ავტორი ნინო მიქიაშვილი
19:21 01.12.2013
საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ 9 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ მხარესთან ერთად იმსჯელებენ. პარალელურად, გერმანული მხარე მზადყოფნას აცხადებს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყოს, რაზეც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან წერილობითი თანხმობა მიიღო. ამ ორი საკითხის ირგლივ გერმანიიდან მოსული დოკუმენტი გერმანიის საელჩომ უკვე გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან, საელჩომ გერმანულ მხარეს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობაც მიაწოდა. ესაა ჩემს მიერ მოპოვებული, არაოფოციალურად დადასტურებული ინფორმაცია.
ამ მასალის მეორე ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ ფოლკსვაგენის ფონდიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანიის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ხელისუფლება იდეაში გეგმავს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ბოლნისში გადატანას და იქ მუზეუმის მოწყობას! ანუ ხელისუფლება აპირებს პატარა ბორცვის მოჭრას, სხვა ადგილზე გადატანას და გადატანილი მიწის ბორცვით მუზეუმის მოწყობას. ქართული საზოგადოების ნაწილი და გერმანელი მეცნიერები მაღაროს გადატანის და მუზეუმის მოწყობის უაზრო იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
9 დეკემბერს გერმანიაში საქართველოდან ვინ და ვინ გაემგზავრებიან, ეს ჩემთვის ჯერ ცნობილი არ არის. ვიცი მხოლოდ ის, რომ ერთ-ერთი მათგანი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე. გერმანული მხარე კი საყდრისის ოქროს მაღაროს ირგლივ არსებული პრობლემის გადაჭრის საკითხს ასე აყენებს - 9 დეკემბერს განიხილება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ქართულ-გერმანულ მხარეებს შორის დღემდე არსებული თანამშრომლობა და საყდრისის ოქროს მაღაროსთან მიმართებაშო მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრება ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშორომლობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ საქართველოს ხელისუფლება საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს გადატანის უაზრო იდეაზე ხელს არ აიღებს, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გერმანელები ჩვენთან აღარ ითანამშრომლებენ!
მკითველისთვის უფრო ზუსტი და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია, რომ მიმეწოდებინა, 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს ასეთი კითხვებით მივმართე:
“გთხოვთ, გადმომცეთ გერმანიიდან მოსული წერილის (რომელიც ჩემი ინფორმაციით გერმანიის საელჩომ მოგაწოდათ) ასლი, რომლითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებენ, რომ ქართული მხარის თანხმობის შემთხვევაში, გერმანული მხარე მზადაა უზრუნველყოს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება. ასევე გთხოვთ, გადმომცეთ ქართული მხარის მიერ გაგზავნილი პასუხის ასლი.
ასევე გთხოვთ, განმარტოთ, ქართული მხრიდან ვინ დაესწრება 2013 წლის 9 დეკემბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრას, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს და კერძოდ, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს.
რადგან ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არის საჯარო და ამავდროულად, მისი მოძიება რთული არ არის, გთხოვთ, პასუხი მაქსიმალურად მოკლე დროში გამომიგზავნოთ“.
საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვიერად განმიმარტეს, რომ ვილნიუსის სამიტის გამო დატვირთულები იყვნენ და შეეცდებოდნენ პასუხი მაქსიმალურად მოკლე დროში მოეწოდებინათ. პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ რადგან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია არაოფიციალურად დამიდასტურეს (ოღონდ არა საგარეო საქმეთა სამინისტროში!), მკითხველს ამის შესახებ ვატყობინებ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ პასუხსაც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ფოლკსვაგენის ფონდის წერილი პრემიერ-მინისტრს
ფოლკსვაგენის ფონდიდან მოსული წერილი 13 სექტემბრითაა დათარიღებული და ასეთი შინაარსისაა:
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ვიმედოვნებ არ შეწუხდებით, რომ განიხილოთ შემდეგი საკითხი - როგორც ფოლკსვაგენის ფონდის გენერალური მდივანი მე გაოგნებული ვარ იმ ახალი ამბით, რომ საყდრისის ოქროს მაღარო, ძეგლი რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, არის დიდ საფრთხეში და განზრახულია პრეისტორიული ხანის სამთო წარმოების ძეგლის განადგურება.
2004-2011 წლებში ფოლკსვაგენის ფონდი - გერმანიის ერთ-ერთი ძირითადი კერძო საფონდო ინსტიტუტი სამეცნიერო და აკადემიური საკითხების სწავლების სფეროში - მხარს უჭერდა/აფინანსებდა საერთაშორისო და ინტერდისციპლინარულ კვლევით პროექტს საყდრისის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით. გრანტი შეადგენდა 500.000 ევროზე მეტს და ხორციელდებოდა საერთაშორისო სარეცენზიო პროცესის გათვალისწინებით, სადაც ხაზგასმითაა აღსანიშნავი სამეცნიერო ხარისხი და ძალისხმევის არაჩვეულებრივი შესაბამისობა. პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა (ო. ლორთქოფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი) და გერმანიის სამთო მუზეუმის (ბოხუმი) ერთიანი ძალებით, ასევე საქართველოსა და გერმანიის სხვადასხვა ინსტიტუციების დახმარებით. პროექტმა დაამტკიცა, რომ საყდრისი წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს ოქროს მაღაროს, უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იმსახურებს, როგორც დაცვას, ასვევე მომავალ კვლევებს.
საყდრისის პროექტი ფინანსდებოდა ვოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „ევროპასა და აღმოსავლეთს შორის. კვლევები და აკადემიური სწავლებანი ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში“ ფარგლებში. ამ ინიციატივის პერიოდში ფონდმა ასევე დააფინანსა 45 საერთაშორისო ერთობლივი პროექტი, სადაც ჩართულები იყვნენ მეცნიერები და სტიპენდიანტები საქართველოს აკადემიური ინსტიტუტებიდან. ამავდროულად, ამ პროექტბს ხელი შეეწყოთ, რათა გაძლიერებულიყო ქართულ-გერმანული თანამშრომლობა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, ისევე, როგორც სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
რადგანაც ამ ხნის განმავლობაში ყველა ეს პროექტი იყო ნაყოფიერი და სასარგებლო ორივე მხარისათვის, ჩვენთ გავოცდით იმ ფაქტის მოსმენით, რომ საყდრისის ძეგლზე მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის გადაწვეტილების მიღებისას საყდრისის სამეცნიერო პროექტი უგულვებელყოფილი იქნა და იგნორირებულიც კი.
როგორც ჩვეთვისაა ცნობილი, საყდრისის შეუფასებელი ძეგლის განადგურება დაიწყება ამ წლის ოქტომბერში. საკმაოდ მცირე დროა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შეცომა საყდრისის დაზიანებით, ამიტომ მე გთხოვთ, დაუყონებლივ შეაჩეროთ ნებისმიერი სამთო წარმოება ძეგლზე და დააფუძნოთ დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტებით. წერილი მოგცემდათ რეკომენდაციებსა და მხარდაჭერას, იმისათვის რომ იპოვნოთ საკითხის სათანადო გადაჭრის გზები, რომელიც დააბალანსებს, როგორც ისტორიულ, ასევე ინტერესებს ქართველი ხალხისათვის.
გთხოვთ, ნუ იყოყმანებთ, რომ დამიკავშირდეთ მხარდაჭერისათვის. მე, რასაკვირველია, სიამოვნებით დაგეხმარებით. ეს ასევე ეხება შესაბამისი კომისიის შექმნასაც. ველოდები თქვენს პასუხს.
პატივისცემით, დოქტორი ვილჰელმ კრული“.