“არა ძეგლების განადგურებას, ძირს უპრინციპო მინისტრები“

ავტორი ნინო მიქიაშვილი
23:24 13.11.2013
სამუზეუმო გაერთიანებიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის გამოყოფაში კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ცუდს ვერაფერს ხედავს; ირწმუნება, რომ ახალ მინისტრთა კაბინეტში სავარძელს არ დაკარგავს; საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ყოფნა-არყოფნის პრობლემას მეცნიერებათა აკადემია გადაწყვეტს; ეკონომიკის სამინისტრო შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის წესის გამარტივებას მოითხოვს; ეგრეთ წოდებული მიხაილოვის საავადმყოფოს შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა აქტუალურია; ოდიშარია მისი პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის შევიწროვებას უარყოფს - ამ და სხვა სიახლეების ირგლივ შევიტყვეთ კულტურის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის დროს.

“არა ძეგლების განადგურებას, “ძირს უპრინციპო მინისტრები“, “ოდიშარია შარია“, - ამ შინაარსის შეძახილების, პლაკატებისა და სასტვენების ფონზე შედიოდნენ კულტურის სამინისტროს შენობაში: დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ კულტურის სამინისტროს ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგინებაზე. საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსადმი გურამ ოდიშარიას ქმედებები სამინისტროს შენობასთან გააპროტესტეს სტუდენტურმა გაერთიანებებმა - “ძეგლის მეგობარი“, "მწვანე მუშტი“.

40-წუთიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კითხვები დავუსვით, რომელთა შორის მინისტრისთვის არასასიამოვნო შინაარსის აღმოჩნდა სტუდენტური გაერთიანება “ძეგლის მეგობრის“ წარმომადგენლის სალომე ჭანტურიას და ჩემს მიერ დასმული კითხვები. სიმშვიდით ცნობილი მინისტრი გაცხარდა, გაღიზიანდა, ხმასაც აუწია და ბოლოს, დეზინფორმაციის გავრცელებაში დამადანაშაულა; შემახსენა, რომ მსგავსი ქმედების გამო ჩვენი კანონმდებლობით ჟურნალისტი ისჯება და იქვე, სხვათაშორის გაკვრით ახსენა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ბედით დაინტერესდა სალომე ჭანტურია, მინისტრს ჰკითხა ისევ აპირებდნენ თუ არა ძეგლის აფეთქებას, რაზეც გურამ ოდიშარიამ მიუგო, რომ ამ საკითხს წერტილი უნდა დაუსვას მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, რომელსაც მთლიანად ენდობა:

“აფეთქებაზე რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ არის, ეს ცოტა გამძაფრებული სიტყვაა, ხოლო რაც შეეხება თვითონ ძეგლს, ეს საკითხი ჩვენთან განხილული იყო. კომისია შეიქმნა და დაადგინა, რომ ის ადგილი სხვა რამ საქმიანობისთვისაა მნიშვნელოვანი და უნდა იქნას გადატანილი სამუზეუმო სივრცეში! მსოფლიო პრაქტიკაში გადატანის ფაქტები არსებობს.

როდესაც ჩვენ მივხვდით, რომ ამას მარტო კულტურის სამინისტროს ძალა არ ყოფნის, კრება შეიკრიბა და ეს ყველაფერი, ძეგლთან დაკავშირებული პრობლემები დაევალა საქართველოს მეცნიერაბათა ეროვნულ აკადემიას. იქ კომისია შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.

ასე რომ, ადრე გამოცემულმა ბრძანებებმა, რომელსაც ვადა 1 ოქტომბრამდე ჰქონდა, ძალა დაკარგა. აკადემიაში დღეს მოქმედ კომისიაზე კომპეტენტური საქართველოში არ მეგულება. ჩვენგან მაგ კომისიის წევრი არავინ არის, ჩვენ არ ვიცით მათი მუშაობა როგორ მიმდინარეობს, იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად ვენდობით მეცნიერაბათა ეროვნულ აკადემიას“.

შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე 5 ივლისს საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს მოეხსნა უძრავი ძეგლის სტატუსი და გადაკეთდა მოძრავ ძეგლად! ეს მოხდა 11-კაციანი კომისიის დასკვნის საფუძველზე (დასკვნას ხელი ცხრა წევრმა მოაწერა). ახლა ამ კომისიის პატივცემული წევრები, კულტურის მინისტრთან ერთად ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ოქროს მაღაროს ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული ფორმით მოხდება და ამ დროს, არც მეტი, არც ნაკლები ძეგლი თავის სახეს შეინარჩუნებს!

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი დასმულ ჩემს კითხვებსა და მათზე გაცემულ პასუხებს ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ:

რატომ ამარტივებთ ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნას? ჩემი ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი შესაბამის ცვლილებებზე მუშაობს;

გურამ ოდიშარია: ჩვენთან იურიდიულ დეპარტამენტში მსგავსი რამ არ მუშავდება. ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნის გამარტივება არ მიდის, ეს სწორი არ არის. ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტრომ თვითონ შემოიტანა, ამის განხილვა მოხდა და ახლა პარლამენტმა უნდა განიხილოს.

როგორია თქვენი პოზიცია?
-ჩვენ ძეგლებს ვიცავთ, მაგრამ მანდ არის კიდევ სამთავრობო გადაწყვეტილება. არის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ უნდა აწონ-დაწონოს, რა უფრო გვჭირდება რომელიღაც პერიოდში. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მძიმე პერიოდი, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ, რაც შეიძლება მეტი ძეგლი გადავარჩინოთ, იმიტომ რომ ხვალ ეს ჩვენი ძეგლები ბევრად მეტ მიგნებებს მოგვიტანენ.

განიხილება თუ არა ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოსთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი?
-ეს ჩვენი თემა არ არის, ამას ჩვენ არ განვიხილავთ და ეს თემა, არც განხილულა. ეს სხვა სამინისტროების პრეროგატივაა. საბოლოო ჯამში, სამთავრობო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ თქვენ ბრძანდებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში და ამ სახელიდან გამომდინარე, ძეგლების უპირველესი დამცველი ვარ, მაგრამ არის კიდევ რაღაც ვითარება, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არის.

დასახელებული საკითხების გამო პრობლემები შეექმნა მარინე მიზანდარს. საუბარია იმაზე, რომ სამინისტროში მას ავიწროვებენ. ეს არ არის ჩემი გამოგონილი. ვერ ნახავთ ხელოვნებათმცოდნეს, რომელიც დღეს ამაზე არ ლაპარაკობდეს.
-ქალბატონ მარინე მიზანდარს არავინ ავიწროვებს. ეს დაახლოებით ისეთივე დეზინფორმაციაა, როგორიც თქვენს ერთ-ერთ წერილში, როდესაც წერთ, რომ გურამ ოდიშარიას ყური აუწიეს. ახლა როგორც ჟურნალისტი გეუბნებით და არა როგორც მინისტრი - თქვენ იცით თუ არა, რომ მსგავსი დეზინფორმაციისთვის დღევანდელი კანონით (რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი, მაგრამ მიუხედავად ამისა) ჟურნალისტი ისჯება?! არის სხვადასხვა პუნქტები ამ ჩვენს სისხლის სამართლის კანონში და მსგავსი რამ, ასე თუ ისე ცნობილ პიროვნებაზე, დეზინფორმაციის გავრცელება.

მე მიკვირს საოცრად, თქვენ ამას როგორ ახერხებთ, ან რატომ მოგდით ასეთი აზრები. საერთოდ, ჩვენ ვართ კოლეგები, ურთიერთობები ნორმალური გვაქვს. თქვენ ხართ იმ კომისიის წევრი, რომელიც სამინისტროში შეიქმნა. ანუ თქვენ თანამშრომლობთ სამინისტროსთან და ეს დეზინფორმაცია საიდან უნდა მოიტანო?! ქალბატონ მარინეს ჰკითხეთ ვინ ავიწროვებს, როგორ რანაირად.

აკმაყოფილებთ თუ არა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელთა მოთხოვნას, სამუზეუმო გაერთიანებიდან გამოყოფის შესახებ? მათ წერილობით არაერთხელ მოგმართეს და ამაზე მეც არაერთხელ გკითხეთ.
-ხელოვნების მუზეუმის პრობლემა კომპლექსურად განიხილება, რადგან იმ კომისიას, რომლის წევრიც ხართ და რომელსაც მუშაობა ჯერ არ დაუმთავრებია, საბოლოო დასკვნას მოგვცემს.

კი მაგრამ, იმ კომისიის მიზანი სულ სხვაა.
-დიახ, სულ სხვაა მაგრამ სამუზეუმო საქმიანობას სხვა მხრივ ვსწავლობთ. შემდეგ ვკრებთ და ამ შეკრების მერე განვიხილავთ როგორ იქნება. ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების აზრიც გაყოფილია, მაგრამ უმრავლესობა ალბათ, მხარს გამოყოფას უჭერს. მე ცუდს ამაში არაფერს არ ვხედავ, მაგრამ ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით საუბარი, მუზეუმის ხალხთან ერთად და აიწონება ყველა პლუსი და ყველა მინუსი.

ცნობისთვის - კომისიას, რომელზეც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი საუბრობს და რომლის წევრიც გახლავართ, ასე ჰქვია - “საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ საგამოფენოდ გატანილი ექსპონატების მდგომარეობისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემსწავლელი დროებითი კომისია“. მეოთხე თვეა 11-კაციანი კომისია მუშაობს. არც ერთი სიტყვა არ დამიწერია და ამაზე არც ერთი საჯარო განცხადება არ გამიკეთებია. როგორც კი დასკვნას დავწერ და წარვუდგენ კულტურის მინისტრს, მას იმ დღესვე გავხდი საჯაროს.

ახლა მოკლედ ჩამოგითვლით იმ საკითხებს, რომლითაც გურამ ოდიშარიამ ერთწლიანი მუშაობის წარდგენისას თავი მოიწონა და მათზე ვრცლად ისაუბრა:

სამინისტროს მხრიდან კარის ფართოდ გაღება, მრგვალი მაგიდების გამართვა, კომისიების შექმნა, საზოგადოების ჩართულობა სამინისტროს მუშაობაში, მინისტრის მიერ ერთი წლის განმავლობაში 2 000 ადამიანის მიღება;

პრიორიტეტებს შორის რეგიონებისთვის უპირატესობის მინიჭებას მინისტრი თვლის წარმატებულად, ისევე, როგორც დევნილთა დასახლებებში 12 სახელოვნებო სკოლების დაფინანსებას, რეგიონებში კულტურის ცენტრების ამოქმედება-რეაბილიტაციას, ცნობილი მხატვრებისა და მუსიკოსების მატსერკლასების ჩატარებას და საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლებისთვის ინსტრუმენტების გადაცემას;

ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ სახალხო თეატრებზე საუბრისას გურამ ოდიშარიამ ხარაგაულის თეატრები გამოყო და გვითხრა, რომ ხარაგაულის სახალხო თეატრმა თურქეთში გამართულ საერთაშორისო სამოყვარულო თეატრების ფესტივალზე გრანპრი აიღო, ხოლო ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა წარმოდგენები ხუთ მთიან რეგიონში გამართა და წლის ბოლომდე კიდევ სამ რაიონს ესტუმრება;

კულტურის მინისტრი წარმატებულად მიიჩნევს თურქეთის საქართველოში იშხანზე მიმდინარე სამუშაოებს, რომელიც მისივე განმარტებით თავიდან არასწორად მიდიოდა, მაგრამ ახლა ვითარება გამოსწორებულა და “ზიარ ძეგლზე“ თურმე სწორი მიმართულებით მუშაობენ;

სამინისტრომ ხელი შეაშველა “ცისკარს“, გამოდის ჟურნალი “არილი“; მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილის ხელშეწყობით დამტკიცდა ახალი ჯილდო “ხელოვნების ქურუმი“; ეროვნული უმცირესობებისთვის სამი ახალი გაზეთი გამოვიდა; თბილისმა უმასპინძლა ორ თეატრალურ ფესტივალს; საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ლონდონში გამართულ წიგნის ფესტივალზე და ასე შემდეგ.

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...