14 წლის გვანცა ყუფარაძე 18 თვე მარტო ამყოფეს საკანში, მაგრამ ცრუ ჩვენება მაინც ვერ მიაცემინეს

ავტორი შორენა ცივქარაშვილი
18:51 19.09.2011
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაპატიმრებული 14 წლის გვანცა ყუფარაძის საქმე საქართველოს მართლმსაჯულე¬ბისთვის რეზონანსული აღმოჩნდა. ქართველი თუ უცხოელი უფლებადამცველების მცდელობის მიუხედავად, გოგონას ციხიდან დახსნა ვერ მოხერხდა.

გვანცა ყუფარაძეს 10 წელი მიუსაჯეს – 5 წლით პატიმრობა და 5 წლით პირობითი. იგი, უკვე მეხუთე წელია, სასჯელს იხდის. გვანცა ყუფარაძის საქმეში დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა და ურთიერთგამომრიცხავი გარემოებები არსებობს, თუმცა ეს სასამართლოს რატომღაც არ გაუთვალისწინებია. გამოძიებას არ დაუსაბუთებია, როგორ მოახერხა 14 წლის გოგონამ თანატოლის ორი ბასრი საგნის მეშვეობით დაჭრა ისე, რომ მას ოდნავი დაზიანებაც არ მიუღია. ასევე, გაურკვეველია, რატომ იქცა მართლმსაჯულებისთვის ფრიადოსანი მოსწავლე ერთ დღეში საზოგადოებისთვის საშიშ და დაუნდობელ მკვლელად. ვინაა დაინტერესებული გვანცა ყუფარაძის პატიმრობით და რა ახალი გარემოებები და დარღვევები აღმოჩნდა აღნიშნული საკითხის ირგვლივ. ამის თაობაზე “საქართველო და მსოფლიოს” გვანცას მამა - ალექსანდრე ყუფარაძე ესაუბრა.


მიუხედავად იმისა, რომ გვანცა ყუფარაძე ერთი შეხედვით ყველა შესაბამის კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რატომ უთხრა მას უარი კომისიამ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?
– პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებულების მიხედვით თუ პატიმარი დადებითად ხასიათდება და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მისი ვადამდე გათავისუფლებაც შესაძლებელია. მაგრამ, რატომღაც ასე არ მოხდა გვანცას შემთხვევაში. არადა, გვანცას სანიმუშო დახასიათება და ყველა პირობა აქვს ვადაზე ადრე გასათავისუფლებლად. მას ყველა ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და კარგი ქცევისა და სანიმუშო სწავლისთვის დამატებითი ოთხი პაემნის უფლებაც კი მიანიჭეს. არ ვიცი, ოჯახური პირობების შეფასებაში მინუსქულა რატომ დაუწერეს. მყავს მეუღლე, ერთადერთი შვილი გვანცა და პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო, 85 წლის დედა და ეს თუ არის ნაკლი, არ ვიცი. ადმინისტრაციის მიმართ ზრდილობიანი მოქცევაც თურმე მინუსად ფასდება. რად­გან ნაკლი ვერ უპოვეს, ჩაწერეს, თითქოს მშობლებთან ხშირი კონტაქტი არ აქვს და რისკის ფაქტორიდან გამომდინარე, ვუწერთ მინუს ერთ ქულასო. არ მესმის, ეს რას ნიშნავს. მონაცემები სპეციალურად გააყალბეს. კანონით, გვანცა უკვე თავისუფალი უნდა იყოს, ვინაიდან, მან საპატიმრო სასჯელის ორი მესამედი უკვე მოიხადა, მაგრამ, მაინც არ გაათავისუფლეს.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ გასაგებია ასეთი საქციელი, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ოქმს ხელს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ზვიად დევდარიანიც აწერდა, რომელმაც ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე გვანცას სახელიც კი ვერ გაიხსენა. ის ამბობს, არ შევკრებილვართ და არ განგვიხილავს ეს საკითხი, არ ვიცნობ ამ საქმესო.

სწორედ აქ აღმოვაჩინე სერიოზული დარღვევა, მინისტრის ბრძანებულება ეწინააღმდეგება პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლს. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, პატიმრის გათავისუფლება ევალება ადგილობრივ საბჭოს, ამ კომისიის წევრებს უნდა ემოქმედათ ადმინისტრაციული წესით, ზეპირი მოსმენით. მინისტრის დებულება კი, კანონის გვერდის ავლით, კომისიას დამატებით ფუნქციას ანიჭებს და საბჭოს საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშეც შეუძლია. ეს სერიოზული დარღვევა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, რადგან გამოდის, ისინი ყალბ დოკუმენტზე აწერენ ხელს. მინისტრი კანონზე მაღლა აყენებს თავს. უახლოეს დღეებში, მე მივმართავ სასამართლოს დებულების ამ ნაწილის გასასაჩივრებლად.

როგორ ფიქრობთ, ვინაა დაინტერესებული გვანცას პატიმრობით?
– უნდოდათ, გვანცას ეღიარებინა ის, რაც არ მომხდარა. 14 წლის არასრულწოვანი 18 თვე მარტო ამყოფეს საკანში და მაინც ვერ გატეხეს. ტყუილი არ თქვა და პედაგოგების ბრძანება, ნუ ამბობ სიმართლეს, სკოლის პრესტიჟი შეილახებაო, არ გაითვალისწინა. მაინც სიმართლე თქვა, ფანჯრიდან კი არ გადმოვარდა თორნიკე ტყემალაძე, როგორც თქვენ ამბობთ, არამედ დაჭრესო.

ხელისუფლებას არ შეუძლია საკუთარი შეცდომის აღიარება. თუ ვინმე გაუმართლებიათ, ციხის კედლებში მოხვედრამდე, რადგან ციხიდან გათავისუფლების შემთხვევაში, უკანონო პატიმრობის გამო, პატიმარს უკვე კომპენსაცია ეკუთვნის, რაც ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ აწყობს.

საზოგადოებაში გავრცელებული ვერსიის თანახმად, საქმეში ფიგურირებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კო­მიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის გვარი...
– ამის შესახებ მეც მსმენია, თუმცა მე არ მაქვს კონკრეტულად კუბლაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი ფაქტე­ბი. როდესაც პავლე კუბლაშვილი გამოვიდა და განაცხადა, მე ეს საქმე შევისწავლე და დაზარალებულ ტყემალაძეს 7 ჭრილობა აქვს მიყენებულიო, საზოგადოებაში ეჭვი სწორედ აქედან გაჩნდა, რადგან დაზარალებულს რეალურად 33 ჭრილობა აქვს.

ახალგაზრდული მოძრაობა „არას“ წევრები იკვლევდნენ ამ საქმეს და აღმოაჩინეს, რომ ჩხუბში ერთ-ერთი მონაწილის ახლო ნათესავია „სოდის“ ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად კი უშიშროების თანამშრომელი ვინმე ბეჟიტაშვილი, რომლის მეუღლე ნანა ბეჟიტაშვი­ლიც მოსამართლეა და ისინი მეგობრობენ ძმებ კუბლაშვილებთან. „არას“ წევრი ოთო ბექაური, სამინისტროს წინ აქციაზე დაიჭირეს, რადგან კუბლაშვილები პირველად სწორედ მან დაადანაშაულა.

მოძრაობა „არას“ წევრები აცხადებენ, რომ აქვთ დამნაშავეების ფოტოები და, თუ გამოძიებას დააინტერესებს, მზად ვართ, ინფორ­მაცია მივაწოდოთო. მაგრამ ეს ფაქტი არც ხელისუფლებისთვის და არც გამოძიებისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა.

როგორ მოხვდა დანაშაულის ადგილზე გვანცა?
– გვანცა შემთხვევით შეესწრო თორნიკე ტყემალაძის დაჭრის ფაქტს, რომელშიც 4 პირი მონაწილობდა. მე ამ დამნაშავეებთან საქმე არ მაქვს, ამ ადამიანებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. მათ ჩემი შვილისთვის არაფერი დაუშავებიათ.

თავიდან გვანცას სახელი საერთოდ არ ფიგურირებდა ამ საქმეში. არსებული ვერსიის თანახმად, ტყემალაძის დაჭრა ამავე სკოლელის, ხატია ბედოიძის სახელს უკავშირდებოდა. სწორედ ამ გოგონას დეიდაშვილი იყო ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე. ვინაიდან ტყემალაძემ ამ გოგონას ტელეფონი ჩააბარა ლომბარდში, იგი შურისძიების მიზნით დაჭრეს, მაგრამ ის გოგო საქმიდან მალე საერთოდ გააქრეს. ეს ყველაფერი კარგად იცოდა ორმა პედაგოგმა, რომლებმაც სისხლის კვალიც წაშალეს.

რატომ წაშალეს კვალი, რა დაინტერესება ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას?
– წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, კანონში პირდაპირ წერია, რომ სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირების ყოფნის გამო, პასუხისგებლობა სკოლის დირექციას ეკისრება. მნიშვნელოვანი იყო ასევე სკოლის პრესტიჟის საკითხიც. 1 საათზე მოხდა დანაშაული და პოლიცია დანაშაულის ადგილზე საღამოს 8-9 საათზე მივიდა.

თუ გვანცამ დაჭრა თანატოლი ბიჭი, ბუნებრივია, წინააღმდეგობის გაწევის მომენტში მსუბუქი დაზიანება მასაც უნდა მიეღო. ამასთან, ისიც საინტერესოა, აღმოჩნდა თუ არა სისხლის კვალი გვანცას ტანისამოსზე?
– წარმოიდგინეთ, 33 ჭრილობას რომ მიაყენებ ადამიანს, ერთი წვეთი სისხლი მაინც მოგეცხება. გვანცა პირველივე დაკითხვაზე თავად მივიყვანე, მაშინ მოწმის სახით დაიკითხა. მეორე თუ მესამე დღეს კიდევ მიმაყვანინეს და გვანცას ტანისამოსზე, „შპრიცით“ სისხლის კვალის დატოვებას ცდილობდნენ.

დაზარალებულმა თორნიკე ტყემალაძემ რამდენიმეჯერ შეცვალა ჩვენება, რატომ დაადანაშაულა გვანცა, რა შეიძლებოდა მას გვანცას საწინააღმდეგო ჰქონოდა?
– პოლიციაში თორნიკე ტყემალაძეს დაემუქრნენ და შეაშინეს. მას უნდა დაესახელებინა, ვინ დაჭრა და გვანცა დამნაშავეების ამოსაცნობად უნდა მისულიყო, მაგრამ რატომღაც ეს პროცესი ჩაიშალა. არანაირი პროცესუალური ნორმები არ ჩატარებულა. მხოლოდ მიდიოდნენ და სთხოვდნენ, გვანცა, იქნება დანაშაული აღიაროო.

რა დასახელდა დანაშაულის ჩადენის მოტივად?
– საქმეც ეგაა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივიც არ არსებობს. ამას გარდა, დანაშაულის თვითმხილველიც არ არსებობს.

მართლა გითხრათ მოსამართლემ, თქვენს ადგილზე მოვკლავდი თორნიკე ტყემალაძესო?
– მოსამართლე დალი მეტრეველმა გვითხრა, ერთადერთი შვილის პატრონები ხართ და როგორ იტანთ ასეთ რამეს, თუ გაბრალებთ და მართლები ხართ, მოკალითო, მე თქვენ ადგილზე მოვკლავდიო. პროცესი დახურული იყო და ჩვენ გარდა, არავინ ესწრებოდა. გვანცა შეეპასუხა, მე ხომ აქ ვზივარ და ჩემი მშობლებიც, გინდათ, აქ ჩასვათო? ჩვენი პროვოცირება სურდათ.

4 წელია, სამართლებრივი გზით ვიბრძვი და მომავალშიც ასე გავაგრძელებ. უფლისთვის მიმინდვია დამნაშავეებისთვის სამაგიეროს გადახდა. სამართლებრივად კი ბოლომდე ვიბრძოლებ და არაფერს დავთმობ.

გვანცამ სიცრუის დეტექტორზე გამოცდა მოითხოვა, რა პასუხი მიიღო?
– გვანცა ითხოვდა, მეც და თორნიკეც სიცრუის დეტექტორზე გამოგვცადონო, მაგრამ სიცრუის დეტექტორი არ გვაქვსო, ასე უპასუ­ხეს.

სარჩელი გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როდის განიხილავს ევროსასამართლო გვანცა ყუფარა­ძის საქმეს?
– გვანცას საქმე ევროსასამართლოშია გაგზავნილი და, როდესაც სიმართლე გაირკვევა, 25 კაცი, რომელთა შორის ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელიცაა, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.

"საქინფორმი"


რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...