ავტორი ნინო მიქიაშვილი
18:36 09.03.2012
9 აპრილს დატრიალებულ ტრაგედიას ამავდროულად „ჩვენი სულის ზეიმი“ და „ჩვენი სულიერი ამაღლება“ პირველად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ უწოდა. ეს მოხდა 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან მეორმოცე დღეს, სიონის საკათედო ტაძარში - მისმა უწმინდესობამ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპული მამულიშვილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და მრევლს მიმართა, რაც სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანეთ რეჟისორ გოგა ხაინდრავას ვიდეო-არქივიდან, რისთვისაც მას presage.tv მადლობას უხდის.
ტრაგედიიდან ორი წლისთავზე - 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას მთავრობამ (იმავე წლის 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით) საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, რითაც რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევისას საბჭოთა ჯარმა გამოიყენა მომწამლავი ქიმიური ნივთიერება და ნიჩბები, რის შედაგადაც ასობით ადამიანი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაიღუპნენ:
22 წლის აზა ადამია, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი, 23 წლის ნატო გიორგაძე, 28 წლის თამუნა დოლიძე, 70 წლის თინა ენუქიძე, 25 წლის ნინო თოიძე, 61 წლის ზაირა კიკვიძე, 33 წლის მანანა ლოლაძე, 50 წლის თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, 22 წლის მამუკა ნოზაძე, 41 წლის ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, 31 წლის მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 25 წლის ელისო ჭიპაშვილი, 16 წლის თამარ ჭოველიძე, 40 წლის ნოდარ ჯანგირაშვილი, 43 წლის მზია ჯინჭარაძე და 23 წლის ანანა მელქაძე. ტრაგედიის მეორე დღეს, 1989 წლის 10 აპრილს კომენდანტის საათის დროს ტყვიის მსხვერპლი გახდა 25 წლის გია ქარსელაძე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან მეორმოცე დღეს სომხეთიდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა (წითელი „იკარუსებით“, მსუბუქი მანქანებით) ჩვენთვის თანაგრძნობის გამოსახატად და იმის სათქმელად, რომ იმ მძიმე დღეებში სომხეთი ჩვენს გვერდზე იყო - სომხები ქართველებთან ერთად გლოვობდნენ და თანადგომას გვიცხადებდნენ. სომხური ე.წ. არაფორმალური ორგანიზაციის წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ სამედიცინო ინსტიტუტის ეზოში, ქართველი „არაფორმალების“ ორგანიზებით გამართულ სამგლოვიარო მიტინგზე. ანუ იმ ადგილზე, საიდანაც მსვლელობით დაიწყო 1989 წლის 4-9 აპრილის აქცია.
მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ცდილობდა რუსთაველის გამზირზე დატრიალებული ტრაგედია ეროვნული მოძრაობის ლიდერებისთვის გადაებრალებინა და საბჭოთა ჯარების სისასტიკე ამით გადაეფარა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია II-მ სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ოპტიმისტური სიტყვით მიმართა, რომლის შინაარსი ჩვენი თანამემამულეების უდიდესმა უმრავლესობას არ იცის, რადგან მაშინდელი ერთადერთი ცენტრალური არხი, ანუ პირველი არხი მისი უწმინდესობის ქადაგებას ტელევიზიით არ გადასცემდა.
ილია II: „დღეს არის ჩვენი გლოვა და ჩვენი სულის ზეიმი. დღეს არის 9 აპრილის ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლება. მრავალგზის უნახავს განსაცდელის დღეები საქართველოს, მრავალგზის შემოსევია მტერი საქართველოს, მრავალჯერ უნდოდა გადაეტეხა საქართველო ხერხემალში, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენი მფარველი იყო და მარად იქნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა, რომლის წილხვედრი არის ღვთივკურთხეული საქართველო. საქართველო უძლეველია. ნუ იფიქრებს მტერი, რომ დღეს არის საქართველოს ტრაგედია. დღეს არის ჩვენი სულიერი ზეიმი.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენში ძლიერად ყოფილა ძალა, სულიერი ძალა ჩვენი დიდი წინაპრებისა - დავით აღმაშენებლისა, თამარ მეფისა, დიმიტრი თავდადებულისა, არჩილ და ლუარსაბისა, დავით და კონსტანტინესი, ქეთევანისა, ასი ათასთა ქართველთა მოწამეთა და სხვათა ჩვენთა წინაპართა. ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ძმებისა და დებისათვის, რათა უფალმა დააწესოს მათი ნათელი და უკვდავი სულები ზეციურ საქართველოში, სადაც განისვენებენ ჩვენი დიდი წინაპარნი. შეგვეწიოს მათი ლოცვა, შეეწიოს მათი ლოცვა სრულიად საქართველოს. ამინ“.
ამ კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
00:18 29.11.2013 2012-13 წლებში თურქეთში სერიალი Benim İçin Üzülme ("გული არ დაგწყდეს ჩემ გამო") გადიოდა, რომელშიც მთავარ როლებს...
-
dfgh
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 00:15 19.03.2014 ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, ჟურნალისტ თეა სიჭინავას გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს ყოფილმა ...
-
გაერთიანებული ოპოზიციის იმ წევრებმა, რომლებიც უკვე მე–4 თვეა ზუგდიდში, „საკნების აქციაში“ ღებულობენ მონაწილეობას დღეს, 12 საათზე, პრესკონფერ...
-
[ ვიდეორეპორტაჟი ] ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შ.პ.ს “განთიადის” ზედამხედველს თანამდებობიდან გათავისუფლებით იმის გამო დ...
-
ზუგდიდიელი ჟურნალისტები ილია ჩაჩიბაია და ნანა ფაჟავა, ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში გადაცემა "საკანში#5"–ში მი...
-
ბიშკეკში ანტი სამთავრობო დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს და ცეცხლი გაუხსნეს გენერალურ პროკურატურას. ყირგიზეთის მთავრობამ საგანგე...
-
ავტორი მედია-კავშირი „ობიექტივი“ 01:37 11.02.2012 მოგეხსენებათ, რომ მედია-კავშირი „ობიექტივი“ 24-საათიან რეჟიმში მაუწყებლობს. შესაბამისად, ...
-
ავტორი ტრიბუნა.ge 15:26 10.09.2011 Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და...
ყველა დროის ყველაზე კითხვადი სტატიები
-
01:10 02.06.2011 სომხურმა ვებგვერდმა მიხეილ სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა სიაში შეიყვანა. სია, რომელშიც მსოფლიოს მრავალი გამოჩენილი ადამიან...
-
20:39 11.11.2013 10 ნოემბერს, ღამის თერთმეტის ნახევარზე ყოფილი რესპუბლიკოს მოედანზე თბილისელი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა. ...
-
ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! გასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადე...
-
ავტორი ილია ჩაჩიბაია 23:53 23.12.2010 ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 23 დეკემბერს პრემიერა გაიმართა. მსახიო...
-
გაზიარება IT სპეციალისტები დღემდე კამათობენ, თუ როგორ იშიფრება აბრიავიატურა RSS. IT სფეროში გავრცელებული აზრით, RSS (Really Simple Syndicati...
-
19:48 14.07.2012 გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი და მომღერალი გიორგი ფოჩხუა ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ ანაკ...
-
21:38 10.10.2010 თეა თუთბერიძის სკანდალურ ინტერვიუს აქვეყნებს გაზეთი "ასავალ დასავალი". საგაზეთო ინტერვიუში თუთბერიძე იმედს ...
ეს საინტერესოა
- დაბმული ბავშვის საიდუმლო [ფოტორეპორტაჟი]
- გაშიშვლებული ქართველი სახეები ნუცა შანშიაშვილის სკანდალურ კლიპში [video]
- შიშველი ველოსიპედისტების აქცია კანადაში [ფოტოგალერეა]
- მშობლებმა ბავშვი სარეცხ მანქანაში "გარეცხეს" [video]
- რვაფეხა ბავშვი
- სირიაში მამაკაცი ცოცხლად დამარხეს [video]
- ნიკოლოზ ლაგვილავა: სიმღერით – რისკიდან შამპანურამდე
- ნუმეროლოგია: ზოგადი მიმოხილვა დაბადების დღის რიცხვის მიხედვით
- შემოქმედება გულის არევით [ფოტო]
- ქართული ფილმები
- პენისის ხელოვნება – ამერიკელი მხატვარი შედევრებს ქმნის
- რომელია თქვენი ქვა, დაბადების თვეების მიხედვით!
- რა კავშირშია ადამიანის ბედისწერა და დაბადების დღის რიცხვი?
- გვიყვარს და ვზასაობთ? [video]
ვიდეო
- 17:34 17-06-2010 – მეცნიერები ოზი ოსბორნის გენეტიკურ კოდს იკვლევენ [video]
- 22:42 06.06.2010 – ოზი ოსბორნის ცვილის ფიგურამ ყვირილი დაიწყო [video]
- 22:42 06.06.2010 – ბედნიერი პრეზიდენტი და დაქცეული აბაშა [video]
- 23:56 01.05.2010 – კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის მძარცველი დაკავებულია [video]
ილია II: „დღეს არის 9 აპრილის ტკივილი და ჩვენი სულიერი ამაღლება“
რუბრიკიდან: პოლიტიკა, რელიგია, საზოგადოება
რედაქტორის რჩევით
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 16:00 01.09.2011 ერეკლე საღლიანი: “მოარული ხმები დადის, რომ ახალი შენობის დასრულებამდე ექსპონატების ზუგდიდში გად...
-
ავტორი ნინო სუარიშვილი 17:29 23.08.2013 ამ წუთებში სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარ პროკურატურასთან გვარამიების ოჯახთან ერთად 50-ზე მეტი ...
-
ავტორი ნინო მიქიაშვილი 20:31 16.08.2013 კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი პირები საქართველოს ხელისუფლებიდან, არც უცხოელი მეცნიერების...
-
9 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი ვახანი...
-
ავტორი დიმიტრი მონიავა 00:17 04.07.2011 გასულ კვირას ეს ფრაზა თბილისში სინათლის სიჩქარით გავრცელდა. დასუფთავების ძველი, ფიქსირებული მოსაკრ...
-
დღეს, ზუგდიდს ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ესტუმრა, პრესკონფერენციაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში გაიმართა გაჩეჩილაძემ საზოგადოებ...
-
17 წლის თეონა ხოზრევანიძე დღეს ურეკში ზღვაში დაიხრჩო... გაზიარება [23:32 30-07-2010] როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება უბე...
-
00:18 29.11.2013 2012-13 წლებში თურქეთში სერიალი Benim İçin Üzülme ("გული არ დაგწყდეს ჩემ გამო") გადიოდა, რომელშიც მთავარ როლებს...
-
20:16 01.06.2012 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედებ...
-
მოამზადა დავით შალიკაშვილმა 18:18 24.06.2012 ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ახლახან საიტმა ”ლ...