ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოსვლები პარიზს ათი მილიონი დაუჯდა [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი
17:29 06.08.2013
სხვადასხვა ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ განსაკუთრებით მძაფრი და მრავალრიცხოვანი გამოსვლები საფრანგეთში გაიმართა. რადიო “ფრანსისა“ და მედია-კავშირ “ობიექტივის“ კორესპონდენტ გიორგი ფოფხაძეს საქართველოში ყოფნისას შევხვდი და ვესაუბრე, იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დააპატიმრეს, რამდენი დააკავეს, რამდენმილიონიანი ზარალი მიადგა ქვეყანას, გააკეთა თუ არა სპეციალური განცხადება ამერიკის ელჩმა და როგორი იყო კათოლიკური ეკლესიის როლი, ამ გამოსვლების დროს. ინტერვიუს ბოლოს, მიბმული ვიდეოფაილით შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინებისა და ე.წ. გეიაღლუმების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ვიდეოკადრები. 

დაუშვებდნენ თუ არა საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, უფრო ბევრი ხალხი, რომ გამოსულიყო - ანუ ფრანგებმა რაიმე ხომ არ დააკლეს?

გიორგი ფოფხაძე: ფრანგებს, თვითონ ხალხს არაფერი დაუკლია. ეს უბრალოდ, სოციალისტების დაჟინება, აკვიატება იყო და თავისი მაინც გაიტანეს. “ქორწინება ყველასათვის“, - ასე დაარქვეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, რაც მომავალ არჩევნებში იმის საწინდარი იქნება, რომ სოციალისტები სახელმწიფოს სათავეში 20-30 წელი ვეღარ მოვლენ. ამას მთელი საფრანგეთი ლაპარაკობს - ყველამ იცის, რომ ეს კანონი დროებითია და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები, ხოლო ორი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევენები გაიმართება.

სხვათა შორის, საფრანგეთში ყველაზე სალანძღავი სიტყვაა, როცა პედარასტს, ან ფრანგულად “პედეს“ გიწოდებენ. ფრანგები ტრადიციული ხალხია და ყოველგვარი გაუკუღმართების, კანონის დარღვევის წინააღმდეგნი არიან და სწორედ გაუკუღმართების დაკანონებამ მათში მძაფრი რეაქცია გამოიწვია, თორემ ისინი ერთად ცხოვრებას არავის უშლიან.

როგორი იყო იქაური კათოლიკური ეკლესიის პოზიცია?

-საფრანგეთში სახელმწიფო და ეკლესია თითქოს გაყოფილია, მაგრამ ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს, პოლიტიკაზეც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წამყვანი გაზეთია “კროა“, ანუ კათოლიკური “კროა“. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ კათოლიკურმა ეკლესიამ პირდაპირ მოუწოდა.

ეკლესიაში მრევლს მოუწოდეს, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოვიდნენ?

-ტელევიზიითაც მოუწოდეს, ეკლესიებშიც ქადაგებდნენ - ეკლესიაში საკვირაო ქადაგებებთან ერთად ლიონის კარდინალი ქუჩაში გამოსვლისკენ პირდაპირ ტელევიზიით, რადიოთი მოუწოდებდა.

სახელმწიფოს მხრიდან კათოლიკური ეკლესია ძალიან დიდ პატივშია. ფრანგებში კათოლიკურ ეკლესიას იმხელა გავლენა აქვს (თან, არ დაგავიწყდეთ, არაოფიციალური გავლენა), რომ იქ ასე იოლად ვერავინ გაბედავს ეკლესიის წარმომადგენლის პასუხისგებაში მიცემას. სასულიერო პირის კანონს არ გადაცდება და თუ დააშავა, იმას უკვე გააზრებული აქვს, რომ ციხეში წავა.

მხატვრული ფილმი “დავინჩის კოდი“, რომ გამოვიდა და კათოლიკურმა ეკლესიამ ქუჩაში მრევლი გამოიყვანა, კინოთეატრები დაანგრია. ამ ფილმის ჩვენება მესამე დღეს აკრძალეს.

რა თქვეს პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე?

-ქუჩაში გამოსვლისკენ ხალხს ტელევიზიით, რადიოთი მემარჯვენე პარტიებმაც მოუწოდეს. “უემპემ“, ანუ სარკოზის პარტიამ და კათოლიკურმა ეკლესიამ მხოლოდ პარიზში მილიონი კაცი გამოიყვანეს.

რა ზარალი მიადგა ქვეყანას, ამ გამოსვლების შედეგად?

-გამოსვლები აპრილი-მაისში გრძელდებოდა. პირველი შეტაკება ლიონში, მეორე პარიზში მოხდა. ფრანგები ქუჩაში, რომ გამოვიდნენ, რაც გზაში შეხვდათ ყველაფერი დაწვეს. მხოლოდ პარიზში საბოლოო ჯამში დაახლოებით ათ მილიონ ევრომდე ზარალი დაითვალეს.

რა ტიპის სასჯელი დააკისრეს აქციაში მონაწილე ადამიანებს?

-პირველი გამოსვლის დროს 40 კაცი დააკავეს და ადმინისტრაციული სასჯელის სახით ჯარიმები დააკისრეს. საფრანგეთში ჯარიმები 500-დან 1 000 ევრომდეა.

პოლიციელების მიმართულებით “მოლოტოვის კოქტეილებისა“ და ქვების სროლისთვისაც ჯარიმას აკისრებენ?

-დიახ, ბატონო, ეს მსუბუქი ტიპის დანაშაულად ითვლება. პირველ და მეორე შემთხვევაზე პირობით მსჯავრს ადებენ. აქ პრობაციონერებს, რომ ეძახიან, დაახლოებით იგივე შემთხვევაა. ისე რომ, აქციის მონაწილეებიდან ვინმე ერთი და ორი წლით ციხეში არავინ წასულა. ეს ნამდვილად ვიცი. სხვანაირად, რომ მომხდარი გაზეთში დაიწერებოდა.

ვინმე მოუწოდებდა “მოლოტოვის კოქტეილების“ პოლიციის მიმართულებით სროლისკენ?

-ამისკენ არავინ მოუწოდებდა. საფრანგეთში, როცა მომიტინგე“მოლოტოვის კოქტეილის“ სასროლად მიდის, მას გააზრებული აქვს რა მოელის - იცის, რომ ამისთვის დაისჯება.

თქვენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხართ?

-დიახ.

რა მოხდება აქ პოლიციელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, რომ ესროლოთ?

-ყველაზე მინიმიმუმ ალბათ, ხუთწლიან სასჯელს მომისჯიან. მე თუ ამას გავაკეთებ, სასჯელის სიმძიმე გააზრებული მექნება.

რაიმე შეხლა-შემოხლა იყო, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის?

-ბოლოს, კათოლიკური ეკლესიისა და მემარჯვენეების მილიონიან მიტინგზე ჰომოსექსუალები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და მათგან 90 ხელის შეშლის მოტივით დააკავეს.

-ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ?

-რა თქმა უნდა, მონაწილეობდნენ.

სასულიერო პირებიც დააჯარიმეს?

-არც ერთი სასულიერო პირი არ დაუჯარიმებიათ. http://videos.tf1.fr/jt-we/le-20-heures-du-26-mai-2013-7974785.html - ამ მისამართზე ნახავთ საფრანგეთის პირველი არხის მიერ მომზადებულ ვრცელ სიუჟეტს, 26 მაისს გამართულ აქციაზე. თქვენ ნახავთ სასულიერო პირებმა აქციაზე ვირი როგორ ჩაატარეს, მონაზვნები როგორ გალობენ; ნახავთ აქციის მონაწილეს, რომელსაც ხელში სკამი უჭირავს.

გააკეთა განცხადება ამერიკის ელჩმა?

-საფრანგეთში უცხო ქვეყნის დიპლომატს არავითარი უფლება არა აქვს გააკეთოს რაიმე სახის განცხადება, იმ ქვეყნის მისამართით, რომელ ქვეყანაშიც ის არის აკრედიტებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ქვეყნის ელჩს, რომელმაც იკადრა და ეს განცხადება გააკეთა, უკეთეს შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ და ნოტას გადასცემენ.

რა მოხდება უარეს შემთხვევაში?

-უარეს შემთხვევაში, ნახევარ საათში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური შეიკრიბება, ამერიკის ელჩს დაიბარებენ, ნოტას გადასცემენ, საღამოს ცხრა საათიან გამოშვებაში საფრანგეთის პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, რომლითაც ელჩის პოზიციას შეაფასებს, როგორც მისი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას და ყოველივე ამის შემდეგ შესაძლებელია ელჩი საფრანგეთის ტერიტორიიდან გააძევონ.

ასე რომ, არც ამერიკის და არც სხვა ქვეყნის ელჩს საფრანგეთის შინაურ საქმეებში ჩარევის არავითარი უფლება არა აქვს. მათ შეუძლიათ მიიღონ და მოუსმინონ, როგორც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს და შემდეგ ამის თაობაზე დაფარული ტექსტით თავიანთი ქვეყნის მთავრობას აცნობონ.

რა რეაქცია ჰქონდათ იქაურ არასამთავრობოებს, მილიონიანია გამოსვლების შემდეგ?

-საფრანგეთში სამოქალაქო სექტორი ისეთი აგრესიული არ არის, როგორც აქ. იქ ჩვენი არასამთავრობო სექტორის მსგავსად ტელევიზორში არ გამოიპლაკებიან ხოლმე, რადგან მათი პოზიცია მათივე ვებგვერდზე აისახება, ან წერილობითი ფორმით პირდაპირ შესაბამის უწყებას გადასცემენ. იქ არასამთავრობო სექტორი არის მეოთხე ხელისუფლება, რომელიც მთავრობაზე ზეგავლენას ახდენს. არავინ წივის და კივის, გინდა თუ არა მღვდლები დასაჯეთო. როცა იქაური არასამთავრობოები წლიურ ანგარიშს წარადგენენ, რასაკვირველია, მაშინ პრესკონფერენციას იწვევენ და ვინც საჭიროდ თვლის, ის მიდის, მთელი წლის ანალიზს ისმენს და შემდეგ ამას აშუქებს.



| დატოვე კომენტარი |

რედაქტორის რჩევით




 
 
 

ეკა ბესელია: ილია ჩაჩიბაიამ სამეგრელოში ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა – პროცესი დაიძრა [video]

ავტორი obieqtivi.net15:20 22.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას საავტორო გადაცემაში, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ სამოქალაქო სოლიდარობის აუცულებლობაზე ისაუბრა.ბესელიამ გადაცემის...



ბრალდებულ სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესზე გულის შეტევა დაემართა

17:06 09.04.2012პატიმრობაში მყოფი „თავისუფალი დემოკრატერბის“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. როგორც ჩაჩიბაიას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულს...


რეპორტაჟი ჩაშლილი გეიაღლუმიდან [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი16:47 17.05.2012თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან შეკრება პირველის ნახევარზე დაიწყეს. ტაქსიდან ფერადი დროშებით ხელში ოთხი ახალგაზრდა გადმოვიდა. ბიჭს ყურზე საყურე და ხელში პლაკატი ეჭირა - “მეც გეი ვარ“. ვინ ხართ-მეთქი ვკითხე და ორგანიზაცია...


ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

17:06 17.05.2012ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე, რომლის მონაწილეები, მათივე თქმით, ”არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ სიძულვილს” აპროტესტებენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები...


ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა

13:06 26.05.2012კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდიდან მიულოცა. "მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი არის სახელმწიფოებრივი ზეიმი", - განაცხადა მან.დღესვე,...



53 სკოლის მოსწავლეების „მადლობა ბატონ ტარას შავშიშვილს!“ [video]

18:05 24.05.2012გუშინ, ინტერნეტსივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელებზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც თბილისის 53-ე სკოლის მოსწავლეების მიერაა გადაღებული. ვიდეო ერთგვარი პოლიტიკური პერფორმანსია და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის ის არსებულ სივრცეში,...



ბაჩო ახალაია საცხოვრებლად ზუგდიდში გადადის და 150 000 დოლარად შეფასებულ 6 სახლს ყიდულობს

19:24 22.05.2012"ბაჩო ახალაია, ფაქტობრივად ზუგდიდში გადმოვიდა საცხოვრებლად. ყოველ ღამეს ბაჩო ახალაია ზის რესტორანში - ან "დიარონში" ან "მენძელში" ან "დარიალში", თვრება და მერე იწყებს ოპოზიციის გინებას. შეშინებული მიმტანები ვერ მიდიან ბაჩო ახალაიასთან,...



მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს [video]

მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან...



„შავფაროსნებმა“ და სტუდენტებმა ხელისუფლებას ვადა 31 მაისამდე მისცეს

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012დავით-გარეჯის დასაცავად გამართულ მსვლელობაში ორი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 90% სტუდენტები იყვნენ. ასი ათასიან მსვლელობასაც შეშურდებოდა ის მუხტი, რომლითაც მანიფესტანტებმა გაიარეს გზა ვაკის...



„ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელზე თავდასხმა განხორციელდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, ხობიდან16:33 20.05.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის ოფისის ხელმძღვანელს, მამუკა ქარდავას თავს ოთხი უცხო მამაკაცი დაესხა. ინციდენტი სოფელ ნოჯიხევთან წუხელ, ღამის 2 საათისთვის მაშინ მოხდა, როცა ქარდავა ხობის ცენტრში მდებარე კოალიციის...

ნანული ვახანია: მკვლელებო! ნუ ფიქრობთ, რომ შეგრჩებათ, წყეულიმც იყავით!

ავტორი ილია ჩაჩიბაია22:58 30.05.2012საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება, პოლიტპატიმარ ვლადიმერ ვახანიასთვის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში...



ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში მოძრაობის ახალი წარმომადგენელი წარადგინა

15:06 25.05.2012ირაკლი ალასანიამ "ქართული ოცნების" სამეგრელოს ოფისის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა, რეგიონულ ორგანიზაციას მერაბ ქვარაია უხელმძღვენელებს. ამ პოსტზე ის სერგო ჩაჩიბაიას შეცვლის, რომელსაც კვლავ პატიმრობაში იმყოფება.პრესკონფერენციაზე ალასანიამ...



„ვერ ჩაგვრეცხეს, ვერ გვაქციეს მუმიებად! ყველა ღირსეული კაცი და ქალი აქ დგას“

ავტორი ნინო მიქიაშვილი13:06 05.05.2012პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე, სახელწოდებით „ჩვენ ვიწყებთ“, პუშკინის ქუჩიდან თავისუფლების მოედანი და შემდეგ რუსთაველის გამზირი, ოპერის კუთხემდე (ყოფილ „ციცინათელასთან“) ხალხით...



მეუფე იაკობი: “ჩვენი ეკლესიის შვილები ამ აღვირახსნილობის ქადაგებას არ შევურიგდებით“ [video]

ავტორი ნინო მიქიაშვილი17:08 28.05.2012ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 27 მაისს, წირვის დასრულების შემდეგ, იქ შეკრებილ მრევლს გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებით მიმართა, რომელშიც ის გამოეხმაურა თბილისში ე.წ. გეიაღლუმის...



მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მე, ირმა ინაშვილს, შესაძლოა, დამეჯახოს ნასვამ მდგომაროობაში მყოფი პირის ავტომანქანა

17:00 30.05.2012მედია-კავშირ „ობიექტივის“ საგანგებო განცხადებაგვსურს საჯაროდ განვაცხადოთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა და წამყვანები ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით.სისტემატური...



გვაიძულებენ, რომ ბავშვები ვითომდა ჩვენი ნებართვით გადავიყვანოთ უპატრონო ბავშვთა სახლებში

20:16 01.06.20121 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს უფლებადამცველსა და ჟურნალისტს კოტე ინაშვილს ქალთა N5-ე კოლონიიდან პატიმარი დედები დაუკავშირდნენ და მათი ბავშვების გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ აცნობეს.როგორც ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ...



გარემოვაჭრეებმა ბაქრაძე დააბნიეს – "ვის მისცემთ არჩევნებში ხმას რა მნიშვნელობა აქვს?!" [video]

13:06 06.06.2012ზუგდიდელი გარემოვაჭრეები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გუბერნიის შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ, სამეგრელოში ვიზიტად მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდნენ.შეხვედრა დაუგეგმავი იყო და ბაქრაძეს გარემოვაჭრეების პრობლემებისთვის...



გარემოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ [Video]

17:06 08.06.2012გარემოვაჭრეებმა თბილისისკენ საპროტესტო მსვლელობა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით შეწყვიტეს და ზუგდიდში დაბრუნდნენ. სამდღიანი მსვლელობის შემდეგ 7 გარემოვაჭრე საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქაიამ რამდენიმე...



გორთან ახლოს „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ესროლეს

11:55 09.06.2012დაუდგენელმა პირებმა „მაესტროს“ ჟურნალისტის, ია თინიკაშვილის მანქანას ცეცხლი სოფელ ბერბუკთან გაუხსნეს. ჟურნალისტი სოფელ ახრისიდან გორის მიმართულებით ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას ტყვიები მოხვდა და მინები ჩაიმსხვრა.ია თინიკაშვილი ახრისში...



ოზურგეთის აქციაზე მიმავალ სენაკელებს ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა, სენაკი13:06 20.06.2012კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ოზურგეთში დაგეგმილ აქციაზე სენაკელი მხარდამჭერები ვერ მოხვდნენ. 17 ივნისს, სამეგრელოდან გურიაში ვერც კოალიციის სენაკის ოფისის წევრები გადავიდნენ. მათი ნაამბობიდან ირკვევა, რომ...

სააკაშვილის ცრუ დემოკრატია და მართვის საბჭოური სისტემა

ავტორი მარიამ თოდაძე15:21 12.03.2012როდესაც ქვეყნის მართვის ავტოკრატიულ სტილზე ვსაუბრობთ და სააკაშვილის ცრუ დემოკრატიაზეც დავამატებთ ხოლმე ორიოდე სიტყვას, რჩება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაინც არ არის გასაგები, რომ დემოკრატია ხალხის...



ზუგდიდში, რამდენიმე მისამართზე, სამხედრო ფორმიანი ადამიანები მალულად ბინადრობენ [video]

ავტორი ნანა ფაჟავა17:06 21.03.2012Presage.tv კიდევ ერთ ვიდეო მასალას გთავაზობთ, რომელიც ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლშია გადაღებული. აღნიშნულ მისამართზე სამხედრო პირების საეჭვო გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელებმა მოგვაწოდეს. ჩვენ...



ილია ჩაჩიბაია: „გასაიდუმლოებული სამხედრო შტაბები სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელშია განთავასებული“

14:57 25.03.2012„ობიექტივის“ წამყვანისა და ჟურნალ "ღია ბოქლომის" მთავარი რედაქტორის ილია ჩაჩიბაიას განცხადებით, ხელისუფლებამ სამეგრელოში ჩამოყალიბებულ უკანანო შეირაღებულ ფორმირებებში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლეებიც ჩართო.როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ...



წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა

15:36 27.04.2012წალენჯიხის ბავშვთა სახლში უსაფრთხოების პირობების დარღვევა უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა; ერთ-ერთმა აღსაზრდელმა სხეულის სერიოზული დაზიანება მიიღო – ეზოში უყურადღებოდ დატოვებული ნაჯახით მარცხენა ხელის არათითის I და II ფალანგი მოიჭრა....



გოდერძი ჩოხელის ოჯახი საქართველოს დატოვებას ფიქრობს [video]

ავტორი მანანა ნოზაძე20:00 30.04.2012გოდერძი ჩოხელის ოჯახი საზღვარგარეთ წასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ცნობილი მწერლის, რეჟისორისა და სცენარისტის მეუღლემ ნინო მელაშვილმა-ჩოხელმა Presage.tv-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დატოვება...



„ნაციონალური“ უფასო სასადილო ხობში ისევ გამოჩნდა [video]

ავტორი ნანა ფაჟავა22:38 02.05.2012„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-უფასო სასადილო მზრუნველობ ამოკლებულთათვის“ -2005 წლიდან ასეთი წარწერა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქის იმ ობიექტებს ამშვენებდა, სადაც მმართველმა პარტიამ „საქველმოქმედო“ პროექტის განხორციელება...


დღეს, კიდევ ერთი მსჯავრდებული თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა

18:04 04.04.2012 სასჯელაღ სრულების # 18 სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ ერთი მსჯავრდებული, თენგიზ ბელქანია გარდაიცვალა, რომელიც სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა.პატიმრის ადვოკატის, მათე ხარჭამაძის განცხადებით, ბელქანიას 8 წელი...



„სააკაშვილის საქართველო მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ ვითარდება“ [video]

18:08 07.04.2012ირაკლი ალასანია სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის მოსახლეობას შეხვდა.ირაკლი ალსანიას განცხადებით, ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა...



ველოტრასას დადიანების ბაღი ეწირება [video]

ავტორი ნანა ფაჟავა12:11 09.05.2012ველომანიამ იმერეთიდან სამეგრელოშიც ჩამოაღწია. ქუთაისის შემდეგ ზუგდიდიც გაველოტრასდება და მიხეილ სააკაშვილის ცნობილ ფრაზებს: „ველოსიპედი ევროპული და ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია“,...



ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო [video]

ავტორი თამარ ზანთარაია14:06 09.05.2012სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს, ახალი ქალაქის ლაზიკის ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან უკვე გაკაფულია. ახალქალაქის დანარჩენი...