საახალწლო კერძი: ლაბასხმული “გედის ტბა”
ამ შემთხვევაში ვამზადებთ ენის ლაბასხმულს. ენა გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 2-4 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დასრულებამდე 1 საათით ადრე ჩაამატეთ მარილი, სტაფილო, ხახვი, 10 წუთით ადრე – დაფნის ფოთოლი. მოხარშულ ენას გადაავლეთ ცივი, გამდინარე წყალი, მოაძვრეთ კანი, ხელახლა ჩადეთ ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე და კიდევ ადუღეთ 5 წუთი. ენა დაჭერით ნაჭრებად და დაალაგეთ დიდ სინზე.
ბულიონის გაღიავება (ეს არ არის აუცილებელი – შეგიძლიათ უბრალოდ დაწუროთ). კვერცხის ცილა გათქვიფეთ, შეურიეთ ნახევარ ჭიქა გაგრილებულ ბულიონს და ძაბრით ჩავასხათ მდუღარე ბულიონში, თან ვურიოთ. როცა ცილა მოიხარშება გადაწურეთ. წინასწარ დამბალი ჟელატინი ჩაასხით ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
ბულიონი მოასხით სინზე დალაგებულ ენას და დადგით ცივ ადგილზე.
ვამზადებთ კერძის მოსართავებს.
პროდუქტები მოსართავების დასამზადებლად:
• 4 ც. კვერცხი
• პატარა თავი ხახვი
• მოხარშული (უკეთესია ნახევრად მოხარშული) სტაფილო
• კამა
• ოხრახუში
• ხსნადი ან დაფქული ყავა
• პილპილის მარცვლები(რაც შეიძლება პატარა ზომის)
• პიტნისა და ბაზილიკის ფოთლები
• მწვანე ნიორი
ლელქაში – აიღეთ კამის ყველაზე ძლიერი ღერები, ბოლოში დაამაგრეთ მაგარი ცომი და მიეცით ლელქაშის ფორმა. შემდეგ ცომი ოდნავ დანამეთ და ამოავლეთ ყავაში. ლელქაში მზადაა – გამოვიდა ძალზედ რეალისტურად.
ლილიები – ხახვის პატარა თავი გადაჭერით ისე, რომ მისცეთ ყვავილის ფორმა. ყოველი ფენა შეაბრუნეთ 30 გრადუსით, მიიღებთ ყვავილს. შუაში ჩადეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო. ყვავილის გვირგვინები მზადაა.
გედები. 2 ცალ კვერცხს ჩამოჭერით თხელი ფენა, რითაც “ტანს” მიეცემა საშუალება მყარად გაჩერდეს ზედაპირზე. ჩამოჭრილ ნაჭერს მიეცით კუდის ფორმა ისე, როგორც ნაჩვენებია სურათზე (შეგიძლიათ ჩართოთ ფანტაზია).
დანარჩენი 2 კვერცხიდან გამოჭერით კისერი და ფრთები. სტაფილოსგან გამოჭერით “ნისკარტი” და ჩაამაგრეთ ჩხირით. ყველაზე პატარა პილპილის მარცვლები იქნება თვალები. სანამ ჩასვამთ თვალებს, ცილა გახვრიტეთ ჩხირით. იგივე გაიმეორეთ მთელ “კონსტრუქციაზე”, ყველა ნახვრეტზე იხმარეთ ჩხირი, რადგან ცილა ადვილად იმტვრევა და საჭიროა სიფრთხილე. კისერი ჩაამაგრეთ ჩხირზე, მეორე მხრიდან ჩაამაგრეთ “ტანზე” დახრილად. ტანზე ჩაჭერით 3 ჯიბე – 2 ერთმანეთის პარალელურად სიგრძეზე, ერთი კი – გარდიგარდმო კუდისთვის. ყველაფერს ვამაგრევთ თავთავის ადგილზე.
“თათები” ამოჭერით სტაფილოსგან.
კამით ვაკეთებთ ნაპირისა და ბალახის იმიტაციას. მწვანე ნიორი და “ლელქაში” (камыши) ჩაარჭეთ გაყინულ ლაბაში, თუ ვერ აჩერებთ – ხორცის ნაჭერში ჩაარჭვეთ კბილის საჩიჩქნი ჩხირი და შემდეგ ჩაამაგრეთ “ლელქაში”.
Popularity: 11% [?]
ხბოს ღვიძლი ბრაზილიურად
საახალწლო კერძი: სალათი “გველუკა”
შოკოლადი – “გემრიელი ნარკოტიკი”
გააფორმეთ საახალწლო & საშობაო სუფრა ორიგინალურად
საახალწლო სუფრის გარშემო
აზერბაიჯანულად შემწვარი ხორცი
ქოთანში მომზადებული შაშხი
თევზის ფილე – მზარეული სტეფან პოლიუ
ღორის ხორცის რულეტი კამით
ლაზანია ლავაშით