ავტორი ნინო მიქიაშვილი
19:29 01.08.2013
მამა იოთამ (ირაკლი ბასილაიას) და სამი საერო პირის: ბექა სალუქვაძის, გიორგი ბასიაშვილის და ტიტალ დავრიშიძის საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს გაიმართება. მამა ანთიმოზის (თამაზ ბიჩინაშვილის) წინააღმდეგ კი, სათანადო მტკიცებულებების არქონის გამო მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის წევრების წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება უკავშირდება 2013 წლის 17 მაისს, გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან დაკავშირებით დაანონსებულ აქციას, რომელიც არ ჩატარებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 1 აგვისტოს, 13 საათზე ჩანიშნული პროცესი ისევ N1 დარბაზში გაიმართა, იქ, სადაც 150 ადამიანი ეტევა. მამაოების პროცესის დაკვირვებას აგძელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლოზე მონიტორინგის დეპარტამენტი. მათთან ერთად სხდომას აკვირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე საქართველოს ეკლესიის წევრებს კვლავ ისე მოიხსენიებდა, როგორც საერო პირებს.
საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი, სხვადასხვა საკითხის გამო პოპულარული ადამიანებიდან მამაოების პროცესს ესწრებოდნენ: ყოფილი პოლიტპატიმარი თემურ ჟორჟოლიანი; მსახიობები ლილი და ნანა ხურითები; ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი გია ხევიაშვილი; “ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია; ციხის შემზარავი კადრების ერთ-ერთი ავტორი ლადო ბედუკაძე; ყოფილი პოლიტპატიმრები - რატი მაისურაძე და გიორგი გაბედავა.
პროცესის დაწყების დროს დარბაზში სულ რვა სკამი იყო თავისუფალი. პროცესს 19 სასულიერო პირი ესწრებოდა და აქედან ორი ბრალდებული გახლდათ. პროცესი 16 წუთის დაგვიანებით დაიწყო. პროკურატურა ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრადიციას არ ღალატობს და ერთიდაგიგივე საქმეზე სხვადასხვა პროკურორებს აგზავნის. ასე მოხდა მამაოების პროცესზეც, ბრალდების მხარეს ახალი პროკურორი წარმოადგენდა.
ბრალდებულებიდან ერთადერთს - ტიტალ დავრიშიანს არ ჰყავდა დამცველი. მისი უფლებების დაცვა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გადაწყვიტა მამა ანთიმოზის უფლებების ერთ-ერთმა დამცველმა, ადვოკატმა ლევან გორხელაშვილმა. ბრალდებულების უფლებებს იცავდნენ: ბესარიონ ქარცივაძე, ლევან გორხელაშვილი, გელა შავიძე, ლია ედიშერაშვილი, ლელა შავიძე, გელა ნიკოლაიშვილი, გია ტაბლიაშვილი და კიდევ ორი ახალგაზრდა ადვოკატი, რომელთა გვარებიც ვერ გავიგე, რადგან ხმა თითქმის არ ამოუღიათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიის ორ წევრსა და სამ საერო პირს ბრალი წაყენებული ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც კოდექსში ასეა ფორმულირებული - “შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“. როგორც ზემოთაა აღნიშნული, ხუთი ბრალდებულიდან ერთს - მამა ანთიმოზს ბრალი მოუხსნეს.
სისხლის სამართლის საქმე შედგება სამი ტომისგან და 14 “დივიდი“ დისკისგან. საქმეში დევს: “რუსთავი 2“-ის, “იმედი“-ს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, “მაესტრო“-ს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარდგენილი ვიდეოკადრები; დაზიანებული ავტომანქანების ექსპერტიზის დასკვნები, საავადმყოფოების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობები.
სხდომის მიმდინარეობისას ადვოკატებისგან გახდა ცნობილი, რომ ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელებიდან სასულიერო პირების წინააღმდეგ ჩვენება არც ერთ მათგანს მიცემული არ აქვს. სწორედ ამიტომ, ადვოკატები ბრალდების შესახებ დადგენილების გაუქმებასაც ითხოვნდნენ - ყოველგვარი სტანდარტის გარეშე, კანონის დარღვევითაა შედგენილი და უნდა გაუქმდესო, მაგრამ მოსამართლემ ბრალის დადგენილების გაუქმებაზე უარი თქვა.
15 აგვისტოს, 12 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე საქმის არსებით განხილვას დაიწყებს.