მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გაერკვია ჩემი ლიცენზიის არსებობის შესახებ, მიღო უარყოფითი პასუხი। ტრადიციული და არატრადიციული მედიცინა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. კლასიკური მედიცინის მუშაკზე გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს ლიცენზია. არატრადიციული მედიცინა კი, რასაც პარაფსიქოლოგია ქვია, ლიცენზიას გასცემს საქართველოში, კერძოდ თბილისში ჭავჭავაძის I-ჩიხი #6 –ში არსებული დეპარტამენტის საპატენტო რეესტრის სექტორის უფროსი თ. ნანიკაშვილი, რომლის სახელწოდებაა - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი,, როგორც ერთადერთი დამაარსებელი პარაფსიქოლოგიური ცენტრის ამიერკავკასიაში, როგორც ბიო-ენერგეტიკოსი და ხომერიკის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, გაცემულია ჩემზე ეს ლიცენზია. პროფესიონალმა ჟურნალისტმა ასეთ შემთხვევაში უნდა მიაკითხოს დანიშნულების ადგილს, რამეთუ ეს იგივეა, რომ ფეხმძიმე ქალი გინეკოლოგის ნაცვლად მივიდეს ვეტექიმთან ან დავით ზურაბაშვილთან. ასეთი სავალალო შეცდომების შედეგად, ჩვენმა "პროფესიონალმა" ცნობისმოყვარე, "გამომძიებელმა" -ჟურნალისტმა "საქპატენტის" ნაცვლად მიაკითხა ჯანდაცვის სამინისტროს...
-მასალის ავტორთან ადრე რაიმე სახის შეხება ხო მარ გქონიათ?
-არა. ჩემთვის გაუგებარია საიდან აქვს ამდენი ბოღმა? საიდან ამდენი ტყუილი? საიდან ამდენი გესლი? რა პასუხები გაქვთ იმ 86-ი ბავშვისათვის, რომლებიც ჩემი მკურნალობის შედეგად მოევლინენ ქვეყანას და ყველა ჩემი ნათლულია? რა პასუხები გაქვთ იმ ავადმყოფებისათვის, რომლებიც წლობით იყვნენ საწოლს მიჯაჭვულნი და დღეს ჯანმრთელად აგრძელებენ ცხოვრებას? თქვენს ადგილას მე ღმერთს ავხედავდი და პატიებას ვთხოვდი. ალბათ მარტო მე არა ვარ თქვენი კალმის "მსხვერპლი" როგორც სპეციალისტი, მინდა გამცნოთ, რომ თქვენ ძალზედ დაბინძურებული აურა გაქვთ, რაც აუცილებლად აისახება თქვენს მომავალ ცხოვრებაში. განვმეორდები: ცილის წამება უდიდესი ცოდვაა! ღმერთი იყოს თქვენი მსაჯული!
p.s.საგამომცემლო სახლი "ღია ბოქლომი" მხარდაჭერას უცხადებს ბატონ ირაკლი ლომაიას. სამეგრელოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწმეა მის მიერ განხორციელებული უამრავი კეთილი საქმის, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, ამიტომ მიუღებლად მიგვაჩნია კოლეგების მიერ პროფესიონალ და კეთილ ადამიანზე მსგავსი ცილისმწამებლური მასალების დაბეჭდვა.
ირაკლი ლომაიას მადლიერი პაციენტებიც, რომ მრავლად ჰყავს ამას ისიც მოწმობს, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენს რედაქციაში პარაფსიქოლოგისადმი სმადლობელი წერილები უწყვეტად შემოდის...
ამ ინტერვიუს მომზადება ისევ–დაისევ რედაქციაში შემოსულმა წერილებმა და გულთბილმა სატელეფონო ზარებმა გადაგვაწყვეტინა სადაც მოსახლეობა ირაკლის მიმართ პატივისცემას გამოხატავდა და "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ღვარძლიან სტატიას ბინძურ პროვოკაციად აფაებდა, რესპოდენტების თქმით გავრცელებული ცილისწამებით სახელი "კვირის პალიტრას" შეელახა და არა ირაკლი ლომაიას, რომელმაც საზოგადოების ნდობა და სიყვარული დიდი ხანია მოიპოვა. როგორც ჩანს დედაქალაქში გარკვეული პირები დაინტერესებული არიან "ჩაძირონ" მართალი ადამიანი და წარმტებული პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია. თუმცა ქვეყანა ჩალით გადახურული ნამდვილად არ არის და სიმართლეს ფასი არასოდეს დაეკარგება.
- p.p.s. აღსანიშნავია, რომ ზემოთმოცემულ სტატიას, რომელიც ძალიან პოპულარულია და ასობით ადამიანმა უკვე წაიკითხა დღეს გამოხმაურება მოჰყვა: გაზეთ "კვირის პალიტრის" რედაქციიდან შემოვიდა წერილი სადაც გაზეთის წარმომადგენლები გვაყენებდნენ შეურაცყოფას და ირონიული ტონით გვეკითხებოდნენ თუ რამდენი გადაგვიხადა ლომაიამ წერილის გამოქვეყნებისთვი. ვაი თქვენს თავს მეტიჩარებო! ფულის მეტს, რომ ვერაფერს ხედავთ...
[ესაუბრა დაჩი კვიკვინია]