20:14 24.08.2013
ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მივმართავ დაინტერესებულ პირთ: ჩემს მეგობრებთან ერთად მთელი სამეგრელოს მასშტაბით შექმნილი გვაქვს მობილური ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სააკაშვილის გადაადგილებას სამეგრელოს ტერიტორიაზე. იმ საღამოსაც ხობში და ანაკლიაში მოქმედი ჯგუფებისგან მივიღეთ ინფორმაცია,თუ როგორ გადაადგილდებოდა სააკაშვილის ესკორტი ახლადგაჭრილი ცაცხვი-რგეტის გზატკეცილით ანაკლიისკენ ღამის 10 საათზე. აქცია ანაკლიაში სასტუმრო "ოქროს საწმისთან", დევნა სააკაშვილის ესკორტის კვალდაკვალ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე აქცია პრეზიდენტის ზუგდიდის ჯებირებით შემორაგულ რეზიდენციასთან, რომელსაც 300 პოლიციელი და სპეცრაზმელი იცავდა და ბოლოს, 23 აგვისტოს დილას სააკაშვილის ესკორტის მიმართ, ზუგდიდიდან სოფელ ხეთამდე განხორციელებული დევნა, სწორედ ამ მობილური ჯგუფების მიერ არის ორგანიზებული. მოგმართავთ რჩევით მათ, ვისაც აწუხებს აქციაში მონაწილე პირთა არასათანადო რაოდენობა, ჩაეწეროთ აღნიშნულ მობილურ ჯგუფებში" - წერს კახა მიქაია.